სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელები სირიას ტოვებენ - "ეს პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა"
ამერიკელები სირიას ტოვებენ - "ეს პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა"

ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ სი­რი­ი­დან ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბის გაყ­ვა­ნას იწყე­ბენ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თეთრ სახ­ლშიც და­ა­დას­ტუ­რეს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ტრამპმა ტვი­ტერ­ზე გა­ა­კე­თა: "სი­რი­ა­ში ჩვენ და­ვა­მარ­ცხეთ ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო, რაც ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ ყოფ­ნის ჩემი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი იყო".

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ტრამ­პი მსგავს გან­ცხა­დე­ბას აკე­თებს. მან 1-ლ აპ­რილს იგი­ვე ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, რა­მაც ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. მა­შინ ამე­რი­კის თავ­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტში აცხა­დებ­დნენ, რომ სი­რი­ი­დან ასე სწრა­ფად გა­მოს­ვლა და­უშ­ვე­ბე­ლი იყო, თავ­დაც­ვის მდი­ვა­ნი ჯე­იმს მე­ტი­სი კი აცხა­დებ­და, რომ მი­უ­ხე­და­ვად "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" და­სუს­ტე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი და­ნა­კარ­გე­ბი­სა, არ­სე­ბობ­და ამ რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის მი­წის­ქვე­შეთ­ში გა­დას­ვლის სა­შიშ­რო­ე­ბა და ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რის გა­მოც სა­ჭი­რო იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ჯა­რე­ბი იმ­დე­ნი ხანი დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ სი­რი­ა­ში, რამ­დე­ნიც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" სრუ­ლი­ად გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად.

სი­რი­ა­ში კონ­ფლიქ­ტი უკვე მერ­ვე წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა­ფე­რი სი­რი­ის პრე­ზი­დენ­ტის ბა­შარ ალ-ასა­დის წი­ნა­აღ­მდეგ მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­მოს­ვლე­ბით და­ი­წყო, მაგ­რამ მალე ყვე­ლა­ფე­რი სა­მო­ქა­ლა­ქო ომში გა­და­ი­ზარ­და.

ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ზო­ნან­სუ­ლი სწო­რედ ტრამ­პის ბოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

პირ­ველ რიგ­ში უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ეს ნა­ბი­ჯი მოწ­მენ­დილ ცაზე მე­ხის გა­ვარ­დნა­სა­ვით იყო და არა მარ­ტო იმი­ტომ, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს­გან" მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე ბო­ლომ­დე არ გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლა.

რას ჰპირ­დე­ბო­და ამე­რი­კა სი­რი­ელ ხალ­ხს? შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მთე­ლი ამ რვა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სი­რი­ა­ში ბა­შარ ალ-ასა­დის რე­ჟი­მის შეც­ვლას მო­ი­თხოვ­და. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია ამე­რი­კის ყო­ფი­ლი პრე­ზიდ­ნე­ტის ბა­რაკ ობა­მას გან­ცხა­დე­ბაც, რო­მე­ლიც მან 2011 წელს გა­ა­კე­თა:

"სი­რი­ის მო­მა­ვა­ლი სი­რი­ელ­მა ხალ­ხმა უნდა გან­სა­ზღვროს, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტი ბა­შარ ალ-ასა­დი ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. მისი მო­წო­დე­ბე­ბი დი­ა­ლო­გი­სა და რე­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ უსარ­გებ­ლოა მა­შინ, როცა ის აპა­ტიმ­რებს, აწა­მებს და ხო­ცავს სა­კუ­თარ ხალ­ხს. ჩვენ მუდ­მი­ვად ვამ­ბობ­დით, რომ პრე­ზიდ­ნე­ტი ასა­დი დე­მოკ­რა­ტი­ულ ცვლი­ლე­ბებს უნდა ჩას­დგო­მო­და სა­თა­ვე­ში ან გზი­დან მოგ­ვშო­რე­ბო­და. მან ეს არ გა­ა­კე­თა. სი­რი­ე­ლი ხალ­ხის გუ­ლის­თვის, დრო დად­გა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ასა­დი გა­დად­გეს".

უკვე 2015 წელს, გა­ე­რო­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ობა­მა აცხა­დებ­და, რომ შტა­ტე­ბი მუ­შა­ობს რუ­სეთ­თან და ირან­თან ერ­თად იმი­სათ­ვის, რომ ასად­მა და­ტო­ვოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა და რომ და­უშ­ვე­ბე­ლია სი­რი­ა­ში ომამ­დე­ლი ვი­თა­რე­ბა და სტა­ტუს-კვო დამ­დგა­რი­ყო. ამე­რი­კა სი­რი­ის კონ­ფლიქ­ტში 2014 წლის 22 სექ­ტემ­ბერს ჩა­ერ­თო.

პო­ლი­ტი­კა­ში ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბა პრი­ო­რო­ტე­ტე­ბიც, ასე­ვე იც­ვლე­ბი­ან მტრე­ბი და მო­კავ­ში­რე­ე­ბიც, თუმ­ცა ტრამ­პის ახ­ლან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სე­თის­თვის ლან­გა­რით მირ­თმე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა. ამ გა­მარ­ჯვე­ბის გამო კი ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა 2015 წელს მას­შტა­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ი­წყო სი­რი­ა­ში.

სი­რი­ა­ში სამი დიდი სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა - შტა­ტე­ბის, რუ­სე­თი­სა და ირა­ნის. ახლა მათ უკვე თურ­ქე­თის შე­უ­ერ­თდა. ძალ­თა ბა­ლან­სის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო იქ ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის არ­სე­ბო­ბა, მით უმე­ტეს ახლა, როცა რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა ახა­ლი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცია და­ა­ა­ნონ­სა სი­რი­ის ჩრდი­ლო­ეთ­ში. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ამერიკელები სირიას ტოვებენ - "ეს პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა"

ამერიკელები სირიას ტოვებენ - "ეს პუტინისთვის ლანგრით მირთმეული გამარჯვებაა"

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიიდან ამერიკული ჯარების გაყვანას იწყებენ. ეს გადაწყვეტილება თეთრ სახლშიც დაადასტურეს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ტვიტერზე გააკეთა: "სირიაში ჩვენ დავამარცხეთ ისლამური სახელმწიფო, რაც ტრამპის პრეზიდენტობის განმავლობაში იქ ყოფნის ჩემი ერთადერთი მიზანი იყო".

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრამპი მსგავს განცხადებას აკეთებს. მან 1-ლ აპრილს იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა, რამაც ძალიან დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება გამოიწვია. მაშინ ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ სირიიდან ასე სწრაფად გამოსვლა დაუშვებელი იყო, თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი კი აცხადებდა, რომ მიუხედავად "ისლამური სახელმწიფოს" დასუსტებისა და ტერიტორიული დანაკარგებისა, არსებობდა ამ რადიკალური დაჯგუფების მიწისქვეშეთში გადასვლის საშიშროება და ტერორისტული აქტების ორგანიზება, რის გამოც საჭირო იყო შეერთებული შტატების ჯარები იმდენი ხანი დარჩენილიყვნენ სირიაში, რამდენიც აუცილებელი იქნებოდა "ისლამური სახელმწიფოს" სრულიად გასანადგურებლად.

სირიაში კონფლიქტი უკვე მერვე წელია მიმდინარეობს. ყველაფერი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მშვიდობიანი გამოსვლებით დაიწყო, მაგრამ მალე ყველაფერი სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

ამ რვა წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სწორედ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილება იქნება.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნაბიჯი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო და არა მარტო იმიტომ, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხე ბოლომდე არ განეიტრალებულა.

რას ჰპირდებოდა ამერიკა სირიელ ხალხს? შეერთებული შტატები მთელი ამ რვა წლის განმავლობაში სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის შეცვლას მოითხოვდა. ამის ნათელი მაგალითია ამერიკის ყოფილი პრეზიდნეტის ბარაკ ობამას განცხადებაც, რომელიც მან 2011 წელს გააკეთა:

"სირიის მომავალი სირიელმა ხალხმა უნდა განსაზღვროს, მაგრამ პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ამას ეწინააღმდეგება. მისი მოწოდებები დიალოგისა და რეფორმების შესახებ უსარგებლოა მაშინ, როცა ის აპატიმრებს, აწამებს და ხოცავს საკუთარ ხალხს. ჩვენ მუდმივად ვამბობდით, რომ პრეზიდნეტი ასადი დემოკრატიულ ცვლილებებს უნდა ჩასდგომოდა სათავეში ან გზიდან მოგვშორებოდა. მან ეს არ გააკეთა. სირიელი ხალხის გულისთვის, დრო დადგა, რომ პრეზიდენტი ასადი გადადგეს".

უკვე 2015 წელს, გაეროში სიტყვით გამოსვლისას ობამა აცხადებდა, რომ შტატები მუშაობს რუსეთთან და ირანთან ერთად იმისათვის, რომ ასადმა დატოვოს ძალაუფლება და რომ დაუშვებელია სირიაში ომამდელი ვითარება და სტატუს-კვო დამდგარიყო. ამერიკა სირიის კონფლიქტში 2014 წლის 22 სექტემბერს ჩაერთო.

პოლიტიკაში ვითარება მუდმივად იცვლება და შესაბამისად იცვლება პრიოროტეტებიც, ასევე იცვლებიან მტრები და მოკავშირეებიც, თუმცა ტრამპის ახლანდელი გადაწყვეტილება, სამწუხაროდ, რუსეთისთვის ლანგარით მირთმეული გამარჯვებაა. ამ გამარჯვების გამო კი ვლადიმირ პუტინმა 2015 წელს მასშტაბული სამხედრო ოპერაცია დაიწყო სირიაში.

სირიაში სამი დიდი სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება - შტატების, რუსეთისა და ირანის. ახლა მათ უკვე თურქეთის შეუერთდა. ძალთა ბალანსის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო იქ ამერიკული სამხედრო ძალების არსებობა, მით უმეტეს ახლა, როცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ახალი სამხედრო ოპერაცია დააანონსა სირიის ჩრდილოეთში. წაიკითხეთ სრულად

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი