ავტორი:

ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას ამერიკაში 45 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას ამერიკაში 45 წლით პატიმრობა მიესაჯა

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ ე.წ. კანონიერ ქურდს რაჟდენ შულაიას 45 წლით თავისუფლების აღკვეთამი უსაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი"-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაჟდენ შულაიას სამაგალითო ქცევის შემთხვევაში გამოტანილი სასჯელის 15%-ს შეუმცირებენ, ხოლო სასჯელის მოხდის შემდეგ ის რუსეთში იქნება დეპორტირებული.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში ნიუ-იორკის შტატის სასამართლომ რაჟდენ შულაია დამნაშავედ ცნო ხუთი მუხლით. მას ბრალად ედებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა ნიუ-ჯერსიში, ასევე რეკეტი, ნარკოვაჭრობა, აზარტული თამაშების არაკანონიერი ორგანიზება, ძარცვა.

წაიკითხეთ: ვინ არის რაჟდენ შულაია და როდის მიანიჭა მას მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა

"აგრესიული იყო და თავს დამესხა" - გორში სანადირო თოფით ძაღლი მოკლეს

"ჩვენი მოწოდება იყო, რომ ვინც შაქარაშვილის ოჯახთან ახლოს იყო, დაკავშირებოდნენ და მოეკითხათ" - რა ჩვენება მისცა დიჯეი კოკო ღიბრაძემ

სროლა და დაპირისპირება გორში - მამაკაცი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ დაჭრეს