პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა - "უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს!"
დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა - "უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს!"

„ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რს, და­ვით კირ­კი­ტა­ძეს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ნა­რი­მა­ნიშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე, და­ვით კირ­კი­ტა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ზანს "უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლით მი­აღ­წევს".

"შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლას­თვის მო­სა­წო­ნი არ იყო, რა­საც ვა­კე­თებ­დით. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცამ ჩათ­ვა­ლოს, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას თუ გა­გი­წე­ვენ, უნდა და­მორ­ჩილ­დე. შე­იძ­ლე­ბა ეს სტან­დარ­ტია, მაგ­რამ ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის და მე ეს არ მინ­და," - გა­ნა­ცხა­და კირ­კი­ტა­ძემ.

კირ­კი­ტა­ძემ ვე­ლის­ცი­ხე­ში 16 დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბიც გა­იხ­სე­ნა.

"მე ჩემი საქ­ცი­ე­ლით და­ვამ­ტკი­ცე, რო­გორ უნდა და­ვა­მარ­ცხოთ ეს რე­ჟი­მი. ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ის მი­მართ არის და­დე­ბი­თი და არა­ნა­ი­რი გან­ზრახ­ვა მათი შე­უ­რა­ცხყო­ფის არ მქო­ნია. უკომ­პრო­მი­სო ბრძო­ლით მი­ვაღ­წევ მი­ზანს," - გა­ნა­ცხა­და და­ვით კირ­კი­ტა­ძემ.

და­ვით კირ­კი­ტა­ძე ვე­ლის­ცი­ხე­ში 16 დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმის­თვის, ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და ქო­ნე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 353-ე პრი­მა მუხ­ლით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბით და­ა­კა­ვეს. ის ბრალს არ აღი­ა­რებს და შიმ­ში­ლობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა - "უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს!"

დავით კირკიტაძეს პატიმრობა შეეფარდა - "უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს!"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებამდე, დავით კირკიტაძემ განაცხადა, რომ მიზანს "უკომპრომისო ბრძოლით მიაღწევს".

"შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყო, რასაც ვაკეთებდით. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე. შეიძლება ეს სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის და მე ეს არ მინდა," - განაცხადა კირკიტაძემ.

კირკიტაძემ ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი მოვლენებიც გაიხსენა.

"მე ჩემი საქციელით დავამტკიცე, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი. ჩემი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ არის დადებითი და არანაირი განზრახვა მათი შეურაცხყოფის არ მქონია. უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს