პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ სიცხე ყოველ 4 საათში იწევს, შეგვიძლია გაორმაგებულად ჩავრთოთ სიცხის დამწევი საშუალებები" - ცნობილი პედიატრის რჩევები ვირუსთან გასამკლავებლად
"თუ სიცხე ყოველ 4 საათში იწევს, შეგვიძლია გაორმაგებულად ჩავრთოთ სიცხის დამწევი საშუალებები" - ცნობილი პედიატრის რჩევები ვირუსთან გასამკლავებლად

ზამ­თრის დად­გო­მის­თა­ნა­ვე თავი იჩი­ნა სე­ზო­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ­მა ვირუ­სებ­მა, რაც მა­ღა­ლი სი­ცხით, ყე­ლის ტკი­ვი­ლით, ცე­მი­ნე­ბით და სხვა არა­ერ­თი სიმპტო­მით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. რო­გორ ვებ­რძო­ლოთ სე­ზო­ნურ ვირუ­სებს, რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მათი გავ­რცე­ლე­ბა, ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხზე პე­დი­ატრმა, პრო­ფე­სორ­მა თე­მურ მი­ქე­ლა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა:

რამ­დენ ხანს გაგ­ძელ­დე­ბა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ზო­მი­ე­რი კლი­მა­ტის ქვე­ყა­ნაა. სე­ზო­ნუ­რი გრი­პის ვირუ­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს ნო­ემ­ბრის შუა რი­ცხვე­ბი­დან და გრძელ­დე­ბა მომ­დევ­ნო წლის აპ­რი­ლის ბო­ლომ­დე. შარ­შან თუ უფრო გვი­ან და­ი­წყო და ძი­რი­თა­დად B ტი­პის ვირუ­სით, წელს შე­და­რე­ბი­თად­რე და­ი­წყო A ტი­პის ვირუ­სით. რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, ვირუ­სის და­წყე­ბა მოხ­და უფრო ადრე, ნო­ემ­ბრის ბო­ლო­დან, ამი­ტომ გაგ­რძელ­დე­ბა აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე, ან მარ­ტის ბო­ლომ­დე. წელს ნამ­დვი­ლად არის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა გაზ­რდი­ლი. ყვე­ლას აქვს ერ­თნა­ი­რი სიმპტო­მე­ბი, მა­ღა­ლი ცხე­ლე­ბა, ყე­ლის ტკი­ვი­ლი, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ცე­მი­ნე­ბა, ხვე­ლა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში დი­ა­რეა, ღე­ბი­ნე­ბა, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბი არი­ან მი­ვარ­დნი­ლე­ბი, ადი­ნა­მი­უ­რე­ბი და მშო­ბელს პირ­ველ, ან მე­ო­რე დღეს­ვე მოჰ­ყავს ასე­თი ბავ­შვი. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ მხო­ლოდ სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რისკ ჯგუ­ფის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში ჩვენ ვი­ყე­ნებთ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო, ან­ტი­ვირუ­სულ პრე­პა­რა­ტებს, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად ტა­მიფ­ლუ. ორ­სუ­ლებ­ში ვი­ყე­ნებთ სა­ინ­გა­ლა­ციო გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­შუ­ა­ლე­ბებს. რის­კჯ­გუ­ფის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ფილ­ტვის ქრო­ნი­კუ­ლი ობსტრუქ­ცი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ბრონ­ქუ­ლი ას­თმით მო­ა­ვა­დე­ნი, 65 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ასა­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, ორ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვე­ბი, ხში­რად მო­ა­ვა­დე ბავ­შვე­ბი და ა.შ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტი.

რო­გორ ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან ვირუ­სი

თუ ვირუ­სის­გან თავ­დაც­ვა გვინ­და, ვი­ყე­ნებთ მხო­ლოდ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას. გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია უნდა ჩა­ვა­ტა­როთ ეპი­დე­მი­ის და­წყე­ბამ­დე, ანუ გრი­პის კლი­ნი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბამ­დე. მა­გა­ლი­თად ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, თუმ­ცა არც ახ­ლაა გვი­ან.

რა­ტომ არ უნდა იჩ­ქა­როს მშო­ბელ­მა ბავ­შვის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნა

რაც შე­ე­ხე­ბა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას, ამას აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი, რა­საც აფა­სებს აუ­ცი­ლებ­ლად ექი­მი და ამ კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ახ­დენს პა­ცი­ენ­ტის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას. გრი­პის­თვის დმა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია მა­ღა­ლი სი­ცხე 39 გრა­დუ­სი და ხან 41 გრა­დუ­სამ­დეც ადის სი­ცხე. მკურ­ნა­ლო­ბა არის სიმპტო­მუ­რი თე­რა­პია. თუ ორ­გა­ნიზ­მი ვერ ემორ­ჩი­ლე­ბა სი­ცხის დამ­წევ სა­შუ­ა­ლე­ბებს (შე­საძ­ლია გრი­პის პირ­ველ და მე­ო­რე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა ყო­ველ ოთხ სა­ათ­ში ავი­დეს), შეგ­ვიძ­ლია გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად ჩავ­რთათ სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვებ­ში. თუ პა­ცი­ენ­ტი არის მძი­მე, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვახ­დენთ მის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას და იქ უკეთ­დე­ბა სიმპტ­მუ­რი თე­რა­პია, კეთ­დე­ბა რე­ჰიდ­რა­ტა­ცი­უ­ლი თე­რა­პია, ანუ ე.წ გა­დას­ხმე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ადა­მი­ა­ნი არის გა­მომშრა­ლი, ვერ იღებს საკ­ვებს და სი­თხეს, ასეთ შემ­თხვე­ვა­შიც ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სა­ჭი­როა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"თუ სიცხე ყოველ 4 საათში იწევს, შეგვიძლია გაორმაგებულად ჩავრთოთ სიცხის დამწევი საშუალებები" - ცნობილი პედიატრის რჩევები ვირუსთან გასამკლავებლად

"თუ სიცხე ყოველ 4 საათში იწევს, შეგვიძლია გაორმაგებულად ჩავრთოთ სიცხის დამწევი საშუალებები" - ცნობილი პედიატრის რჩევები ვირუსთან გასამკლავებლად

ზამთრის დადგომისთანავე თავი იჩინა სეზონისთვის დამახასიათებელმა ვირუსებმა, რაც მაღალი სიცხით, ყელის ტკივილით, ცემინებით და სხვა არაერთი სიმპტომით გამოიხატება. როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ვირუსებს, როგორ ავიცილოთ თავიდან მათი გავრცელება, ამ და სხვა საინტერესო საკითხზე პედიატრმა, პროფესორმა თემურ მიქელაძემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

რამდენ ხანს გაგძელდება ვირუსის გავრცელება

ჩვენი ქვეყანა ზომიერი კლიმატის ქვეყანაა. სეზონური გრიპის ვირუსი მიმდინარეობს ნოემბრის შუა რიცხვებიდან და გრძელდება მომდევნო წლის აპრილის ბოლომდე. შარშან თუ უფრო გვიან დაიწყო და ძირითადად B ტიპის ვირუსით, წელს შედარებითადრე დაიწყო A ტიპის ვირუსით. როგორც მოგახსენეთ, ვირუსის დაწყება მოხდა უფრო ადრე, ნოემბრის ბოლოდან, ამიტომ გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე, ან მარტის ბოლომდე. წელს ნამდვილად არის მომართვიანობა გაზრდილი. ყველას აქვს ერთნაირი სიმპტომები, მაღალი ცხელება, ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, ცემინება, ხველა, ზოგ შემთხვევაში დიარეა, ღებინება, სახსრების ტკივილი. განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვები არიან მივარდნილები, ადინამიურები და მშობელს პირველ, ან მეორე დღესვე მოჰყავს ასეთი ბავშვი. როგორც მოგეხსენებათ, ვირუსის მკურნალობა არ არსებობს. ამიტომ მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს. განსაკუთრებული რისკ ჯგუფის მქონე პაციენტებში ჩვენ ვიყენებთ გრიპის საწინააღმდეგო, ანტივირუსულ პრეპარატებს, როგორიცაა მაგალითად ტამიფლუ. ორსულებში ვიყენებთ საინგალაციო გრიპის საწინააღმდეგო საშუალებებს. რისკჯგუფის მქონე პაციენტები არიან გულსისხლძარღვთა სისტემის მქონე პაციენტები, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მქონე ადამიანები, ბრონქული ასთმით მოავადენი, 65 წელს გადაცილებული ასაკის მქონე პაციენტები, ორ წლამდე ასაკის ბავშვები, ხშირად მოავადე ბავშვები და ა.შ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ გრიპის საწინააღმდეგო ვირუსული პრეპარატი.

როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსი

თუ ვირუსისგან თავდაცვა გვინდა, ვიყენებთ მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ ეპიდემიის დაწყებამდე, ანუ გრიპის კლინიკურ გამოვლინებამდე. მაგალითად ოქტომბრის ბოლოს, თუმცა არც ახლაა გვიან.

რატომ არ უნდა იჩქაროს მშობელმა ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა

რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, ამას აქვს სპეციალური კლინიკური ნიშნები, რასაც აფასებს აუცილებლად ექიმი და ამ კლინიკური ნიშნების საფუძველზე ახდენს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას. გრიპისთვის დმახასიათებელია მაღალი სიცხე 39 გრადუსი და ხან 41 გრადუსამდეც ადის სიცხე. მკურნალობა არის სიმპტომური თერაპია. თუ ორგანიზმი ვერ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს (შესაძლია გრიპის პირველ და მეორე დღის განმავლობაში ტემპერატურა ყოველ ოთხ საათში ავიდეს), შეგვიძლია გაორმაგებულად ჩავრთათ სიცხის დამწევი საშუალებები, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში. თუ პაციენტი არის მძიმე, ამ შემთხვევაში ვახდენთ მის ჰოსპიტალიზაციას და იქ უკეთდება სიმპტმური თერაპია, კეთდება რეჰიდრატაციული თერაპია, ანუ ე.წ გადასხმები. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არის გამომშრალი, ვერ იღებს საკვებს და სითხეს, ასეთ შემთხვევაშიც ჰოსპიტალიზაცია საჭიროა...წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი