პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიდრე მიშელი დემნას სამოსში ბრწყინავდა, ბარაკ ობამა ბავშვებს საავადმყოფოში სანტას ფორმით ესტუმრა
ვიდრე მიშელი დემნას სამოსში ბრწყინავდა, ბარაკ ობამა ბავშვებს საავადმყოფოში სანტას ფორმით ესტუმრა

ბა­რაკ ობა­მა ვა­შინგტო­ნის ბავ­შვთა ეროვ­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფოს ეს­ტუმ­რა. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სან­ტა კლა­უ­სის ქუ­დით და ხურ­ჯი­ნით მი­ვი­და, ასო­ბით ექიმ­თან, ექთან­თან და პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტებ­თან ერ­თად კი მხი­ა­რუ­ლად მღე­რო­და სა­შო­ბაო სიმ­ღე­რებს.

სა­ა­ვად­მყო­ფოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი სტუ­მარს მხი­ა­რუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბი­თა და ტა­შით შე­ე­გებ­ნენ.

„ყვე­ლა თქვენ­განს მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო. მო­მე­ცა შან­სი, გავ­სა­უბ­რე­ბო­დი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ბავ­შვებს და მათ ოჯა­ხის წევ­რებს. ორი შვი­ლი მყავს და წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა რთუ­ლია მშობ­ლე­ბის­თვის აქ გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი...

თუმ­ცა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მათ ჰყავთ ექთ­ნე­ბი, ექი­მე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ბავ­შვებ­ზე ზრუ­ნა­ვენ, უს­მე­ნენ მათ, პა­ტა­რა პა­ცი­ენ­ტე­ბის ხე­ლე­ბი უჭი­რავთ... ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია,“ - გა­ნა­ცხა­და ობა­მამ კლი­ნი­კა­ში.

ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა პა­ლა­ტებ­ში სა­ჩუქ­რე­ბი და­ა­რი­გა - სხვა­დას­ხვა სა­თა­მა­შო, პულ­ტით სა­მარ­თა­ვი მან­ქა­ნე­ბი, ასა­წყო­ბი ფაზ­ლე­ბი, ფრჩხი­ლის ლა­ქე­ბი...

ერ­თმა პა­ტა­რა გო­გო­ნამ კი, რო­მელ­საც ობა­მა პა­ლა­ტა­ში ეს­ტუმ­რა, სი­ხა­რუ­ლის­გან ტი­რი­ლი ვერ შე­ი­კა­ვა. ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მის­თვის ცეკ­ვაც კი შე­ას­რუ­ლა, შემ­დეგ კი ჩა­ე­ხუ­ტა.

ვიდ­რე ბა­რაკ ობა­მა სან­ტას ქუ­დით ბავ­შვებს სა­შო­ბაო სიმ­ღე­რებს უმ­ღე­რო­და, მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მისი ცოლი, მი­შე­ლიც მო­ექ­ცა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ წიგნ­ზე სა­სა­უბ­როდ სარა ჯე­სი­კა პარ­კერს „ბა­ლენ­სი­ა­გას“ სა­მო­სით ეს­ტუმ­რა. ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლე­დის ბრჭყვი­ა­ლა, მა­ღალ­ყე­ლი­ან ჩექ­მა­სა და ყვი­თელ კა­ბა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შე­უ­ჩე­რებ­ლად მსჯე­ლო­ბენ. დემ­ნა გვა­სა­ლი­ას მიერ შექ­მნი­ლი ჩექ­მის ფასი 4 ათა­სი დო­ლა­რია, კაბა კი „ბა­ლენ­სი­ა­გას“ გა­ზა­ფხუ­ლი-ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან არის.

ავტორი:

ვიდრე მიშელი დემნას სამოსში ბრწყინავდა, ბარაკ ობამა ბავშვებს საავადმყოფოში სანტას ფორმით ესტუმრა

ვიდრე მიშელი დემნას სამოსში ბრწყინავდა, ბარაკ ობამა ბავშვებს საავადმყოფოში სანტას ფორმით ესტუმრა

ბარაკ ობამა ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნულ საავადმყოფოს ესტუმრა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი სამედიცინო დაწესებულებაში სანტა კლაუსის ქუდით და ხურჯინით მივიდა, ასობით ექიმთან, ექთანთან და პატარა პაციენტებთან ერთად კი მხიარულად მღეროდა საშობაო სიმღერებს.

საავადმყოფოს თანამშრომლები და ბავშვები სტუმარს მხიარული შეძახილებითა და ტაშით შეეგებნენ.

„ყველა თქვენგანს მადლობა მინდა გადავუხადო. მომეცა შანსი, გავსაუბრებოდი არაჩვეულებრივ ბავშვებს და მათ ოჯახის წევრებს. ორი შვილი მყავს და წარმომიდგენია, რა რთულია მშობლებისთვის აქ გატარებული დღეები...

თუმცა ამ სიტუაციაში მათ ჰყავთ ექთნები, ექიმები, ადამიანები, ვინც ბავშვებზე ზრუნავენ, უსმენენ მათ, პატარა პაციენტების ხელები უჭირავთ... ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ობამამ კლინიკაში.

ყოფილმა პრეზიდენტმა პალატებში საჩუქრები დაარიგა - სხვადასხვა სათამაშო, პულტით სამართავი მანქანები, ასაწყობი ფაზლები, ფრჩხილის ლაქები...

ერთმა პატარა გოგონამ კი, რომელსაც ობამა პალატაში ესტუმრა, სიხარულისგან ტირილი ვერ შეიკავა. ყოფილმა პრეზიდენტმა მისთვის ცეკვაც კი შეასრულა, შემდეგ კი ჩაეხუტა.

ვიდრე ბარაკ ობამა სანტას ქუდით ბავშვებს საშობაო სიმღერებს უმღეროდა, მედიის ყურადღების ცენტრში მისი ცოლი, მიშელიც მოექცა, რომელიც საკუთარ წიგნზე სასაუბროდ სარა ჯესიკა პარკერს „ბალენსიაგას“ სამოსით ესტუმრა. ყოფილი პირველი ლედის ბრჭყვიალა, მაღალყელიან ჩექმასა და ყვითელ კაბაზე სოციალურ ქსელებში შეუჩერებლად მსჯელობენ. დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჩექმის ფასი 4 ათასი დოლარია, კაბა კი „ბალენსიაგას“ გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე