პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთ დღეს სახლში დავბრუნდი და ქმარი აღარ დამხვდა" - ორი შვილის დედა, რომელიც ვარშავაში ტაქსისტად მუშაობს და მისი მგზავრი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა
"ერთ დღეს სახლში დავბრუნდი და ქმარი აღარ დამხვდა" - ორი შვილის დედა, რომელიც ვარშავაში ტაქსისტად მუშაობს და მისი მგზავრი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა

"და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, და­ვამ­თავ­რე ორი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი - იუ­რი­დი­უ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო, ვმუ­შა­ობ­დი იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, შემ­დეგ სა­პატ­რი­არ­ქოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში ბა­ტონ ვატო სურ­გუ­ლა­ძეს­თან, შემ­დეგ კლი­ნი­კის მე­ნე­ჯე­რად... გა­სულ წელს გუ­და­ურ­ში სა­კუ­თა­რი ბარი-ლა­უნ­ჯი მქონ­და, მაგ­რამ ახლა პო­ლო­ნეთ­ში ვცხოვ­რობ, კერ­ძოდ, ვარ­შა­ვა­ში და ვმუ­შა­ობ ტაქ­სის მძღო­ლად," - გვე­უბ­ნე­ბა მეგი ჭყო­ი­ძე, ახალ­გაზ­რდა დედა, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო 7 თვის წინ წა­ვი­და.

"მყავს ორი შვი­ლი, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბო­დათ. ცხოვ­რე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რად გარ­თულ­და. მყავ­და მე­უღ­ლე, რო­მელ­მაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა აქ ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით და გვე­მუ­შა­ვა. ასეც მო­ვი­ქე­ცით, უპ­რობ­ლე­მოდ ჩა­მო­ვე­დით პო­ლო­ნეთ­ში და ძა­ლი­ან ად­ვი­ლად ვი­შო­ვეთ სამ­სა­ხუ­რი - "უბე­რის" ტაქ­სი­ზე ერ­თად დავ­საქმდით, თუმ­ცა ერთ დღეს, რო­დე­საც ცვლი­დან სახ­ლში დავ­ბრუნ­დი, მე­უღ­ლე აღარ დამ­ხვდა... მარ­ტი­ვად და მოკ­ლედ ვი­ტყვი, მი­მა­ტო­ვა და წა­ვი­და, აღარ უნ­დო­და ჩემ­თან ცხოვ­რე­ბა. მე დავ­რჩი," - გვიყ­ვე­ბა მეგი.

- ად­ვი­ლად კი და­საქ­მე­ბულ­ხარ, მაგ­რამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი არ არის ცხოვ­რე­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია, მარ­ტო უცხო ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა, საქ­მი­ა­ნო­ბა, ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი დავძლიე. ტაქ­სის­ტო­ბა ად­ვი­ლად და­ვი­წყე. პრინ­ციპ­ში, გა­მი­მარ­თლა: 5 დღის ჩა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი, სამ­სა­ხუ­რის ძებ­ნა­ში გა­და­სას­ვლელ­ზე ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გა­დავ­დი­ო­დი, თან, ქარ­თუ­ლად ვსა­უბ­რობ­დი. იმ დროს უცებ ჩემ წინ მან­ქა­ნა გა­ჩერ­და და მძღოლ­მა ქარ­თუ­ლად და­მი­ძა­ხა: ქარ­თვე­ლი ხარ? ძა­ლი­ან და­ვი­ბე­ნი, მაგ­რამ გა­მი­ხარ­და, რად­გან მა­ნამ­დე მე­გო­ნა, ისე­თი გან­ცდა მქონ­და, ცხოვ­რე­ბა უკვე დამ­თავ­რდა და ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში ვი­ყა­ვი.

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ტაქ­სი­ზე მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, გი­ორ­გი ხუ­ციშ­ვი­ლი გახ­ლავთ. თა­ვის უფ­როს­თან წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც გაგ­ვე­სა­უბრნენ და ასე და­ვი­წყეთ პო­ლო­ნეთ­ში ტაქ­სის­ტად მუ­შა­ო­ბა.

- რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე?

- პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო, როცა არ იცი ქა­ლა­ქი, ქუ­ჩე­ბი, ხალ­ხი, თუმ­ცა ნა­ვი­გა­ცია და ინ­გლი­სუ­რი ენა ყვე­ლა­ფერ­ში და­მეხ­მა­რა. პირ­ველ დღეს 6 სა­ა­თი ვი­მუ­შა­ვე და 303 ზლო­ტი (პო­ლო­ნუ­რი ვა­ლუ­ტა) გა­მო­ვი­მუ­შა­ვე, მა­შინ არ ვი­ცო­დი, ეს რამ­დე­ნად კარ­გი იყო, თუმ­ცა დი­ლას ცვლის გა­და­ბა­რე­ბა­ზე რომ მი­ვე­დი, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა.

- ღამე მუ­შა­ო­ბა არ იყო რის­კი?

- რთუ­ლი იყო, ცოტა მე­ში­ნო­და, რად­გან ღამე უნდა მე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ორი მგზავ­რის მერე, მივ­ხვდი, რომ სა­ში­ში არ იყო. პო­ლო­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბა ად­ვი­ლია, რად­გან საკ­მა­ოდ იაფი ქვე­ყა­ნაა, ანა­ზღა­უ­რე­ბაც ნორ­მა­ლუ­რია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, ბევ­რად კარ­გი სი­ტუ­ა­ცი­აა. კლი­ნი­კის მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რი ვი­ყა­ვი და 4-ჯერ და­ბა­ლი ხელ­ფა­სი მქონ­და, ვიდ­რე აქ ტაქ­სის მძღოლს.

ემიგ­რან­ტი ვარ, სა­ბუ­თე­ბი შე­ტა­ნი­ლი მაქვს და ვარ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში... ახლა პო­ლო­ნელ გო­გოს­თან ვცხოვ­რობ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა და­ბი­ნა­ვე­ბა­სა და გზის გაკ­ვლე­ვა­ში. ის რომ არა, ახლა არც კი ვიცი, სად ან რო­გორ ვიქ­ნე­ბო­დი. ეს გო­გო­ნა ჩემი მგზავ­რი იყო, გზა­ში ვი­სა­უბ­რეთ და ბო­ლოს ნომ­რე­ბიც გავცვა­ლეთ, მი­თხრა - თუ რამე დაგ­ჭირ­დეს, და­მი­რე­კეო. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა და შე­ვეხ­მი­ა­ნე... მას შემ­დეგ ერ­თად ვცხოვ­რობთ, მეც ჩემი მხრივ, ვეხ­მა­რე­ბი. სა­ო­ცა­რი შვი­ლი ჰყავს, 6 წლის ჯუ­ლია, მაგ­დას შევ­თა­ვა­ზე - სკო­ლი­დან მე გა­მო­ვიყ­ვან ბავ­შვს და სა­ნამ სამ­სა­ხუ­რი­დან მოხ­ვალ, გო­გო­ნა ჩემ­თან იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ასე შე­თან­ხმე­ბუ­ლად ვცხოვ­რობთ.

მერე კი უკვე ჩემი შვი­ლე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნაც გა­დავ­წყვი­ტე და სახ­ლის ძებ­ნა და­ვი­წყე, რომ ცალ­კე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი, თუმ­ცა მაგ­დამ აქაც გა­სა­ო­ცა­რი სი­კე­თე გა­მო­ი­ჩი­ნა და მი­თხრა, რომ არ­სად გა­და­ვი­დო­დი, ჩემს შვი­ლებ­საც მას­თან ჩა­მო­ვიყ­ვან­დი და ერ­თად ვი­ცხოვ­რებ­დით. ერთი კვი­რაა, რაც ბავ­შვე­ბი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე და ახლა უკვე ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ მსოფ­ლი­ო­ში.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ხარ მანდ, ვინც ტაქ­სის მძღო­ლად მუ­შა­ობს.

- კი, ასეა. ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ქალი ტაქ­სის მძღო­ლი ვარ ვარ­შა­ვა­ში. ამა­ზე თა­ვი­დან უფრო ჰქონ­დათ მგზავ­რებს რე­აქ­ცი­ე­ბი, ახლა მეც მი­ვეჩ­ვიე, მგზავ­რე­ბი ძა­ლი­ან კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი არი­ან, ხში­რად ფულს მჩუქ­ნი­ან. შემ­ხვედ­რია ძა­ლი­ან მთვრა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც, მაგ­რამ არას­დროს არა­ვის ზედ­მე­ტად არა­ფე­რი უკად­რე­ბია. პი­რი­ქით, სულ ბო­დი­შებს მიხ­დი­ან, რომ მთვრა­ლე­ბი არი­ან, ძი­რი­თა­დად ინ­გლი­სუ­რად ვკონ­ტაქ­ტობთ. ვცდი­ლობ, პო­ლო­ნუ­რი ნელ-ნელა ვის­წავ­ლო, თუმ­ცა ძა­ლი­ან რთუ­ლი ენაა.

ძნე­ლია ემიგ­რან­ტო­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც შეხ­ვდე­ბი ისეთ ადა­მი­ნებს, რო­მე­ლიც ახლა გვერ­დით მყავს, ყვე­ლა­ფე­რი იოლ­დე­ბა. მათ დიდი მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო და ესე­ნი არი­ან - მაგ­და, რო­მელ­თა­ნაც ვცხოვ­რობ, თე­ო­ნა ფა­რუ­ლა­ვა, ის ერთ-ერთი ქარ­თვე­ლი გო­გოა, ვის­თა­ნაც ვმე­გობ­რობ და ასე­ვე მინ­და ვახ­სე­ნო ირაკ­ლი გამ­ყრე­ლი­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც შე­მიძ­ლია ვენ­დო და მქონ­დეს მისი იმე­დი. ასე­თია აქ ჩემი ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბის წრე. თუმ­ცა, აქ კი­დევ ბევრ ქარ­თველს ვიც­ნობ და არა­ქარ­თველ­საც...

- ცოტა ხნის წინ მო­უ­ლოდ­ნე­ლი ამ­ბა­ვი შე­გემ­თხვა, რის შე­სა­ხე­ბაც ადა­მი­ა­ნებს "ფე­ის­ბუ­ქი­დან" აც­ნო­ბე - შენი მგზავ­რი ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო. მოგ­ვი­ყე­ვი ეს ის­ტო­რია...

- კი, ეს სა­ღა­მო მარ­თლაც ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი იყო. ზო­გა­დად, უი­ქენ­დზე, ღა­მით ვმუ­შა­ობ, რად­გან მგზავ­რიც მე­ტია და შე­მო­სა­ვა­ლიც, ერთ-ერთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მივ­დი­ო­დი, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში და­ვი­ნა­ხე თვით სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. სას­წრა­ფოდ გა­ვა­ჩე­რე მან­ქა­ნა, გად­მო­ვე­დი და და­ვუ­ძა­ხე. მისი და­ნახ­ვა ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და მა­საც ასე­ვე. შევ­თა­ვა­ზე, წა­მეყ­ვა­ნა და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას. ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, როცა გა­ი­გო, რომ ტაქ­სის მძღო­ლად ვმუ­შა­ობ­დი. მან­ქა­ნა­ში რომ ჩავ­სხე­დით, ემო­ცი­ებს ვერ ვი­კა­ვებ­დი, გი­ჟი­ვით ვი­ცი­ნო­დი...

არა­ნა­ი­რი კომ­პლექ­სი არ გამ­ჩე­ნია, პი­რი­ქით, ისე ში­ნა­უ­რუ­ლად ვი­სა­უბ­რეთ, თით­ქოს ძა­ლი­ან დიდი ხნის ნაც­ნო­ბე­ბი ვი­ყა­ვით. პირ­ვე­ლი, რაც ვკი­თხე - ბა­ტო­ნო მი­ხე­ილ, გვეშ­ვე­ლე­ბა რამე-მეთ­ქი? დარ­წმუ­ნე­ბით მი­პა­სუ­ხა - უეჭ­ვე­ლა­დო, იმე­დი მომ­ცა... ისე აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მის­თვის და­ბა­დე­ბის დღის მი­ლოც­ვა სულ და­მა­ვი­წყდა (შემ­თხვე­ვა 21 დე­კემ­ბერს მოხ­და). თან, გზა­ში ლა­პა­რა­კით ისე გა­ვერ­თეთ, რომ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილს გავ­ცდით. ბო­ლოს მი­ვიყ­ვა­ნე, სა­დაც მი­დი­ო­და და ერ­თმა­ნეთს დავ­ცილ­დით. მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ჩემი ნახ­ვა, თუმ­ცა რომც არ ეთ­ქვა, ამას ისე­დაც ვგრძნობ­დი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ერთ დღეს სახლში დავბრუნდი და ქმარი აღარ დამხვდა" - ორი შვილის დედა, რომელიც ვარშავაში ტაქსისტად მუშაობს და მისი მგზავრი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა

"ერთ დღეს სახლში დავბრუნდი და ქმარი აღარ დამხვდა" - ორი შვილის დედა, რომელიც ვარშავაში ტაქსისტად მუშაობს და მისი მგზავრი მიხეილ სააკაშვილი აღმოჩნდა

"დავიბადე თბილისში, დავამთავრე ორი უმაღლესი სასწავლებელი - იურიდიული და სამედიცინო, ვმუშაობდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, შემდეგ საპატრიარქოს სამედიცინო ცენტრში ბატონ ვატო სურგულაძესთან, შემდეგ კლინიკის მენეჯერად... გასულ წელს გუდაურში საკუთარი ბარი-ლაუნჯი მქონდა, მაგრამ ახლა პოლონეთში ვცხოვრობ, კერძოდ, ვარშავაში და ვმუშაობ ტაქსის მძღოლად," - გვეუბნება მეგი ჭყოიძე, ახალგაზრდა დედა, რომელიც პოლონეთში ფინანსური პრობლემების გამო 7 თვის წინ წავიდა.

"მყავს ორი შვილი, რომლებსაც ძალიან ბევრი რამ სჭირდებოდათ. ცხოვრება ეკონომიკურად გართულდა. მყავდა მეუღლე, რომელმაც გადამაწყვეტინა აქ ჩამოვსულიყავით და გვემუშავა. ასეც მოვიქეცით, უპრობლემოდ ჩამოვედით პოლონეთში და ძალიან ადვილად ვიშოვეთ სამსახური - "უბერის" ტაქსიზე ერთად დავსაქმდით, თუმცა ერთ დღეს, როდესაც ცვლიდან სახლში დავბრუნდი, მეუღლე აღარ დამხვდა... მარტივად და მოკლედ ვიტყვი, მიმატოვა და წავიდა, აღარ უნდოდა ჩემთან ცხოვრება. მე დავრჩი," - გვიყვება მეგი.

- ადვილად კი დასაქმებულხარ, მაგრამ უცხო ქვეყანაში რთული არ არის ცხოვრება?

- ძალიან რთულია, მარტო უცხო ქვეყანაში ყოფნა, საქმიანობა, ცხოვრება, მაგრამ ეს ყველაფერი დავძლიე. ტაქსისტობა ადვილად დავიწყე. პრინციპში, გამიმართლა: 5 დღის ჩამოსული ვიყავი, სამსახურის ძებნაში გადასასვლელზე ჩაფიქრებული გადავდიოდი, თან, ქართულად ვსაუბრობდი. იმ დროს უცებ ჩემ წინ მანქანა გაჩერდა და მძღოლმა ქართულად დამიძახა: ქართველი ხარ? ძალიან დავიბენი, მაგრამ გამიხარდა, რადგან მანამდე მეგონა, ისეთი განცდა მქონდა, ცხოვრება უკვე დამთავრდა და ძალიან ცუდ დღეში ვიყავი.

ადამიანი, რომელმაც ტაქსიზე მუშაობა შემომთავაზა, გიორგი ხუციშვილი გახლავთ. თავის უფროსთან წამიყვანა, სადაც გაგვესაუბრნენ და ასე დავიწყეთ პოლონეთში ტაქსისტად მუშაობა.

- როგორი იყო პირველი სამუშაო დღე?

- პირველი სამუშაო დღე ძალიან რთული იყო, როცა არ იცი ქალაქი, ქუჩები, ხალხი, თუმცა ნავიგაცია და ინგლისური ენა ყველაფერში დამეხმარა. პირველ დღეს 6 საათი ვიმუშავე და 303 ზლოტი (პოლონური ვალუტა) გამოვიმუშავე, მაშინ არ ვიცოდი, ეს რამდენად კარგი იყო, თუმცა დილას ცვლის გადაბარებაზე რომ მივედი, ყველა გაოცებული დარჩა.

- ღამე მუშაობა არ იყო რისკი?

- რთული იყო, ცოტა მეშინოდა, რადგან ღამე უნდა მემუშავა, მაგრამ ორი მგზავრის მერე, მივხვდი, რომ საშიში არ იყო. პოლონეთში ცხოვრება ადვილია, რადგან საკმაოდ იაფი ქვეყანაა, ანაზღაურებაც ნორმალურია, ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთან შედარებით, ბევრად კარგი სიტუაციაა. კლინიკის მთავარი მენეჯერი ვიყავი და 4-ჯერ დაბალი ხელფასი მქონდა, ვიდრე აქ ტაქსის მძღოლს.

ემიგრანტი ვარ, საბუთები შეტანილი მაქვს და ვარ მოლოდინის რეჟიმში... ახლა პოლონელ გოგოსთან ვცხოვრობ, რომელიც ძალიან დამეხმარა დაბინავებასა და გზის გაკვლევაში. ის რომ არა, ახლა არც კი ვიცი, სად ან როგორ ვიქნებოდი. ეს გოგონა ჩემი მგზავრი იყო, გზაში ვისაუბრეთ და ბოლოს ნომრებიც გავცვალეთ, მითხრა - თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკეო. გარკვეული დროის შემდეგ, პრობლემა შემექმნა და შევეხმიანე... მას შემდეგ ერთად ვცხოვრობთ, მეც ჩემი მხრივ, ვეხმარები. საოცარი შვილი ჰყავს, 6 წლის ჯულია, მაგდას შევთავაზე - სკოლიდან მე გამოვიყვან ბავშვს და სანამ სამსახურიდან მოხვალ, გოგონა ჩემთან იქნება-მეთქი. ასე შეთანხმებულად ვცხოვრობთ.

მერე კი უკვე ჩემი შვილების ჩამოყვანაც გადავწყვიტე და სახლის ძებნა დავიწყე, რომ ცალკე გადავსულიყავი, თუმცა მაგდამ აქაც გასაოცარი სიკეთე გამოიჩინა და მითხრა, რომ არსად გადავიდოდი, ჩემს შვილებსაც მასთან ჩამოვიყვანდი და ერთად ვიცხოვრებდით. ერთი კვირაა, რაც ბავშვები ჩამოვიყვანე და ახლა უკვე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მსოფლიოში.

- სავარაუდოდ, ერთადერთი ქართველი გოგონა ხარ მანდ, ვინც ტაქსის მძღოლად მუშაობს.

- კი, ასეა. ერთადერთი ქართველი ქალი ტაქსის მძღოლი ვარ ვარშავაში. ამაზე თავიდან უფრო ჰქონდათ მგზავრებს რეაქციები, ახლა მეც მივეჩვიე, მგზავრები ძალიან კეთილგანწყობილები არიან, ხშირად ფულს მჩუქნიან. შემხვედრია ძალიან მთვრალი ადამიანებიც, მაგრამ არასდროს არავის ზედმეტად არაფერი უკადრებია. პირიქით, სულ ბოდიშებს მიხდიან, რომ მთვრალები არიან, ძირითადად ინგლისურად ვკონტაქტობთ. ვცდილობ, პოლონური ნელ-ნელა ვისწავლო, თუმცა ძალიან რთული ენაა.

ძნელია ემიგრანტობა, მაგრამ როდესაც შეხვდები ისეთ ადამინებს, რომელიც ახლა გვერდით მყავს, ყველაფერი იოლდება. მათ დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო და ესენი არიან - მაგდა, რომელთანაც ვცხოვრობ, თეონა ფარულავა, ის ერთ-ერთი ქართველი გოგოა, ვისთანაც ვმეგობრობ და ასევე მინდა ვახსენო ირაკლი გამყრელიძე, ადამიანი, რომელსაც შემიძლია ვენდო და მქონდეს მისი იმედი. ასეთია აქ ჩემი ნამდვილი მეგობრების წრე. თუმცა, აქ კიდევ ბევრ ქართველს ვიცნობ და არაქართველსაც...

- ცოტა ხნის წინ მოულოდნელი ამბავი შეგემთხვა, რის შესახებაც ადამიანებს "ფეისბუქიდან" აცნობე - შენი მგზავრი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. მოგვიყევი ეს ისტორია...

- კი, ეს საღამო მართლაც ყველაზე უცნაური იყო. ზოგადად, უიქენდზე, ღამით ვმუშაობ, რადგან მგზავრიც მეტია და შემოსავალიც, ერთ-ერთ გამოძახებაზე მივდიოდი, როდესაც ქუჩაში დავინახე თვით საქართველოს მესამე პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი. სასწრაფოდ გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და დავუძახე. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა და მასაც ასევე. შევთავაზე, წამეყვანა დანიშნულების ადგილას. ძალიან გაუკვირდა, როცა გაიგო, რომ ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი. მანქანაში რომ ჩავსხედით, ემოციებს ვერ ვიკავებდი, გიჟივით ვიცინოდი...

არანაირი კომპლექსი არ გამჩენია, პირიქით, ისე შინაურულად ვისაუბრეთ, თითქოს ძალიან დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით. პირველი, რაც ვკითხე - ბატონო მიხეილ, გვეშველება რამე-მეთქი? დარწმუნებით მიპასუხა - უეჭველადო, იმედი მომცა... ისე აჟიტირებული ვიყავი, მისთვის დაბადების დღის მილოცვა სულ დამავიწყდა (შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა). თან, გზაში ლაპარაკით ისე გავერთეთ, რომ დანიშნულების ადგილს გავცდით. ბოლოს მივიყვანე, სადაც მიდიოდა და ერთმანეთს დავცილდით. მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, თუმცა რომც არ ეთქვა, ამას ისედაც ვგრძნობდი!

"მე ვარ ეპიდ-კონტაქტი "ქორწილის კლასტერიდან", თავს ვალდებულად ვთვლი სიცხადე შემოვიტანო სიტუაციაში"

ქუთაისში "ვენდისის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა - სარესტორნო ქსელში 32-ე სკოლის თანამშრომლები იმყოფებოდნენ

დაცვის პოლიციის თანამშრომელს, რომელიც სახელმწიფო ქონების სააგენტოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა