პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქიტაშვილი - ჩემი დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, სხვადასხვანაირად აიტაცეს ჩემი ნათქვამი
ოქიტაშვილი - ჩემი დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, სხვადასხვანაირად აიტაცეს ჩემი ნათქვამი

მე არ მით­ქვამს, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ოპე­რი­დან უნდა წა­ვი­დეს ან გა­მო­აგ­დონ, რო­გორც ჩანს, სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­მა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აი­ტა­ცეს ჩემი ნათ­ქვა­მი, - ამის შე­სა­ხებ "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი" კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ნინო ანა­ნი­აშ­ვილ­თან მი­მარ­თე­ბით მას უარ­ყო­ფი­თი გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბია და მე­დი­ას არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.

"მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო მკი­თხველს, მსმე­ნელს, რად­გან სხვა­დას­ხვა სა­ი­ტებ­მა სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად აი­ტა­ცეს და ისე გა­მო­ი­ტა­ნეს სა­თა­ურ­ში, რაც უნ­დო­დათ. ჩემი ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მა ქალ­ბა­ტონ ნინო ანა­ნი­აშ­ვილს, მან ბევ­რი რამ გა­ა­კე­თა ქვეყ­ნის­თვის და თა­ვი­სი სფე­როს­თვის.

ჟურ­ნა­ლის­ტმა და­მის­ვა შე­კი­თხვა, ბა­ტო­ნო და­ვით, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნოს მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას მო­ი­თხოვს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის კრი­მი­ნა­ლე­ბის, შე­იძ­ლე­ბა, რომ ასეთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყოს ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი და მათ­გან იღებ­დეს ხელ­ფასს? რა­ზეც ვუ­პა­სუ­ხე, რომ ეს არის ძა­ლი­ან ცუდი. თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის კრი­მი­ნა­ლი, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის და­სამ­ხო­ბი და მისი მე­უღ­ლე ამას იძა­ხის, მა­შინ ის ამ გან­ცხა­დე­ბას უნდა გა­ე­მიჯ­ნოს. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, მე არ მით­ქვამს, რომ ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი ოპე­რი­დან უნდა წა­ვი­დეს ან გა­მო­აგ­დონ", - გა­ნა­ცხა­და და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა.

და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ და­ი­წყებს პერ­მა­ნენ­ტულ აქ­ცი­ებს, რათა ოპე­რა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ვა­შა­ძე­ე­ბი­სა და ანა­ნი­აშ­ვი­ლე­ბის კლა­ნის­გან. მისი თქმით, ოპე­რის სა­ბა­ლე­ტო დასს არ უნდა ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დეს ნინო ანა­ნი­აშ­ვი­ლი, რად­გან მისი მე­უღ­ლე გრი­გოლ ვა­შა­ძე„ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბის­კენ მო­უ­წო­დებს“.

"კრი­ზი­სუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა ოპე­რა­ში შექ­მნი­ლი. ოპე­რის სა­ბა­ლე­ტო დასს ხელ­მძღვა­ნე­ლობს ადა­მი­ა­ნის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს და­ამ­ხოს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა; სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას კრი­მი­ნა­ლებს ეძა­ხის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს – ნარ­კო­ბა­რი­გას. მე მივ­მარ­თავ ქალ­ბა­ტონ ნინო ანა­ნი­აშ­ვილს, ის ან გა­მო­ვი­დეს და გა­ე­მიჯ­ნოს და თქვას, რომ არ ეთან­ხმე­ბა მისი მე­უღ­ლის გან­ცხა­დე­ბებს, ან გა­დად­გეს, რად­გან ასე არ შე­იძ­ლე­ბა. ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ოპე­რა ქვეყ­ნის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თია", – გა­ნა­ცხა­და და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

VIDEO: "უხერ­ხუ­ლია, რო­დე­საც მისი მე­უღ­ლე და ოჯა­ხის წევ­რი ითხოვს ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბას"

00:00 / 00:00
ავტორი:

ოქიტაშვილი - ჩემი დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, სხვადასხვანაირად აიტაცეს ჩემი ნათქვამი

ოქიტაშვილი - ჩემი დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, სხვადასხვანაირად აიტაცეს ჩემი ნათქვამი

მე არ მითქვამს, რომ ნინო ანანიაშვილი ოპერიდან უნდა წავიდეს ან გამოაგდონ, როგორც ჩანს, სხვადასხვა საიტებმა სხვადასხვანაირად აიტაცეს ჩემი ნათქვამი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" კულტურის პალატის თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ნინო ანანიაშვილთან მიმართებით მას უარყოფითი განცხადება არ გაუკეთებია და მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

"მინდა ბოდიში მოვუხადო მკითხველს, მსმენელს, რადგან სხვადასხვა საიტებმა სხვადასხვანაირად აიტაცეს და ისე გამოიტანეს სათაურში, რაც უნდოდათ. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, მან ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და თავისი სფეროსთვის.

ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა, ბატონო დავით, ქალბატონი ნინოს მეუღლე, რომელიც ამ ხელისუფლების დამხობას მოითხოვს, რომ ეს ხელისუფლება არის კრიმინალების, შეიძლება, რომ ასეთ თანამდებობაზე იყოს ნინო ანანიაშვილი და მათგან იღებდეს ხელფასს? რაზეც ვუპასუხე, რომ ეს არის ძალიან ცუდი. თუ ხელისუფლება არის კრიმინალი, თუ ხელისუფლება არის დასამხობი და მისი მეუღლე ამას იძახის, მაშინ ის ამ განცხადებას უნდა გაემიჯნოს. ღმერთმა დამიფაროს, მე არ მითქვამს, რომ ნინო ანანიაშვილი ოპერიდან უნდა წავიდეს ან გამოაგდონ", - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

დავით ოქიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაიწყებს პერმანენტულ აქციებს, რათა ოპერა გათავისუფლდეს ვაშაძეებისა და ანანიაშვილების კლანისგან. მისი თქმით, ოპერის საბალეტო დასს არ უნდა ხელმძღვანელობდეს ნინო ანანიაშვილი, რადგან მისი მეუღლე გრიგოლ ვაშაძე„ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს“.

"კრიზისული მდგომარეობაა ოპერაში შექმნილი. ოპერის საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს დაამხოს ეს ხელისუფლება; საქართველოს მთავრობას კრიმინალებს ეძახის, ბიძინა ივანიშვილს – ნარკობარიგას. მე მივმართავ ქალბატონ ნინო ანანიაშვილს, ის ან გამოვიდეს და გაემიჯნოს და თქვას, რომ არ ეთანხმება მისი მეუღლის განცხადებებს, ან გადადგეს, რადგან ასე არ შეიძლება. ყველა ქვეყანაში ოპერა ქვეყნის სავიზიტო ბარათია", – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

VIDEO: "უხერხულია, როდესაც მისი მეუღლე და ოჯახის წევრი ითხოვს ამ ხელისუფლების დამხობას"

შეძლებს თუ არა ილია მეორე უხემძღვანელოს წმინდა სინოდის სხდომას - რა კომენტარს აკეთებს ექიმი პატრიარქის ჯანმრთელობაზე

ისრაელის საელჩო საქართველოში დღეიდან არ იმუშავებს

"პირველი არხი" იანვრიდან აზარტული თამაშების რეკლამას აკრძალავს