ველისციხის ინციდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მწვავე კორონალური სინდრომით და მაღალი არტერიული წნევის მაჩვენებლით არის მოთავსებული. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა საჭიროებს კარდიოლოგის დაკვირვებას 48 საათის განმავლობაში.
"პაციენტი გუშინ საღამოს შემოიყვანეს მწვავე კორონალური სინდრომით და მაღალი არტერიული წნევით. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროებს კარდიომონიტორულ დაკვირვებას. იმყოფება კარდიოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ. ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი იკვეთება, თუმცა საჭიროებს 48 საათის განმავლობაში კარდიოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას" - განაცხადა რაიონული საავადმყოფოს ექიმმა ნინო ფურცელაძემ.
ამასთან, ცნობილია, რომ ქეთევან მირიანაშვილს ბრალს, საავადმყოფოში დღის ბოლომდე ოფიციალურად წაუყენებენ.