ავეჯის სახლი "ვერონა", რომელიც უკვე მეექვსე წელია ქართველ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის იტალიურ ავეჯით ანებივრებს, საახალწლო ფასდაკლებების პიკშია.
ყველაზე გემოვნებიანი მყიდველისთვის ავეჯის სახლმა ძირითად კოლექციაზე 25%-იანი, ხოლო სხვა დანარჩენზე - 60%-მდე ფასდაკლება დააწესა. “ვერონაში” გვაფრთხილებენ, რომ საშობაო ფასდაკლებები დეკემბრის პირველი რიცხვებიდან დაიწყო და მარაგებში არც თუ ისე ბევრი პროდუქცია დარჩა, ასე რომ, თუკი ახალ წელს ახალი შენაძენით შეხვედრა გსურთ, თქვენ ყველა შანსი გეძლევათ, სწორედ ახლა აისრულოთ ნატვრა. ამასთან ერთად, თუკი ავეჯის მიღება თებერვლის ბოლოსთვის გსურთ, შეგიძლიათ, დეკემბრის ბოლომდე შეუკვეთოთ და მიიღოთ 25% + 7% ფასდაკლება.
ავეჯის სახლში აცხადებენ, რომ წინასაახალწლო პერიოდი ყველაზე მნიშვნელოვანი დროა, რადგან მომხმარებელთა რაოდენობა პიკს აღწევს.მომხმარებელთა ინტერესებს აკვირდებიან და სწავლობენ “ვერონას” დიზაინერები, რათა მომდევნო წელს სწორედ მათზე მორგებული პროდუქცია ჩამოიტანონ. საამისოდ, ავეჯის სახლის წარმომადგენლები რეგულარულად ესწრებიან იტალიაში გამართულ ავეჯის ყველაზე მასშტაბურ გამოფენას, რის შედეგადაც თბილისის შოურუმი ყოველთვის უახლესი კოლექციებითაა გაჯერებული.
მისაღები ოთახების, კაბინეტების, გარე ავეჯის, საძინებლებისა და უკვე სამზარეულოს ავეჯის ლიდერად აღიარებული "ვერონა" წლიდან წლამდე აფართოებს არჩევანს. 2018 წელს სამზარეულოების ხაზს Lube-სა და Home Cuccine-ის პროდუქცია შეემატა, რბილი ავეჯის მიმართულებით Lecomfrot და Alberta, ხოლო კლასიკური მიმდინარეობის ავეჯის შოურუმებს SCAPPINI ამშვენებს.
აქვე შეგახსენებთ, რომ “ვერონაში” გაყიდვების დიდი ნაწილი შეკვეთებით ხდება,რაც მომხმარებელს აძლევს საშუალებას თავისი ინდივიდუალიზმით მოახდინოს არსებული კოლექციების ფარგლებში,ფერის,ზომის და კონფიგურაციის შეცვლა. ამასთან ერთად, ავეჯის სახლში აქვთ წინასწარ შეძენილი და დასაწყობებული ყველაზე მოთხოვნადი ავეჯიც მათთვის, ვისაც ახალი წლის შეხვედრა ახალი ავეჯის გარემოში სურს. “ვერონას” ფასდაკლება ამ ორივე შემთხვევაში აქტიურია.
ავეჯის სახლი "ვერონა" მომხმარებლებს მადლობას უხდის ექვსწლიანი ნდობისთვის და პირდება, რომ მომდევნო წელს თითეული მათგანის გემოვნებისა და სურვილის დასაკმაყოფილებლად კიდევ უფრო მეტ დროს და ენერგიას დახარჯავს. “ვერონა” დამდეგ 2019 წელს გილოცავთ და ოცნებების ასრულებასთან ერთდ, კომფორტულ წელს გისურვებთ.
იხ. ბმული