საქართველოში ინტერნეტმომხმარებლების უმეტესობა, „გუგლის“ საძიებო სისტემის მიხედვით, 2018 წელს სოციალურ ქსელ facebook-ს ეძებდნენ. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში facebook-ს ყველაზე ხშირად იანვარში „გუგლავდნენ“.
facebook-ის შემდეგ ქართველები ყველაზე ხშირად Youtube-თ ინტერესდებოდნენ, რომელიც ასევე ყველაზე პოპულარული იანვარში იყო.
ყველაზე „სერჩვად“ სიტყვებს შორის მესამე ადგილზე კი თავად Google გავიდა. ამით წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად აპრილში დაინტერესდნენ.
საქართველოს ინტერნეტმომხმარებლებში დიდი ინტერესით სარგებლობდა ასევე Translate და Adjaranet-ი. მომხმარებლები ამ საიტებით ყველაზე ხშირად ნოემბერსა და დეკემბერში სარგებლობდნენ. „გუგლის“ საძიებო სისტემის მიხედვით, ქართველებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს crystallbet, ამინდის, Adjarabet, mp3-სა და google translate-ის მიმართ. წაიკითხეთ სრულად