პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით ერთადერთი ლიცენზირებული სამხედრო მფრინავი ქალი საქართველოში - "პირველი გაფრენის ემოციას არაფერი შეედრება..."
გაიცანით ერთადერთი ლიცენზირებული სამხედრო მფრინავი ქალი საქართველოში - "პირველი გაფრენის ემოციას არაფერი შეედრება..."

დღეს სა­მო­ქა­ლა­ქო და სამ­ხედ­რო ავი­ა­ცი­ა­ში პი­ლო­ტი ქალი არა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა წლე­ბის წინ ავი­ა­ცი­ა­ში ქა­ლის ხილ­ვა წარ­მო­უდ­გენ­ლად მი­აჩ­ნდათ. ქა­ლებ­მა, რომ­ლებ­მაც შე­სა­ბა­მი­სი ლი­ცენ­ზია აი­ღეს, მსოფ­ლი­ოს შე­მო­უფ­რი­ნეს და არა­ერთ საბ­რძო­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, პი­ლო­ტის კა­ბი­ნა­ში მო­სახ­ვედ­რად ძალ­ზე რთუ­ლი გზა გან­ვლეს...

პირ­ვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც თვითმფრი­ნა­ვი მარ­თა, ფრან­გი ტე­რე­ზა პელ­ტი­ე­რი იყო. 1908 წელს ტე­რე­ზა მფრი­ნა­ვის ლი­ცენ­ზი­ის გა­რე­შე გაფ­რინ­და. გაფ­რე­ნამ­დე ორი წლით ადრე ტე­რე­ზა პირ­ვე­ლი ქალი-მგზავ­რიც გახ­და. ლი­ცენ­ზი­რე­ბულ სამ­ხედ­რო მფრი­ნავს, თა­მარ ში­ოშ­ვილს ორ­მა­გად გა­უ­მარ­თლა, - დაბ­რკო­ლე­ბა ოჯა­ხი­და­ნაც კი არ ჰქო­ნია. ის თა­მა­მად გაჰ­ყვა ბა­ბუ­ი­სა და მა­მის გზას.

თა­მარ ში­ოშ­ვი­ლი, სა­ა­ვი­ა­ციო სკო­ლის უფ­რო­სი მფრი­ნა­ვი, კა­პი­ტა­ნი:

- ყვე­ლა ბავ­შვის ოც­ნე­ბაა იფ­რი­ნოს და მეც მქონ­და ასე­თი ოც­ნე­ბა... სა­ჭი­რო დროს, სა­ჭი­რო ად­გი­ლას აღ­მოვ­ჩნდი, მფრი­ნა­ვი უნდა გა­მო­ვი­დე-მეთ­ქი, ასე არ და­მი­გეგ­მავს... გა­ვი­გე, მფრი­ნა­ვებს არ­ჩევ­დნენ და ვი­ფიქ­რე, ვცდი-მეთ­ქი... თან ფრე­ნა ჩემ­თვის უცხო არ იყო, ბა­ბუა სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი იყო, მამა - პა­რა­შუ­ტის­ტი. ბა­ბუ­ას არ მოვსწრე­ბი­ვარ. მე რომ და­ვი­ბა­დე, ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო, მაგ­რამ მისი ფო­ტო­ე­ბი, მას­ზე მო­ყო­ლი­ლი ამ­ბე­ბი მუ­დამ ჩემ გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­და.

- ფრე­ნა­ზე უფრო ბი­ჭე­ბი ოც­ნე­ბო­ბენ...

- იცით, ჩვენს ოჯახ­ში ასე და­ყო­ფი­ლი პრო­ფე­სი­ე­ბი და საქ­მე არას­დროს ყო­ფი­ლა. ეს ქა­ლის ან მა­მა­კა­ცის საქ­მე­აო, არას­დროს უთ­ქვამთ. ყო­ველ­თვის გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - თუ მო­ინ­დო­მებ, ბევ­რს ის­წავ­ლი და შენს თავ­ზე იმუ­შა­ვებ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვაო... ვცდი­ლობ, ჩემი შვი­ლე­ბიც ასე გავ­ზარ­დო და შთა­ვა­გო­ნო, რომ ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წე­ვენ, თუ მო­ინ­დო­მე­ბენ და ბევ­რს იმუ­შა­ვე­ბენ.

- რა სა­ხის სწავ­ლე­ბა გა­ი­ა­რეთ?

- პირ­ვე­ლად საფ­რე­ნოს­ნო მომ­ზა­დე­ბა გა­ვი­ა­რეთ ნა­ტახ­ტრის აე­როდ­რომ­ზე, შემ­დეგ თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბის, მფრი­ნა­ვის მომ­ზა­დე­ბის კურ­სე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვით წა­სუ­ლი. მერე სა­პა­რა­შუ­ტო და სა­ო­ფიც­რო კურ­სე­ბი... გავ­ხდი ოფი­ცე­რი და ინ­გლი­სუ­რიც ვის­წავ­ლე.

- სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში ერ­თა­დერ­თი ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვი ქალი ხართ, ხომ?

- ასე გა­მო­ვი­და, მე დავ­რჩი მხო­ლოდ, ისე, სამ­ნი ვი­ყა­ვით, - ნინო კე­კე­ლიშ­ვი­ლი, ეკა­ტე­რი­ნე ქვლი­ვი­ძე და მე... მერე მათ თავი და­ა­ნე­ბეს.

- პირ­ვე­ლი ფრე­ნა ალ­ბათ და­გა­მახ­სოვ­რდათ...

- პირ­ვე­ლი გაფ­რე­ნის ემო­ცი­ას არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა, სა­ო­ცა­რი ად­რე­ნა­ლი­ნია. ეს ხომ მან­ქა­ნა არ არის, რომ თუ არ გა­მო­გი­ვა, გა­და­ა­ყე­ნო და ხე­ლახ­ლა სცა­დო... რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, სა­კუ­თარ თავ­სა და სხვებ­საც უმ­ტკი­ცებ, რომ ის, რის­კე­ნაც მი­ის­წრა­ფო­დი, ის­წავ­ლე და და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­გიძ­ლია ფრე­ნა...

- რა დის­ტან­ცი­ა­ზე იფ­რი­ნეთ?

- სტან­დარ­ტუ­ლად, ყვე­ლა აე­როდ­რო­მის თავ­ზე 500 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე დაფ­რი­ნავს... პირ­ვე­ლი ფრე­ნი­სას კონ­კრე­ტულ მარ­შრუტს აკე­თებ და მერე ჯდე­ბი ანუ ტრი­უ­კე­ბის გა­კე­თე­ბა არ გი­წევს, თუმ­ცა, შემ­დეგ ეტა­პობ­რი­ვად იწყე­ბა მარ­ტი­ვი და რთუ­ლი პი­ლო­ტა­ჟე­ბი, რა­საც ჯერ ინ­სტრუქ­ტორ­თან ერ­თად, შემ­დეგ კი და­მო­უ­კი­დებ­ლად აკე­თებ...

- რა სირ­თუ­ლე­ე­ბი ახ­ლავს თქვენს პრო­ფე­სი­ას?

- მფრი­ნა­ვის პრო­ფე­სია სი­ზუს­ტეს, ძა­ლი­ან დიდ დაკ­ვირ­ვე­ბა­სა და ცოდ­ნას მო­ი­თხოვს. ზედ­მი­წევ­ნით უნდა იცო­დე ის ტექ­ნი­კა, რა­ზეც მუ­შა­ობ. მი­წა­ზე რაც 10 ქუ­ლა­ზე იცი, ჰა­ერ­ში შე­საძ­ლოა, 5-6-ზე იცო­დე. ფრე­ნამ­დე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ი­ა­რო წი­ნა­საფ­რე­ნოს­ნო მომ­ზა­დე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო კო­მი­სია, და­იც­ვა წი­ნა­საფ­რე­ნოს­ნო მომ­ზა­დე­ბა, ფრე­ნი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, დად­გე­ნი­ლი მარ­შრუ­ტი. უნდა აკონ­ტრო­ლო სიჩ­ქა­რე... ყვე­ლა ტი­პის და მო­დე­ლის თვითმფრი­ნავს აქვს თა­ვი­სი უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვა, გა­ით­ვა­ლის­წი­ნო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი, აკონ­ტრო­ლო თვითმფრი­ნა­ვის პა­რა­მეტ­რე­ბი. ეს არის საქ­მე, რომ­ლის შეც­დო­მებ­ზეც ვერ ის­წავ­ლის ადა­მი­ა­ნი, ნე­ბის­მი­ე­რი დე­ტა­ლი წი­ნას­წა­რი უნდა გათ­ვა­ლო და შემ­დე­გაც მუდ­მი­ვად აკონ­ტრო­ლო. სწო­რედ ამით არის გა­მორ­ჩე­უ­ლი სხვა პრო­ფე­სი­ე­ბის­გან.

- რამ­დე­ნი წე­ლია, რაც დაფ­რი­ნავთ?

- 2007 წლი­დან დავფრი­ნავ და მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რო­დე­საც ეს არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თე, რად­გან ეს არის საქ­მე, რო­მე­ლიც ბავ­შვო­ბი­დან მი­ტა­ცებ­და და ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბე­ბის ახ­დე­ნის ბედ­ნი­ე­რე­ბა ყვე­ლას არა აქვს.

- რო­მე­ლი­მე რთულ პი­ლო­ტაჟს ხომ არ გა­იხ­სე­ნებთ?

- გა­აჩ­ნია, რა ტი­პის თვითმფრი­ნა­ვით დაფ­რი­ნავ, ყვე­ლა საფ­რენ აპა­რატს თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აქვს. თავ­და­პირ­ვე­ლად, დაფ­რი­ნავ წრე­ზე, მარ­ტივ პი­ლო­ტაჟს ას­რუ­ლებ, ამის მერე უფრო არ­თუ­ლებ და შემ­დეგ უკვე მა­ნევ­რი­რე­ბა­ზე გა­და­დი­ხარ. ყვე­ლა მათ­გა­ნი თა­ვი­სი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი­თა და თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. კონ­კრე­ტუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი პი­ლო­ტა­ჟის ფი­გუ­რა არა მაქვს, რო­მელ­ზეც ვი­ტყო­დი, რომ გა­მორ­ჩე­უ­ლია, თუმ­ცა, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ე.წ. კას­რი... რთუ­ლი პი­ლო­ტა­ჟია, მაგ­რამ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო, რო­გორც შე­სას­რუ­ლებ­ლად, ასე­ვე სა­ყუ­რებ­ლად...

- ალ­ბათ ფრე­ნის სი­მაღ­ლის გაზ­რდა ეტა­პობ­რი­ვად ხდე­ბა.

- ყვე­ლა მფრი­ნა­ვი კონ­კრე­ტულ და­ვა­ლე­ბას კონ­კრე­ტულ სი­მაღ­ლე­ზე ას­რუ­ლებს. გა­აჩ­ნია, თვითმფრი­ნავ­საც. ყვე­ლა­ზე მა­ღალ დის­ტან­ცი­ა­ზე - 5 ათას მეტრზეც მიფ­რე­ნია...

- მე­უღ­ლე რო­გორ შეხ­ვდა თქვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- თა­ვა­დაც მფრი­ნა­ვია. ერ­თად გავ­ხდით მფრი­ნა­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი შე­ზღუდ­ვა არ მქო­ნია. ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ჯერ პა­ტა­რე­ბი არი­ან და მათ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, დედა რომ მფრი­ნა­ვია...

- შვი­ლე­ბიც თქვენს პრო­ფე­სი­ას აირ­ჩე­ვენ?

- უფ­როსს, რო­მე­ლიც 5 წლის არის, მფრი­ნა­ვო­ბა უნდა, პა­ტა­რას - სპა­ი­დერ­მე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ასე­ვე დაფ­რი­ნავს და ახ­ლო­საა ჩემს პრო­ფე­სი­ას­თან. გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ჩემს არ­ჩე­ულ გზას გაჰ­ყვე­ბი­ან, ყო­ველ­თვის მათი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვიქ­ნე­ბი.

- ჰა­ერ­ში თუ შეხ­ვედ­რი­ხართ რო­მე­ლი­მე დღე­სას­წა­ულს?

- დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ წელს ან ვის­ვე­ნებთ, ან ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა, ერთხელ ახალ წელს უკ­რა­ი­ნა­ში შევ­ხვდით, ოღონდ ძა­ლი­ან ქარ­თუ­ლი გა­რე­მო შე­ვიქ­მე­ნით. ჩვე­ნი სურ­ვი­ლით, ტექ­ნი­კო­სებ­მა და მფრი­ნა­ვებ­მა იქ გა­ვი­ა­რეთ გა­დამ­ზა­დე­ბა. დღე­სას­წა­უ­ლის­თვის ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი ჩა­მოგ­ვი­ტა­ნეს და ის ახა­ლი წელი ძა­ლი­ან კარ­გად და­მა­მახ­სოვ­რდა. ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ტრა­დი­ცია და­ვამ­კვიდ­რე: მე და ჩემი შვი­ლე­ბი ახალ წელს გა­რეთ ვხვდე­ბით, მერე კი ბავ­შვე­ბი კან­ფე­ტე­ბი­თა და ბრინ­ჯით სახ­ლში შე­მო­დი­ან, ჩვე­ნი მეკვლე­ე­ბი რომ იყ­ვნენ... კან­ფე­ტებს რომ შე­მოყ­რი­ან, მერე ჟი­ვილ-ხი­ვი­ლით თა­ვად­ვე აგ­რო­ვე­ბენ ხოლ­მე. მათ გამო უფრო მე­ტად მიყ­ვარს ახა­ლი წელი.

ავტორი:

გაიცანით ერთადერთი ლიცენზირებული სამხედრო მფრინავი ქალი საქართველოში - "პირველი გაფრენის ემოციას არაფერი შეედრება..."

გაიცანით ერთადერთი ლიცენზირებული სამხედრო მფრინავი ქალი საქართველოში - "პირველი გაფრენის ემოციას არაფერი შეედრება..."

დღეს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციაში პილოტი ქალი არავის უკვირს, თუმცა წლების წინ ავიაციაში ქალის ხილვა წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ქალებმა, რომლებმაც შესაბამისი ლიცენზია აიღეს, მსოფლიოს შემოუფრინეს და არაერთ საბრძოლო ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა, პილოტის კაბინაში მოსახვედრად ძალზე რთული გზა განვლეს...

პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავი მართა, ფრანგი ტერეზა პელტიერი იყო. 1908 წელს ტერეზა მფრინავის ლიცენზიის გარეშე გაფრინდა. გაფრენამდე ორი წლით ადრე ტერეზა პირველი ქალი-მგზავრიც გახდა. ლიცენზირებულ სამხედრო მფრინავს, თამარ შიოშვილს ორმაგად გაუმართლა, - დაბრკოლება ოჯახიდანაც კი არ ჰქონია. ის თამამად გაჰყვა ბაბუისა და მამის გზას.

თამარ შიოშვილი, საავიაციო სკოლის უფროსი მფრინავი, კაპიტანი:

- ყველა ბავშვის ოცნებაა იფრინოს და მეც მქონდა ასეთი ოცნება... საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოვჩნდი, მფრინავი უნდა გამოვიდე-მეთქი, ასე არ დამიგეგმავს... გავიგე, მფრინავებს არჩევდნენ და ვიფიქრე, ვცდი-მეთქი... თან ფრენა ჩემთვის უცხო არ იყო, ბაბუა სამხედრო მფრინავი იყო, მამა - პარაშუტისტი. ბაბუას არ მოვსწრებივარ. მე რომ დავიბადე, ის უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ მისი ფოტოები, მასზე მოყოლილი ამბები მუდამ ჩემ გარშემო ტრიალებდა.

- ფრენაზე უფრო ბიჭები ოცნებობენ...

- იცით, ჩვენს ოჯახში ასე დაყოფილი პროფესიები და საქმე არასდროს ყოფილა. ეს ქალის ან მამაკაცის საქმეაო, არასდროს უთქვამთ. ყოველთვის გვეუბნებოდნენ, - თუ მოინდომებ, ბევრს ისწავლი და შენს თავზე იმუშავებ, ყველაფერი გამოგივაო... ვცდილობ, ჩემი შვილებიც ასე გავზარდო და შთავაგონო, რომ ყველაფერს მიაღწევენ, თუ მოინდომებენ და ბევრს იმუშავებენ.

- რა სახის სწავლება გაიარეთ?

- პირველად საფრენოსნო მომზადება გავიარეთ ნატახტრის აეროდრომზე, შემდეგ თეორიული სწავლების, მფრინავის მომზადების კურსებისთვის უკრაინაში ვიყავით წასული. მერე საპარაშუტო და საოფიცრო კურსები... გავხდი ოფიცერი და ინგლისურიც ვისწავლე.

- საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ერთადერთი ლიცენზირებული სამხედრო მფრინავი ქალი ხართ, ხომ?

- ასე გამოვიდა, მე დავრჩი მხოლოდ, ისე, სამნი ვიყავით, - ნინო კეკელიშვილი, ეკატერინე ქვლივიძე და მე... მერე მათ თავი დაანებეს.

- პირველი ფრენა ალბათ დაგამახსოვრდათ...

- პირველი გაფრენის ემოციას არაფერი შეედრება, საოცარი ადრენალინია. ეს ხომ მანქანა არ არის, რომ თუ არ გამოგივა, გადააყენო და ხელახლა სცადო... რაც ყველაზე მთავარია, საკუთარ თავსა და სხვებსაც უმტკიცებ, რომ ის, რისკენაც მიისწრაფოდი, ისწავლე და დამოუკიდებლად შეგიძლია ფრენა...

- რა დისტანციაზე იფრინეთ?

- სტანდარტულად, ყველა აეროდრომის თავზე 500 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავს... პირველი ფრენისას კონკრეტულ მარშრუტს აკეთებ და მერე ჯდები ანუ ტრიუკების გაკეთება არ გიწევს, თუმცა, შემდეგ ეტაპობრივად იწყება მარტივი და რთული პილოტაჟები, რასაც ჯერ ინსტრუქტორთან ერთად, შემდეგ კი დამოუკიდებლად აკეთებ...

- რა სირთულეები ახლავს თქვენს პროფესიას?

- მფრინავის პროფესია სიზუსტეს, ძალიან დიდ დაკვირვებასა და ცოდნას მოითხოვს. ზედმიწევნით უნდა იცოდე ის ტექნიკა, რაზეც მუშაობ. მიწაზე რაც 10 ქულაზე იცი, ჰაერში შესაძლოა, 5-6-ზე იცოდე. ფრენამდე აუცილებლად უნდა გაიარო წინასაფრენოსნო მომზადება და სამედიცინო კომისია, დაიცვა წინასაფრენოსნო მომზადება, ფრენისა და უსაფრთხოების წესები, დადგენილი მარშრუტი. უნდა აკონტროლო სიჩქარე... ყველა ტიპის და მოდელის თვითმფრინავს აქვს თავისი უსაფრთხოების წესები, რომელიც უნდა დაიცვა, გაითვალისწინო მეტეოროლოგიური პირობები, აკონტროლო თვითმფრინავის პარამეტრები. ეს არის საქმე, რომლის შეცდომებზეც ვერ ისწავლის ადამიანი, ნებისმიერი დეტალი წინასწარი უნდა გათვალო და შემდეგაც მუდმივად აკონტროლო. სწორედ ამით არის გამორჩეული სხვა პროფესიებისგან.

- რამდენი წელია, რაც დაფრინავთ?

- 2007 წლიდან დავფრინავ და მიმაჩნია, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, როდესაც ეს არჩევანი გავაკეთე, რადგან ეს არის საქმე, რომელიც ბავშვობიდან მიტაცებდა და ბავშვობის ოცნებების ახდენის ბედნიერება ყველას არა აქვს.

- რომელიმე რთულ პილოტაჟს ხომ არ გაიხსენებთ?

- გააჩნია, რა ტიპის თვითმფრინავით დაფრინავ, ყველა საფრენ აპარატს თავისი ფუნქციები და შესაძლებლობები აქვს. თავდაპირველად, დაფრინავ წრეზე, მარტივ პილოტაჟს ასრულებ, ამის მერე უფრო ართულებ და შემდეგ უკვე მანევრირებაზე გადადიხარ. ყველა მათგანი თავისი მახასიათებლებითა და თავისებურებებით გამოირჩევა. კონკრეტული და გამორჩეული პილოტაჟის ფიგურა არა მაქვს, რომელზეც ვიტყოდი, რომ გამორჩეულია, თუმცა, ძალიან მიყვარს ე.წ. კასრი... რთული პილოტაჟია, მაგრამ ძალიან საინტერესო, როგორც შესასრულებლად, ასევე საყურებლად...

- ალბათ ფრენის სიმაღლის გაზრდა ეტაპობრივად ხდება.

- ყველა მფრინავი კონკრეტულ დავალებას კონკრეტულ სიმაღლეზე ასრულებს. გააჩნია, თვითმფრინავსაც. ყველაზე მაღალ დისტანციაზე - 5 ათას მეტრზეც მიფრენია...

- მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- თავადაც მფრინავია. ერთად გავხდით მფრინავები და შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა არ მქონია. ჩვენი შვილები ჯერ პატარები არიან და მათთვის ჩვეულებრივი ამბავია, დედა რომ მფრინავია...

- შვილებიც თქვენს პროფესიას აირჩევენ?

- უფროსს, რომელიც 5 წლის არის, მფრინავობა უნდა, პატარას - სპაიდერმენობა, რომელიც ასევე დაფრინავს და ახლოსაა ჩემს პროფესიასთან. გამიხარდება, თუ ჩემს არჩეულ გზას გაჰყვებიან, ყოველთვის მათი გულშემატკივარი ვიქნები.

- ჰაერში თუ შეხვედრიხართ რომელიმე დღესასწაულს?

- დღესასწაულებზე, განსაკუთრებით ახალ წელს ან ვისვენებთ, ან ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობთ, თუმცა, ერთხელ ახალ წელს უკრაინაში შევხვდით, ოღონდ ძალიან ქართული გარემო შევიქმენით. ჩვენი სურვილით, ტექნიკოსებმა და მფრინავებმა იქ გავიარეთ გადამზადება. დღესასწაულისთვის ქართული კერძები ჩამოგვიტანეს და ის ახალი წელი ძალიან კარგად დამამახსოვრდა. ერთი საინტერესო ტრადიცია დავამკვიდრე: მე და ჩემი შვილები ახალ წელს გარეთ ვხვდებით, მერე კი ბავშვები კანფეტებითა და ბრინჯით სახლში შემოდიან, ჩვენი მეკვლეები რომ იყვნენ... კანფეტებს რომ შემოყრიან, მერე ჟივილ-ხივილით თავადვე აგროვებენ ხოლმე. მათ გამო უფრო მეტად მიყვარს ახალი წელი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ