ავტორი:

TOP 50 პროდუქტი განახევრებულ ფასად მხოლოდ სამი დღით "პეპელასგან"

TOP 50 პროდუქტი განახევრებულ ფასად მხოლოდ სამი დღით "პეპელასგან"

მსოფლიოში ყველაზე მეტი ნივთი საჩუქრის დანიშნულებით სწორედ წინასაახალწლოდ იყიდება. აქედან, დაახლოებით, ნახევარი - სათამაშოა. შვილებისთვის, მეგობრების თუ უახლოესი ადამიანების ბავშვებისთვის უმეტესობა სწორედ სათამაშოს არჩევს. ამიტომ წინასაახალწლო პერიოდი ყველაზე აქტიურია სათამაშოების მაღაზიებისთვის. შესაბამისად, ეს სეზონი აქციებით და ფასდაკლებებითაც დატვირთულია.სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" წინასაახალწლოდ ყველაზე მოთხოვნად 50 სათამაშოზე 50%-იან ფასდაკლებას აცხადებს.მათგან ტოპ ხუთ სათამაშოს აქვე წარმოგიდგენთ.

პლუშის ნაკრები

ეს სათამაშო ჩვილებისთვისაა. დაბადებიდან ნებისმიერ ბაიას შეგიძლიათ მიუტანოთ - გოგოსაც და ბიჭსაც. ფერადი პლუშები პატარას მხიარულ განწყობას შეუქმნია. ძირითადად, გამოიყენება სეირნობისას, სასარგებლოა ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვისაა.

პულტიანი რობოტი

ყველა ბიჭის ოცნებაა. ამიერიდან მისი შეძენა განახევრებულ ფასად იქნება შესაძლებელი. რობოტის ზომა ყველა ასაკის ბავშვისთვის მისაღებია 34 ხ 35 ხ 14 სმ.

მაკიაჟის ნაკრები

რომელ გოგონას არ უყვარს პრანჭვა. საკუთარი მაკიაჟის ნაკრები ხომ ყველა გოგოს ოცნებაა. "პეპელაში" ამ ნაკრების შეძენაც აქციის ფასად შეგიძლიათ. მისი ჩუქება 7 წლიდან ბავშვის არის რეკომენდებული. საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი ნაკრებია. ზომით 49 ხ 35 ხ 9 სმ.

ფორმულა 1 ის ლაბორატორია

ეს ლაბორატორიის გამოყენებას 8 წლიდან გვირჩევენ. აქვს ფუნქციონირებადი საჭე. მიეცით ბავშვს საშუალება იგრძნოს თავი ნამდვილ მექანიკოსად!! უზარმაზარი ნაკრებია და 250 ნაწილისგან შედგება. დამზადებულია იტალიაში

ბარბი

ბარბის წარდგენა არცსჭირდება. ბავშვების საყვარელი თოჯინის კოლექცია უკვე ელოდება პატარა მფლობელებს. შეგახსენებთ, რომ მაღაზია "პეპელა" 50 დასახელების სათამაშოზე აცხადებს 50%-იანი ფასდაკლებას.აქცია მოქმედებს 21,22,23 დეკემბერს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი