სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოგებას იღებენ "მაგთი", "სილქნეტი" და "ბილაინი" - კომპანიების მილიარდობით შემოსავლები
რა მოგებას იღებენ "მაგთი", "სილქნეტი" და "ბილაინი" - კომპანიების მილიარდობით შემოსავლები

სა­ვალ­დე­ბუ­ლო ფი­ნან­სუ­რი აუ­დი­ტი კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­წილ­მა უკვე გა­ი­ა­რა. ბუ­ღალ­ტრუ­ლი აღ­რი­ცხვის, ან­გა­რიშ­გე­ბი­სა და აუ­დი­ტის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ „ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის­თვის“ მო­წო­დე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, 13 ნო­ემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით ან­გა­რიშ­გე­ბა 491-მა სუ­ბი­ექტს ჰქონ­და წარ­დგე­ნი­ლი.

„ბიზ­ნესპრსნი­უ­სი“ კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის სექ­ტორ­ში მოქ­მე­დი ლი­დე­რი კომ­პა­ნი­ე­ბის - „მაგ­თის“, „სილ­ქნე­ტის“, “ჯე­ო­სე­ლი­სა“ და „ბი­ლა­ი­ნის“ ფი­ნან­სურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს გა­ეც­ნო. რო­გორც ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბე­ბი­დან ირ­კვე­ვა, „სილ­ქნე­ტი“ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ინ­ტე­რე­სე­ბის პირს წარ­მო­ად­გენს; ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სამი კომ­პა­ნია 1-ელ კა­ტე­გო­რი­ა­შია, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თი­თო­ე­უ­ლის აქ­ტი­ვე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 50 მი­ლი­ონ ლარს; შე­მო­სა­ვა­ლი 100 მი­ლი­ონ ლარს; და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბა კი 250-ს აღე­მა­ტე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ცალ­კე­უ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ფი­ნან­სურ მაჩ­ვე­ნებ­ლებს, ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის თა­ნახ­მად, „ბი­ლა­ი­ნის“ (შპს ვი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლო) აქ­ტი­ვე­ბი 200 361 000 ლარს; მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი - 105 551 000 ლარს; ხოლო სულ 2017 წელს მი­ღე­ბუ­ლი სა­ო­პე­რა­ციო შე­მო­სა­ვა­ლი - 116 957 000 ლარს შე­ად­გენ­და.

ცნო­ბის­თვის, შპს „ვი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლო“ ყო­ფი­ლი კომ­პა­ნია „მო­ბი­ტე­ლი" 2003 წლის 19 ნო­ემ­ბერს და­რე­გის­ტრირ­და. კომ­პა­ნი­ის აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი არი­ან: Watertrail Industries Ltd (BVI) - 51%, Investico Alliance Ltd (BVI) - 29% და Miren Ltd (BVI) 20%. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, „ვი­ო­ნი სა­ქარ­თვე­ლოს“ მარ­თავს შპს „ვი­ო­ნი“, ყო­ფი­ლი შპს „ვიმ­პელ­კო­მი“, რო­მე­ლიც ნი­დერ­ლან­დებ­შია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

რა მოგებას იღებენ "მაგთი", "სილქნეტი" და "ბილაინი" - კომპანიების მილიარდობით შემოსავლები

რა მოგებას იღებენ "მაგთი", "სილქნეტი" და "ბილაინი" - კომპანიების მილიარდობით შემოსავლები

სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 13 ნოემბრის მდგომარეობით ანგარიშგება 491-მა სუბიექტს ჰქონდა წარდგენილი.

„ბიზნესპრსნიუსი“ კომუნიკაციების სექტორში მოქმედი ლიდერი კომპანიების - „მაგთის“, „სილქნეტის“, “ჯეოსელისა“ და „ბილაინის“ ფინანსურ მაჩვენებლებს გაეცნო. როგორც ფინანსური ანგარიშგებებიდან ირკვევა, „სილქნეტი“ საზოგადოებრივი დაინტერესების პირს წარმოადგენს; ხოლო დანარჩენი სამი კომპანია 1-ელ კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულის აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს; შემოსავალი 100 მილიონ ლარს; დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა კი 250-ს აღემატება.

რაც შეეხება ცალკეული კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებს, ფინანსური ანგარიშგების თანახმად, „ბილაინის“ (შპს ვიონი საქართველო) აქტივები 200 361 000 ლარს; მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლები - 105 551 000 ლარს; ხოლო სულ 2017 წელს მიღებული საოპერაციო შემოსავალი - 116 957 000 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, შპს „ვიონი საქართველო“ ყოფილი კომპანია „მობიტელი" 2003 წლის 19 ნოემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის აქციონერები არიან: Watertrail Industries Ltd (BVI) - 51%, Investico Alliance Ltd (BVI) - 29% და Miren Ltd (BVI) 20%. საბოლოო ჯამში, „ვიონი საქართველოს“ მართავს შპს „ვიონი“, ყოფილი შპს „ვიმპელკომი“, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. წაიკითხეთ სრულად

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო