ავტორი:

რა სიახლეებით ხვდება ახალ წელს "გლდანი მოლი"

რა სიახლეებით ხვდება ახალ წელს "გლდანი მოლი"

სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" 2014 წლის 25 დეკემბრიდან ფუნქციონირებს. ის თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას - მეტრო "ახმეტელის თეატრის" ამოსასვლელთან, მდებარეობს. კომპლექსი 7 სართულისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა ტიპის მაღაზიებს, კაფეებს, ბავშვთა გასართობ და სადღესასწაულო ცენტრს აერთიანებს. გლდანი მოლში 100-მდე კომერციული ობიექტი ფუნქციონირებს, მათ შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები.

„გლდანი მოლის“ -2 სართულზე ოჯახისთვის ყველაზე საჭირო პროდუქცია - საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკაა განთავსებული. მრავალფეროვანი არჩევანისთვის ჩვენ ტექნიკის რამდენიმე მაღაზიის მომსახურებას გთავაზობთ.

-1 სართულზე სუპერმარკეტი „უნივერსამი“, სააფთიაქო ქსელი „ავერსი” და ძაფების მაღაზიაა განთავსებული.

მოლის 0 სართული ფუნქციურად ყველაზე მრავალფეროვანია. ამ სართულზე მომხმარებელს შეუძლია ოპტიკური და საბანკო მომსახურებით ისარგებლოს, შეიძინოს კოსმეტიკა, პარფიუმერია, ჭურჭელი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ან ესტუმროს წიგნების მაღაზიას. გლდანი მოლი 2019 წელს განსაკუთრებულად ხვდება. 2018 წელს დასრულდა 0 სართულის სტანდარტიზაცია.

დაიხვეწა ვიზუალი და გაიზარდა ასორტიმენტი, შესაბამისად, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ერთ, კომფორტულ სივრცეში შეიძინოს სხვადასხვა სახის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად. წინასაახალწლოდ მომხმარებელს ამავე სართულზე შეუძლია საახალწლო აქსესუარებისა და ნაძვის ხეების შეძენაც.

სავაჭრო ცენტრის 1-ელ და მე-2 სართულზე ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ფართო არჩევანია. აქ ცნობილი საერთაშორისო ბრენდებია წარმოდგენილი, როგორებიცაა Koton, Colin's, Alexander Gardi.

სავაჭრო ცენტრის მე-3 სართულზე ყველაფერია თქვენი პატარებისთვის - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სათამაშოების დიდი არჩევანი. ამავე სართულზე მდებარეობს აუთლეტი Eurobrand, სადაც ცნობილი ევროპული ბრენდების ჩამოფასებული პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.

„გლდანი მოლის“ ბოლო, მე-4 სართული მთლიანად ბავშვების განკარგულებაშია - ეს ტერიტორია სავაჭრო ცენტრის ყველაზე ხმაურიანი ადგილია. აქ არის გასართობი ცენტრი „პიგმი“, „ბასტი-ბუბუს“ დაბადების დღის ცენტრი. ამასთანავე, კვების ობიექტი, „გემუანი“ უგემრიელეს კერძებს შემოგთავაზებთ.

„გლდანი მოლი“ ახალ წელს ყოველთვის განსაკუთრებულად ხვდება. მოლი ტრადიციულად ირთვება, ხოლო მეოთხე სართულზე მოწყობილია საახალწლო სოფელი, სადაც გამოყოფილია განსაკუთრებული სივრცე სურათების გადაღებისთვის. დეკემბრიდან იწყება საახალწლო ღონისძიებები. მოეწყობა საახალწლო საბავშვო კონცერტები, თოჯინების თეატრი, ანიმატორების შოუ და „ბასტი-ბუბუ“-ს ზეიმები. აგრეთვე, 25 დეკემბერს გაიმართება ნინი შერმადინის სოლო კონცერტი. საახალწლო აქტივობების მიმდინარეობის ძირითადი ადგილი მეოთხე სართულია.

„გლდანი მოლში“ ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ახალ წელს თქვენ და თქვენი ოჯახი სრულყოფილად, ყველა საჭირო საკვები პროდუქტითა თუ ნივთით ხელდამშვენებული შეხვდეთ!

გლდანი მოლი გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის