პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შიმშილობით გარდაცვლილი პატიმრის საქმის ახალი დეტალები: "თუ რეალური დამნაშავეები არ დაისჯებიან, ციხეებში მივიღებთ უარეს სიტუაციას"
შიმშილობით გარდაცვლილი პატიმრის საქმის ახალი დეტალები: "თუ რეალური დამნაშავეები არ დაისჯებიან, ციხეებში მივიღებთ უარეს სიტუაციას"

სამი დღის წინ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რე­სი ფორ­მის, შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გად, 35 წლის პა­ტი­მა­რი გი­ორ­გი ფა­სე­იშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­იწ­ვია თუ არა პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის უმოქ­მე­დო­ბამ? რო­გორ რე­ა­გი­რებს სა­ხელ­მწი­ფო მომ­ხდარ­ზე და ვის ეკის­რე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა? AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის საქ­მით და­ინ­ტე­რეს­და. ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი მოკ­ვლე­ვის პრო­ცეს­ში არა­ერ­თი სა­გან­გა­შო დე­ტა­ლი გა­მო­იკ­ვე­თა.

1983 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფა­სე­იშ­ვი­ლი 2018 წლის 31 ივ­ლისს და­ა­კა­ვეს, ხოლო პირ­ველ აგ­ვის­ტოს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და და გლ­და­ნის N8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გლ­და­ნის ცი­ხე­ში გარ­დაც­ვლილ პა­ტი­მარს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ედე­ბო­და ბრა­ლად. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე წლის 12 ივ­ლისს, გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე და­ი­წყეს. "გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2018 წლის 12 ივ­ლისს, სა­ღა­მოს და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე თბი­ლის­ში, მეტ­რო-სად­გურ "ღრმა­ღე­ლეს" მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, გი­ორ­გი ფა­სე­იშ­ვილ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძეს მჭრე­ლი საგ­ნით მი­ა­ყე­ნა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა და მი­ი­მა­ლა. გი­ორ­გი თა­ვარ­თქი­ლა­ძე დრო­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვის შე­დე­გად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. გი­ორ­გი ფა­სე­იშ­ვი­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი დას­ტურ­დე­ბა საქ­მე­ზე შეკ­რე­ბი­ლი შემ­დე­გი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით: და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის გა­მო­კი­თხვით მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვითმხილ­ვე­ლი მოწ­მის ჩვე­ნე­ბით, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, და­ზა­რა­ლე­ბულს მი­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს მუც­ლის ღრუს შე­მა­ვა­ლი ჭრი­ლო­ბა კუ­ჭის სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბით, რო­მე­ლიც მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მძი­მე ხა­რისხს, რო­გორც სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თოს, გა­მო­თხო­ვი­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რით და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მა­სა­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბით", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბის დღი­დან ფა­სე­იშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევ­და. ის გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებ­და, რის გა­მოც მი­მარ­თა პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მას და შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყო. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ეტა­პობ­რი­ვად უა­რეს­დე­ბო­და, იგი პე­რი­ო­დუ­ლად გა­დაჰ­ყავ­დათ სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში და სხვა­დას­ხვა ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ. უკა­ნას­კნე­ლად ის 15 დე­კემ­ბერს გა­და­იყ­ვა­ნეს ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში, სა­დაც და­უს­ვეს ღვიძ­ლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბის, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი თრომ­ბო­ი­ტო­პე­ნი­ის, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი კო­ა­გუ­ლო­პა­თი­ის, ბოდ­ვი­თი აშ­ლი­ლო­ბი­სა და ჰი­პოგ­ლი­კე­მი­ის დი­აგ­ნო­ზი. 17 დე­კემ­ბერს კი ამა­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

პა­ტიმ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნა, რომ "პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მო­თავ­სე­ბის დღი­დან ბრალ­დე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მედ­პერ­სო­ნა­ლის მუდ­მი­ვი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბო­და და სა­თა­ნა­დო სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბით იყო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლუ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის არა­ერ­თი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბრალ­დე­ბუ­ლი უარს აცხა­დებ­და სამ­სა­ხუ­რის მიერ მის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ დახ­მა­რე­ბა­ზე, არ ღე­ბუ­ლობ­და მე­დი­კა­მენ­ტებს და არ აძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას მედ­პერ­სო­ნალს, რომ მის­თვის სა­თა­ნა­დო გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ. გი­ორ­გი ფა­სი­ე­იშ­ვი­ლი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევ­და და შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, რის შე­სა­ხე­ბაც სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბა".

რა­ტომ და­უშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა და არ აც­ნო­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველს იმის შე­სა­ხებ, რომ პა­ტი­მა­რი გორ­გი ფა­სე­იშ­ვი­ლი შიმ­ში­ლობ­და? სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლემ, გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძემ AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ხახ­ლო დამ­ცველს ამ ფაქ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ჰქო­ნია. მისი გან­მარ­ტე­ბით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი რო­გორც წესი, ყო­ველ­თვის, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე აწ­ვდის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატს ინ­ფო­რა­ცი­ას პა­ტიმ­რის მიერ შიმ­ში­ლო­ბის და­წყე­ბი­სა და დას­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე. ეს შემ­თხვე­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო.

"ზო­გა­დად, პა­ტიმ­რის შიმ­ში­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­იძ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვა­წო­დოს როგრც თა­ვად პა­ტი­მარ­მა, ისე მის­მა ოჯა­ხის წევ­რმა და ასე­ვე, თა­ვად სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ. რო­გორც წესი, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის მოგ­ვმარ­თავს და გვა­გე­ბი­ნებს, რომ ესა თუ ის პა­ტი­მა­რი შიმ­ში­ლობს. კა­ნო­ნით ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მათ არ გა­აჩ­ნი­ათ, მაგ­რამ ეს ჩვე­ნი, ამ ორი უწყე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის პრაქ­ტი­კაა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ გვქო­ნია. რო­დე­საც ჩვენ ვკი­თხეთ, თუ რა­ტომ არ მოგ­ვა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია ამ პი­რის შე­სა­ხებ, გვი­პა­სუ­ხეს, რომ გი­ორ­გი ფა­სე­იშ­ვი­ლი არ შიმ­ში­ლობ­და. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან გაგ­ვაკ­ვირ­ვა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ამ პა­სუხ­მა. ამ სა­კითხს ვსწავ­ლობთ და ჩვენ ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა ბერ­კეტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ. უკვე მი­ვე­დით გლ­და­ნის მერ­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, გა­მოვ­კი­თხეთ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი, პერ­სო­ნა­ლი, გა­ვე­ცა­ნით პა­ტიმ­რის ის­ტო­რი­ას, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტებს და უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში დავ­დებთ ჩვენს დას­კვნას", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი ბურ­ჯა­ნა­ძემ.

AMBEBI.GE პე­ინ­ტენ­ცი­ურ სამ­სა­ხურს შემ­დე­გი შე­კი­თხვე­ბით და­უ­კავ­შირ­და: შიმ­ში­ლობ­და თუ არა სი­ნამ­დვი­ლე­ში გარ­დაც­ვლლი პა­ტი­მა­რი გი­ორ­გი ფა­სე­იშ­ვი­ლი, რა­ტომ არ აც­ნო­ბა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველს? რა­ტომ გა­ნუ­ცხა­დეს გლ­და­ნის მერ­ვე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­სულ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გე­ნელს, რომ ფა­სე­იშ­ვი­ლი არ შიმ­ში­ლობ­და? რა გა­ა­კე­თა უწყე­ბამ იმის­თვის, რომ პა­ტი­მა­რი არ გარ­დაც­ვლი­ლი­ყო?

პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა ამ შე­კი­თხვებ­ზე სრუ­ლი და ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი არ გაგ­ვცა თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ "სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრის 2013 წლის 4 ივ­ლი­სის N169 ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მო­შიმ­ში­ლე ბრალ­დე­ბუ­ლის იძუ­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის უფ­ლე­ბა არ აქვს. შიმ­ში­ლო­ბის დროს სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა, მათ შო­რის, ხე­ლოვ­ნუ­რი კვე­ბა, და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ მო­შიმ­ში­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბით, გარ­და იმ შემ­თხვე­ვე­ბი­სა, რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე გარ­და­უ­ვა­ლია მო­შიმ­ში­ლის სიკ­ვდი­ლი, რის თა­ო­ბა­ზეც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა იქ­ნეს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი მი­ნი­მუმ ერთი, სხვა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ე­ქი­მო საქ­მი­ა­ნო­ბის სუ­ბი­ექ­ტის მიერ მა­ინც. კვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბით გა­მოწ­ვე­ულ შე­დე­გებ­თან ბრძო­ლის მიზ­ნით გი­ორ­გი ფა­სი­ე­იშ­ვილს ინ­ფუ­ზი­უ­რი თე­რა­პია უტარ­დე­ბო­და მხო­ლოდ მისი სომ­ნო­ლენ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნი­სას, ან მის მიერ სი­ტყვი­ე­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი თან­ხმო­ბის შემ­თხვე­ვა­ში (იშ­ვი­ა­თად)".

რო­გორც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი გან­მარ­ტავს, კა­ნო­ნით პა­ტიმ­რის­თვის სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის იძუ­ლე­ბა ზო­გა­დად და­უშ­ვე­ბე­ლია, თუმ­ცა იგი­ვე კა­ნო­ნი იძ­ლე­ვა მი­თი­თე­ბას, რომ "რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გა­რე­შე გარ­და­უ­ვა­ლია მო­შიმ­ში­ლის სიკ­ვდი­ლი", პა­ტი­მარს იძუ­ლე­ბით უნდა ჩა­უ­ტარ­დეს სამ­კურ­ნა­ლო პრო­ცე­დუ­რე­ბი.

ფაქ­ტია, რომ მო­შიმ­ში­ლეს სიკ­ვდი­ლი გარ­და­უ­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. მაშ, რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა მისი სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა? რამ­დე­ნად სა­თა­ნა­დო და სრულ­ყო­ფი­ლი იყო ის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა, რო­მე­ლიც ფა­სე­იშ­ვილს გა­ე­წია? იმე­დია, ამ და სხვა არა­ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­კი­თხვას პა­სუხს გა­მო­ძი­ე­ბა დრო­უ­ლად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად გას­ცემს. გი­ორ­გი ფა­სე­იშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის სამ­მარ­თვე­ლოს პირ­ველ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

არა­სა­მა­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და რიგი უფ­ლე­ბადმცვე­ლე­ბი მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რის გარ­დცა­ვა­ლე­ბის პრე­ცე­დენტს ვერ იხ­სე­ნე­ბენ და ფაქტს სა­გან­გა­შოს უწო­დე­ბენ. "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" იუ­რის­ტი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე აცხა­დებს, რომ მო­შიმ­ში­ლე პა­ტი­მარ­თა მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბას არ იჩე­ნენ.

"ხში­რად მი­წევს მო­შიმ­ში­ლე პა­ტიმ­რე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბა ამა თუ იმ სა­პა­ტიმ­რო­ში და ყველ­გან ერ­თნა­ი­რი მდგო­მა­რე­ო­ბაა - სრუ­ლი უყუ­რა­დღე­ბო­ბა! არც ფსი­ქო­ლო­გი შეჰ­ყავთ, არც ექი­მი და არც არა­ვინ. მე რო­მელ პა­ტიმ­რებ­თა­ნაც მქო­ნია შე­ხე­ბა, იმათ შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­გი­რე­ბა ნული იყო. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში და­სად­გე­ნია, რამ მი­იყ­ვა­ნა ეს ადა­მი­ა­ნი პრო­ტეს­ტის ამ უკი­დუ­რეს ფორ­მამ­დე. რო­დე­საც პა­ტი­მა­რი მოხ­ვდე­ბა სა­პა­ტიმ­რო­ში, ის ირი­ცხე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ბა­ლანსზე, ამი­ტომ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა მას ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა გა­უ­წი­ოს. ახლა რაც არ უნდა თქვან, რომ ყვლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, ფაქ­ტი გვაქვს ასე­თი: პა­ტი­მა­რი შიმ­ში­ლობ­და და ის გარ­და­იც­ვა­ლა. უნდა მოხ­დეს ფაქ­ტის დრო­უ­ლი და ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, უნდა და­ი­სა­ჯონ რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და არა გან­ტე­ვე­ბის ვა­ცე­ბი. თუ ეს ასე არ მოხ­და, მა­შინ ცი­ხე­ებ­ში მი­ვი­ღებთ უა­რეს სი­ტუ­ა­ცი­ას. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ უნდა გა­ი­გოს ისე, თით­ქოს დამ­ნა­შა­უ­ლი არის მხო­ლოდ ის, თუ კი ვი­ღა­ცა ვი­ღა­ცას ეს­ვრის და მოკ­ლავს, ან თავს და­ეს­ხმე­ბა, გა­ქურ­დავს და ა.შ. და­ნა­შა­უ­ლი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს უმოქ­მე­დო­ბი­თაც, გულ­გრი­ლო­ბი­თაც. რო­დე­საც შენ ვალ­დე­ბუ­ლი ხარ აღ­კვე­თო ეს ქმე­დე­ბა და ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფ ამას, ეს და­ნა­შა­უ­ლია".

გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ოჯახ­მა მე­დი­ით გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, რომ მათ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გა­აჩ­ნი­ათ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით "შიმ­ში­ლობ­და და მოკ­ვდა "ვსო" ეს იყო. ჩვენ არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არ გაგ­ვაჩ­ნია", - აღ­ნიშ­ნეს ოჯა­ხის წევ­რებ­მა.

ოჯა­ხის ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის გა­უ­გე­ბა­რი აღ­მოჩ­ნდა და გარ­კვე­უ­ლი ეჭ­ვე­ბი გა­ა­ჩი­ნა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მიტ­რი ნო­ზა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ოჯა­ხის ამ­გვარ­მა ნე­იტ­რა­ლურ­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, შე­საძ­ლოა, საქ­მის დრო­ულ და ობიქ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს: "ჩემ­თვის სრუ­ლი­ად აბ­სურ­დუ­ლი იყო ოჯა­ხის ეს პო­ზი­ცია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ისი­ნი არ იყ­ვნენ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, და­ად­გი­ნონ რამ გა­მო­იწ­ვია მათი ოჯა­ხის წევ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა? ხომ არ იყო იგი უყუ­რა­დღე­ბო­ბის ან უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლი? ოჯა­ხის ეს რე­აქ­ცია, ძა­ლი­ან გა­უ­გე­ბა­რია და ამ პა­სუ­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სე­რი­ო­ზუ­ლი ეჭ­ვე­ბი ჩნდე­ბა, რომ ისი­ნი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბი­ან ან რამე სხვა ხდე­ბა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

შიმშილობით გარდაცვლილი პატიმრის საქმის ახალი დეტალები: "თუ რეალური დამნაშავეები არ დაისჯებიან, ციხეებში მივიღებთ უარეს სიტუაციას"

შიმშილობით გარდაცვლილი პატიმრის საქმის ახალი დეტალები: "თუ რეალური დამნაშავეები არ დაისჯებიან, ციხეებში მივიღებთ უარეს სიტუაციას"

სამი დღის წინ პროტესტის უკიდურესი ფორმის, შიმშილობის შედეგად, 35 წლის პატიმარი გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა. გამოიწვია თუ არა პატიმრის გარდაცვალება სახელმწიფო უწყებების უმოქმედობამ? როგორ რეაგირებს სახელმწიფო მომხდარზე და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? AMBEBI.GE გარდაცვლილი პატიმრის საქმით დაინტერესდა. ჟურნალისტური მოკვლევის პროცესში არაერთი საგანგაშო დეტალი გამოიკვეთა.

1983 წელს დაბადებული გიორგი ფასეიშვილი 2018 წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო პირველ აგვისტოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გლდანის ციხეში გარდაცვლილ პატიმარს მკვლელობის მცდელობა ედებოდა ბრალად. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარე წლის 12 ივლისს, გიორგი თავართქილაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაიწყეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 12 ივლისს, საღამოს დაახლოებით 19:00 საათზე თბილისში, მეტრო-სადგურ "ღრმაღელეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, გიორგი ფასეიშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, გიორგი თავართქილაძეს მჭრელი საგნით მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო შემავალი ჭრილობა და მიიმალა. გიორგი თავართქილაძე დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად გადაურჩა სიკვდილს. გიორგი ფასეიშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული დასტურდება საქმეზე შეკრებილი შემდეგი მტკიცებულებებით: დაზარალებულის გამოკითხვით მიღებული ინფორმაციით, თვითმხილველი მოწმის ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის მიხედვითაც, დაზარალებულს მიყენებული აქვს მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა კუჭის სხეულის დაზიანებით, რომელიც მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს, გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით და საქმეში არსებული სხვა მასალების ერთობლიობით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ფასეიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. ის გამოძიებას უნდობლობას უცხადებდა, რის გამოც მიმართა პროტესტის უკიდურეს ფორმას და შიმშილობა დაიწყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეტაპობრივად უარესდებოდა, იგი პერიოდულად გადაჰყავდათ სამკურნალო დაწესებულებაში და სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას უწევდნენ. უკანასკნელად ის 15 დეკემბერს გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც დაუსვეს ღვიძლის მწვავე უკმარისობის, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენიის, დაუზუსტებელი კოაგულოპათიის, ბოდვითი აშლილობისა და ჰიპოგლიკემიის დიაგნოზი. 17 დეკემბერს კი ამავე საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პატიმრის გარდაცვალებისთანავე პენიტენციურმა სამსახურმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ "პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ. გიორგი ფასიეიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და შიმშილობა გამოაცხადა, რის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა".

რატომ დაუშვა გამონაკლისი პენიტენციურმა სამსახურმა და არ აცნობა სახალხო დამცველს იმის შესახებ, რომ პატიმარი გორგი ფასეიშვილი შიმშილობდა? სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ სახახლო დამცველს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია. მისი განმარტებით, პენიტენციური სამსახური როგორც წესი, ყოველთვის, გამონაკლისის გარეშე აწვდის სახალხო დამცველის აპარატს ინფორაციას პატიმრის მიერ შიმშილობის დაწყებისა და დასრულების თაობაზე. ეს შემთხვევა გამონაკლისი იყო.

"ზოგადად, პატიმრის შიმშილობის შესახებ შეიძლება ინფორმაცია მოგვაწოდოს როგრც თავად პატიმარმა, ისე მისმა ოჯახის წევრმა და ასევე, თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებამ. როგორც წესი, გამონაკლისის გარეშე, სასჯელაღსრულების დაწესებულება ყოველთვის მოგვმართავს და გვაგებინებს, რომ ესა თუ ის პატიმარი შიმშილობს. კანონით ამის ვალდებულება მათ არ გააჩნიათ, მაგრამ ეს ჩვენი, ამ ორი უწყების ურთიერთობის პრაქტიკაა წლების განმავლობაში. ამ შემთხვევაზე ინფორმაცია არ გვქონია. როდესაც ჩვენ ვკითხეთ, თუ რატომ არ მოგვაწოდეს ინფორმაცია ამ პირის შესახებ, გვიპასუხეს, რომ გიორგი ფასეიშვილი არ შიმშილობდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გაგვაკვირვა პენიტენციური სამსახურის ამ პასუხმა. ამ საკითხს ვსწავლობთ და ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ. უკვე მივედით გლდანის მერვე დაწესებულებაში, გამოვკითხეთ მსჯავრდებულები, პერსონალი, გავეცანით პატიმრის ისტორიას, სამედიცინო დოკუმენტებს და უახლოეს მომავალში დავდებთ ჩვენს დასკვნას", - აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.

AMBEBI.GE პეინტენციურ სამსახურს შემდეგი შეკითხვებით დაუკავშირდა: შიმშილობდა თუ არა სინამდვილეში გარდაცვლლი პატიმარი გიორგი ფასეიშვილი, რატომ არ აცნობა პენიტენციურმა სამსახურმა ამის შესახებ სახალხო დამცველს? რატომ განუცხადეს გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისულ სახალხო დამცველის წარმომადგენელს, რომ ფასეიშვილი არ შიმშილობდა? რა გააკეთა უწყებამ იმისთვის, რომ პატიმარი არ გარდაცვლილიყო?

პენიტენციურმა სამსახურმა ამ შეკითხვებზე სრული და ამომწურავი პასუხები არ გაგვცა თუმცა აღნიშნა, რომ "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2013 წლის 4 ივლისის N169 ბრძანების თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებას მოშიმშილე ბრალდებულის იძულებით მკურნალობის უფლება არ აქვს. შიმშილობის დროს სამედიცინო დახმარების გაწევა, მათ შორის, ხელოვნური კვება, დასაშვებია მხოლოდ მოშიმშილის ინფორმირებული თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამედიცინო დახმარების განხორციელების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი, რის თაობაზეც გადაწყვეტილება უნდა იქნეს დადასტურებული მინიმუმ ერთი, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ მაინც. კვების ნაკლებობით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლის მიზნით გიორგი ფასიეიშვილს ინფუზიური თერაპია უტარდებოდა მხოლოდ მისი სომნოლენტურ მდგომარეობაში ყოფნისას, ან მის მიერ სიტყვიერად გამოხატული თანხმობის შემთხვევაში (იშვიათად)".

როგორც პენიტენციური სამსახური განმარტავს, კანონით პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის იძულება ზოგადად დაუშვებელია, თუმცა იგივე კანონი იძლევა მითითებას, რომ "როდესაც სამედიცინო დახმარების განხორციელების გარეშე გარდაუვალია მოშიმშილის სიკვდილი", პატიმარს იძულებით უნდა ჩაუტარდეს სამკურნალო პროცედურები.

ფაქტია, რომ მოშიმშილეს სიკვდილი გარდაუვალი აღმოჩნდა. მაშ, რატომ ვერ მოხერხდა მისი სიცოცხლის გადარჩენა? რამდენად სათანადო და სრულყოფილი იყო ის სამედიცინო მომსახურება, რომელიც ფასეიშვილს გაეწია? იმედია, ამ და სხვა არაერთ მნიშვნელოვან შეკითხვას პასუხს გამოძიება დროულად და მიუკერძოებლად გასცემს. გიორგი ფასეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

არასამათავრობო ორგანიზაციები და რიგი უფლებადმცველები მოშიმშილე პატიმრის გარდცავალების პრეცედენტს ვერ იხსენებენ და ფაქტს საგანგაშოს უწოდებენ. "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი დიმიტრი ნოზაძე აცხადებს, რომ მოშიმშილე პატიმართა მიმართ დაწესებულებები სათანადო ყურადღებას არ იჩენენ.

"ხშირად მიწევს მოშიმშილე პატიმრების მონახულება ამა თუ იმ საპატიმროში და ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა - სრული უყურადღებობა! არც ფსიქოლოგი შეჰყავთ, არც ექიმი და არც არავინ. მე რომელ პატიმრებთანაც მქონია შეხება, იმათ შემთხვევაში რეაგირება ნული იყო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დასადგენია, რამ მიიყვანა ეს ადამიანი პროტესტის ამ უკიდურეს ფორმამდე. როდესაც პატიმარი მოხვდება საპატიმროში, ის ირიცხება ადმინისტრაციის ბალანსზე, ამიტომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ვალდებულებაა მას ზედამხედველობა გაუწიოს. ახლა რაც არ უნდა თქვან, რომ ყვლაფერი გააკეთეს, ფაქტი გვაქვს ასეთი: პატიმარი შიმშილობდა და ის გარდაიცვალა. უნდა მოხდეს ფაქტის დროული და ობიექტური გამოძიება, უნდა დაისაჯონ რეალური დამნაშავეები და არა განტევების ვაცები. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ ციხეებში მივიღებთ უარეს სიტუაციას. საზოგადოებამ არ უნდა გაიგოს ისე, თითქოს დამნაშაული არის მხოლოდ ის, თუ კი ვიღაცა ვიღაცას ესვრის და მოკლავს, ან თავს დაესხმება, გაქურდავს და ა.შ. დანაშაული შეიძლება მოხდეს უმოქმედობითაც, გულგრილობითაც. როდესაც შენ ვალდებული ხარ აღკვეთო ეს ქმედება და ვერ უზრუნველყოფ ამას, ეს დანაშაულია".

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახმა მედიით გააკეთა განცხადება, რომ მათ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ მომხდართან დაკავშირებით "შიმშილობდა და მოკვდა "ვსო" ეს იყო. ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია", - აღნიშნეს ოჯახის წევრებმა.

ოჯახის ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის გაუგებარი აღმოჩნდა და გარკვეული ეჭვები გააჩინა. უფლებადამცველი დიმიტრი ნოზაძე მიიჩნევს, რომ ოჯახის ამგვარმა ნეიტრალურმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, საქმის დროულ და ობიქტურ გამოძიებაზე უარყოფითად იმოქმედოს: "ჩემთვის სრულიად აბსურდული იყო ოჯახის ეს პოზიცია. როგორ შეიძლება ისინი არ იყვნენ მობილიზებულები, დაადგინონ რამ გამოიწვია მათი ოჯახის წევრის გარდაცვალება? ხომ არ იყო იგი უყურადღებობის ან უსამართლობის მსხვერპლი? ოჯახის ეს რეაქცია, ძალიან გაუგებარია და ამ პასუხიდან გამომდინარე სერიოზული ეჭვები ჩნდება, რომ ისინი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ან რამე სხვა ხდება".

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს