პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი
"ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ე.წ. სა­ზღვრის რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­ ჯერ კი­დევ არ შე­წყვე­ტი­ლა. გთა­ვა­ზობთ ქარ­თვე­ლი ნა­თი­ას ჩა­ნაწ­ერებს, რო­მე­ლიც სო­ხუმ­სა და ბიჭ­ვინ­თა­ში ზღვის სე­ზონ­ზე სამუ­შაოდ­ იყო ჩა­სუ­ლი და იქ მომუ­შავე სხვა ქარ­თვე­ლე­ბიც ნახა...

- რო­დე­საც მე­გო­ბარ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, სო­ხუმ­ში ჩვენს ნა­თე­სავს რეს­ტო­რა­ნი და კაფე აქვს და პერ­სო­ნა­ლი სჭირ­დე­ბაო, დიდ­ხანს­ არ მი­ფიქ­რია, თუ ნორ­მა­ლუ­რად გა­და­მიხ­დი­ან, წა­მო­ვალ, რუ­სუ­ლი­ ვიცი-მეთ­ქი. დე­დას რომ ვუ­თხა­რი,­ სო­ხუმ­ში მივ­დი­ვარ, ერთი სე­ზო­ნი ვი­მუ­შა­ვებ-მეთ­ქი, შე­ი­ცხა­და, ­მაგ­რამ ხვეწ­ნა-მუ­და­რის შემ­დეგ და­ვი­თან­ხმე იმ პი­რო­ბით, რომ დილა-სა­ღა­მოს და­ვუ­რე­კავ­დი და ან­გა­რიშს ჩა­ვა­ბა­რებ­დი... ენ­გუ­რის ხიდ­ზე ჯერ რუს­მა­ სამ­ხედ­რო­ებ­მა შე­მა­მოწ­მეს, შემ­დეგ­ აფხაზ­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა.­ ერთი­ გა­მე­ხუმ­რა, ისე­თი ლა­მა­ზი ქა­ლე­ბი ჰყავთ ქარ­თვე­ლებს, აქე­დან არ გა­გიშ­ვებ­თო... ჯერ გა­ლის სოფ­ლე­ბი­ გა­ვი­ა­რე. უც­ნა­უ­რი რა­ი­ო­ნია - აყ­ვა­ვე­ბუ­ლი კარ-მ­ი­დ­ამო­ე­ბი­სა და გა­დამ­წვა­რი, და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის სინ­თე­ზი.­ შენ ოჩამ­ჩი­რე უნდა ნახო, ჩერ­ნო­ბილს ჰგავ­სო, მი­თხრეს. მარ­თლაც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რი ისე ვი­ა­რეთ, ოჩამ­ჩი­რე­ში­ კა­ცის ჭა­ჭა­ნე­ბა არ იყო... ცოტა ხან­ში მან­ქა­ნე­ბის სიმ­რა­ვლით მივ­ხვდი, სო­ხუმ­ში­ შევ­დი­ო­დით. გზად რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას გა­ჩე­ხი­ლი პალ­მე­ბის­ გრო­ვა შევ­ნიშ­ნე. მძღოლ­მა მი­თხრა, პალ­მებს სო­ჭი­დან გად­მო­სუ­ლი გრძ­ელ­ნის­კარ­ტა მწე­რი ახ­მობს და არა­ფე­რი­ შვე­ლი­სო. სო­ხუმ­შიც­ ვნა­ხე და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი და დამ­წვა­რი სახ­ლე­ბი... რამ­დე­ნი­მე ადგ­ილას­ ერ­თმა­ნეთ­თან დე­რეფ­ნით და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სახ­ლე­ბიც შევნ­ი­შნე. თურ­მე ერთი ქარ­თვე­ლი­სა ყო­ფი­ლა და ომის შემ­დეგ მე­ზო­ბელ­მა აფხა­ზებ­მა მი­ით­ვი­სეს...

ყავა მოგ­ვინ­და... სო­ხუმ­ზე ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი, მაგ­რამ "ამრა" მშობ­ლე­ბის­გან გა­გო­ნი­ლი მქონ­და. მათ სო­ხუ­მის უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ამ­თავ­რეს და როცა სტუ­დენ­ტო­ბას იგო­ნებ­დნენ, იქა­ურ ჯა­დოს­ნურ ყა­ვას ნატ­რობ­დნენ... არ ვიცი, იქ­ნებ მა­შინ მარ­თლაც გემ­რი­ე­ლი იყო, მაგ­რამ ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სუ­ლაც არ მომჩვე­ნე­ბია...

თეთ­რგა­ლავ­ნი­ან სახ­ლს მი­ვა­დე­ქით. შე­ნო­ბა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი რეს­ტორ­ნი­სა და ეზო­ში ღია კაფე-ბა­რის მფლო­ბე­ლი თა­ვა­ზი­ა­ნად შემ­ხვდა, ჯერ და­ის­ვე­ნე და მერე ვი­სა­უბ­რო­თო. არ დავღ­ლილ­ვარ-მეთ­ქი. ქარ­თვე­ლებს ჰგო­ნი­ათ, რომ ვი­კ­ბი­ნე­ბით, არა­და, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, გონს რომ მოვი­დოდ­ნენ, ერ­თად ისევ კარ­გად­ ვიქ­ნე­ბო­დი­თო.­ პო­ლი­ტი­კის­გან შორს ვარ-მეთ­ქი, მო­ვუ­ჭე­რი­ სასწ­რა­ფოდ. შემ­დეგ თითი რო­მე­ლი­ღაც მშე­ნ­ება­რე ობი­ექ­ტის­კენ გა­იშ­ვი­რა,­ სა­წყობს, ავ­ტო­ფა­რეხ­სა და კი­დევ ერთ კა­ფეს ქარ­თვე­ლე­ბი აშე­ნე­ბე­ნო...

ჩვე­ნი დამ­საქ­მე­ბე­ლი აფხა­ზეთ­ში­ დიდი გავ­ლე­ნით სარ­გებ­ლობს­ და ქარ­თველ მუ­შა­ხელ­ზე არ­ჩე­ვა­ნი იმი­ტომ შე­უ­ჩე­რე­ბია,­ რომ თა­ნა­მედ­რო­ვე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ში უკეთ ერ­კვე­ვი­ა­ნო... იქა­ურ­მა­ ქა­ლებ­მა კი მი­თხრეს, სი­ნამ­დვილ­ეში, ჩვე­ნი კა­ცე­ბი ზარ­მა­ცე­ბი არი­ან და მუ­შა­ო­ბას თა­კი­ლო­ბე­ნო...

პირ­ვე­ლი ათი დღე სამ­ზარ­ე­უ­ლოში დამ­ხმა­რედ ქან­ცის­ გა­წყვე­ტამ­დე ვი­მუ­შა­ვე. მერე უფ­როსს ვთხო­ვე, აქა­უ­რო­ბას გა­გი­ლა­მა­ზებთ-მეთ­ქი და მა­გი­დებ­ზე ყვა­ვი­ლე­ბის და­ლა­გე­ბა და­ვი­წყე... ორ კვი­რა­ში უფ­ლე­ბე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, ანა­ზღა­უ­რე­ბაც გა­მი­ზარ­დეს. ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბა ღია კა­ფე­ე­ბის გა­კონ­ტრ­ოლე­ბა იყო. კვი­რა­ში ერთხელ სი­ახ­ლეც უნდა შე­მე­ტა­ნა - კოქ­ტე­ი­ლი, დე­სერ­ტი ან სუ­ლაც დი­ზა­ი­ნი შე­მეც­ვა­ლა. მე­ვა­ლე­ბო­და კაფე-ბა­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის გა­კონ­ტრო­ლე­ბაც - სი­სუფ­თა­ვის შე­მოწ­მე­ბა დე­რეფ­ნებ­სა და სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და ა.შ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად დაუგეგმავი რაღაც მოხდა - ეს ნახევრად ველური, აფხაზი ბიჭი შემიყვარდა" - სოხუმში სამუშაოდ წასული ქართველი გოგონას ამბავი

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის რეჟიმის გამკაცრების მიუხედავად, ადამიანური ურთიერთობები ჯერ კიდევ არ შეწყვეტილა. გთავაზობთ ქართველი ნათიას ჩანაწერებს, რომელიც სოხუმსა და ბიჭვინთაში ზღვის სეზონზე სამუშაოდ იყო ჩასული და იქ მომუშავე სხვა ქართველებიც ნახა...

- როდესაც მეგობარმა შემომთავაზა, სოხუმში ჩვენს ნათესავს რესტორანი და კაფე აქვს და პერსონალი სჭირდებაო, დიდხანს არ მიფიქრია, თუ ნორმალურად გადამიხდიან, წამოვალ, რუსული ვიცი-მეთქი. დედას რომ ვუთხარი, სოხუმში მივდივარ, ერთი სეზონი ვიმუშავებ-მეთქი, შეიცხადა, მაგრამ ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავითანხმე იმ პირობით, რომ დილა-საღამოს დავურეკავდი და ანგარიშს ჩავაბარებდი... ენგურის ხიდზე ჯერ რუსმა სამხედროებმა შემამოწმეს, შემდეგ აფხაზმა მესაზღვრეებმა. ერთი გამეხუმრა, ისეთი ლამაზი ქალები ჰყავთ ქართველებს, აქედან არ გაგიშვებთო... ჯერ გალის სოფლები გავიარე. უცნაური რაიონია - აყვავებული კარ-მიდამოებისა და გადამწვარი, დაცარიელებული სახლების სინთეზი. შენ ოჩამჩირე უნდა ნახო, ჩერნობილს ჰგავსო, მითხრეს. მართლაც რამდენიმე კილომეტრი ისე ვიარეთ, ოჩამჩირეში კაცის ჭაჭანება არ იყო... ცოტა ხანში მანქანების სიმრავლით მივხვდი, სოხუმში შევდიოდით. გზად რამდენიმე ადგილას გაჩეხილი პალმების გროვა შევნიშნე. მძღოლმა მითხრა, პალმებს სოჭიდან გადმოსული გრძელნისკარტა მწერი ახმობს და არაფერი შველისო. სოხუმშიც ვნახე დაცარიელებული და დამწვარი სახლები... რამდენიმე ადგილას ერთმანეთთან დერეფნით დაკავშირებული სახლებიც შევნიშნე. თურმე ერთი ქართველისა ყოფილა და ომის შემდეგ მეზობელმა აფხაზებმა მიითვისეს...

ყავა მოგვინდა... სოხუმზე ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ "ამრა" მშობლებისგან გაგონილი მქონდა. მათ სოხუმის უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეს და როცა სტუდენტობას იგონებდნენ, იქაურ ჯადოსნურ ყავას ნატრობდნენ... არ ვიცი, იქნებ მაშინ მართლაც გემრიელი იყო, მაგრამ ახლა განსაკუთრებულად სულაც არ მომჩვენებია...

თეთრგალავნიან სახლს მივადექით. შენობაში განთავსებული რესტორნისა და ეზოში ღია კაფე-ბარის მფლობელი თავაზიანად შემხვდა, ჯერ დაისვენე და მერე ვისაუბროთო. არ დავღლილვარ-მეთქი. ქართველებს ჰგონიათ, რომ ვიკბინებით, არადა, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, გონს რომ მოვიდოდნენ, ერთად ისევ კარგად ვიქნებოდითო. პოლიტიკისგან შორს ვარ-მეთქი, მოვუჭერი სასწრაფოდ. შემდეგ თითი რომელიღაც მშენებარე ობიექტისკენ გაიშვირა, საწყობს, ავტოფარეხსა და კიდევ ერთ კაფეს ქართველები აშენებენო...

ჩვენი დამსაქმებელი აფხაზეთში დიდი გავლენით სარგებლობს და ქართველ მუშახელზე არჩევანი იმიტომ შეუჩერებია, რომ თანამედროვე სარემონტო სამუშაოებში უკეთ ერკვევიანო... იქაურმა ქალებმა კი მითხრეს, სინამდვილეში, ჩვენი კაცები ზარმაცები არიან და მუშაობას თაკილობენო...

პირველი ათი დღე სამზარეულოში დამხმარედ ქანცის გაწყვეტამდე ვიმუშავე. მერე უფროსს ვთხოვე, აქაურობას გაგილამაზებთ-მეთქი და მაგიდებზე ყვავილების დალაგება დავიწყე... ორ კვირაში უფლებები და შესაბამისად, ანაზღაურებაც გამიზარდეს. ჩემი მოვალეობა ღია კაფეების გაკონტროლება იყო. კვირაში ერთხელ სიახლეც უნდა შემეტანა - კოქტეილი, დესერტი ან სულაც დიზაინი შემეცვალა. მევალებოდა კაფე-ბარების მომსახურე პერსონალის გაკონტროლებაც - სისუფთავის შემოწმება დერეფნებსა და სამზარეულოში და ა.შ. წაიკითხეთ სრულად

რუსეთმა ყირიმიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდან

"აქამდე მეგონა, მხოლოდ აფხაზეთში ვაბოლებდით ვიღაცეებს" - ოჩამჩირელი ქალის თაღლითური სქემა და ბინის გარეშე დარჩენილი რუსი მილიარდერი