პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერზე მომყვება და მეორე დღეს ყველა ჩვენს ცეკვაზე ლაპარაკობს" - რას ამბობს ოთო ირინკასთან რომანტიულ ურთიერთობაზე
"ყველაფერზე მომყვება და მეორე დღეს ყველა ჩვენს ცეკვაზე ლაპარაკობს" - რას ამბობს ოთო ირინკასთან რომანტიულ ურთიერთობაზე

ირინ­კა კავ­სა­ძი­სა და ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლის წყვი­ლი მა­ყუ­რე­ბელს გა­მორ­ჩე­უ­ლად მოს­წონს. „ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის“ და­წყე­ბი­სას, ირინ­კას სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­სობ­რი­ვად არა­ვინ იც­ნობ­და, რად­გა­ნაც ის აშშ-ში ცხოვ­რობს... დღეს კი უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ჰყავს. ირინ­კა კავ­სა­ძე მე­წყვი­ლეს­თან ერ­თად, მე­გა­შო­უს ერთ-ერთი ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი აღ­მოჩ­ნდა, და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით ბევ­რს მი­აღ­წია. შოუს ბო­ლომ­დე მიჰ­ყვე­ბა. რო­გო­რია ირინ­კა კავ­სა­ძეს­თან მუ­შა­ო­ბა, რო­გორ გახ­და წყვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რო­გო­რი მე­გობ­რე­ბი არი­ან ისი­ნი, ამა­ზე ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ოთო, ამ სე­ზონ­ზე შენც გა­მორ­ჩე­უ­ლი ხარ...

- არ ვიცი, რისი ბრა­ლია, ერთი ვიცი, რომ თავს არას­დროს ვზო­გავ და ამ პრო­ექ­ტში პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, მა­ყუ­რებ­ლის­თვის, ამა თუ იმ პარტნი­ორ­თან, ბევ­რი და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი ცეკ­ვა შევ­ქმე­ნი. ეს სე­ზო­ნიც ამ კუ­თხით ერთ-ერთი სა­ინ­ტე­რე­სოა. რა იდე­ე­ბიც მქონ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ­დი, ნო­მერ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა.

- ამ სე­ზონ­ზე, შენი და ირინ­კას ჰა­ერ­ში ცეკ­ვა გია ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ზე ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, აქამ­დე მსგავ­სი რამ ამ შო­უ­ში არ მი­ნა­ხავს...

- მეც მომ­წონს, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ცეკ­ვაა, "ბოლო მო­დე­ლი ცეკ­ვა" შე­ვარ­ქვი, ზუს­ტად ისე­თი გა­მო­ვი­და, რო­გო­რიც მინ­დო­და, რომ გა­მო­სუ­ლი­ყო და ახა­ლი სი­ტყვა ყო­ფი­ლი­ყო ცეკ­ვის სამ­ყა­რო­ში, მით უმე­ტეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში. მარ­თლა გვინ­დო­და, ქარ­თვე­ლებს გულ­ზე ახ­ლოს მოხ­ვედ­რო­დათ, რად­გა­ნაც ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა ხომ ჩვენ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს არის. ნომ­რის მომ­ზა­დე­ბი­სას დაგ­ვეხ­მა­რა ილი­კო სუ­ხიშ­ვი­ლი, რის­თვი­საც მას დიდი მად­ლო­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის დაგ­ვირ­გვი­ნე­ბა კი ყან­ჩე­ლის მუ­სი­კა­ზე ჩვე­ნი ჰა­ერ­ში ფრე­ნა იყო. მას მა­ყუ­რებ­ლის­გან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ყვე­ლა ცეკ­ვას­თან შე­და­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლად ბევ­რი ნახ­ვა ჰქონ­და. მას­ზე მუ­შა­ო­ბა ნამ­დვი­ლად რის­კი იყო, მაგ­რამ რად­გა­ნაც ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა იყო, ამ­დე­ნი თბი­ლი, ტკბი­ლი სი­ტყვა მი­ვი­ღეთ, ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს, მგო­ნი, ღირ­და. იდე­ამ გა­ა­მარ­თლა, ანუ ყვე­ლა­ფე­რი ისე მოხ­და, რო­გორც წარ­მო­მედ­გი­ნა.

- სა­ერ­თოდ კი, გა­მარ­თლე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა თქვე­ნი და­წყვი­ლე­ბა...

- ყო­ვე­ლი ცეკ­ვის შემ­დეგ მი­დი­ო­და იმა­ზე ლა­პა­რა­კი, ოთომ და ირინ­კამ ამის მეტი რაღა უნდა გა­ა­კე­თო­ნო? მაგ­რამ ყო­ვე­ლი ეპი­ზო­დის შემ­დეგ, მა­ყუ­რე­ბე­ლი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ყვე­ლა სტილს და ჟანრს ვცეკ­ვავთ და ყვე­ლა კუ­თხით ვა­ნა­ხებთ მა­ყუ­რე­ბელს ირინ­კას იმ პლუ­სებს, რაც აქვს.

- და რა პლუ­სე­ბი აქვს ირინ­კას - შენს მე­წყვი­ლეს?

- ის, რომ ცეკ­ვა მხი­ა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა დრა­მა, ჰა­ერ­ში საფ­რე­ნი, თუ რო­მან­ტი­კა, - ნე­ბის­მი­ე­რი ხა­სი­ა­თის, ყვე­ლა­ფერ­ზე მომ­ყვე­ბა და მე­ო­რე დღეს უკვე ყვე­ლა ჩვენს ნო­მერ­ზე ლა­პა­რა­კობს, რომ უძ­ლი­ე­რე­სი იყო... მარ­თლა ყვე­ლა უძ­ლი­ე­რე­სი ცეკ­ვა შე­ვას­რუ­ლეთ. ჩვენს შო­რის ურ­თი­ერ­თნ­დო­ბაა და ვი­ღა­ცის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რა­ღა­ცე­ბი ცეკ­ვა­ში, ჩვენ­თვის მარ­ტი­ვად წარ­მო­სად­გე­ნია. ყვე­ლა­ფერს ენერ­გი­უ­ლად ვა­კე­თებთ.

- მო­ი­გებთ კონ­კურსს?

- ეს პრო­ექ­ტი არის სა­ხალ­ხო და ჩვენ­მა წყვილ­მა ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. თუ ხალ­ხის რჩე­უ­ლე­ბი ვართ და ეს სა­ხალ­ხო პრო­ექ­ტია, ხალ­ხი გა­და­წყვეტს, ვინ იქ­ნე­ბა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" 2018 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. თუ ასე მოხ­და, მე და ირინ­კა მად­ლი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით.

- ხალ­ხს ისიც აინ­ტე­რე­სებს, რე­ა­ლუ­რად თქვენს შო­რის რამე სე­რი­ო­ზუ­ლი ხომ არ ხდე­ბა, ამა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუდ­მი­ვად წე­რენ. რო­გორც ჩანს, ისე მოს­წონ­ხართ, რომ ცეკ­ვის მიღ­მაც ვერ გა­ცალ­კე­ვე­ბენ...

- ჩვენ შო­რის მე­გობ­რო­ბის მეტი არა­ფე­რი ხდე­ბა. კარ­გი მე­გობ­რე­ბი ვართ. პრო­ექ­ტის, ნერ­ვე­ბის, ვარ­ჯი­შე­ბის, დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის, სა­ერ­თო ენა­ზე სა­უბ­რის გარ­და, არა­ფე­რი სა­ერ­თო არ გვაქვს. მისი სა­ხით კი­დევ ერთი მე­გო­ბა­რი შე­ვი­ძი­ნე, რო­მე­ლიც დღეს ჩემ გვრდით არის და ცეკ­ვავს. სა­ერ­თოდ, მინ­და ვთქვა, რომ ძა­ლი­ან კარ­გი სე­ზო­ნია, ძლი­ე­რი წყვი­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ყვე­ლა­ზე კარ­გი ის არის, რომ ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გვქონ­და. ყვე­ლა­ნი ერ­თმა­ნეთს ვგულ­შე­მატ­კივ­რობთ და ერ­თმა­ნე­თის­გან მხარ­და­ჭე­რა გვაქვს. გარ­და იმი­სა, რომ ამ პრო­ექ­ტში უამ­რა­ვი სიყ­ვა­რუ­ლი, ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი ფე­რია, ეს პრო­ექ­ტი ჩემ­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. თან, აქ არის ირინ­კა და კი­დევ არა­ერ­თი მე­გო­ბა­რი. მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბის, კარ­გი ფე­რე­ბის, წარ­მა­ტე­ბის, სიყ­ვა­რუ­ლის, სით­ბოს, სიტ­კბოს შოუა...

- მე­წყვი­ლე­ში რა არის შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი?

- მე­წყვი­ლე მი­ზან­და­სა­ხუ­ლი უნდა იყოს, შრო­მის­მოყ­ვა­რე, მაგ­რამ ასე­თი რომც არ იყოს, იმ­დენს გა­ვა­კე­თებ, ასე­თად მა­ინც გავ­ხა­დო, სხვა გა­მო­სა­ვალს არ და­ვუ­ტო­ვებ. მაგ­რამ ირინ­კას ეს არ ეხე­ბა, უზო­მოდ შრო­მის­მოყ­ვა­რეა. და კი­დევ - შო­უ­ში პარტნი­ორს არას­დროს ვირ­ჩევ, მირ­ჩე­ვენ, იღ­ბლი­ა­ნი ვარ. ამ სე­ზონ­შიც კი­დევ ერთხელ გა­ვუს­ვამ­დი ჩემს იღ­ბლი­ა­ნო­ბას ხაზს.

ავტორი:

"ყველაფერზე მომყვება და მეორე დღეს ყველა ჩვენს ცეკვაზე ლაპარაკობს" - რას ამბობს ოთო ირინკასთან რომანტიულ ურთიერთობაზე

"ყველაფერზე მომყვება და მეორე დღეს ყველა ჩვენს ცეკვაზე ლაპარაკობს" - რას ამბობს ოთო ირინკასთან რომანტიულ ურთიერთობაზე

ირინკა კავსაძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი მაყურებელს გამორჩეულად მოსწონს. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას, ირინკას საქართველოში მასობრივად არავინ იცნობდა, რადგანაც ის აშშ-ში ცხოვრობს... დღეს კი უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს. ირინკა კავსაძე მეწყვილესთან ერთად, მეგაშოუს ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტი აღმოჩნდა, დაუღალავი შრომით ბევრს მიაღწია. შოუს ბოლომდე მიჰყვება. როგორია ირინკა კავსაძესთან მუშაობა, როგორ გახდა წყვილი წარმატებული და როგორი მეგობრები არიან ისინი, ამაზე ოთო ფოლადაშვილი გვესაუბრება.

- ოთო, ამ სეზონზე შენც გამორჩეული ხარ...

- არ ვიცი, რისი ბრალია, ერთი ვიცი, რომ თავს არასდროს ვზოგავ და ამ პროექტში პირველი სეზონიდან დაწყებული, მაყურებლისთვის, ამა თუ იმ პარტნიორთან, ბევრი დასამახსოვრებელი ცეკვა შევქმენი. ეს სეზონიც ამ კუთხით ერთ-ერთი საინტერესოა. რა იდეებიც მქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ნომერზე მუშაობისას გამომეყენებინა.

- ამ სეზონზე, შენი და ირინკას ჰაერში ცეკვა გია ყანჩელის მუსიკაზე ყველაზე გამორჩეული იყო, აქამდე მსგავსი რამ ამ შოუში არ მინახავს...

- მეც მომწონს, ჩემი საყვარელი ცეკვაა, "ბოლო მოდელი ცეკვა" შევარქვი, ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა, რომ გამოსულიყო და ახალი სიტყვა ყოფილიყო ცეკვის სამყაროში, მით უმეტეს, საქართველოში. მართლა გვინდოდა, ქართველებს გულზე ახლოს მოხვედროდათ, რადგანაც ქართული ცეკვა ხომ ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ნომრის მომზადებისას დაგვეხმარა ილიკო სუხიშვილი, რისთვისაც მას დიდი მადლობა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი ყანჩელის მუსიკაზე ჩვენი ჰაერში ფრენა იყო. მას მაყურებლისგან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ყველა ცეკვასთან შედარებით გამორჩეულად ბევრი ნახვა ჰქონდა. მასზე მუშაობა ნამდვილად რისკი იყო, მაგრამ რადგანაც ასეთი გამოხმაურება იყო, ამდენი თბილი, ტკბილი სიტყვა მივიღეთ, ყველას კარგად ახსოვს, მგონი, ღირდა. იდეამ გაამართლა, ანუ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც წარმომედგინა.

- საერთოდ კი, გამართლებული აღმოჩნდა თქვენი დაწყვილება...

- ყოველი ცეკვის შემდეგ მიდიოდა იმაზე ლაპარაკი, ოთომ და ირინკამ ამის მეტი რაღა უნდა გააკეთონო? მაგრამ ყოველი ეპიზოდის შემდეგ, მაყურებელი აღფრთოვანებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა სტილს და ჟანრს ვცეკვავთ და ყველა კუთხით ვანახებთ მაყურებელს ირინკას იმ პლუსებს, რაც აქვს.

- და რა პლუსები აქვს ირინკას - შენს მეწყვილეს?

- ის, რომ ცეკვა მხიარული იქნება, იქნება დრამა, ჰაერში საფრენი, თუ რომანტიკა, - ნებისმიერი ხასიათის, ყველაფერზე მომყვება და მეორე დღეს უკვე ყველა ჩვენს ნომერზე ლაპარაკობს, რომ უძლიერესი იყო... მართლა ყველა უძლიერესი ცეკვა შევასრულეთ. ჩვენს შორის ურთიერთნდობაა და ვიღაცისთვის წარმოუდგენელი რაღაცები ცეკვაში, ჩვენთვის მარტივად წარმოსადგენია. ყველაფერს ენერგიულად ვაკეთებთ.

- მოიგებთ კონკურსს?

- ეს პროექტი არის სახალხო და ჩვენმა წყვილმა ხალხისგან დიდი სითბო და სიყვარული დაიმსახურა. თუ ხალხის რჩეულები ვართ და ეს სახალხო პროექტია, ხალხი გადაწყვეტს, ვინ იქნება "ცეკვავენ ვარსკვლავების" 2018 წლის გამარჯვებული. თუ ასე მოხდა, მე და ირინკა მადლიერები ვიქნებით.

- ხალხს ისიც აინტერესებს, რეალურად თქვენს შორის რამე სერიოზული ხომ არ ხდება, ამაზე სოციალურ ქსელში მუდმივად წერენ. როგორც ჩანს, ისე მოსწონხართ, რომ ცეკვის მიღმაც ვერ გაცალკევებენ...

- ჩვენ შორის მეგობრობის მეტი არაფერი ხდება. კარგი მეგობრები ვართ. პროექტის, ნერვების, ვარჯიშების, დატვირთული გრაფიკის, საერთო ენაზე საუბრის გარდა, არაფერი საერთო არ გვაქვს. მისი სახით კიდევ ერთი მეგობარი შევიძინე, რომელიც დღეს ჩემ გვრდით არის და ცეკვავს. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგი სეზონია, ძლიერი წყვილები მონაწილეობდნენ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვქონდა. ყველანი ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და ერთმანეთისგან მხარდაჭერა გვაქვს. გარდა იმისა, რომ ამ პროექტში უამრავი სიყვარული, ბევრი ბედნიერი ფერია, ეს პროექტი ჩემთან ძალიან ახლოსაა. თან, აქ არის ირინკა და კიდევ არაერთი მეგობარი. მოკლედ, მეგობრების, კარგი ფერების, წარმატების, სიყვარულის, სითბოს, სიტკბოს შოუა...

- მეწყვილეში რა არის შენთვის მნიშვნელოვანი?

- მეწყვილე მიზანდასახული უნდა იყოს, შრომისმოყვარე, მაგრამ ასეთი რომც არ იყოს, იმდენს გავაკეთებ, ასეთად მაინც გავხადო, სხვა გამოსავალს არ დავუტოვებ. მაგრამ ირინკას ეს არ ეხება, უზომოდ შრომისმოყვარეა. და კიდევ - შოუში პარტნიორს არასდროს ვირჩევ, მირჩევენ, იღბლიანი ვარ. ამ სეზონშიც კიდევ ერთხელ გავუსვამდი ჩემს იღბლიანობას ხაზს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს