ავტორი:

პირი, რომელიც ველისციხეში პატრულის მანქანაზე ახტა, დააკავეს

პირი, რომელიც ველისციხეში პატრულის მანქანაზე ახტა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ქალი დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 16 დეკემბერს, კახეთში მომხდარი ინციდენტის დროს, 1960 წელს დაბადებული ქ.მ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ქ.მ.-მ სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე ქ.მ. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა“, - აცხადებენ შსს-ში.

VIDEO: პატრულის მანქანაზე შემხტარი "ნაციონალების" მხარდამჭერი ქალბატონი მანქანას ფეხების ბრახუნით აზიანებს - "სადაც ხოში მაქვს, იქ დავჯდები"

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს