მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსების უმძიმესი ყოფა ჩრდილოეთ ოსეთში - რატომ თხოვენ ისინი დახმარებას კადიროვს
90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსების უმძიმესი ყოფა ჩრდილოეთ ოსეთში - რატომ თხოვენ ისინი დახმარებას კადიროვს

90-იან წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი ოსე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში უკი­დუ­რე­სად მძი­მე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, დახ­მა­რე­ბას ჩეჩ­ნე­თის ლი­დერს, რამ­ზან კა­დი­როვს სთხო­ვენ. რო­გორც გა­ირ­კვა, ოსებს იქი­და­ნაც გა­სახ­ლე­ბა ემუქ­რე­ბათ, რად­გან ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­ზეც ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 30 წლის წინ და­სახ­ლდნენ, ახლა ვი­ღა­ცამ იჯა­რით აიღო. "ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რამე კონ­კრე­ტულ ფართს თუ გა­მოგ­ვი­ყოფ­დნენ, ამ ჯო­ჯო­ხე­თის გაძ­ლე­ბას ყვე­ლა­ფე­რი ჯო­ბია, მაგ­რამ თან­ხა, რო­მელ­საც ვი­თომ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით გვაძ­ლე­ვენ, ვლა­დი­კავ­კა­ზის გა­რე­უ­ბან­ში ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის სა­ყიდ­ლა­დაც კი არ არის საკ­მა­რი­სი. ერთ ოთახ­ში რამ­დე­ნი­მე სული ვცხოვ­რობთ", - აცხა­დე­ბენ ოსე­ბი.

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, დევ­ნი­ლებს გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებ­ში უწევთ ცხოვ­რე­ბა, თით­ქმის არას­დროს აქვთ ელექტრო­ე­ნერ­გია, არ არის გაყ­ვა­ნი­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რიც და "სახ­ლე­ბი", რომ­ლე­ბიც მი­ტო­ვე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის­გან თა­ვად "გა­ა­კე­თეს", უკვე ნგრე­ვის პი­რა­საა.

"დევ­ნი­ლე­ბი 90-იან წლე­ბის და­სა­წყის­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ვიდ­ნენ და ახლა კამ­ბი­ლევ­სკის გა­რე­უ­ბან­ში, სამ­ხედ­რო და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, თუმ­ცა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, არ­ცერ­თი მათ­გა­ნის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ფარ­თი პრი­ვა­ტი­ზე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

შე­სა­ბა­მი­სად, 65-ზე მეტი ოჯა­ხი, სა­დაც საკ­მა­ოდ ბევ­რი ბავ­შვია, თით­ქმის დან­გრე­ულ შე­ნო­ბა­ში ცხოვ­რობს. რო­გორც გა­ირ­კვა, რამ­დე­ნი­მე ოჯახ­მა იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა, თუმ­ცა 20-მდე ოჯა­ხი, ბავ­შვებ­თან ერ­თად ისევ კამ­ბი­ლევ­სკში რჩე­ბა", - წერს გა­მო­ცე­მა.

"აქ ყვე­ლა მი­წა­ზე მუ­შა­ობს, არ გვყავს ალ­კოჰო­ლი­კე­ბი და ნარ­კო­მა­ნე­ბი. ადრე აქ კოლ­მე­ურ­ნე­ბა იყო და ყვე­ლა­ნი იქ ვი­ყა­ვით და­საქ­მე­ბუ­ლი, Электроцинк მუ­შა­ობ­და, ახლა კი ყვე­ლა ვლა­დი­კავ­კაზ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ", - ამ­ბობს ოსი გელა ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში.

მი­სი­ვე თქმით, მუდ­მი­ვად ითი­შე­ბა დენი, რად­გან მი­წის მო­ი­ჯა­რე მა­რატ თი­ბი­ლო­ვი მათ შე­ვიწ­რო­ე­ბას ცდი­ლობს. ის იქ მცხოვ­რებ­ლებს ცხოვ­რე­ბის ქი­რას 2000 ათას რუბლს სთხოვს და ისი­ნიც ყო­ველ­თვი­უ­რად უგ­რო­ვე­ბენ.

თა­ვის მხრივ, თი­ბი­ლო­ვი ამ­ბობს, რომ მან ეს მიწა 2006 წელს იჯა­რით შე­ი­ძი­ნა. ახლა იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ცხოვ­რო­ბენ, ში­ნა­უ­რი სა­ქო­ნე­ლი ჰყავთ და ამ ვი­თა­რე­ბა­ში არა­ფე­რის კე­თე­ბა არ შე­უძ­ლია, ფული კი გა­დახ­დი­ლი აქვს... "ამ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებს უკვე შე­ვეჩ­ვი­ეთ, შუ­ქიც კი სა­ნატ­რე­ლია, რად­გან თი­ბი­ლო­ვი დე­ნის კომ­პა­ნი­ას გა­უ­რიგ­და და დენი თით­ქმის არას­დროს გვაქვს... ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ და დახ­მა­რე­ბის­თვის რამ­ზან კა­დი­როვს მივ­მარ­თეთ. აქა­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბად არ მიგ­ვიჩ­ნევს და იქ­ნებ ის დაგ­ვეხ­მა­როს. თუ ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში არა­ვის ვჭირ­დე­ბით, იქ­ნებ ჩეჩ­ნეთ­ში წა­ვი­დეთ და იქ ასე, ბავ­შვებ­თან ერ­თად, ქუ­ჩა­ში არ მოგ­ვი­წი­ოს ცხოვ­რე­ბამ", - ამ­ბობს გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში ოსი გია.

კამ­ბი­ლევ­სკის და­სახ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ოსი დევ­ნი­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს ფაქ­ტობ­რი­ვად რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე ტო­ვებს და აცხა­დებს, რომ მათ ტე­რი­ტო­რია უნდა და­ცა­ლონ და შემ­დეგ და­ი­წყე­ბა მათი დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა.

ვლა­დი­კავ­კაზ­ში მცხოვ­რე­ბი დევ­ნი­ლე­ბის სა­კი­თხი წლე­ბია დგას. მი­ზე­ზი ის არის, რომ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის არა­ერ­თი შე­თა­ვა­ზე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მათ იქ დაბ­რუ­ნე­ბა არ სურთ. ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვ­მა ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ველ ნელი ფუ­ხა­ე­ვას­თან დევ­ნილ­თა პრობ­ლე­მე­ბი გა­ნი­ხი­ლა. ფუ­ხა­ე­ვას მო­ნა­ცე­მე­ბით, 4000 ოჯა­ხი ვლა­დი­კავ­კაზ­ში ისევ აღ­რი­ცხვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი არ გა­აჩ­ნია.

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ­ჟა­მად ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში 12 ათას­ზე მეტი იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პირი 40 დრო­ე­ბით და­სახ­ლე­ბა­ში ცხოვ­რობს. მათ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია ძი­რი­თა­დად 90-იანი წლე­ბის კონ­ფლიქ­ტის დროს და­ტო­ვეს, მაგ­რამ ბევ­რი ცხინ­ვა­ლი­დან 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დრო­საც წა­ვი­და ვლა­დი­კავ­კაზ­ში და უკან აღარ ბრუნ­დე­ბა, რად­გან ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ უმ­ძი­მე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნის შე­სა­ხებ ფლო­ბენ ინ­ფორ­მა­ცი­ას და აცხა­დე­ბენ, რომ შეჩ­ვე­უ­ლი გა­ჭირ­ვე­ბი­დან შე­უჩ­ვე­ველ და უა­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა არ სურთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kai erTi
0

რა ლაპარაკია ახლა ეს? ოსები ზუსტად ისე იქცევიან , როგორც ქართველები- იმას ემონებიან, ვინც ძლიერია. აშშ-ს და ევროპას ვუძვრებით რუსეთის დესუსტების ფონზე, ახლა ისევ რუსეთისკენ ვიყურებით, თან ჩინეთისკენ ვაპარებთ თვალს...უმწეობისაა ეს ყველაფერი...ოსებიც ასე იქცევიან, ძლიერს ემხრობიან...ყველა მცირერიცხოვანი ერი ასეა, ბალტიისპირელები და აშშ ნახეთ რა საცოდაობაა...

არ დაბლოკოთ
0

ერთადერთი გამოსავალი არის : 1) ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება.2) ყველა ოსის გაგდება (სამუდამოდ), 3) როკის გვირაბის აფეთქება ,4) ცხინვალის რეგიონში ქართველების დაბრუნება. სანამ თუნდაც ერთი ოსი იცხოვრება საქართველოს ტერიტორიაზე , ეს არასოდეს არ დასრულდება. გიორგი ბრწყინვალემ გადარეკა ოსები ჩრდილოეთში და რამდენიმე საუკუნე მოსვენებული ვიყავით. ეხლაც იგივე უნდა გაკეთდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსების უმძიმესი ყოფა ჩრდილოეთ ოსეთში - რატომ თხოვენ ისინი დახმარებას კადიროვს

90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსების უმძიმესი ყოფა ჩრდილოეთ ოსეთში - რატომ თხოვენ ისინი დახმარებას კადიროვს

90-იან წლებში საქართველოდან წასული ოსები, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთში უკიდურესად მძიმე პირობებში ცხოვრობენ, დახმარებას ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს სთხოვენ. როგორც გაირკვა, ოსებს იქიდანაც გასახლება ემუქრებათ, რადგან ტერიტორია, რომელზეც ისინი დაახლოებით 30 წლის წინ დასახლდნენ, ახლა ვიღაცამ იჯარით აიღო. "ძალიან კარგი იქნებოდა, რამე კონკრეტულ ფართს თუ გამოგვიყოფდნენ, ამ ჯოჯოხეთის გაძლებას ყველაფერი ჯობია, მაგრამ თანხა, რომელსაც ვითომ კომპენსაციის სახით გვაძლევენ, ვლადიკავკაზის გარეუბანში ერთოთახიანი ბინის საყიდლადაც კი არ არის საკმარისი. ერთ ოთახში რამდენიმე სული ვცხოვრობთ", - აცხადებენ ოსები.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, დევნილებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, თითქმის არასდროს აქვთ ელექტროენერგია, არ არის გაყვანილი ბუნებრივი აირიც და "სახლები", რომლებიც მიტოვებული შენობებისგან თავად "გააკეთეს", უკვე ნგრევის პირასაა.

"დევნილები 90-იან წლების დასაწყისში საქართველოდან წავიდნენ და ახლა კამბილევსკის გარეუბანში, სამხედრო დასახლებაში ცხოვრობენ, თუმცა წლების განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, არცერთი მათგანის საცხოვრებელი ფართი პრივატიზებული არ ყოფილა.

შესაბამისად, 65-ზე მეტი ოჯახი, სადაც საკმაოდ ბევრი ბავშვია, თითქმის დანგრეულ შენობაში ცხოვრობს. როგორც გაირკვა, რამდენიმე ოჯახმა იქაურობა დატოვა, თუმცა 20-მდე ოჯახი, ბავშვებთან ერთად ისევ კამბილევსკში რჩება", - წერს გამოცემა.

"აქ ყველა მიწაზე მუშაობს, არ გვყავს ალკოჰოლიკები და ნარკომანები. ადრე აქ კოლმეურნება იყო და ყველანი იქ ვიყავით დასაქმებული, Электроцинк მუშაობდა, ახლა კი ყველა ვლადიკავკაზში წავიდა სამუშაოდ", - ამბობს ოსი გელა ekhokavkaza.com-თან საუბარში.

მისივე თქმით, მუდმივად ითიშება დენი, რადგან მიწის მოიჯარე მარატ თიბილოვი მათ შევიწროებას ცდილობს. ის იქ მცხოვრებლებს ცხოვრების ქირას 2000 ათას რუბლს სთხოვს და ისინიც ყოველთვიურად უგროვებენ.

თავის მხრივ, თიბილოვი ამბობს, რომ მან ეს მიწა 2006 წელს იჯარით შეიძინა. ახლა იქ ადამიანები ცხოვრობენ, შინაური საქონელი ჰყავთ და ამ ვითარებაში არაფერის კეთება არ შეუძლია, ფული კი გადახდილი აქვს... "ამ არაადამიანურ პირობებს უკვე შევეჩვიეთ, შუქიც კი სანატრელია, რადგან თიბილოვი დენის კომპანიას გაურიგდა და დენი თითქმის არასდროს გვაქვს... ამიტომ გადავწყვიტეთ და დახმარებისთვის რამზან კადიროვს მივმართეთ. აქაური ხელისუფლება ადამიანებად არ მიგვიჩნევს და იქნებ ის დაგვეხმაროს. თუ ჩრდილოეთ ოსეთში არავის ვჭირდებით, იქნებ ჩეჩნეთში წავიდეთ და იქ ასე, ბავშვებთან ერთად, ქუჩაში არ მოგვიწიოს ცხოვრებამ", - ამბობს გამოცემასთან საუბარში ოსი გია.

კამბილევსკის დასახლების ადმინისტრაცია ოსი დევნილების მოთხოვნებს ფაქტობრივად რეაგირების გარეშე ტოვებს და აცხადებს, რომ მათ ტერიტორია უნდა დაცალონ და შემდეგ დაიწყება მათი დაკმაყოფილება.

ვლადიკავკაზში მცხოვრები დევნილების საკითხი წლებია დგას. მიზეზი ის არის, რომ ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობის არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მათ იქ დაბრუნება არ სურთ. ჯერ კიდევ წლების წინ, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ჩრდილოეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნელი ფუხაევასთან დევნილთა პრობლემები განიხილა. ფუხაევას მონაცემებით, 4000 ოჯახი ვლადიკავკაზში ისევ აღრიცხვაზე იმყოფება და საცხოვრებელი არ გააჩნია.

არსებული მონაცემებით, ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთში 12 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი 40 დროებით დასახლებაში ცხოვრობს. მათ საქართველოს ტერიტორია ძირითადად 90-იანი წლების კონფლიქტის დროს დატოვეს, მაგრამ ბევრი ცხინვალიდან 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც წავიდა ვლადიკავკაზში და უკან აღარ ბრუნდება, რადგან ცხინვალის რეგიონში არსებულ უმძიმესი სოციალური ფონის შესახებ ფლობენ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ შეჩვეული გაჭირვებიდან შეუჩვეველ და უარეს გაჭირვებაში დაბრუნება არ სურთ.