პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 თვეში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 400 მოქალაქე გამოაძევეს - როგორ მიმდინარეობს უვიზო რეჟიმის პროცესი?
4 თვეში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 400 მოქალაქე გამოაძევეს - როგორ მიმდინარეობს უვიზო რეჟიმის პროცესი?

უვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბის დღი­დან, ანუ 2017 წლის 28 მარ­ტი­დან 2018 წლის დე­კემ­ბრამ­დე, ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნა­ში 335 000-ზე მეტ­მა მო­ქა­ლა­ქემ ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ვი­ზი­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა - ასე­თია სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი.

შს სა­მი­ნის­ტროს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2018 წლის აგ­ვის­ტო-ნო­ემ­ბერ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს 411 მო­ქა­ლა­ქის დე­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. იმ ქვეყ­ნებს შო­რის, სა­ი­და­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დე­პორ­ტა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და, "ლი­დე­რო­ბენ":

გერ­მა­ნია - 152 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი; ავ­სტრია - 74 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი; საფ­რან­გე­თი - 70 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი; ბელ­გია - 23 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი; შვე­დე­თი - 20 დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და ა.შ.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე ყვე­ლა­ზე მეტი უარი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს იტა­ლი­ამ უთხრა - სულ 158 უარი შეს­ვლა­ზე. შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში შეს­ვლა­ზე უა­რის თქმის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 603-ს შე­ად­გენს. ქარ­თვე­ლებს ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე უარი უთხრა: კვიპ­როს­მა (69), გერ­მა­ნი­ამ (69), საფ­რან­გეთ­მა (68), სა­ბერ­ძნეთ­მა და ეს­პა­ნეთ­მა (44-44 უარი) და ა.შ.

მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­შირ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ნდო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და სა­ვი­ზო რე­ჟი­მი გა­უ­უქ­მა, ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქემ სა­ოც­ნე­ბო ად­გი­ლებ­ში ჩას­ვლა ყო­ველ­გვა­რი შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე მო­ა­ხერ­ხა, ახა­ლი კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­რა, ახ­ლობ­ლე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა თუ საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, თუმ­ცა, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა გარ­კვე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეც დად­გა.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა ხარ­ვე­ზე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში და ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ სა­გა­რეო უწყე­ბას მივ­მარ­თეთ.

  • რას აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა?

რო­გორც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლომ 60-ზე მეტი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა და 70-მდე კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქტი/რე­გუ­ლა­ცია მი­ი­ღო. სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­მო­ღე­ბი­დან მე­ცხრე თვეს - 2017 წლის 20 დე­კემ­ბერს ევ­რო­კო­მი­სი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა პირ­ვე­ლი პრო­ცე­დუ­რუ­ლი ან­გა­რი­ში, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო სა­ვი­ზო რე­ჟი­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნებს ას­რუ­ლებს.

ამავდრო­უ­ლად, ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია და არც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უარ­ყო­ფენ, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­ი­ზარ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ეს ეხე­ბო­და გერ­მა­ნი­ა­სა და საფ­რან­გეთს. იტა­ლი­უ­რი მე­დია კი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნილ კრი­მი­ნა­ლურ ქმე­დე­ბებ­ზეც იუ­წყე­ბო­და.

მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში იტა­ლი­ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტო­ნიო ბარ­ტო­ლიმ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რომ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლის არ­სე­ბო­ბამ შე­საძ­ლოა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიღ­წე­ვებს, რო­გო­რიც არის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია. მან ქარ­თულ მხა­რეს ორ­გა­ნი­ზე­ბულ კრი­მი­ნალ­თან ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით ბრძო­ლა შეს­თა­ვა­ზა.

ამას­თან, ევ­რო­პა­ში თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, გა­სუ­ლი წლის 18 აპ­რილს პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც გვა­რის შეც­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბის გამ­კაც­რე­ბას გუ­ლის­ხმობ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არ­გუ­მენ­ტი ასე­თია: „ხში­რად მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლა, მი­ღე­ბუ­ლი ჰქონ­და უარი ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა­ზე ან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში იყო მხი­ლე­ბუ­ლი, გვა­რის შეც­ვლის შემ­დგომ ისევ ცდი­ლობ­და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლას, დარ­ჩე­ნას და სხვა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბის ჩა­დე­ნას. ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­დე­გად, მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი მკვეთ­რად შემ­ცირ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა­ვენ უწყე­ბა­ში.

ასე­ვე, სწო­რედ თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის, და­ი­წყო სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში თავ­შე­საფ­რის პრო­ცე­დუ­რის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლო შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. გარ­და ამი­სა, შე­მუ­შავ­და მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია - Schengen/EU APP, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, უვი­ზო მი­მოს­ვლის წე­სე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ეც­ნონ და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი და უვი­ზო მი­მოს­ვლის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გა­მო­ით­ვა­ლონ.

  • კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლა

რაც შე­ე­ხე­ბა კრი­მი­ნალ­თან ბრძო­ლის სა­კითხს, ევ­რო­კავ­ში­რის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­აქ­ტი­ურ­და. კერ­ძოდ, გერ­მა­ნი­ა­ში, შვე­დეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ავ­სტრი­ა­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი დო­ნის დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტე­ბი შედ­გა. 2018 წლის 1 სექ­ტემ­ბრი­დან, "ევ­რო­პოლ­თან" მე­კავ­ში­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ხელ­მო­წე­რი­ლი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შტაბ-ბი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­კავ­ში­რე-ოფი­ცე­რი და­ი­ნიშ­ნა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩმა, ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და. რო­გორც სა­გა­რეო უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უწყობს ხელს სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო წარ­მო­შო­ბის ქვეყ­ნად აღი­ა­რე­ბა და თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნე­ბის გან­ხილ­ვის ვა­დე­ბის შემ­ცი­რე­ბა.

ამ ეტაპ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო ქვეყ­ნად უკვე ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნის 11 ქვე­ყა­ნა აღი­ა­რებს: ბულ­გა­რე­თი, საფ­რან­გე­თი, ლიხ­ტენშტა­ი­ნი, ავ­სტრია, ბელ­გია, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ის­ლან­დია, ლუქ­სემ­ბურ­გი, ირ­ლან­დია, ეს­ტო­ნე­თი და და­ნია. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ 2018 წლის 18 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლო უსაფრ­თხო ქვეყ­ნად გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ აღი­ა­რა, რაც ამ­ჟა­მად, ბუნ­დეს­ტა­გის მიერ გარ­კვე­უ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბის დას­რუ­ლე­ბას სა­ჭი­რო­ებს.

  • რო­გორ აფა­სე­ბენ პრო­ცესს ექ­სპერ­ტე­ბი

ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის თით­ქმის 2-წლი­ა­ნი შე­დე­გე­ბის შე­სა­ჯა­მებ­ლად AMBEBI.GE სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ექ­სპერ­ტებ­საც და­უ­კავ­შირ­და, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ევ­რო­კავ­ში­რი­სა და შენ­გე­ნის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზო მი­მოს­ვლამ სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბის­კენ გა­უხ­სნა კარი, თუმ­ცა გარ­კვე­ულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზეც სა­უბ­რო­ბენ.

ექ­სპერტ გრი­გოლ გე­გე­ლი­ას მო­საზ­რე­ბით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას თან ბევ­რი სი­კე­თე ახ­ლავს, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კრი­მი­ნა­ლე­ბად და "ევ­რო­პა­ში არ­შე­საშ­ვე­ბე­ბად" წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს.

"ჯამ­ში, მი­მაჩ­ნია, რომ პრო­ცე­სი პო­ზი­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა ვცა­დოთ, რომ ეს სი­კე­თე ქვე­ყა­ნას არ და­ეხ­შოს, შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ უნდა და­ვიც­ვათ ლე­გა­ლუ­რი ვა­დე­ბი. უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ევ­რო­პა გვენ­დო, რო­დე­საც მის­კენ უფრო თა­ვი­სუფ­ლად მი­მა­ვა­ლი კარი გაგ­ვიხ­სნა და ჩვენ ეს ნდო­ბა უნდა და­ვა­ფა­სოთ და ვაჩ­ვე­ნოთ, რომ შე­ვიძ­ლია, ევ­რო­პას­თან სხვა­დას­ხვა ფორ­მატ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უფრო ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნოთ.

ეს სი­კე­თე, რა­საც ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია ჰქვია, ყვე­ლა ქარ­თველ­მა უნდა და­ვიც­ვათ, რად­გან რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ და ეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მა­სობ­რი­ვად წარ­მოგ­ვა­ჩი­ნონ, რო­გორც კრი­მი­ნა­ლე­ბი და არ­შე­საშ­ვე­ბე­ბი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამას ერთი მი­ზა­ნი აქვს: სა­ქარ­თვე­ლო ვერც ეკო­ნო­მი­კუ­რად და ვერც კულ­ტუ­რუ­ლად ვერ გან­ვი­თარ­დეს და რომ დარ­ჩეს რუ­სულ ორ­ბი­ტა­ზე. მგო­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან უფრო მეტი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბაა სა­ჭი­რო, მათ შო­რის იმა­ზეც, რო­გორ არ უნდა მო­ვიქ­ცეთ და იმა­ზეც, თუ რა ტი­პის სარ­გე­ბე­ლი შეგ­ვიძ­ლია, ვნა­ხოთ“, - აღ­ნიშ­ნა გრი­გოლ გე­გე­ლი­ამ.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სპე­ცი­ა­ლის­ტის, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძის მო­საზ­რე­ბით, უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბა ქვეყ­ნის­თვის ევ­რო­კავ­შირ­თან ახა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის და­წყე­ბას ნიშ­ნავს. ამის მა­გა­ლი­თად, ექ­სპერტს პო­ლო­ნე­თი­სა და საფ­რან­გე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მოჰ­ყავს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თა­ნაც. ასე­ვე, თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ სა­ქარ­თვე­ლო აღი­ა­რეს უსაფრ­თხო ქვეყ­ნად, ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯ­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა. ასე­ვე, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა სა­კი­თხებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო ინ­ტენ­სი­უ­რი, უფრო მჭიდ­რო გა­ხა­და. თუნ­დაც, იგი­ვე, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რის­კე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად ჩვენ დაგ­ვჭირ­და პო­ლი­ცი­ის ატა­შე­ე­ბის­თვის ინ­სტი­ტუ­ტის ამოქ­მე­დე­ბა, ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც დაგ­ვჭირ­და და ეს არ მოხ­დე­ბო­და, რომ არა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა რის­კებს, ბევ­რი არ ყო­ფი­ლა და არ გა­მარ­თლდა ის შიში და მო­ლო­დი­ნი, რომ თუ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ას მი­ვი­ღებ­დით, ქვეყ­ნი­დან მა­სობ­რი­ვი გა­დი­ნე­ბა და­ი­წყე­ბო­და“, - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძემ.

2019 წლის 28 მარტს შეს­რულ­დე­ბა ორი წელი, რაც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში უვი­ზოდ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა. ჩვენს ქვე­ყა­ნას კი ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შემ­დეგ უფრო მე­ტის სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს - ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნატო-ს წევ­რო­ბა, რის­თვი­საც უკვე წლე­ბია ვიბ­რძვით და ვმუ­შა­ობთ.

ავტორი:

4 თვეში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 400 მოქალაქე გამოაძევეს - როგორ მიმდინარეობს უვიზო რეჟიმის პროცესი?

4 თვეში ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს 400 მოქალაქე გამოაძევეს - როგორ მიმდინარეობს უვიზო რეჟიმის პროცესი?

უვიზო რეჟიმის შემოღების დღიდან, ანუ 2017 წლის 28 მარტიდან 2018 წლის დეკემბრამდე, ევროკავშირის/შენგენის ზონაში 335 000-ზე მეტმა მოქალაქემ ნახევარ მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელა - ასეთია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები.

შს სამინისტროს მონაცემებით, 2018 წლის აგვისტო-ნოემბერში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 411 მოქალაქის დეპორტი განხორციელდა. იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა, "ლიდერობენ":

გერმანია - 152 დეპორტირებული; ავსტრია - 74 დეპორტირებული; საფრანგეთი - 70 დეპორტირებული; ბელგია - 23 დეპორტირებული; შვედეთი - 20 დეპორტირებული და ა.შ.

ამავე პერიოდში, ქვეყანაში შესვლაზე ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებს იტალიამ უთხრა - სულ 158 უარი შესვლაზე. შენგენის ქვეყნებში შესვლაზე უარის თქმის ჯამური მაჩვენებელი 603-ს შეადგენს. ქართველებს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა: კვიპროსმა (69), გერმანიამ (69), საფრანგეთმა (68), საბერძნეთმა და ესპანეთმა (44-44 უარი) და ა.შ.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველოს ნდობა გამოუცხადა და სავიზო რეჟიმი გაუუქმა, ათასობით მოქალაქემ საოცნებო ადგილებში ჩასვლა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოახერხა, ახალი კონტაქტები დაამყარა, ახლობლები მოინახულა თუ საქმიანი ვიზიტები განახორციელა, თუმცა, ვიზალიბერალიზაციის მიღების შემდეგ, ქვეყანა გარკვეული გამოწვევების წინაშეც დადგა.

დავინტერესდით, რა ხარვეზები გამოიკვეთა ვიზალიბერალიზაციის პერიოდში და ამ საკითხზე სასაუბროდ საგარეო უწყებას მივმართეთ.

  • რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, საქართველომ 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი/რეგულაცია მიიღო. სავიზო რეჟიმის შემოღებიდან მეცხრე თვეს - 2017 წლის 20 დეკემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა პირველი პროცედურული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მოთხოვნებს ასრულებს.

ამავდროულად, ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია და არც საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ, რომ ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან გაიზარდა, განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა გერმანიასა და საფრანგეთს. იტალიური მედია კი საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილ კრიმინალურ ქმედებებზეც იუწყებოდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერში იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ორგანიზებული კრიმინალის არსებობამ შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში ზიანი მიაყენოს ქართველი ხალხის მიღწევებს, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია. მან ქართულ მხარეს ორგანიზებულ კრიმინალთან ერთობლივი ძალებით ბრძოლა შესთავაზა.

ამასთან, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 18 აპრილს პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილება, რომელიც გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრებას გულისხმობდა.

აღნიშნული კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს არგუმენტი ასეთია: „ხშირად მოქალაქე, რომელსაც აკრძალული ჰქონდა შენგენის ზონაში შესვლა, მიღებული ჰქონდა უარი ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებში იყო მხილებული, გვარის შეცვლის შემდგომ ისევ ცდილობდა შენგენის ზონაში შესვლას, დარჩენას და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას. ინიცირებული ცვლილებების შედეგად, მსგავსი შემთხვევები მკვეთრად შემცირდება“, - აღნიშნავენ უწყებაში.

ასევე, სწორედ თავშესაფრის მაძიებელთა ინფორმირებისთვის, დაიწყო საინფორმაციო კამპანია, რომელიც ევროკავშირის/შენგენის წევრ სახელმწიფოებში თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენების შესაძლო შედეგების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. გარდა ამისა, შემუშავდა მობილური აპლიკაცია - Schengen/EU APP, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ და შენგენის ზონაში გატარებული და უვიზო მიმოსვლის წესების შესაბამისად, დარჩენილი დღეების რაოდენობა გამოითვალონ.

  • კრიმინალთან ბრძოლა

რაც შეეხება კრიმინალთან ბრძოლის საკითხს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან თანამშრომლობა გააქტიურდა. კერძოდ, გერმანიაში, შვედეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტები შედგა. 2018 წლის 1 სექტემბრიდან, "ევროპოლთან" მეკავშირეობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში საქართველოს მეკავშირე-ოფიცერი დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში საქართველოს ელჩმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა შემცირდა. როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის კლებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარება და თავშესაფრის მოთხოვნების განხილვის ვადების შემცირება.

ამ ეტაპზე, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად უკვე ევროკავშირის/შენგენის ზონის 11 ქვეყანა აღიარებს: ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი და დანია. გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის 18 ივლისს საქართველო უსაფრთხო ქვეყნად გერმანიის მთავრობამ აღიარა, რაც ამჟამად, ბუნდესტაგის მიერ გარკვეული პროცედურების დასრულებას საჭიროებს.

  • როგორ აფასებენ პროცესს ექსპერტები

ვიზალიბერალიზაციის თითქმის 2-წლიანი შედეგების შესაჯამებლად AMBEBI.GE საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტებსაც დაუკავშირდა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ევროკავშირისა და შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლამ საქართველოს ახალი პერსპექტივებისკენ გაუხსნა კარი, თუმცა გარკვეულ გამოწვევებზეც საუბრობენ.

ექსპერტ გრიგოლ გეგელიას მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციას თან ბევრი სიკეთე ახლავს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეების კრიმინალებად და "ევროპაში არშესაშვებებად" წარმოჩენას ცდილობს.

"ჯამში, მიმაჩნია, რომ პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ყველა ქართველმა უნდა ვცადოთ, რომ ეს სიკეთე ქვეყანას არ დაეხშოს, შესაბამისად, ჩვენ უნდა დავიცვათ ლეგალური ვადები. უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპა გვენდო, როდესაც მისკენ უფრო თავისუფლად მიმავალი კარი გაგვიხსნა და ჩვენ ეს ნდობა უნდა დავაფასოთ და ვაჩვენოთ, რომ შევიძლია, ევროპასთან სხვადასხვა ფორმატში თანამშრომლობა უფრო ღირსეულად გამოვიყენოთ.

ეს სიკეთე, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია, ყველა ქართველმა უნდა დავიცვათ, რადგან რუსული ძალები ცდილობენ და ეს დადასტურებული ფაქტია, რომ ქართველები მასობრივად წარმოგვაჩინონ, როგორც კრიმინალები და არშესაშვებები. რასაკვირველია, ამას ერთი მიზანი აქვს: საქართველო ვერც ეკონომიკურად და ვერც კულტურულად ვერ განვითარდეს და რომ დარჩეს რუსულ ორბიტაზე. მგონია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტი ინფორმირებულობაა საჭირო, მათ შორის იმაზეც, როგორ არ უნდა მოვიქცეთ და იმაზეც, თუ რა ტიპის სარგებელი შეგვიძლია, ვნახოთ“, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტის, გიორგი გობრონიძის მოსაზრებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედება ქვეყნისთვის ევროკავშირთან ახალი თანამშრომლობის დაწყებას ნიშნავს. ამის მაგალითად, ექსპერტს პოლონეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილებები მოჰყავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების უფლების მინიჭებას გულისხმობს.

"ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვა სახელმწიფოებთანაც. ასევე, თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველო აღიარეს უსაფრთხო ქვეყნად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე დადებითად აისახება. ასევე, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულმა საკითხებმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უფრო ინტენსიური, უფრო მჭიდრო გახადა. თუნდაც, იგივე, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად ჩვენ დაგვჭირდა პოლიციის ატაშეებისთვის ინსტიტუტის ამოქმედება, ნაბიჯების გადადგმა სხვა მიმართულებებითაც დაგვჭირდა და ეს არ მოხდებოდა, რომ არა ვიზალიბერალიზაცია.

რაც შეეხება რისკებს, ბევრი არ ყოფილა და არ გამართლდა ის შიში და მოლოდინი, რომ თუ ვიზალიბერალიზაციას მივიღებდით, ქვეყნიდან მასობრივი გადინება დაიწყებოდა“, - აღნიშნა გიორგი გობრონიძემ.

2019 წლის 28 მარტს შესრულდება ორი წელი, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების საშუალება მოგვეცა. ჩვენს ქვეყანას კი ვიზალიბერალიზაციის შემდეგ უფრო მეტის სურვილი და შესაძლებლობები აქვს - ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა, რისთვისაც უკვე წლებია ვიბრძვით და ვმუშაობთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ