კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაშია პატიმარი, რომელიც 28 დღეა შიმშილობს და რას ამბობენ მასზე პროკურატურაში - ირაკლი ჩხეიძის საქმის დეტალები
რა მდგომარეობაშია პატიმარი, რომელიც 28 დღეა შიმშილობს და რას ამბობენ მასზე პროკურატურაში - ირაკლი ჩხეიძის საქმის დეტალები

სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მსჯავ­რდე­ბულ ირაკ­ლი ჩხე­ი­ძის შიმ­ში­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ირაკ­ლი ჩხე­ი­ძეს, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით იხ­დის სას­ჯელს, სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს, თუმ­ცა მა­თი­ვე ცნო­ბით, დღემ­დე მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ირაკ­ლი ჩხე­ი­ძემ მკურ­ნალ ექიმს დღე­საც არ მის­ცა მისი გა­სინ­ჯვის უფ­ლე­ბა.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი 28-ე დღეა შიმ­ში­ლობს და მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას ითხოვს.

„სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი მსჯავ­რდე­ბულ ირაკ­ლი ჩხე­ი­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ირაკ­ლი ჩხე­ი­ძეს სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს, თუმ­ცა დღემ­დე მსჯავ­რდე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე უარს აცხა­დებ­და.

ირაკ­ლი ჩხე­ი­ძე, მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მედ­პერ­სო­ნა­ლის მიერ მისი სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის რე­კო­მენ­და­ცია გა­ცე­მუ­ლი არ ყო­ფი­ლა, მსჯავ­რდე­ბუ­ლი დღეს დი­ლით მე-18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ (სამ­კურ­ნა­ლო) და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იქნა გა­დაყ­ვა­ნი­ლი, რად­გან მან დადო პი­რო­ბა, რომ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბის შემ­დეგ მედ­პერ­სო­ნალს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე და­ე­თან­ხმე­ბო­და.

მსჯავ­რდე­ბუ­ლი 28-ე დღეა შიმ­ში­ლობს და მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბას ითხოვს, თუმ­ცა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ას სცილ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მსჯავ­რდე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, ირაკ­ლი ჩხე­ი­ძე მედ­პერ­სო­ნა­ლის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც წინა დღე­ებ­ში, დღე­საც, 22 დე­კემ­ბერს მსჯავ­რდე­ბულ­მა მკურ­ნალ ექიმს მისი გა­სინ­ჯვის უფ­ლე­ბა არ მის­ცა.

21 დე­კემ­ბერს ირაკ­ლი ჩხე­ი­ძე ერთჯე­რა­დად გა­ე­სინ­ჯა ექიმს, უჩი­ო­და გუ­ლის­რე­ვას, ღე­ბი­ნე­ბას, წნე­ვა ჰქონ­და 130/80, გლუ­კო­ზა სის­ხლში 97, ტემ­პე­რა­ტუ­რა 37.6. წონა 52 კგ. 21 დე­კემ­ბერს, გა­სინ­ჯვის შემ­დეგ გა­უ­კეთ­და დრო­ტა­ვე­რი­ნი და მე­ტოკ­ლოპ­რა­მი­დი, გუ­ლის­რე­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, გა­დას­ხმა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და. სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნავს, რომ ირაკ­ლი ჩხე­ი­ძეს­თან გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა იმის­თვის, რომ მოხ­დეს მისი და­თან­ხმე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ირაკ­ლი ჩხე­ი­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით (ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა) ექ­ვსი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი. ასე­ვე იგი ბრალ­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 177- ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის (ქურ­დო­ბა) ჩა­დე­ნა­ში.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, პა­ტი­მა­რი უკვე მო­ი­ნა­ხუ­ლა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი სწავ­ლობს აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს.

პა­ტი­მარ­მა ირაკ­ლი ჩხე­ი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

რო­გორც უწყე­ბის მიერ მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ირაკ­ლი ჩხე­ი­ძის მი­მართ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში არ­სე­ბი­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ავ­ტო­მან­ქა­ნის სარ­კე­ე­ბის ქურ­დო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში კი, ჩხე­ი­ძის მიერ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს საქ­მის გან­ხილ­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ ჩხე­ი­ძეს საქ­მე­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა, მან უარი გა­ნა­ცხა­და.

„ირაკ­ლი ჩხე­ი­ძის მი­მართ სა­ქა­ლა­ქო და სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის ორი სხვა­დას­ხვა საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კერ­ძოდ, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ირაკ­ლი ჩხე­ი­ძის მი­მართ არ­სე­ბი­თად გა­ნი­ხი­ლე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე, ავ­ტო­მან­ქა­ნის სარ­კე­ე­ბის ქურ­დო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე, (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 19, 177-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „დ“ ქვე­პუნ­ქტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბით).

ირაკ­ლი ჩხე­ი­ძე 2015 წელს ბრალ­დე­ბუ­ლად და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს, აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით კი შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვს სა­პა­ტიმ­რო გი­რაო 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში კი მიმ­დი­ნა­რე­ობს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვა, ირაკ­ლი ჩხე­ი­ძის მიერ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ, 2017 წლის 7 ნო­ემ­ბრის გა­ნა­ჩე­ნით, ამ საქ­მე­ზე ჩხე­ი­ძე დამ­ნა­შა­ვედ ცნო და სას­ჯე­ლის სა­ხით 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და. (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით). გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დაც­ვის მხა­რემ თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.

პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში საქ­მის გან­ხილ­ვი­სას პრო­კუ­რა­ტუ­რამ ირაკ­ლი ჩხე­ი­ძეს შეს­თა­ვა­ზა საქ­მე­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბა 3 წლი­ან რე­ა­ლურ სას­ჯელ­ზე და 3 წლით პი­რო­ბით მსჯავრზე, თუმ­ცა მან ამ პი­რო­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და“, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რრა­ტი­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

რა მდგომარეობაშია პატიმარი, რომელიც 28 დღეა შიმშილობს და რას ამბობენ მასზე პროკურატურაში - ირაკლი ჩხეიძის საქმის დეტალები

რა მდგომარეობაშია პატიმარი, რომელიც 28 დღეა შიმშილობს და რას ამბობენ მასზე პროკურატურაში - ირაკლი ჩხეიძის საქმის დეტალები

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს, რომელიც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით იხდის სასჯელს, სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა მათივე ცნობით, დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი ჩხეიძემ მკურნალ ექიმს დღესაც არ მისცა მისი გასინჯვის უფლება.

მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ირაკლი ჩხეიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ჩხეიძეს სათანადო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს, თუმცა დღემდე მსჯავრდებული სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა.

ირაკლი ჩხეიძე, მერვე დაწესებულებაში იმყოფებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მედპერსონალის მიერ მისი სტაციონარული მკურნალობის რეკომენდაცია გაცემული არ ყოფილა, მსჯავრდებული დღეს დილით მე-18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაში იქნა გადაყვანილი, რადგან მან დადო პირობა, რომ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ მედპერსონალს სამედიცინო დახმარების მიღებაზე დაეთანხმებოდა.

მსჯავრდებული 28-ე დღეა შიმშილობს და მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს, თუმცა საპროცესო შეთანხმების გაფორმება სპეციალური პენიტენციური სამსახურის კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ირაკლი ჩხეიძე მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორც წინა დღეებში, დღესაც, 22 დეკემბერს მსჯავრდებულმა მკურნალ ექიმს მისი გასინჯვის უფლება არ მისცა.

21 დეკემბერს ირაკლი ჩხეიძე ერთჯერადად გაესინჯა ექიმს, უჩიოდა გულისრევას, ღებინებას, წნევა ჰქონდა 130/80, გლუკოზა სისხლში 97, ტემპერატურა 37.6. წონა 52 კგ. 21 დეკემბერს, გასინჯვის შემდეგ გაუკეთდა დროტავერინი და მეტოკლოპრამიდი, გულისრევის საწინააღმდეგოდ, გადასხმაზე უარი განაცხადა. სპეციალური პენიტენციური სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ირაკლი ჩხეიძესთან გრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ მოხდეს მისი დათანხმება სამედიცინო დახმარების მიღებაზე,” - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი ჩხეიძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ასევე იგი ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ქურდობა) ჩადენაში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ომბუდსმენის აპარატში განუცხადეს, პატიმარი უკვე მოინახულა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი სწავლობს აღნიშნულ საქმეს.

პატიმარმა ირაკლი ჩხეიძემ პროკურატურის მიერ შეთავაზებულ საპროცესო შეთანხმების პირობაზე უარი განაცხადა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ირაკლი ჩხეიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, სააპელაციო სასამართლოში კი, ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საქმის განხილვა.

პროკურატურის ინფორმაციით, მათ ჩხეიძეს საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.

„ირაკლი ჩხეიძის მიმართ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში სისხლის სამართლის ორი სხვადასხვა საქმის განხილვა მიმდინარეობს.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ჩხეიძის მიმართ არსებითად განიხილება სისხლის სამართლის საქმე, ავტომანქანის სარკეების ქურდობის მცდელობის ფაქტზე, (საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით).

ირაკლი ჩხეიძე 2015 წელს ბრალდებულად დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით კი შეფარდებული აქვს საპატიმრო გირაო 5000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოში კი მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ირაკლი ჩხეიძის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2017 წლის 7 ნოემბრის განაჩენით, ამ საქმეზე ჩხეიძე დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამამტყუნებელი განაჩენი დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურატურამ ირაკლი ჩხეიძეს შესთავაზა საქმეების გაერთიანება და საპროცესო შეთანხმების გაფორმება 3 წლიან რეალურ სასჯელზე და 3 წლით პირობით მსჯავრზე, თუმცა მან ამ პირობაზე უარი განაცხადა“, - ნათქვამია პროკურრატირის ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ