სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„თეგეტა მოტორსის“ სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია
„თეგეტა მოტორსის“ სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

„თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექტ #არ­გამ­ბო­ლოს სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია, სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ბიზ­ნე­სის კონ­კურს „Meliora 2018“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ინ­ფორ­მა­ცი­ას თე­გე­ტა მო­ტორ­სი ავ­რცე­ლებს.

სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ა­ზე „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ დაკ­ვე­თით სა­რეკ­ლა­მო კომ­პა­ნია „Holmes&Watson”-მა იმუ­შა­ვა და შე­იქ­მნა კამ­პა­ნია - „ხვე­ლე­ბის ენა“, რომ­ლის მი­ზა­ნი გახ­ლდათ მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გაზ­რდა გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბა ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თვე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლის­ში.

„ჰა­ე­რის მთა­ვა­რი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი არის გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი, რომ­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი შე­ად­გენს ჰა­ე­რის და­ბინ­ძუ­რე­ბის 70%-ზე მეტს. ამ სა­ხით ატ­მოს­ფე­როს და­ბინ­ძუ­რე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა მო­ტო­რი­ზა­ცი­ის დო­ნი­სა და ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის ზრდას­თან ერ­თად, ამი­ტო­მაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, თუ რო­გორ გა­ვუფრ­თხილ­დეთ ბუ­ნე­ბას და ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას. რა­საკ­ვირ­ვე­ლია 21-ე სა­უ­კუ­ნე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის გა­რე­შე, თუმ­ცა შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­ჩე­როთ ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა, თუ ტექ­ნი­კუ­რად გა­მარ­თულ ავ­ტოტ­რან­სპორ­ტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ.

„თე­გე­ტა მო­ტორ­სი“ ეკო კამ­პა­ნია #არ­გამ­ბო­ლოს ფარ­გლებ­ში ავ­ტომფლო­ბე­ლებს სთა­ვა­ზობ­და უფა­სოდ შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­მო­ნა­ბოლ­ქვის ტოქ­სი­კუ­რო­ბა­ზე, თუ შე­დე­გი დაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და ეკო სტან­დარტს მათ გა­და­ე­ცე­მო­დათ სპე­ცი­ა­ლუ­რი სტი­კე­რი, რო­მელ­ზეც და­ტა­ნი­ლი იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­მოწ­მე­ბუ­ლია „თე­გე­ტა მო­ტორსში“ და გავ­ლი­ლი აქვს გა­მო­ნა­ბოლ­ქვის კონ­ტრო­ლი, ასე­ვე კომ­პა­ნია გა­დას­ცემ­და ხის ნერგს ბუ­ნე­ბა­ზე ზრუნ­ვის გა­მო­სა­ხა­ტად და სიმ­ბო­ლურ სერ­თი­ფი­კატს, რო­გორც გა­რე­მო­ზე მზრუნ­ვე­ლი მძღოლს. თუ აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, რომ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ავ­ტო­მო­ბი­ლი ვერ გა­ივ­ლი­და კონ­ტროლს, მათ მფლო­ბე­ლებს გა­და­ე­ცე­მო­დათ მწვა­ნე ვა­უ­ჩე­რი, სერ­ვის­ზე 50%-იანი ფას­დაკ­ლე­ბით, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც შე­ეძ­ლოთ გა­მო­ნა­ბოლ­ქვის სის­ტე­მის შე­კე­თე­ბა.

„სა­ყუ­რა­დღე­ბოა ის ფაქ­ტი, რომ ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის ძრა­ვა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მო­იხ­მარს, ვიდ­რე ერთი ადა­მი­ა­ნი. მი­მოქ­ცე­ვი­სას ბუ­ნე­ბა­ში აღ­დგე­ბა ავ­ტო­მო­ბი­ლის მიერ მოხ­მა­რე­ბუ­ლი ჟანგბა­დის მხო­ლოდ 50%. ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი აი­რე­ბი შე­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით 200 სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბის ნა­რევს. წე­ლი­წად­ში 200 მლნ. ავ­ტო­მო­ბი­ლი გა­მო­ყოფს და­ახ­ლო­ე­ბით 200 მლნ. ტონა ნახ­შირ­ჟანგს, 40 მლნ. ტონა ნახ­შირ­წყალ­ბადს და 20 მლნ. ტონა აზო­ტის ოქ­სიდს. ძრა­ვე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვი აი­რე­ბის ძი­რი­თად მავ­ნე მი­ნა­რე­ვებს წარ­მო­ად­გე­ნენ ნახ­შირ­ჟან­გის, ტყვი­ის, ქლო­რის, ბრო­მის, ფოს­ფო­რის შემ­ცვე­ლი პრო­დუქ­ტე­ბი. ნახ­შირ­ჟან­გი უერ­თდე­ბა სის­ხლის ჰე­მოგ­ლო­ბინს და ხელს უშ­ლის ორ­გა­ნიზ­მის ქსო­ვი­ლებ­ში ჟანგბა­დის შეღ­წე­ვას. გა­მო­ნა­ბოლ­ქვი ასე­ვე შე­ი­ცავს კარ­ცე­ნო­გენს, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად აზი­ა­ნებს სა­სუნ­თქ გზებს, იწ­ვევს ალერ­გი­ას, ბრონ­ქიტს, სპაზმს და შემ­დგომ­ში შე­საძ­ლოა კი­ბოს გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი გახ­დეს. არა­ვის უნდა გა­უკ­ვირ­დეს, რომ ბოლო წლებ­ში საგ­რძნობ­ლად მო­ი­მა­ტა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რი­ცხვმა, ასე­ვე გა­მო­ნა­ბოლ­ქვი უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნის იმუ­ნურ სის­ტე­მა­ზე. ყო­ვე­ლი­ვე აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე თე­გე­ტა მო­ტორ­სი რო­გორც ლი­დე­რი კომ­პა­ნია და ბრენ­დი სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ბა­ზარ­ზე, იღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, იზ­რუ­ნოს გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და პრო­პა­გან­და გა­უ­წი­ოს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესს“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

„თეგეტა მოტორსის“ სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

„თეგეტა მოტორსის“ სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

„თეგეტა მოტორსის“ სოციალური პროექტ #არგამბოლოს სარეკლამო კამპანია, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურს „Meliora 2018“-ის გამარჯვებულია. ინფორმაციას თეგეტა მოტორსი ავრცელებს.

სარეკლამო კამპანიაზე „თეგეტა მოტორსის“ დაკვეთით სარეკლამო კომპანია „Holmes&Watson”-მა იმუშავა და შეიქმნა კამპანია - „ხველების ენა“, რომლის მიზანი გახლდათ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა გარემოს დაბინძურების მიმართულებით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში.

„ჰაერის მთავარი დამაბინძურებელი არის გაუმართავი ავტოტრანსპორტი, რომლის გამონაბოლქვი შეადგენს ჰაერის დაბინძურების 70%-ზე მეტს. ამ სახით ატმოსფეროს დაბინძურების საშიშროება ყოველწლიურად იზრდება მოტორიზაციის დონისა და ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, ამიტომაც აუცილებელია იმის გათვალისწინება, თუ როგორ გავუფრთხილდეთ ბუნებას და ჩვენს ჯანმრთელობას. რასაკვირველია 21-ე საუკუნე წარმოუდგენელია ავტოტრანსპორტის გარეშე, თუმცა შეგვიძლია შევაჩეროთ ეკოლოგიური კატასტროფა, თუ ტექნიკურად გამართულ ავტოტრანსპორტს გამოვიყენებთ.

„თეგეტა მოტორსი“ ეკო კამპანია #არგამბოლოს ფარგლებში ავტომფლობელებს სთავაზობდა უფასოდ შეემოწმებინათ კუთვნილი ავტომობილები გამონაბოლქვის ტოქსიკურობაზე, თუ შედეგი დაკმაყოფილებდა ეკო სტანდარტს მათ გადაეცემოდათ სპეციალური სტიკერი, რომელზეც დატანილი იყო ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომობილი შემოწმებულია „თეგეტა მოტორსში“ და გავლილი აქვს გამონაბოლქვის კონტროლი, ასევე კომპანია გადასცემდა ხის ნერგს ბუნებაზე ზრუნვის გამოსახატად და სიმბოლურ სერთიფიკატს, როგორც გარემოზე მზრუნველი მძღოლს. თუ აღმოჩნდებოდა, რომ გარკვეული მიზეზების გამო ავტომობილი ვერ გაივლიდა კონტროლს, მათ მფლობელებს გადაეცემოდათ მწვანე ვაუჩერი, სერვისზე 50%-იანი ფასდაკლებით, რომლის საშუალებითაც შეეძლოთ გამონაბოლქვის სისტემის შეკეთება.

„საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ერთი ავტომობილის ძრავა 45-ჯერ მეტ ჟანგბადს მოიხმარს, ვიდრე ერთი ადამიანი. მიმოქცევისას ბუნებაში აღდგება ავტომობილის მიერ მოხმარებული ჟანგბადის მხოლოდ 50%. ავტომობილის გამონაბოლქვი აირები შეიცავს დაახლოებით 200 სხვადასხვა ნივთიერების ნარევს. წელიწადში 200 მლნ. ავტომობილი გამოყოფს დაახლოებით 200 მლნ. ტონა ნახშირჟანგს, 40 მლნ. ტონა ნახშირწყალბადს და 20 მლნ. ტონა აზოტის ოქსიდს. ძრავების გამონაბოლქვი აირების ძირითად მავნე მინარევებს წარმოადგენენ ნახშირჟანგის, ტყვიის, ქლორის, ბრომის, ფოსფორის შემცველი პროდუქტები. ნახშირჟანგი უერთდება სისხლის ჰემოგლობინს და ხელს უშლის ორგანიზმის ქსოვილებში ჟანგბადის შეღწევას. გამონაბოლქვი ასევე შეიცავს კარცენოგენს, რომელიც სერიოზულად აზიანებს სასუნთქ გზებს, იწვევს ალერგიას, ბრონქიტს, სპაზმს და შემდგომში შესაძლოა კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს. არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად მოიმატა რესპირატორული დაავადებების რიცხვმა, ასევე გამონაბოლქვი უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე. ყოველივე აქედან გამომდინარე თეგეტა მოტორსი როგორც ლიდერი კომპანია და ბრენდი საქართველოს ავტოინდუსტრიის ბაზარზე, იღებს პასუხისმგებლობას, იზრუნოს გარემოს გაუმჯობესებაზე და პროპაგანდა გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს“, - ნათქვამია განცხადებაში.

NS

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი