პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ბოკუჩავა - თუ ივანიშვილი პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს
თინა ბოკუჩავა - თუ ივანიშვილი პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს

აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვაგ­რძე­ლებთ ბრძო­ლას გა­ას­მა­გე­ბუ­ლი შე­მარ­თე­ბით. თუ ივა­ნიშ­ვი­ლი მა­ინც გა­ბე­დავს, წა­უც­დე­ბა ხელი და პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვებს და­ვით კირ­კი­ტა­ძეს, ის მი­ი­ღებს ათას და­ვით კირ­კი­ტა­ძეს. ეს არის ბრძო­ლა სი­მარ­თლის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც და­ვით კირ­კი­ტა­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი უნდა გა­ი­მარ­თოს.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ასეთ პო­ლი­ტი­კურ საქ­მე­ებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­სა­მარ­თლოს ნაც­ვლად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი იღებს.

"სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­სა­მარ­თლო არ იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. ერ­თე­უ­ლი მო­სა­მარ­თლის გა­და­სა­წყვე­ტი ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი არ არის, რად­გან სა­სა­მარ­თლო არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, არ ხელ­მძღვა­ნე­ლობს კა­ნო­ნით, ის ხელ­მძღვა­ნე­ლობს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­და­პი­რი მი­თი­თე­ბე­ბით. ასე რომ, ეს იქ­ნე­ბა მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მო­ვუ­წო­დებთ, ქვე­ყა­ნას ნუ შე­იყ­ვანს კი­დევ უფრო მძი­მე პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში, ვიდ­რე აქამ­დე შე­იყ­ვა­ნა სა­კუ­თა­რი უგუ­ნუ­რი ნა­ბი­ჯე­ბით", - აღ­ნიშ­ნა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ამ მო­მენ­ტის­თვის გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლა და­ას­რუ­ლეს. ისი­ნი სა­სა­მარ­თლო­ში და­ვით კირ­კი­ტა­ძის გად­მოყ­ვა­ნას ელო­დე­ბი­ან და აცხა­დე­ბენ, რომ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ კირ­კი­ტა­ძის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო დღეს არ იმ­სჯე­ლებს, ღა­მეს აქ გა­ა­თე­ვენ.

ავტორი:

თინა ბოკუჩავა - თუ ივანიშვილი პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს

თინა ბოკუჩავა - თუ ივანიშვილი პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს

აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას გაასმაგებული შემართებით. თუ ივანიშვილი მაინც გაბედავს, წაუცდება ხელი და პატიმრობაში დატოვებს დავით კირკიტაძეს, ის მიიღებს ათას დავით კირკიტაძეს. ეს არის ბრძოლა სიმართლისთვის და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განუცხადა, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.

მისივე განმარტებით, ასეთ პოლიტიკურ საქმეებზე გადაწყვეტილებას სასამართლოს ნაცვლად ბიძინა ივანიშვილი იღებს.

"სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სასამართლო არ იღებს გადაწყვეტილებებს. ერთეული მოსამართლის გადასაწყვეტი ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები არ არის, რადგან სასამართლო არ ფუნქციონირებს, არ ხელმძღვანელობს კანონით, ის ხელმძღვანელობს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი მითითებებით. ასე რომ, ეს იქნება მისი გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ, ქვეყანას ნუ შეიყვანს კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, ვიდრე აქამდე შეიყვანა საკუთარი უგუნური ნაბიჯებით", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ამ მომენტისთვის გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა სიტყვით გამოსვლა დაასრულეს. ისინი სასამართლოში დავით კირკიტაძის გადმოყვანას ელოდებიან და აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს არ იმსჯელებს, ღამეს აქ გაათევენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები