პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ წესრიგის დაცვა, როგორც კაცებს - ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის აქციაზე
ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ წესრიგის დაცვა, როგორც კაცებს - ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის აქციაზე

შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ნა­წილს ქალი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც მეზვრიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, პო­ლი­ცი­ელ ქა­ლებს ისე­ვე კარ­გად შე­უძ­ლი­ათ მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა და სა­პო­ლი­ციო ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რო­გორც კა­ცებს.

„რაც შე­ე­ხე­ბა გურ­ჯა­ან­ში აქ­ცი­ა­ზე ქალი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ყოფ­ნას, მე ამ სა­კითხს ასე შე­ვა­ფა­სებ­დი, რომ მათი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა ჩემ­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია სა­მი­ნის­ტროს შიგ­ნით. მე მო­ვის­მი­ნე გან­ცხა­დე­ბე­ბი, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხრი­დან, რომ თით­ქოს იქ ქა­ლე­ბი არ უნდა მდგა­რიყ­ვნენ. ეს მი­მაჩ­ნია ქალი პო­ლი­ცი­ე­ლის რო­ლის დაკ­ნი­ნე­ბად. შსს-ში საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებს ქა­ლე­ბი იკა­ვე­ბენ, მათ შო­რის მი­ნის­ტრის ორი მო­ად­გი­ლე ქა­ლია. ეს მი­უ­თი­თებს ამ სა­კი­თხის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლო­ბა­ზე. ამ სა­კი­თხზე აპე­ლი­რე­ბა აკ­ნი­ნებს ქა­ლის როლს პო­ლი­ცი­ა­ში, რად­გან მათ ისე­ვე კარ­გად შე­უძ­ლი­ათ მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა და სა­პო­ლი­ციო ფუნ­ქცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა, რო­გორც კა­ცებს", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, გურ­ჯა­ა­ნის აქ­ცი­ა­ზე ქალი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ყოფ­ნა თუ რა­ი­მე სექ­სის­ტუ­რი მი­ზე­ზით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, ამ სა­კი­თხით პი­რა­დად და­ინ­ტე­რეს­დე­ბა.

„რაც შე­ე­ხე­ბა შე­კი­თხვას, იყო თუ არა შეგ­ნე­ბუ­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი, ვერ გე­ტყვით, დი­ლი­დან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბი. ეს თუ არ იყო უბ­რა­ლოდ დამ­თხვე­ვა, რად­გან ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი ქალი მუ­შა­ობს კა­ხეთ­ში და ამის მიღ­მა რა­ი­მე სექ­სის­ტუ­რი მო­ტი­ვა­ცია იყო, ამ სა­კი­თხით პი­რა­დად და­ვინ­ტე­რეს­დე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

ავტორი:

ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ წესრიგის დაცვა, როგორც კაცებს - ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის აქციაზე

ქალ პოლიციელებს ისევე კარგად შეუძლიათ წესრიგის დაცვა, როგორც კაცებს - ნათია მეზვრიშვილი გურჯაანის აქციაზე

შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილს ქალი პოლიციელების როლის დაკნინებაში ადანაშაულებს. როგორც მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიციელ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს.

„რაც შეეხება გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნას, მე ამ საკითხს ასე შევაფასებდი, რომ მათი ინტერესების დაცვა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სამინისტროს შიგნით. მე მოვისმინე განცხადებები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თითქოს იქ ქალები არ უნდა მდგარიყვნენ. ეს მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად. შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, გურჯაანის აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნა თუ რაიმე სექსისტური მიზეზით იყო გამოწვეული, ამ საკითხით პირადად დაინტერესდება.

„რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა შეგნებულად გაკეთებული, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, რადგან ბევრი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში და ამის მიღმა რაიმე სექსისტური მოტივაცია იყო, ამ საკითხით პირადად დავინტერესდები", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები