ავტორი:

რა საფრთხის შესახებ გააფრთხილეს გერმანიის მსხვილი აეროპორტები

რა საფრთხის შესახებ გააფრთხილეს გერმანიის მსხვილი აეროპორტები

გერმანელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის ყველა მსხვილი აეროპორტი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს. ამის შესახებ გერმანული მედია პოტსდამში ფედერალური პოლიციის სამმართველოზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ცნობით, უსაფრთხოების ძალები ყველა აეროპორტში მზადყოფნაშია მოყვანილი. გამოცემა ბილდის ინფორმაციით, ამ დროისთის 14-ვე მსხვილმა აეროპორტმა შესაბამისი გაფრთხილება მიიღო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია შტუტგარტის აეროპორტში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ მას შემდეგ, რაც სათვალთვალო კამერებმა საეჭვო პირები დააფიქსირეს. ერთ-ერთი მათგანი ისლამისტების სიაში ფიგურირებს, რომელიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

„გვაქვს ცნობები, რომელთა ანალიზი ამ დრომდე არ დასრულებულა, მაგრამ აეროპორტში თვალთვალი ხორციელდება, გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები“, - განაცხადა შტუტგარტის პოლიციის წარმომადგენელმა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე