საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიოს სახელი მართლა რომ გამომეყენებინა, იტყოდნენ, ნახე, როგორ გაძვრაო?! - ნოდარიკო ხუციშვილი მამის ტკივილსა და დედაზე
გიოს სახელი მართლა რომ გამომეყენებინა, იტყოდნენ, ნახე, როგორ გაძვრაო?! - ნოდარიკო ხუციშვილი მამის ტკივილსა და დედაზე

ნო­და­რი­კო ხუ­ციშ­ვი­ლის "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" გა­მო­ჩე­ნას სა­ზო­გა­დო­ე­ბა და თა­ვად ჟი­უ­რი თბი­ლად და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შეხ­ვდა. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შე­იყ­ვა­რეს და უამ­რა­ვი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­მო­უჩ­ნდა. დღეს ლი­დერ­თა და ფა­ვო­რიტ­თა შო­რის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად იკა­ვებს ად­გილს, მისი ნამ­ღე­რი მოს­წონთ და მხარს უჭე­რენ. ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გიო ხუ­ციშ­ვი­ლის აქამ­დე უც­ნობ შვილს, ნო­და­რი­კოს კონ­კურ­სში სე­რი­ო­ზუ­ლი მა­რა­თო­ნი ელის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტია, ასე­ვე ძლი­ერ კონ­კუ­რენ­ტებ­თან უწევს ბრძო­ლა. დღეს ის AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და ჩვენს კი­თხვებს თა­ვად პა­სუ­ხობს...

- ყვე­ლას­თვის ცნო­ბილ მომ­ღე­რალს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, გიო მა­მაა და რო­გორც ყვე­ლას­თვის, ჩემ­თვი­საც რთუ­ლია მა­მის და­კარ­გვა... მერე ენერ­გი­უ­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე იყო და ასე­თი ადა­მი­ა­ნის გვერ­დი­დან მო­ცი­ლე­ბა მტკივ­ნე­უ­ლია... რომ წა­მო­ვი­ზარ­დე, მას­თან მე­ტად დავ­მე­გობ­რდი. ერ­თმა­ნეთს აზ­რებს ვუ­ზი­ა­რებ­დით, მერე მუ­სი­კა­ლუ­რა­დაც ახ­ლოს ვი­ყა­ვით. რა­ღა­ცას რომ გა­ვა­კე­თებ­დი, მინ­დო­და, მეთ­ქვა და გა­მე­ხა­რე­ბი­ნა... ეს ყვე­ლა­ფე­რი დღეს მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა, გარ­და ამი­სა, თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­მი­ტო­ვა, რის­თვი­საც მად­ლო­ბე­ლი ვარ და ვი­მე­ო­რებ, რთუ­ლია იმის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა, როცა ასე­თი ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი მი­დის. სა­დაც უნდა წა­ვი­დე, გი­ო­ზე ყველ­გან ბევ­რი სა­ხა­ლი­სო ის­ტო­რია მხვდე­ბა, რა­საც ღი­მი­ლით ყვე­ბი­ან და რთუ­ლია, შენც არ გა­გე­ღი­მოს. მარ­თლა დიდი იუ­მო­რის გრძნო­ბა ჰქონ­და და ამას, ვი­საც მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნია, ვერ ივი­წყებს.

- ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდი თუ არა, ჟი­უ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, რი­გი­თი მა­ყუ­რებ­ლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა გიოს გამ­სგავ­სებს. თა­ვად რას იტყო­დი ამა­ზე?

- სა­სი­ხა­რუ­ლოა, როცა ასეთ რა­ღა­ცას მე­უბ­ნე­ბი­ან, მამა იყო, რო­გორ არ უნდა გა­მი­ხარ­დეს?! თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ზე ძნე­ლია იმის მიხ­ვედ­რა, რო­გორ გავ­ხარ, ამას სხვა უფრო ამ­ჩნევს. მინ­და ვთქვა, რომ დე­და­ჩემს ვინც იც­ნობს, მა­საც მამ­სგავ­სე­ბენ და ასე­ვე ბი­ძა­საც, დე­დის ძმას, რო­მე­ლიც გარ­დაც­ვლი­ლია. მის ძველ ფო­ტო­ებს რომ ვუ­ყუ­რებ, სა­ოც­რად ვგა­ვარ. ნაკ­ვთე­ბი, მი­მი­კე­ბი, მა­ნე­რე­ბი, ლა­პა­რა­კი, მოძ­რა­ო­ბა არის ის, რა პე­რი­ოდ­შიც ჩემს მშობ­ლებ­თან მსგავ­სე­ბას ვი­ჭერ და ხან­და­ხან მე­ცი­ნე­ბა კი­დეც.

- სიმ­ღე­რის ნიჭი გე­ნე­ტი­კუ­რად რომ გად­მო­გე­ცა, ფაქ­ტია, პე­და­გო­გი არას­დროს გყო­ლია?

- არას­დროს მყო­ლია მას­წავ­ლე­ბე­ლი, ყვე­ლა­ფე­რი გე­ნე­ტი­კის ბრა­ლია. მუ­სი­კა დე­და­ჩე­მის მხრი­და­ნაც მომ­ყვე­ბა - ბა­ბუ­ა­ჩე­მი - გუ­რამ ბა­კუ­რა­ძე პირ­ვე­ლი ჯა­ზკ­ვარ­ტე­ტის წევ­რი იყო, რო­მელ­საც გუ­რამ ბზვა­ნე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს ჯაზი სა­ქარ­თვე­ლო­ში მათ შე­მო­ი­ტა­ნეს. გიოს მა­მაც, ნო­დარ ხუ­ციშ­ვი­ლი თვით­ნას­წავ­ლი მომ­ღე­რა­ლი იყო, ოღონდ, მას ვერ მო­ვეს­წა­რი.

* * *

ნო­და­რი­კო ამ­ბობს, რომ პრო­ფე­სი­ით მარ­კე­ტინ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტია, მა­გის­ტრა­ტუ­რაც მარ­კე­ტინ­გში იტა­ლი­ა­ში გა­ი­ა­რა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც უმუ­შა­ვია, მაგ­რამ ოფის­ში საქ­მი­ა­ნო­ბა დი­დად არ ხიბ­ლავს... დღეს­დღე­ო­ბით ტუ­რიზ­მის სფე­რო­თია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და და­კა­ვე­ბუ­ლი, რაც ძა­ლი­ან მოს­წონს.

"მთა­ში სი­ა­რუ­ლი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც აქეთ-იქით ზა­ფხუ­ლო­ბით ჩან­თა­ა­კი­დე­ბუ­ლე­ბი დავ­დი­ო­დი. ერთხე­ლაც, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მთხო­ვა, სკან­დი­ნა­ვი­ი­დან ჩა­მო­სუ­ლი ჯგუ­ფი სვა­ნეთ­ში წა­მეყ­ვა­ნა. სხვა­დას­ხვა სო­ფელ­სა და ოჯახ­ში მოგ­ვიხ­და ყოფ­ნა, 12-დღი­ა­ნი ფან­ტას­ტი­კუ­რი ტური გა­მოგ­ვი­ვი­და. სა­ო­ცა­რი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი და მა­შინ მივ­ხვდი, რომ ჩემი ქვეყ­ნის დიდ ნა­წილს ახ­ლოს არ ვიც­ნობ­დი. და­მა­ინ­ტე­რე­სა ამ პრო­ცეს­მა და ნელ-ნელა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­წყე 2 კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბა. ბი­ოღ­ვი­ნო, კუ­ლი­ნა­რია ჩავ­რთე, მერე "ფე­სი­ბუქ­ზე" გვერ­დიც გა­ვა­კე­თე. მხო­ლოდ გი­დო­ბა არ მი­წევს, ჯგუ­ფი რომ ჩა­მო­ვა, თა­ვის ყვე­ლა დე­ტა­ლით (ტუ­რის შედ­გე­ნა, და­გეგ­მვა, არ­ჩე­ვა) ყვე­ლა­ფერს მე ვუ­წევ ორ­გა­ნი­ზე­ბას და ამ საქ­მის უფრო გან­ვით­რე­ბას ვა­პი­რებ, არ გავ­ჩერ­დე­ბი. მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი ქვე­ყა­ნა გვაქვს, რო­მე­ლიც ამ ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბით ხე­ლახ­ლა აღ­მო­ვა­ჩი­ნე.

- რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, დე­დას უდი­დე­სი როლი ჰქო­ნია შენი ინ­ტე­რე­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში...

- კო­მიქ­სებ­ში რომ სუ­პერ­გმი­რე­ბი არი­ან, ალ­ბათ დე­და­ჩე­მი ლელა ბა­კუ­რა­ძე ჩემ­თვის ასე­თია რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში. ახლა უფრო კარ­გად ვხდე­ბი რა­ღა­ცებს, პა­ტა­რას გი­ჭირს გა­ა­ნა­ლი­ზო, ეს ადა­მი­ა­ნი შენ­თვის რას აკე­თებს. 34 წლის ვარ და ის ჩემ­ზე პა­ტა­რა იყო, როცა 2 შვი­ლით, უმ­ძი­მეს 90-ია­ნებ­ში, არ ვიცი, რო­გორ, მაგ­რამ ბევრ რა­მეს ახერ­ხებ­და, გინ­დაც ფი­ნან­სუ­რად, სუ­ლი­ე­რად, მო­რა­ლუ­რად. თხი­ლა­მუ­რე­ბი, ინ­გლი­სუ­რი, ფო­ტო­საქ­მე, რაზე არ მა­ტა­რებ­და. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მინ­და, აღ­ვნიშ­ნო დათო ცხა­და­ძე, ადა­მი­ა­ნი, დე­დას მე­გო­ბა­რი, ვინც ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბა მას­წავ­ლა. უმაგ­რე­სი ფო­ტოგ­რა­ფია. მარ­თა­ლია, ის კურ­სი ბო­ლომ­დე ვერ და­ვას­რუ­ლე, მაგ­რამ რა პე­რი­ო­დიც დავ­დი­ო­დი, ბევ­რი რამ მას­წავ­ლა და ეს საქ­მე დღეს სწო­რედ ტუ­რიზ­მში ყე­ლა­ზე მე­ტად მად­გე­ბა. ხომ ვამ­ბობ, დე­დამ ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი მომ­ცა ცხოვ­რე­ბა­ში, რომ ყვე­ლაფ­რი გა­მო­მად­გა. აღ­ზრდი­სას სხვა­დას­ხვა კუ­თხით ფიქ­რობ­და, რად­გა­ნაც რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ყვე­ლა ქუ­ჩა­ში იდგა, ამი­ტომ, ცდი­ლობ­და, ქუ­ჩას ავე­ცი­ლე­ბი­ნე, ისე­თი ინ­ტე­რე­სე­ბი მქო­ნო­და ცხოვ­რე­ბა­ში, რი­თაც შემ­დეგ უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვიქ­ნე­ბო­დი... ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნეა და ამას­თან ერ­თად, თვი­თო­ნაც ბევ­რი რამ გა­მოს­დის, კე­რავ­და, სულ რა­ღა­ცას აკე­თებ­და, ფო­ტო­ებს თვი­თა­ნაც იღებ­და და ეს საქ­მე იმი­ტო­მაც შე­მიყ­ვარ­და. მერე თა­ვი­სი აპა­რა­ტიც მა­ჩუ­ქა... მახ­სოვს, იმ 90-იან წლებ­ში ჩემი მე­გობ­რე­ბის­თვის სა­კარ­ნა­ვა­ლო კოს­ტი­უ­მებ­საც კი კე­რავ­და... მოკ­ლედ, დიდი როლი უჭი­რავს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და ჩემი ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რია.

- გიო მუ­სი­კა­ში მი­მარ­თუ­ლე­ბას არ გაძ­ლევ­და?

- არა, ასე არ ყო­ფი­ლა და ჩემი აზ­რით, სწო­რა­დაც იქ­ცე­ო­და. ერთი-ორ სი­ტყვას მე­ტყო­და და იმით ვხვდე­ბო­დი, რომ ძა­ლი­ან მოს­წონ­და და უხა­რო­და, თუ რა­მეს გა­ვა­კე­თებ­დი. ისე, სხვე­ბის­გან უფრო ვი­გებ­დი, რო­გორც ჩანს, მათ ეუბ­ნე­ბო­და, - ნახე, ნო­და­რი­კომ რა მა­გა­რი რა­ღაც გა­ა­კე­თა? სა­ერ­თოდ, მუ­სი­კა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და, მე­ლო­მა­ნი იყო, სხვა­დას­ხვა ჟან­რის მუ­სი­კას სულ უს­მენ­და...

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ჟი­უ­რიმ დიდი სით­ბო­თი და სიყ­ვა­რუ­ლით მი­გი­ღო, აქა-იქ გა­მოჩ­დნენ ისე­თე­ბი, ვინც თქვა, რომ "გიოს ბი­ჭია და ასე იმი­ტომ ეფე­რე­ბი­ან, იმი­ტო­მაც მოხ­ვდა ათე­ულ­შიო". რას ეტყო­დი მათ?

- რაც უნდა გა­ა­კე­თო, ამას ვერ აც­დე­ბი, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სხვა კუ­თხით შე­მოგ­ხე­დავს. ჩე­მით ვცდი­ლობ და ასე­თებს მა­ინც ამ­ბო­ბენ და გიოს სა­ხე­ლი რომ მარ­თლა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა, მა­შინ იტყოდ­ნენ, - ნახე, რო­გორ გაძ­ვრაო?! ამი­ტომ, დი­დად, არ ვდარ­დობ, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მაგ ხალ­ხს არა­ნა­ი­რი როლი არ აქვს. სა­ერ­თოდ, ასე­თი ნე­გა­ტი­უ­რე­ბი რა­ტომ უნდა იყ­ვნენ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს ვი­ზამთ. თქვან, კი ბა­ტო­ნო, ყვე­ლას თა­ვის გზა აქვს, უბ­რა­ლოდ, მათ­თან კვე­თა არას­დროს მექ­ნე­ბა.

- სა­ერ­თოდ, რამ გა­და­გა­წყვე­ტი­ნა "მხო­ლოდ ქარ­თულ­ში" მოს­ვლა? აქამ­დე არც ერთ კონ­კურ­სში არ გა­მო­ჩე­ნილ­ხარ.

- არ ვიცი, ასე მო­მინ­და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო. სა­ერ­თოდ, მშობ­ლე­ბი არას­დროს მა­ძა­ლებ­დნენ რა­მეს. მოკ­ლედ, როცა გა­დავ­წყვი­ტე, მა­შინ მი­ვე­დი. ეტყო­ბა, მივ­ხვდი, რომ ამ­ჯე­რად ამის­თვის მზად ვი­ყა­ვი. ახლა ძა­ლი­ან მა­გარ პრო­ცეს­ში ვარ. სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მო­ში მოვ­ხვდი, მუ­სი­კო­სე­ბი გა­ვი­ცა­ნი, კონ­კურ­სან­ტე­ბი, ძა­ლი­ან მა­გა­რი სი­ახ­ლეა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მა­გა­რი ეტა­პია. პრო­ექ­ტი რო­გორც უნდა დამ­თარ­დეს, მარ­თლა ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი არი­ან და რაც მთა­ვა­რია, მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ჩემი ნა­ბი­ჯით. უკვე იმ­დე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. დიდი მად­ლო­ბა მინ­და, გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას. მი­ხა­რია, თუ ვინ­მეს სი­ა­მოვ­ნე­ბას ვა­ნი­ჭებ, თუ ვინ­მეს ჩემი სიმ­ღე­რა მოს­წონს და ჩემი და­ნახ­ვა უხა­რია. მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის.

ავტორი:

გიოს სახელი მართლა რომ გამომეყენებინა, იტყოდნენ, ნახე, როგორ გაძვრაო?! - ნოდარიკო ხუციშვილი მამის ტკივილსა და დედაზე

გიოს სახელი მართლა რომ გამომეყენებინა, იტყოდნენ, ნახე, როგორ გაძვრაო?! - ნოდარიკო ხუციშვილი მამის ტკივილსა და დედაზე

ნოდარიკო ხუციშვილის "მხოლოდ ქართულში" გამოჩენას საზოგადოება და თავად ჟიური თბილად და დიდი სიყვარულით შეხვდა. პირველივე დღიდან შეიყვარეს და უამრავი გულშემატკივარი გამოუჩნდა. დღეს ლიდერთა და ფავორიტთა შორის დამსახურებულად იკავებს ადგილს, მისი ნამღერი მოსწონთ და მხარს უჭერენ. ფართო საზოგადოებისთვის გიო ხუციშვილის აქამდე უცნობ შვილს, ნოდარიკოს კონკურსში სერიოზული მარათონი ელის. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კონკურსანტია, ასევე ძლიერ კონკურენტებთან უწევს ბრძოლა. დღეს ის AMBEBI.GE-ს სტუმარია და ჩვენს კითხვებს თავად პასუხობს...

- ყველასთვის ცნობილ მომღერალს რომ თავი დავანებოთ, გიო მამაა და როგორც ყველასთვის, ჩემთვისაც რთულია მამის დაკარგვა... მერე ენერგიული, სიცოცხლით სავსე იყო და ასეთი ადამიანის გვერდიდან მოცილება მტკივნეულია... რომ წამოვიზარდე, მასთან მეტად დავმეგობრდი. ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით, მერე მუსიკალურადაც ახლოს ვიყავით. რაღაცას რომ გავაკეთებდი, მინდოდა, მეთქვა და გამეხარებინა... ეს ყველაფერი დღეს მოგონებად დამრჩა, გარდა ამისა, თავისი სახელი დამიტოვა, რისთვისაც მადლობელი ვარ და ვიმეორებ, რთულია იმის შემდეგ ცხოვრება, როცა ასეთი ახლობელი ადამიანი მიდის. სადაც უნდა წავიდე, გიოზე ყველგან ბევრი სახალისო ისტორია მხვდება, რასაც ღიმილით ყვებიან და რთულია, შენც არ გაგეღიმოს. მართლა დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა და ამას, ვისაც მასთან ურთიერთობა ჰქონია, ვერ ივიწყებს.

- ეკრანზე გამოჩნდი თუ არა, ჟიურიდან დაწყებული, რიგითი მაყურებლით დასრულებული, ყველა გიოს გამსგავსებს. თავად რას იტყოდი ამაზე?

- სასიხარულოა, როცა ასეთ რაღაცას მეუბნებიან, მამა იყო, როგორ არ უნდა გამიხარდეს?! თუმცა საკუთარ თავზე ძნელია იმის მიხვედრა, როგორ გავხარ, ამას სხვა უფრო ამჩნევს. მინდა ვთქვა, რომ დედაჩემს ვინც იცნობს, მასაც მამსგავსებენ და ასევე ბიძასაც, დედის ძმას, რომელიც გარდაცვლილია. მის ძველ ფოტოებს რომ ვუყურებ, საოცრად ვგავარ. ნაკვთები, მიმიკები, მანერები, ლაპარაკი, მოძრაობა არის ის, რა პერიოდშიც ჩემს მშობლებთან მსგავსებას ვიჭერ და ხანდახან მეცინება კიდეც.

- სიმღერის ნიჭი გენეტიკურად რომ გადმოგეცა, ფაქტია, პედაგოგი არასდროს გყოლია?

- არასდროს მყოლია მასწავლებელი, ყველაფერი გენეტიკის ბრალია. მუსიკა დედაჩემის მხრიდანაც მომყვება - ბაბუაჩემი - გურამ ბაკურაძე პირველი ჯაზკვარტეტის წევრი იყო, რომელსაც გურამ ბზვანელი ხელმძღვანელობდა. საბჭოთა კავშირის დროს ჯაზი საქართველოში მათ შემოიტანეს. გიოს მამაც, ნოდარ ხუციშვილი თვითნასწავლი მომღერალი იყო, ოღონდ, მას ვერ მოვესწარი.

* * *

ნოდარიკო ამბობს, რომ პროფესიით მარკეტინგის სპეციალისტია, მაგისტრატურაც მარკეტინგში იტალიაში გაიარა. ამ მიმართულებითაც უმუშავია, მაგრამ ოფისში საქმიანობა დიდად არ ხიბლავს... დღესდღეობით ტურიზმის სფეროთია დაინტერესებული და დაკავებული, რაც ძალიან მოსწონს.

"მთაში სიარული ძალიან მიყვარს, რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებთან ერთადაც აქეთ-იქით ზაფხულობით ჩანთააკიდებულები დავდიოდი. ერთხელაც, ჩემმა მეგობარმა მთხოვა, სკანდინავიიდან ჩამოსული ჯგუფი სვანეთში წამეყვანა. სხვადასხვა სოფელსა და ოჯახში მოგვიხდა ყოფნა, 12-დღიანი ფანტასტიკური ტური გამოგვივიდა. საოცარი ხალხი გავიცანი და მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის დიდ ნაწილს ახლოს არ ვიცნობდი. დამაინტერესა ამ პროცესმა და ნელ-ნელა ამ მიმართულებით დავიწყე 2 კომპანიაში მუშაობა. ბიოღვინო, კულინარია ჩავრთე, მერე "ფესიბუქზე" გვერდიც გავაკეთე. მხოლოდ გიდობა არ მიწევს, ჯგუფი რომ ჩამოვა, თავის ყველა დეტალით (ტურის შედგენა, დაგეგმვა, არჩევა) ყველაფერს მე ვუწევ ორგანიზებას და ამ საქმის უფრო განვითრებას ვაპირებ, არ გავჩერდები. მართლა ძალიან მაგარი ქვეყანა გვაქვს, რომელიც ამ ჩემი საქმიანობით ხელახლა აღმოვაჩინე.

- როგორც შევიტყვეთ, დედას უდიდესი როლი ჰქონია შენი ინტერესების ჩამოყალიბებაში...

- კომიქსებში რომ სუპერგმირები არიან, ალბათ დედაჩემი ლელა ბაკურაძე ჩემთვის ასეთია რეალურ ცხოვრებაში. ახლა უფრო კარგად ვხდები რაღაცებს, პატარას გიჭირს გაანალიზო, ეს ადამიანი შენთვის რას აკეთებს. 34 წლის ვარ და ის ჩემზე პატარა იყო, როცა 2 შვილით, უმძიმეს 90-იანებში, არ ვიცი, როგორ, მაგრამ ბევრ რამეს ახერხებდა, გინდაც ფინანსურად, სულიერად, მორალურად. თხილამურები, ინგლისური, ფოტოსაქმე, რაზე არ მატარებდა. განსაკუთრებულად მინდა, აღვნიშნო დათო ცხადაძე, ადამიანი, დედას მეგობარი, ვინც ფოტოხელოვნება მასწავლა. უმაგრესი ფოტოგრაფია. მართალია, ის კურსი ბოლომდე ვერ დავასრულე, მაგრამ რა პერიოდიც დავდიოდი, ბევრი რამ მასწავლა და ეს საქმე დღეს სწორედ ტურიზმში ყელაზე მეტად მადგება. ხომ ვამბობ, დედამ ისეთი მიმართულებები მომცა ცხოვრებაში, რომ ყველაფრი გამომადგა. აღზრდისას სხვადასხვა კუთხით ფიქრობდა, რადგანაც რთული პერიოდი იყო, ყველა ქუჩაში იდგა, ამიტომ, ცდილობდა, ქუჩას ავეცილებინე, ისეთი ინტერესები მქონოდა ცხოვრებაში, რითაც შემდეგ უკმაყოფილო არ ვიქნებოდი... ხელოვნებათმცოდნეა და ამასთან ერთად, თვითონაც ბევრი რამ გამოსდის, კერავდა, სულ რაღაცას აკეთებდა, ფოტოებს თვითანაც იღებდა და ეს საქმე იმიტომაც შემიყვარდა. მერე თავისი აპარატიც მაჩუქა... მახსოვს, იმ 90-იან წლებში ჩემი მეგობრებისთვის საკარნავალო კოსტიუმებსაც კი კერავდა... მოკლედ, დიდი როლი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია.

- გიო მუსიკაში მიმართულებას არ გაძლევდა?

- არა, ასე არ ყოფილა და ჩემი აზრით, სწორადაც იქცეოდა. ერთი-ორ სიტყვას მეტყოდა და იმით ვხვდებოდი, რომ ძალიან მოსწონდა და უხაროდა, თუ რამეს გავაკეთებდი. ისე, სხვებისგან უფრო ვიგებდი, როგორც ჩანს, მათ ეუბნებოდა, - ნახე, ნოდარიკომ რა მაგარი რაღაც გააკეთა? საერთოდ, მუსიკა ძალიან უყვარდა, მელომანი იყო, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას სულ უსმენდა...

- მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ, ჟიურიმ დიდი სითბოთი და სიყვარულით მიგიღო, აქა-იქ გამოჩდნენ ისეთები, ვინც თქვა, რომ "გიოს ბიჭია და ასე იმიტომ ეფერებიან, იმიტომაც მოხვდა ათეულშიო". რას ეტყოდი მათ?

- რაც უნდა გააკეთო, ამას ვერ აცდები, ყოველთვის იქნება ადამიანი, რომელიც სხვა კუთხით შემოგხედავს. ჩემით ვცდილობ და ასეთებს მაინც ამბობენ და გიოს სახელი რომ მართლა გამომეყენებინა, მაშინ იტყოდნენ, - ნახე, როგორ გაძვრაო?! ამიტომ, დიდად, არ ვდარდობ, ჩემს ცხოვრებაში მაგ ხალხს არანაირი როლი არ აქვს. საერთოდ, ასეთი ნეგატიურები რატომ უნდა იყვნენ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. თქვან, კი ბატონო, ყველას თავის გზა აქვს, უბრალოდ, მათთან კვეთა არასდროს მექნება.

- საერთოდ, რამ გადაგაწყვეტინა "მხოლოდ ქართულში" მოსვლა? აქამდე არც ერთ კონკურსში არ გამოჩენილხარ.

- არ ვიცი, ასე მომინდა მასში მონაწილეობა, ჩემი არჩევანი იყო. საერთოდ, მშობლები არასდროს მაძალებდნენ რამეს. მოკლედ, როცა გადავწყვიტე, მაშინ მივედი. ეტყობა, მივხვდი, რომ ამჯერად ამისთვის მზად ვიყავი. ახლა ძალიან მაგარ პროცესში ვარ. საინტერესო გარემოში მოვხვდი, მუსიკოსები გავიცანი, კონკურსანტები, ძალიან მაგარი სიახლეა ჩემს ცხოვრებაში, მაგარი ეტაპია. პროექტი როგორც უნდა დამთარდეს, მართლა ძლიერი კონკურსანტები არიან და რაც მთავარია, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ნაბიჯით. უკვე იმდენი გამოცდილება მივიღე. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ყველას. მიხარია, თუ ვინმეს სიამოვნებას ვანიჭებ, თუ ვინმეს ჩემი სიმღერა მოსწონს და ჩემი დანახვა უხარია. მადლობა მხარდაჭერისთვის.

"ძალიან ვინერვიულე და მალე მუცელი მომეშალა...მეუღლესთან ურთიერთობა დაიძაბა" - რა სირთულეები მოჰყვა თიკა მახალდიანის ცხოვრებაში "ფეისბუქზე" ატვირთულ ფოტოს

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან