პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ე.წ. შავი სიიდან გათავისუფლებული ხალხი ლეგალურად დასაქმდება - რას პასუხობს კობა გვენეტაძის განცხადებას გიგა ბოკერია
ე.წ. შავი სიიდან გათავისუფლებული ხალხი ლეგალურად დასაქმდება - რას პასუხობს კობა გვენეტაძის განცხადებას გიგა ბოკერია

„ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც ვა­ლე­ბი გა­უ­ნულ­დათ, სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რომ ლე­გა­ლუ­რად და­საქმდნენ, მაგ­რამ ეს არამც და არამც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან მალე შეძ­ლე­ბენ, სა­სეს­ხო რე­სურ­სებ­ზე წვდო­მა მო­ი­პო­ვონ,“ - ამის შე­სა­ხებ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა კობა გვე­ნე­ტა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რომ­ლი­თაც ე.წ. ვა­ლე­ბის გა­ნუ­ლე­ბის აქ­ცია გა­ნი­სა­ზღვრა, მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­მარ­თუ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბულ ფე­ნა­ზე.

„ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც უფრო და უფრო უჭირ­დათ სეს­ხე­ბის გა­დახ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­მო­თი­შუ­ლე­ბი არი­ან ეკო­ნო­მი­კუ­რი ცხოვ­რე­ბი­დან, რად­გა­ნაც მათ აღარ აქვთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ფორ­მა­ლურ სექ­ტორ­ში და­საქმდნენ. ის ფაქ­ტი, რომ მათ აღარ ექ­ნე­ბათ ეს და­ვა­ლი­ა­ნე­ბა, მათ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს, რომ და­უბ­რუნ­დნენ ფორ­მა­ლურ სექ­ტორს, ფორ­მა­ლურ ეკო­ნო­მი­კას. მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, რომ ლე­გა­ლუ­რად და­საქმდნენ, მაგ­რამ ეს არამც და არამც არ ნიშ­ნავს იმას, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან მალე შეძ­ლე­ბენ წვდო­მა მო­ი­პო­ვონ სა­სეს­ხო რე­სურ­სებ­ზე. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეს, ალ­ბათ, ასეც უნდა იყოს, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი შეძ­ლე­ბენ ისევ ეკო­ნო­მი­კა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი რომ­ლი­თაც გა­ნი­სა­ზღვრა ეს აქ­ცია, ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რად შე­ჭირ­ვე­ბულ ფე­ნა­ზე,“ - გა­ნა­ცხა­და კობა გვე­ნე­ტა­ძემ.

„მარ­თლა გჯე­რათ, რომ ე.წ. შავი სი­ი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ხალ­ხი სამ­სა­ხურს იშო­ვის? მი­ზეზ-შე­დე­გი გე­რე­ვათ,“ - ამ სი­ტყვე­ბით „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა გიგა ბო­კე­რი­ამ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს მი­მარ­თა. ბო­კე­რი­ას თქმით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტმა მთავ­რო­ბის მავ­ნებ­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის თე­ზი­სე­ბი გა­ი­მე­ო­რა.

„ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, ბა­ტო­ნო კობა, რომ თქვენ­გან თით­ქმის ერთი ერ­თში ჩვე­ნი მთავ­რო­ბის მავ­ნებ­ლუ­რი და ახ­ლომ­ხედ­ვე­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის ფუ­ძემ­დებ­ლუ­რი თე­ზი­სე­ბის გა­მე­ო­რე­ბა მო­ვის­მი­ნე. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ თქვენც გგო­ნი­ათ, რომ ხალ­ხის პრობ­ლე­მა არ არის ის, რომ სამ­სა­ხურს ვერ პო­უ­ლო­ბენ, სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი არ იქ­მნე­ბა და არის და­ბა­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა. გგო­ნი­ათ, რომ ამ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა ხდე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მთავ­რო­ბის მიერ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ჩა­რე­ვით მოხ­და ამ ოპე­რა­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და თქვენ რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს, ეს არ მი­გაჩ­ნი­ათ პრობ­ლე­მად. ხალ­ხი ვინც წვა­ლობ­და და იხ­დი­და, იმათ­თვის რა სიგ­ნა­ლია ეს და ხვალ რა მო­უ­ვა ყვე­ლა იმ ადა­მი­ან­სა და ჭარბვა­ლი­ა­ნო­ბას, როცა ერთხელ სა­არ­ჩევ­ნო სპე­კუ­ლა­ცი­ის­თვის ასე­თი რამე ხდე­ბა მთავ­რო­ბის ჩა­რე­ვით? თქვენ ამა­ზე ან არ გსურთ პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა, ან კი­დევ უფრო უა­რე­სი პო­ზი­ცია გაქვთ. კი­დევ ერთი ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი ფრა­ზა თქვით - ის ხალ­ხი, ვინც გან­თა­ვი­სუფ­ლდა ამ „შავი სი­ი­დან“, ახლა წავ­ლენ და სამ­სა­ხურს იშო­ვი­ა­ნო. მარ­თლა გჯე­რათ, რომ ეგრე მოხ­დე­ბა? იმ ხალ­ხმა სეს­ხი იმი­ტომ აიღო, რომ სამ­სა­ხურს ვერ შო­უ­ლობ­და. მი­ზეზ-შე­დე­გი გე­რე­ვათ,“ - მი­მარ­თა გიგა ბო­კე­რი­ამ გვე­ნე­ტა­ძეს.

ცნო­ბის­თვის, პრობ­ლე­მუ­რი სეს­ხე­ბის გა­ნუ­ლე­ბის­თვის შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე - vali.ge მო­ნა­ცე­მე­ბი კვლავ გა­ნახ­ლდა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, ერ­თი­ან ბა­ზას კი­დევ 2 სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბი და­ე­მა­ტა. ესე­ნია: შპს “ფინ­პორ­ტი” (სეს­ხის გამ­ცე­მი: 1click.ge) და შპს “ფრენდლი ფა­ი­ნენს ჯორ­ჯია” (სეს­ხის გამ­ცე­მი: mycredit.ge).

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­ლექ­ტო­რე­ბის, ე.წ. ამომ­ღე­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სეს­ხე­ბი შე­საძ­ლე­ბე­ლია შე­ძე­ნი­ლი იყოს სხვა­დას­ხვა ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან, რო­გო­რი­ცაა: ბან­კი, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ონ­ლა­ინ სეს­ხის გამ­ცე­მი და სხვა.

ამ დრო­ის­თვის, ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ინ­ფორ­მა­ცია 604 ათას 797 მსეს­ხებ­ლის, 1 302 750 სა­სეს­ხო ჩა­ნა­წე­რის შე­სა­ხებ, ჯა­მუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის თან­ხა 3 933 145 876 ლა­რია.

ვებგ­ვერ­დზე ატ­ვირ­თუ­ლია 38 სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან შე­ძე­ნი­ლი სეს­ხე­ბი/კრე­დი­ტე­ბი:

ბან­კე­ბი: სს „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი“; სს „თი­ბი­სი ბან­კი“; სს „ლი­ბერ­თი ბან­კი“; სს „სილქ როუდ ბან­კი“; სს „ხა­ლიკ ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო“; სს „იშ­ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო“; სს „ვი­თი­ბი ბან­კი ჯორ­ჯია“; სს "ბა­ზის­ბან­კი"; სს "ტე­რა­ბან­კი"; სს "კრე­დო ბან­კი"; სს "ფინ­კა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლო".

არა­სა­ბან­კო სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი: შპს "მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ლენ­დო" (სეს­ხის გამ­ცე­მი: lendo.ge, pino.ge, banko.ge); შპს "ემ.კო­ლექ­ტო­რი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: sohocredit.ge); შპს "კრე­დიტ ექ­სპერტ ჯორ­ჯია" (სეს­ხის გამ­ცე­მი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge); შპს "გრა­ნატ კა­პი­ტალ" (სეს­ხის გამ­ცე­მი: netcredit.ge, moneza.ge)

შპს "გრა­ნატ ინ­ვესთმენთ" (სეს­ხის გამ­ცე­მი: vivus.ge)

შპს "პრობ­ლე­მუ­რი აქ­ტი­ვე­ბის ბი­უ­რო“ (სეს­ხის გამ­ცე­მი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge) ; შპს "ფი­ნან­სუ­რი ბი­უ­რო" (სეს­ხის გამ­ცე­მი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge); შპს "ფი­ნან­სუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ბი­უ­რო" (სეს­ხის გამ­ცე­მი: vivus.ge); შპს "ფი­ნან­სუ­რი სექ­ტო­რი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: ccloan.ge); შპს "კრე­დიტ­ლა­ი­ნი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: creditline.ge); შპს "UNIVERSAL SERVICE" (სეს­ხის გამ­ცე­მი: fastcredit.ge); სს "მისო ინ­ტე­ლექ­სპრე­სი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: inteliexpress.net); შპს "მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ლენ­დაფ" (სეს­ხის გამ­ცე­მი: lendup.ge); სს "მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია მა­იკ­რო ფინი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: microfin.ge); შპს "მონ­ლა­ინ" (სეს­ხის გამ­ცე­მი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge); შპს "საკ­რე­დი­ტო ის­ტო­რი­ა­თა ქარ­თუ­ლი ბი­უ­რო" (სეს­ხის გამ­ცე­მი: სს "პრი­ვატ­ბან­კი"); შპს "კრე­დიტ მე­ნე­ჯმენ­ტი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: vivus.ge); სს "მისო კრის­ტა­ლი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: crystal.ge); შპს "მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ემ ბი ეს" (სეს­ხის გამ­ცე­მი: masesxe.ge); სს "მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია სვის კა­პი­ტალ" (სეს­ხის გამ­ცე­მი: swisscapital.ge); შპს "სვის კა­პი­ტალ ავტო" (სეს­ხის გამ­ცე­მი: swisscapital.ge); სს "ზიპ კრე­დიტ" (სეს­ხის გამ­ცე­მი: zipcredit.ge); შპს "მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია 4ფი­ნან­სი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: kimbi.ge, vivus.ge); სს "იკა­პი­ტა­ლი" (სეს­ხის გამ­ცე­მი: eloan.ge); სს მისო ქარ­თუ­ლი კრე­დი­ტი (სეს­ხის გამ­ცე­მი: georgiancredit.ge) ; შპს “ფინ­პორ­ტი” (სეს­ხის გამ­ცე­მი: 1click.ge); შპს “ფრენდლი ფა­ი­ნენს ჯორ­ჯია” (სეს­ხის გამ­ცე­მი: mycredit.ge).

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ვებგ­ვერ­დზე სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­მოწ­მებ­ლად სა­ჭი­როა სამი ეტა­პის გავ­ლა: მსეს­ხებ­ლის პი­რა­დი ნომ­რის შეყ­ვა­ნა; და­ბა­დე­ბის დღე/თვე/წელი შეყ­ვა­ნა; უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით სპე­ცი­ა­ლუ­რი გრა­ფის მო­ნიშ­ვნა.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ეტა­პე­ბის გავ­ლის შემ­დეგ, თუ მსეს­ხე­ბე­ლი იპო­ვის თა­ვის მო­ნა­ცე­მებს, ეს ნიშ­ნავს, რომ მას 15 დე­კემ­ბრი­დან 31 დე­კემ­ბრის პე­რი­ოდ­ში, გა­უ­ნულ­დე­ბა ვებგ­ვერ­დზე გა­მო­ტა­ნი­ლი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა.

ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­წო­დე­ბუ­ლია სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ფი­ზი­კუ­რი პირი სა­კუ­თარ თავს ვერ აღ­მო­ა­ჩენს ვებგ­ვერ­დზე წარ­მოდ­გე­ნილ მო­ნა­ცე­მებ­ში, უნდა მი­მარ­თოს სეს­ხის გამ­ცემ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას.

კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს სხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­მუ­შა­ვე­ბა და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში, ერ­თი­ან მო­ნა­ცემ­თა ბა­ზას და­ე­მა­ტე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი“, - გან­მარ­ტა­ვენ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში.

ავტორი:

ე.წ. შავი სიიდან გათავისუფლებული ხალხი ლეგალურად დასაქმდება - რას პასუხობს კობა გვენეტაძის განცხადებას გიგა ბოკერია

ე.წ. შავი სიიდან გათავისუფლებული ხალხი ლეგალურად დასაქმდება - რას პასუხობს კობა გვენეტაძის განცხადებას გიგა ბოკერია

„ადამიანებს, რომლებსაც ვალები გაუნულდათ, საშუალება ექნებათ, რომ ლეგალურად დასაქმდნენ, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ, სასესხო რესურსებზე წვდომა მოიპოვონ,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ის კრიტერიუმები, რომლითაც ე.წ. ვალების განულების აქცია განისაზღვრა, მაქსიმალურად მიმართულია სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე.

„ეს ადამიანები, რომლებსაც უფრო და უფრო უჭირდათ სესხების გადახდა, გარკვეულწილად გამოთიშულები არიან ეკონომიკური ცხოვრებიდან, რადგანაც მათ აღარ აქვთ საშუალება, რომ ფორმალურ სექტორში დასაქმდნენ. ის ფაქტი, რომ მათ აღარ ექნებათ ეს დავალიანება, მათ დროთა განმავლობაში საშუალებას მისცემს, რომ დაუბრუნდნენ ფორმალურ სექტორს, ფორმალურ ეკონომიკას. მათ საშუალება ექნებათ, რომ ლეგალურად დასაქმდნენ, მაგრამ ეს არამც და არამც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ძალიან მალე შეძლებენ წვდომა მოიპოვონ სასესხო რესურსებზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს, ალბათ, ასეც უნდა იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ ისევ ეკონომიკაში დაბრუნებას. ის კრიტერიუმები რომლითაც განისაზღვრა ეს აქცია, ეს არის მაქსიმალურად მიზანმიმართული სოციალურად შეჭირვებულ ფენაზე,“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

„მართლა გჯერათ, რომ ე.წ. შავი სიიდან გათავისუფლებული ხალხი სამსახურს იშოვის? მიზეზ-შედეგი გერევათ,“ - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მიმართა. ბოკერიას თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მთავრობის მავნებლური პოლიტიკის თეზისები გაიმეორა.

„ძალიან ვწუხვარ, ბატონო კობა, რომ თქვენგან თითქმის ერთი ერთში ჩვენი მთავრობის მავნებლური და ახლომხედველური პოლიტიკის ფუძემდებლური თეზისების გამეორება მოვისმინე. ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენც გგონიათ, რომ ხალხის პრობლემა არ არის ის, რომ სამსახურს ვერ პოულობენ, სამუშაო ადგილები არ იქმნება და არის დაბალი ეკონომიკური ზრდა. გგონიათ, რომ ამ პრობლემების გადაჭრა ხდება წინასაარჩევნოდ მთავრობის მიერ. პრემიერ-მინისტრის ჩარევით მოხდა ამ ოპერაციის განხორციელება და თქვენ როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეს არ მიგაჩნიათ პრობლემად. ხალხი ვინც წვალობდა და იხდიდა, იმათთვის რა სიგნალია ეს და ხვალ რა მოუვა ყველა იმ ადამიანსა და ჭარბვალიანობას, როცა ერთხელ საარჩევნო სპეკულაციისთვის ასეთი რამე ხდება მთავრობის ჩარევით? თქვენ ამაზე ან არ გსურთ პოზიციის დაფიქსირება, ან კიდევ უფრო უარესი პოზიცია გაქვთ. კიდევ ერთი ფენომენალური ფრაზა თქვით - ის ხალხი, ვინც განთავისუფლდა ამ „შავი სიიდან“, ახლა წავლენ და სამსახურს იშოვიანო. მართლა გჯერათ, რომ ეგრე მოხდება? იმ ხალხმა სესხი იმიტომ აიღო, რომ სამსახურს ვერ შოულობდა. მიზეზ-შედეგი გერევათ,“ - მიმართა გიგა ბოკერიამ გვენეტაძეს.

ცნობისთვის, პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ერთიან ბაზას კიდევ 2 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. ესენია: შპს “ფინპორტი” (სესხის გამცემი: 1click.ge) და შპს “ფრენდლი ფაინენს ჯორჯია” (სესხის გამცემი: mycredit.ge).

აღსანიშნავია, რომ კოლექტორების, ე.წ. ამომღები კომპანიების შემთხვევაში, სესხები შესაძლებელია შეძენილი იყოს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტიდან, როგორიცაა: ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ონლაინ სესხის გამცემი და სხვა.

ამ დროისთვის, ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 604 ათას 797 მსესხებლის, 1 302 750 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა 3 933 145 876 ლარია.

ვებგვერდზე ატვირთულია 38 საფინანსო ორგანიზაციიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

ბანკები: სს „საქართველოს ბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „სილქ როუდ ბანკი“; სს „ხალიკ ბანკი საქართველო“; სს „იშბანკი საქართველო“; სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“; სს "ბაზისბანკი"; სს "ტერაბანკი"; სს "კრედო ბანკი"; სს "ფინკა ბანკი საქართველო".

არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციები: შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდო" (სესხის გამცემი: lendo.ge, pino.ge, banko.ge); შპს "ემ.კოლექტორი" (სესხის გამცემი: sohocredit.ge); შპს "კრედიტ ექსპერტ ჯორჯია" (სესხის გამცემი: wandoo.ge, netcredit.ge, moneza.ge, credium.ge); შპს "გრანატ კაპიტალ" (სესხის გამცემი: netcredit.ge, moneza.ge)

შპს "გრანატ ინვესთმენთ" (სესხის გამცემი: vivus.ge)

შპს "პრობლემური აქტივების ბიურო“ (სესხის გამცემი: vivus.ge, amica.ge, moneybus.ge, wincredit.ge, moneyman.ge, mycredit.ge, netcredit.ge, moneza.ge, crediton.ge, lendo.ge, mamy.ge, ipuli.ge, okcredit.ge, credium.ge, solva.ge) ; შპს "ფინანსური ბიურო" (სესხის გამცემი: moneza.ge, mycredit.ge, netcredit.ge, vivus.ge); შპს "ფინანსური მონიტორინგის ბიურო" (სესხის გამცემი: vivus.ge); შპს "ფინანსური სექტორი" (სესხის გამცემი: ccloan.ge); შპს "კრედიტლაინი" (სესხის გამცემი: creditline.ge); შპს "UNIVERSAL SERVICE" (სესხის გამცემი: fastcredit.ge); სს "მისო ინტელექსპრესი" (სესხის გამცემი: inteliexpress.net); შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლენდაფ" (სესხის გამცემი: lendup.ge); სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მაიკრო ფინი" (სესხის გამცემი: microfin.ge); შპს "მონლაინ" (სესხის გამცემი: mon.ge, gocash.ge, espreso.ge, kapiki.ge, loan.ge); შპს "საკრედიტო ისტორიათა ქართული ბიურო" (სესხის გამცემი: სს "პრივატბანკი"); შპს "კრედიტ მენეჯმენტი" (სესხის გამცემი: vivus.ge); სს "მისო კრისტალი" (სესხის გამცემი: crystal.ge); შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემ ბი ეს" (სესხის გამცემი: masesxe.ge); სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" (სესხის გამცემი: swisscapital.ge); შპს "სვის კაპიტალ ავტო" (სესხის გამცემი: swisscapital.ge); სს "ზიპ კრედიტ" (სესხის გამცემი: zipcredit.ge); შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 4ფინანსი" (სესხის გამცემი: kimbi.ge, vivus.ge); სს "იკაპიტალი" (სესხის გამცემი: eloan.ge); სს მისო ქართული კრედიტი (სესხის გამცემი: georgiancredit.ge) ; შპს “ფინპორტი” (სესხის გამცემი: 1click.ge); შპს “ფრენდლი ფაინენს ჯორჯია” (სესხის გამცემი: mycredit.ge).

შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

„აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში, გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია მოწოდებულია საფინანსო ორგანიზაციების მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენს ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიმართოს სესხის გამცემ ორგანიზაციას.

კვლავ მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას დაემატება განახლებული მონაცემები“, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები