ავტორი:

საოცარი ფოტო მარსიდან - "წითელ პლანეტაზე" ყინულზე სრიალს შევძლებთ

საოცარი ფოტო მარსიდან - "წითელ პლანეტაზე" ყინულზე სრიალს შევძლებთ

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფოტოზე თოვლის გორას ხედავთ, თუმცა მარსზე მდებარე კოროლიოვის კრატერზე ციგურებით სრიალს უფრო შეძლებთ, ვიდრე - თოვლის კაცის გაკეთებას. CNN წერს, რომ ევროპულმა კოსმოსის სააგენტომ „მარს ექსპრესის“ მიერ გადაღებული ფოტო გაავრცელა, სადაც ყინულით სავსე კრატერი ჩანს.

კოროლევის კრატერი მთელი წლის განმავლობაში გაყინულია და ყინულის სისქე 1800 მეტრს აღწევს.

კრატერს სახელწოდება „საბჭოთა კოსმოსური ტექნოლოგიების მამად“ წოდებული მეცნიერის, სერგეი კოროლევის პატივსაცემად მიენიჭა.

სურათი, რომელიც ევროპულმა კოსმოსის სააგენტომ გაავრცელა, მარს ექსპრესის მაღალი გარჩევადობის სტერეო კამერის მიერ გადაღებული კადრების შეერთებით არის მიღებული.

მარს ექსპრესი სააგენტომ 15 წლის წინ, 2003 წლის ივნისში გაუშვა.

"უახლოეს მეზობლებთან, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია" - პუტინი

17 წლის გოგონას უშიშარი ქმედება - როგორ გადაარჩინა მან ძაღლები დათვის თავდასხმისგან

ჯანმომ "სინოვაკს" საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა