ჩვენი რესპონდენტი ლუდომანია, ახალგაზრდა ქალი. მისი ცხოვრება ზღაპარს ჰგავდა, ჰქონდა ყველაფერი, რაზეც უოცნებია, გახდა დედა, მაგრამ როცა ყველაზე ბედნიერი უნდა ყოფილიყო, სწორედ მაშინ გაება ინტერნეტკაზინოების ქსელში და ყველა და ყველაფერი დაკარგა... მისი თხოვნით, სახელსა და გვარს არ ვამხელთ. არა იმიტომ, რომ საზოგადოების დაპირისპირებას გაურბის - ამ გზით შვილს იცავს...
ირმა მ: "23 წლისა დროში დავიკარგე. ვერც შვილად ვივარგე, ვერც მეუღლედ, ვერც დედად და ვერც ადამიანად. ცხოვრება კოშმარია, როცა იცი, რომ მკვლელი ხარ, როცა ყველა ახლობელი გტოვებს...
შეძლებულ ოჯახში დავიბადე, უდარდელი ცხოვრება მქონდა. საუკეთესო სტუდენტი ვიყავი. მამამ 19 წლისა თავისი კომპანიონის შვილს მიმათხოვა. მშობლებმა დაგეგმეს ქორწილი, გვიყიდეს საქორწინო ტანსაცმელი და ბეჭდები, მაჩუქეს საუკეთესო მზითევი და გაგვიშვეს საქორწინო მოგზაურობაში. მალევე დავფეხმძიმდი. პატარა რომ გაჩნდა, ძიძაც აუყვანეს, მაგრამ თვითონ ვუვლიდი... ბავშვი სამი წლის იყო, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა, ქმარი წამალსა და თამაშზე დამოკიდებული გახდა და მამამთილის ბიზნესწილი გაყიდა. ორჯერ სარეაბილიტაციო ცენტრში დავაწვინე. ცოტა ხანს შველოდა, მერე კი ყველაფერი თავიდან იწყებოდა.
დედამთილი საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ვერ ხედავდა, რა მდგომარეობაში იყო მისი შვილი, ჩემს ნათქვამს კი არ იჯერებდა. მითხრა, ახლობელს ვთხოვე, ყველა კაზინო შემოიარა და არც ერთგან არ არის ნამყოფიო. ვერ დავაჯერე, რომ ონლაინთამაშებიც არსებობს... ამასობაში ჩემი ქმარი ვალებს იღებდა, რომელიც ნარკოტიკებსა და ონლაინკაზინოებში იფლანგებოდა. ბოლოს გაყრა გადავწყვიტე, მაგრამ მამაჩემმა - ქმარია და უნდა ზიდო ეგ ჯვარიო. მოგვიანებით გავიგე, რომ ის "ახლობელი, რომელსაც დედამთილმა კაზინოების შემოვლა სთხოვა, მამაჩემი ყოფილა...
რამდენიმე თვეში აღმასრულებელი მოგვადგა... სახლი დავკარგეთ და მეც შვილსა და მეუღლესთან ერთად მამაჩემს მივადექი. მამამ სიმართლე რომ გაიგო, ვერ გაუძლო და ინფარქტით გარდაიცვალა...
როგორც ერთადერთმა მემკვიდრემ, მისი ქონება მე მივიღე. იმის გამო, რომ არც მე და არც დედას მუშაობის გამოცდილება არ გვქონდა, კომპანიის მართვა ჩემმა მულმა იკისრა, ჩემი ქმარი კი თავის "საქმიანობას" აგრძელებდა - ახლა ჩემს ნათესაობასთან დაიდო ვალი. იძულებული გავხდი, ბინა გამეყიდა და შედარებით პატარა ბინაში გადავსულიყავი, ქმარი კი გავაგდე.
მერე ჩემი მული დედასთან წავიდა საცხოვრებლად და კომპანიის მართვა მე დავიწყე. ერთი წელი წყნარად ვიცხოვრეთ... მერე მოულოდნელად კარზე მული და დედამთილი მომადგნენ - საზღვარგარეთ პრობლემები შეგვექმნა და ცოტა ხანს შეგვიფარეო. ერთ საღამოს კი ნათესავი მესტუმრა და საშინელი რამ მითხრა - შენს ქმარს ბინა ბანკში ჩავუდე და ვკარგავო... წესით, განქორწინებული ქმრის შეცდომის გამოსწორებაზე აღარ უნდა მეზრუნა, მაგრამ ხუთი შვილის დედა შემეცოდა... წაიკითხეთ სრულად