მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმითა და კაბით გამოჩნდა
მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმითა და კაბით გამოჩნდა

მი­შელ ობა­მა გა­და­ცე­მა­ში სე­რი­ა­ლის „სექ­სი დიდ ქა­ლაქ­ში“ ვარ­სკვლავ­თან, სარა ჯე­სი­კა პარ­კერ­თან სა­კუ­თარ წიგნ­ზე სა­სა­უბ­როდ მი­ვი­და. „დე­ი­ლი მე­ი­ლის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს ყო­ფილ პირ­ველ ლე­დის „ბა­ლენ­სი­ა­გას“ 4 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ჩექ­მა და ყვი­თე­ლი კაბა ეცვა.

კაბა „ბა­ლენ­სი­ა­გას“ 2019 წლის გა­ზა­ფხუ­ლი - ზა­ფხუ­ლის კო­ლექ­ცი­ი­დან არის, მო­დის სახ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი კი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, დემ­ნა გვა­სა­ლი­აა.

ბრჭყვი­ა­ლა ჩექ­მამ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო, თუმ­ცა „ტვი­ტე­რის“ მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ობა­მას ჩაც­მუ­ლო­ბას მხო­ლოდ და­დე­ბი­თად აფა­სებს.

აშშ-ს პირ­ვე­ლი ლე­დის წიგ­ნის გა­ყიდ­ვე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია, აშშ-სა და კა­ნა­და­ში პირ­ვე­ლი­ვე დღეს Becoming-ის 725,000 ასლი გა­ი­ყი­და და შემ­დე­გი ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­ყიდ­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით, წლის წიგ­ნი გახ­და.

ნა­ხეთ ვი­დეო : მი­შელ ობა­მა დემ­ნა გვა­სა­ლი­ას ჩექ­მა­სა და ყვი­თელ კა­ბა­ში "გა­მობრწყინ­და" და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს კი­დევ უფრო შე­აყ­ვა­რათავი

ZAZA
0

საოცარი ქვყანაა ეს ამერიკა.. ბუნებრივია ქართული მენტალობისათვის ყოველივე ამის " შეგუება' რთულია და ვერც შევძლებთ და არც არის საჭირო. მიშელიც ხომ სწორედ თავის ქვეყნის სტილზეა ჩაცმული, სადაც ფერთა სიუხვეა და სხეულის სილამაზის გამოჩენა დასაშვებია. ბარაკ ობამას გარეგნობა და მისი აღნაგობა კი აღიარებულია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმითა და კაბით გამოჩნდა

მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმითა და კაბით გამოჩნდა

მიშელ ობამა გადაცემაში სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავთან, სარა ჯესიკა პარკერთან საკუთარ წიგნზე სასაუბროდ მივიდა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, აშშ-ს ყოფილ პირველ ლედის „ბალენსიაგას“ 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმა და ყვითელი კაბა ეცვა.

კაბა „ბალენსიაგას“ 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექციიდან არის, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.

ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალური ქსელების ყურადღება მიიპყრო, თუმცა „ტვიტერის“ მომხმარებლების უმეტესობა ობამას ჩაცმულობას მხოლოდ დადებითად აფასებს.

აშშ-ს პირველი ლედის წიგნის გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, აშშ-სა და კანადაში პირველივე დღეს Becoming-ის 725,000 ასლი გაიყიდა და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაყიდვების თვალსაზრისით, წლის წიგნი გახდა.

ნახეთ ვიდეო : მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმასა და ყვითელ კაბაში "გამობრწყინდა" და სოციალური ქსელების მომხმარებლებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი