პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ ხორცის ყიდვისას - სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ
რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ ხორცის ყიდვისას - სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ

სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია (FAO) მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ, თავი შე­ი­კა­ვონ ხორ­ცი­სა და ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის შე­ძე­ნი­სა­გან ისეთ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და ხორ­ცის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი.

გა­ე­რო-ს სურ­სა­თი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბა იმა­ტებს, გაზ­რდი­ლი მო­თხოვ­ნის ფონ­ზე კი ხში­რად ხორ­ცის რე­ა­ლი­ზე­ბა ხდე­ბა არა­კე­თილ­სა­ი­მე­დო გა­რე­მო­ში, სა­დაც არ არის და­ცუ­ლი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი, უც­ნო­ბია ხორ­ცის წარ­მო­მავ­ლო­ბა და სა­ქონ­ლის დაკ­ვლის ად­გი­ლი.

სა­ქონ­ლის ხორ­ცის შე­ძე­ნი­სას მომ­ხმა­რე­ბელ­მა ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­აქ­ცი­ოს რიგ გა­რე­მო­ე­ბებს:

  • ხორ­ცი უნდა ინა­ხე­ბო­დეს სუფ­თა, და­ხუ­რულ მა­ცი­ვარ­ში, შე­სა­ბა­მი­სი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვით, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრუ­ლია 2-დან 6-გრა­დუ­სამ­დე, ხოლო, შე­ნახ­ვის ვა­დაა 48 სა­ა­თი.
  • გა­სა­ყი­დი ხორ­ცის ეტი­კეტ­ზე და­ტა­ნი­ლი უნდა იყოს შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია: ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა (სა­დაც მდე­ბა­რე­ობს სა­საკ­ლაო), სა­საკ­ლა­ოს აღი­ა­რე­ბის ან პი­რო­ბი­თი აღი­ა­რე­ბის ნო­მე­რი (სა­დაც და­იკ­ლა ცხო­ვე­ლი); ასე­ვე, დამ­ზა­დე­ბის თა­რი­ღი და სა­ა­თი;
  • თუ ხორ­ცი მი­ღე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი, გაზ­რდი­ლი ცხო­ვე­ლის­გან ("წარ­მო­შო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო"), ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს ცხო­ვე­ლის სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო სა­ყუ­რე ნიშ­ნის ნო­მე­რი;
  • თუ ხორ­ცი იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლია, ეტი­კეტ­ზე მი­თი­თე­ბუ­ლი უნდა იყოს იმ­პორ­ტი­ო­რი ქვეყ­ნის და­სა­ხე­ლე­ბა;
  • სხვა­დას­ხვა წარ­მო­მავ­ლო­ბის ხორ­ცი (სა­ქო­ნე­ლი, ცხვა­რი, ღორი, თხა) მა­ცი­ვარ­ში გან­ცალ­კე­ვე­ბით უნდა იყოს გან­თავ­სე­ბუ­ლი.
  • ცალ-ცალ­კე უნდა გან­თავ­სდეს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან (ბრა­ზი­ლია, უკ­რა­ი­ნა და სხვა) იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ხორ­ციც.
  • ეტი­კე­ტი გა­მოკ­რუ­ლი უნდა იყოს თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას იმ მა­ცი­ვარ­ზე, რო­მელ­შიც პრო­დუქ­ტი ინა­ხე­ბა.

FAO და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­ვაჭ­რო ად­გი­ლებ­ში ხორ­ცი­სა და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის ფასი, შე­საძ­ლოა, მცი­რე­დით გან­სხვავ­დე­ბო­დეს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ მა­ღა­ზი­ებ­ში და ჰი­პერ­მარ­კე­ტებ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­სა­გან, თუმ­ცა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბას ახ­სოვ­დეს! - ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის გა­რე­შე დაკ­ლუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ხორ­ცი­სა და ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის პრო­დუქ­ტე­ბის­გან (რძე, ყვე­ლი, თევ­ზი და ა. შ) ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბის რის­კი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია! ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის­გან ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ე­დოს სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბი.

გა­უფრ­თხილ­დით თქვე­ნი და თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბას და სა­ეჭ­ვო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სას გთხოვთ, დარ­ე­კოთ სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე: 15 01" - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ ხორცის ყიდვისას - სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ

რა უნდა გაითვალისწინოთ საახალწლოდ ხორცის ყიდვისას - სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას აფრთხილებენ

სურსათის ეროვნული სააგენტო და გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები და ხორცის შენახვის პირობები.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების მოხმარება იმატებს, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კი ხშირად ხორცის რეალიზება ხდება არაკეთილსაიმედო გარემოში, სადაც არ არის დაცული შენახვის პირობები, უცნობია ხორცის წარმომავლობა და საქონლის დაკვლის ადგილი.

საქონლის ხორცის შეძენისას მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს რიგ გარემოებებს:

  • ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი.
  • გასაყიდი ხორცის ეტიკეტზე დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი); ასევე, დამზადების თარიღი და საათი;
  • თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან ("წარმოშობა - საქართველო"), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი;
  • თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;
  • სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული.
  • ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც.
  • ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას იმ მაცივარზე, რომელშიც პროდუქტი ინახება.

FAO და სურსათის ეროვნული სააგენტო ითვალისწინებენ იმ გარემოებას, რომ არაოფიციალურ სავაჭრო ადგილებში ხორცისა და მისგან წარმოებული პროდუქტის ფასი, შესაძლოა, მცირედით განსხვავდებოდეს სპეციალიზებულ მაღაზიებში და ჰიპერმარკეტებში არსებული ფასებისაგან, თუმცა, მნიშვნელოვანია მოსახლეობას ახსოვდეს! - ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული და რეალიზებული ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისგან (რძე, ყველი, თევზი და ა. შ) ადამიანის დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია! ინფიცირებული ცხოველისგან ადამიანს შეიძლება გადაედოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებები.

გაუფრთხილდით თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას და საეჭვო შემთხვევების გამოვლენისას გთხოვთ, დარეკოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე: 15 01" - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ