მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს - კალაძე
ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს - კალაძე

"სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, ტაქ­სით მგზავ­რო­ბა ძა­ლი­ან ია­ფია", - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ ტაქ­სე­ბის რე­გუ­ლა­ცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მო­მა­ვა­ლი წლის ოქ­ტომ­ბრი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში ტაქ­სე­ბის რე­ფორ­მის მე-2 ეტა­პი ამოქ­მედ­დე­ბა, რომ­ლი­თაც მარ­ჯვე­ნა­სა­ჭი­ა­ნი, ორ­კა­რი­ა­ნი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ტაქ­სით მომ­სა­ხუ­რე­ბას ვე­ღარ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

„ტაქ­სე­ბის მო­წეს­რი­გე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მაა. რე­ფორ­მის 1-ლი სტა­დი­ი­ის შე­დე­გად უკვე გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, და­ახ­ლო­ე­ბით, რამ­დე­ნი ტაქ­სი გა­და­ად­გილ­დე­ბა ქა­ლაქ­ში. ამ ეტაპ­ზე, 20 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნია, ვინც ტაქ­სის საქ­მი­ა­ნო­ბის ლი­ცენ­ზია მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე ეტაპს, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა რომ ავ­ტო­მო­ბილს ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბა ჰქონ­დეს გავ­ლი­ლი და იყოს თეთ­რი ფე­რის. თუმ­ცა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტაქ­სის მძღო­ლე­ბი გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თე­ბი­თაც შეძ­ლე­ბენ სარ­გებ­ლო­ბას.

კერ­ძოდ, იმის­თვის, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­და­ღებ­ვა­ზე ხარ­ჯი არ გას­წი­ონ, ამ მომ­სა­ხუ­რე­ბას სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­ნი იქ­ნე­ბი­ან სა­შე­მო­სავ­ლოს­გან, ასე­ვე ავ­ტო­მო­ბილ­ზე იქ­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­გი­ლი გა­მო­ყო­ფი­ლი, რომ პი­რებ­მა რეკ­ლა­მა გა­ნა­თავ­სონ. ამ მხრივ ტაქ­სის მძღო­ლებს სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნი­ებ­თან მე­რია და­ეხ­მა­რე­ბა, ხოლო რეკ­ლა­მე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა მათი სა­კუთ­რე­ბა იქ­ნე­ბა. სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცე­მათ ტაქ­სის მა­ნა­თო­ბე­ლი ნი­შა­ნიც, ასე­ვე ვა­უ­ჩე­რი ავ­ტო­მო­ბი­ლის და­სუფ­თა­ვე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით, გა­მო­ყო­ფი­ლია მათ­თვის უფა­სო სა­პარ­კინ­გე ად­გი­ლე­ბი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს - კალაძე

ტაქსით მგზავრობა საქართველოში ძალიან იაფია და მომავალში საფასური უნდა გაიზარდოს - კალაძე

"საქართველოში დღეს, ტაქსით მგზავრობა ძალიან იაფია", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ტაქსების რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, მომავალი წლის ოქტომბრიდან დედაქალაქში ტაქსების რეფორმის მე-2 ეტაპი ამოქმედდება, რომლითაც მარჯვენასაჭიანი, ორკარიანი ავტომობილები ტაქსით მომსახურებას ვეღარ განახორციელებენ.

„ტაქსების მოწესრიგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა. რეფორმის 1-ლი სტადიიის შედეგად უკვე გვაქვს ინფორმაცია, დაახლოებით, რამდენი ტაქსი გადაადგილდება ქალაქში. ამ ეტაპზე, 20 ათასამდე ადამიანია, ვინც ტაქსის საქმიანობის ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება მეორე ეტაპს, აუცილებელი იქნება რომ ავტომობილს ტექნიკური ინსპექტირება ჰქონდეს გავლილი და იყოს თეთრი ფერის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტაქსის მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც შეძლებენ სარგებლობას.

კერძოდ, იმისთვის, რომ ავტომობილის გადაღებვაზე ხარჯი არ გასწიონ, ამ მომსახურებას სარეკლამო კომპანიები უზრუნველყოფს. გათავისუფლებულნი იქნებიან საშემოსავლოსგან, ასევე ავტომობილზე იქნება სპეციალური ადგილი გამოყოფილი, რომ პირებმა რეკლამა განათავსონ. ამ მხრივ ტაქსის მძღოლებს სარეკლამო კომპანიებთან მერია დაეხმარება, ხოლო რეკლამებიდან მიღებული თანხა მათი საკუთრება იქნება. საჩუქრად გადაეცემათ ტაქსის მანათობელი ნიშანიც, ასევე ვაუჩერი ავტომობილის დასუფთავებისთვის. გარდა ამისა, ქალაქის მასშტაბით, გამოყოფილია მათთვის უფასო საპარკინგე ადგილები. წაიკითხეთ სრულად

თბილისის მერია სამგორის რაიონში უკანონოდ აშენებული 7 ობიექტის მფლობელებს დემონტაჟისთვის 4 დღეს აძლევს

შვედეთმა 5G ქსელებისთვის განკუთვნილი Huawei-სა და ZTE-ს გადამცემები აკრძალა - როგორ ხსნიან ფაქტს ქვეყანაში?

25-27 დეკემბერს "ენგურჰესი" შესაძლოა გაჩერდეს - რა ბრძანება გასცა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ