ავტორი:

მის გამოყვანილ ვარდებს მილიონობით ადამიანი ეთაყვანება - ლეგენდარული სელექციონერი დევიდ ოსტინი გარდაიცვალა

მის გამოყვანილ ვარდებს მილიონობით ადამიანი ეთაყვანება - ლეგენდარული სელექციონერი დევიდ ოსტინი გარდაიცვალა

ვარდების ცნობილი სელექციონერი, დევიდ ოსტინი, რომელიც ფირმის David Austin Roses დამფუძნებელია, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. David Austin Roses ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია: "ვწუხვართ, რომ დევიდ ოსტინის გარდაცვალების შესახებ უნდა გამცნოთ. მან სამშაბათს 92 წლის ასაკში მშვიდად განისვენა საკუთარ სახლში, შროპშირში, ოჯახის გარემოცვაში". ვარდების სელექციონერთა ბრიტანულმა ასოციაციამ დაადასტურა, რომ დევიდ ოსტინ-უფროსი 18 დეკემბერს გარდაიცვალა.

დევიდ ოსტინი 1926 წელს ფერმერების ოჯახში დაიბადა. ის ადრეული ბავშვობიდან ეხმარებოდა მშობლებს სახლის საქმეებში, მაშინდელ დროში ხომ ფერმერთა ცხოვრება მარტივი არ იყო და აუცილებელი იყო თავდაუზოგავი შრომა, რათა უფასო წვნიანის რიგში დგომა არ მოგწეოდა.

როცა 14 წლის დევიდმა ვარდების მოყვანა დაიწყო, ალბათ, სწორედ ამიტომ ურჩიეს მშობლებმა, რომ უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის მოეკიდა ხელი.რა თქმა უნდა, დევიდის ოჯახში ვერავინ იფიქრებდა, რომ ჰობი ერთ დღესაც გაცილებით სერიოზულ საქმიანობად იქცეოდა, რასაც ბიჭუნამ ინგლისის ფერმიდან მთელი ცხოვრება მიუძღვნა.

დევიდ ოსტინი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მებაღე და სელექციონერი არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. "ინგლისური ვარდები" კი უკვე დიდიხანია მის სახელთან ასოცირდება და ნამდვილ ბრენდად იქცა....წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"