პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი მეცნიერი და ტელეწამყვანი, რომელმაც დედამიწას სამჯერ შემოუარა - "22-ჯერ ბუზ­მა ცე­ცემ მი­კ­ბი­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვურ­ჩი ას­პი­ტი­სებრ გველს"
ქართველი მეცნიერი და ტელეწამყვანი, რომელმაც დედამიწას სამჯერ შემოუარა - "22-ჯერ ბუზ­მა ცე­ცემ მი­კ­ბი­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვურ­ჩი ას­პი­ტი­სებრ გველს"

ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორ­მა და რამ­დე­ნი­მე დარ­გობ­რი­ვი აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კოს­მა, არ­ნოლდ გე­გეჭ­კორ­მა დე­და­მი­წას სამ­ჯერ შე­მო­უ­ა­რა, 40 წლის მან­ძილ­ზე ფეხი ხუთ კონ­ტი­ნენტზე დად­გა და ჩვე­ნი პლა­ნე­ტის ყვე­ლა ბუ­ნებ­რი­ვი ზონა და­ლაშ­ქრა. პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო მივ­ლი­ნე­ბებს ველ­ზე ატა­რებ­და, ასე­ვე ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რია, ვინც ცენ­ტრა­ლურ ავ­სტრა­ლი­ა­ში დად­გა ფეხი. ნა­ნა­ხი და გან­ცდი­ლი კი დღი­უ­რე­ბად აქ­ცია და ბუ­ნე­ბის თვითმყო­ფა­დი კად­რე­ბი მხატ­ვრუ­ლი ოს­ტა­ტო­ბით აღ­ბეჭ­და ფო­ტო­ფირ­ზე. უნი­კა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტე­ლე­ეკ­რა­ნი­თაც ავ­რცე­ლებ­და - 32 წლის მან­ძილ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ არხზე გა­და­ცე­მა "ბუ­ნე­ბის კარს" უძღვე­ბო­და. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში არ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­მე­ლი­მე გა­და­ცე­მის ან წამ­ყვა­ნის აქ­ტუ­ა­ლო­ბა ამ­დე­ნი ხნის მან­ძილ­ზე გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო. 48 ქარ­თულ, რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზე გა­მო­ცე­მუ­ლი წიგ­ნი­სა და რო­გორც სა­მეც­ნი­ე­რო, ისე პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ხა­სი­ა­თის 600-ზე მეტი ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი 1963 წლი­დან დღემ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობს სა­მეც­ნი­ე­რო-ფა­უ­ნის­ტურ ექ­სპე­დი­ცი­ებს კავ­კა­სი­ა­ში, ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, ციმ­ბირ­ში, შო­რე­ულ და ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში. სა­ქარ­თვე­ლოს წამ­ყვა­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის გარ­და, ლექ­ცი­ებს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში კი­თხუ­ლობს. არა­ერ­თი პრე­მი­ი­სა და ჯილ­დოს ლა­უ­რე­ა­ტი, ორგზის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი ათო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის, აკა­დე­მი­ი­სა თუ კო­მი­ტე­ტის წევ­რი გახ­ლავთ.

არ­ნოლდ გე­გეჭ­კორ­მა შე­ის­წავ­ლა დე­და­მი­წის სხვა­დას­ხვა მდი­ნა­რის, ტბი­სა და ჩანჩქე­რის სა­თა­ვე­ე­ბი, ასე­ვე, დიდი უდაბ­ნო­ე­ბი - სა­ჰა­რა (აფ­რი­კა) და ყა­რა­ყუ­მი (ცენ­ტრა­ლუ­რი აზია). დაკ­ვირ­ვე­ბე­ბი აწარ­მოა კა­ლი­ფორ­ნი­ი­სა და ტას­მა­ნი­ის ტყე­ებ­სა და მათ ბი­ნად­რებ­ზე - ათა­სო­ბით სა­ხე­ო­ბის ეგ­ზო­ტი­კურ ცხო­ველ­სა და ფრინ­ველ­ზე. იცხოვ­რა ავ­სტრა­ლი­ის, აფ­რი­კი­სა და ამე­რი­კის აბო­რი­გე­ნებ­თან, ბინ­დი­ბუ­სა და მა­სა­ის ტო­მებ­თან ერ­თად, რო­მელ­თა ნა­წი­ლი ამ­ჟა­მა­დაც პა­ლე­ო­ლი­თი­სა და ნე­ო­ლი­თის ეპო­ქა­თა წე­სით ცხოვ­რობს. არ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და მთელს კავ­კა­სი­ა­ში ხე­ო­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­სა და ზო­ო­ლო­გი­ის კა­თედ­რის გამ­გეს ფე­ხით არ მო­ევ­ლოს, არ შე­ეს­წავ­ლოს და სტუ­დენ­ტე­ბი­სა თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მკი­თხვე­ლის­თვის წიგ­ნად არ მი­ე­წო­დე­ბი­ნოს.

- ჩემი შეგ­ნე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის ერთი მე­სა­მე­დი სა­ვე­ლე პი­რო­ბებ­ში, კა­რავ­ში გა­ვა­ტა­რე. მარ­თა­ლია, ეს მე მჭირ­დე­ბო­და, რო­გორც ლან­დშაფ­ტე­ბის ორ­გა­ნუ­ლი სამ­ყა­როს შემ­სწავ­ლელ ბი­ო­ლოგს, მაგ­რამ ჩემ წი­ნა­შე მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის პრობ­ლე­მა რომ მდგა­რი­ყო, შე­საძ­ლოა, რამ­დე­ნად­მე მა­ინც და­მე­ზო­გა ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი.

- რო­დის და რო­გორ შე­გე­ყა­რათ ნა­ტურ­ფი­ლო­ბის "უკურ­ნე­ბე­ლი სენი"?

- თუ ნე­ბას მომ­ცემთ, ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ: ბა­ბუა დე­დის მხრი­დან კო­მერ­სან­ტი, მდი­და­რი კაცი იყო, ბე­ბია - სათ­ნო­ე­ბით, სი­ლა­მა­ზი­თა და კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით სავ­სე ქალ­ბა­ტო­ნი. საბ­ჭო­თა წლებ­ში ბა­ბუა გა­ა­კუ­ლა­კეს. ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ოზურ­გე­თის ცენ­ტრში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი­ყო. დედა, თინა მგე­ლა­ძე მათი ერ­თა­დერ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­ლდათ. ომის მძი­მე წლებ­ში ოჯახ­ზე მზრუნ­ვე­ლის ტვირ­თის აღე­ბა მთლი­ა­ნად ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ნა­ცხოვ­რებ ბე­ბი­ას მო­უხ­და, რად­გან მა­მას, რო­მე­ლიც ანა­სე­უ­ლის სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვით ინ­სტი­ტუ­ტში სე­ლექ­ცი­ო­ნე­რად მუ­შა­ობ­და, ხში­რად უცხო­ეთ­ში უხ­დე­ბო­და წას­ვლა. ბე­ბია უთე­ნია დგე­ბო­და, ნამ­გლი­თა და ტომ­რით ჩვე­ნი სახ­ლი­დან 5 კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ მთა­ზე მი­დი­ო­და, პი­რუ­ტყვის­თვის ბა­ლახს მო­თი­ბავ­და, იქვე ტყე­ში შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის ტკბილ მსხალს დაკ­რეფ­და და ახალ გა­თე­ნე­ბულ­ზე ეზო­ში შე­მო­ვი­დო­და. სა­ო­ცა­რი ეს­თე­ტი იყო, მის ეზო­ში ქა­თა­მიც კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­ში­სა უნდა ყო­ფი­ლი­ყო. დი­ლა­ო­ბით ხელს ჩამ­კი­დებ­და და ბოს­ტან­ში წა­მიყ­ვან­და. ზოგ­ჯერ რო­მე­ლი­მე მცე­ნა­რეს­თან სი­ხა­რუ­ლით იტყო­და, - უი, ამო­სუ­ლაო. მერე ვეხ­ვე­წე­ბო­დი ხოლ­მე, წა­მიყ­ვა­ნე, "ამო­სუ­ლა" მაჩ­ვე­ნე-მეთ­ქი. ასე და­ი­წყო ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და კავ­ში­რი ბუ­ნე­ბას­თან. ჩემს სა­მუ­შაო ოთახ­ში ახ­ლაც მაქვს ბე­ბი­ას სუ­რა­თი, რო­მელ­საც ყო­ველ დი­ლით ვე­სა­უბ­რე­ბი. როცა ასაკ­ში შე­ვე­დი, ბე­ბია და ბა­ბუა თბი­ლის­ში გად­მო­ვას­ვე­ნე, მინ­და ყო­ველ­თვის მათ გვერ­დით ვიყო... მე­სა­მე კლა­სამ­დე ოზურ­გეთ­ში ვსწავ­ლობ­დი. ბე­ბი­ას სოფ­ლამ­დე რომ მივ­სუ­ლი­ყა­ვი, გზად 5 კი­ლო­მეტ­რი უნდა გა­მევ­ლო. ჩი­ტის ბუ­დე­ებს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი, სახ­ლში პა­ტა­რა ბარ­ტყე­ბი მომ­ყავ­და და ვზრდი­დი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დით. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მინ­დო­და, კი­ნო­დო­კუ­მენ­ტა­ლის­ტი გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ მა­მის გავ­ლე­ნით სწავ­ლა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში მცე­ნა­რე­თა დაც­ვის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რძე­ლე. კა­თედ­რის გამ­გემ, სა­ო­ცარ­მა ქარ­თველ­მა, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­მა 28 ას­პი­რან­ტი­დან გა­მო­მარ­ჩია და სას­წავ­ლებ­ლად ლე­ნინ­გრდა­ში გამ­გზავ­ნა. 22 წლის ყმაწ­ვი­ლი დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდი. სწავ­ლა და რუ­სულ ენა­ზე სქელ­ტა­ნი­ა­ნი სა­მეც­ნი­ე­რო წიგ­ნე­ბის თარ­გმნა ურ­თუ­ლე­სი აღ­მოჩ­ნდა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთი სტუ­დენ­ტი ფსი­ქი­კუ­რა­დაც კი და­ა­ვად­და. დღე­ში 16 სა­ა­თი ვმუ­შა­ობ­დი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მოს­კო­ვის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ კონ­კურ­სში გა­ვი­მარ­ჯვე, რომ­ლის მი­ზა­ნიც რეს­პუბ­ლი­კი­დან ერთი ადა­მი­ა­ნის სტა­ჟი­რე­ბა­ზე ინ­გლის­ში წას­ვლა იყო. იქ ჩემი სპე­ცი­ა­ლო­ბით წას­ვლა ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში მო­მა­ვა­ლი დიპ­ლო­მის და­სა­ცა­ვად გა­მო­ვი­ყე­ნე, რო­მე­ლიც ინ­გლი­სის პრე­სას მი­ე­ძღვნა. რე­დაქ­ცი­ე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია შე­ვაგ­რო­ვე და ორ წე­ლი­წად­ში სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მად ვაქ­ციე. ჩემი პირ­ვე­ლი წიგ­ნიც "ინ­გლი­სის პრე­სა" იყო. მალე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე უცხო­უ­რი პრე­სის წა­კი­თხვა შე­მომ­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა, მე სხვა მიზ­ნე­ბი მქონ­და. 44 წლი­სამ დი­სერ­ტა­ცია და­ვი­ცა­ვი. ლე­ნინ­გრა­დი­დან დაბ­რუ­ნე­ბულს არა­ერ­თი ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, მათ შო­რის, მი­ნის­ტრო­ბაც შე­მომ­თა­ვა­ზეს, მაგ­რამ მე დე­და­მი­წის ირ­გვლივ 40-წლი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა ვარ­ჩიე...

- რო­მელ­მაც სი­ა­მოვ­ნე­ბას­თან ერ­თად, არა­ერთ ხი­ფათ­საც გა­დაგ­ყა­რათ...

- 22-ჯერ ბუზ­მა ცე­ცემ მი­კ­ბი­ნა, არა­ერ­თხელ მა­ლა­რი­ის გა­დამ­ტან­მა კო­ღომ. რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვურ­ჩი ას­პი­ტი­სებრ გველს. გვა­ტე­მა­ლას ჯუნ­გლებ­ში შხა­მი­ან­მა მუ­ხამ დამ­სუს­ხა და კა­ნის წყლუ­ლი მქონ­და. სა­ში­შია მხე­ცე­ბი, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ - ყვე­ლა­ზე სა­ში­შია ადა­მი­ა­ნი. პე­რუ­ში ოკე­ა­ნის სა­ნა­პი­რო­ზე უზარ­მა­ზა­რი აგა­ვე­ბი უნდა გა­და­მე­ღო. სა­ერ­თოდ, პე­რუ­ში, ჩი­ლე­სა და ეკ­ვა­დორ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ფსი­ქი­კუ­რად შეშ­ლი­ლია, რად­გან ნარ­კო­ტი­კულ ნივ­თი­ე­რე­ბებს მო­იხ­მა­რენ. დი­ლით ადრე გა­ვე­დი. ვხე­დავ, ჩემ­კენ სამი ადა­მი­ა­ნი მო­დის. ვიცი, 10 დო­ლა­რის გა­მოც კი შე­უძ­ლი­ათ სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­გი­მე­ტონ. არ­სე­ბობს მწე­რი, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სუს­ტია, ფრთებს გაშ­ლის, გა­ი­ფხო­რე­ბა და ისეთ ხმებს გა­მოს­ცემს, თავს უძ­ლი­ე­რე­სად მო­გაჩ­ვე­ნებთ. მეც გა­ვი­ხა­დე, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ნას­წავ­ლი რამ­დე­ნი­მე ილე­თი გა­მო­ვი­ყე­ნე და მათ ჩემ­კენ მო­ვუხ­მე. შე­ე­შინ­დათ და უკან გაბ­რუნ­დნენ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

ქართველი მეცნიერი და ტელეწამყვანი, რომელმაც დედამიწას სამჯერ შემოუარა - "22-ჯერ ბუზ­მა ცე­ცემ მი­კ­ბი­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვურ­ჩი ას­პი­ტი­სებრ გველს"

ქართველი მეცნიერი და ტელეწამყვანი, რომელმაც დედამიწას სამჯერ შემოუარა - "22-ჯერ ბუზ­მა ცე­ცემ მი­კ­ბი­ნა, რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ვურ­ჩი ას­პი­ტი­სებრ გველს"

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა და რამდენიმე დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსმა, არნოლდ გეგეჭკორმა დედამიწას სამჯერ შემოუარა, 40 წლის მანძილზე ფეხი ხუთ კონტინენტზე დადგა და ჩვენი პლანეტის ყველა ბუნებრივი ზონა დალაშქრა. პირველი ქართველი მეცნიერი, რომელიც სამეცნიერო მივლინებებს ველზე ატარებდა, ასევე ერთადერთი ქართველი მეცნიერია, ვინც ცენტრალურ ავსტრალიაში დადგა ფეხი. ნანახი და განცდილი კი დღიურებად აქცია და ბუნების თვითმყოფადი კადრები მხატვრული ოსტატობით აღბეჭდა ფოტოფირზე. უნიკალურ ინფორმაციას ტელეეკრანითაც ავრცელებდა - 32 წლის მანძილზე საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე გადაცემა "ბუნების კარს" უძღვებოდა. საბჭოთა კავშირის პერიოდში არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე გადაცემის ან წამყვანის აქტუალობა ამდენი ხნის მანძილზე გაგრძელებულიყო. 48 ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე გამოცემული წიგნისა და როგორც სამეცნიერო, ისე პუბლიცისტური ხასიათის 600-ზე მეტი ნაშრომის ავტორი 1963 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სამეცნიერო-ფაუნისტურ ექსპედიციებს კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ციმბირში, შორეულ და ახლო აღმოსავლეთში. საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების გარდა, ლექციებს მსოფლიოს ყველა კონტინენტის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობს. არაერთი პრემიისა და ჯილდოს ლაურეატი, ორგზის ღირსების ორდენის კავალერი ათობით საერთაშორისო ფედერაციის, აკადემიისა თუ კომიტეტის წევრი გახლავთ.

არნოლდ გეგეჭკორმა შეისწავლა დედამიწის სხვადასხვა მდინარის, ტბისა და ჩანჩქერის სათავეები, ასევე, დიდი უდაბნოები - საჰარა (აფრიკა) და ყარაყუმი (ცენტრალური აზია). დაკვირვებები აწარმოა კალიფორნიისა და ტასმანიის ტყეებსა და მათ ბინადრებზე - ათასობით სახეობის ეგზოტიკურ ცხოველსა და ფრინველზე. იცხოვრა ავსტრალიის, აფრიკისა და ამერიკის აბორიგენებთან, ბინდიბუსა და მასაის ტომებთან ერთად, რომელთა ნაწილი ამჟამადაც პალეოლითისა და ნეოლითის ეპოქათა წესით ცხოვრობს. არ არსებობს საქართველოსა და მთელს კავკასიაში ხეობა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და ზოოლოგიის კათედრის გამგეს ფეხით არ მოევლოს, არ შეესწავლოს და სტუდენტებისა თუ დაინტერესებული მკითხველისთვის წიგნად არ მიეწოდებინოს.

- ჩემი შეგნებული ცხოვრების ერთი მესამედი საველე პირობებში, კარავში გავატარე. მართალია, ეს მე მჭირდებოდა, როგორც ლანდშაფტების ორგანული სამყაროს შემსწავლელ ბიოლოგს, მაგრამ ჩემ წინაშე მხოლოდ საჭიროების პრობლემა რომ მდგარიყო, შესაძლოა, რამდენადმე მაინც დამეზოგა ცხოვრების საუკეთესო წლები.

- როდის და როგორ შეგეყარათ ნატურფილობის "უკურნებელი სენი"?

- თუ ნებას მომცემთ, ცოტა შორიდან დავიწყებ: ბაბუა დედის მხრიდან კომერსანტი, მდიდარი კაცი იყო, ბებია - სათნოებით, სილამაზითა და კეთილშობილებით სავსე ქალბატონი. საბჭოთა წლებში ბაბუა გააკულაკეს. ოჯახი იძულებული გახდა, ოზურგეთის ცენტრში გადასახლებულიყო. დედა, თინა მგელაძე მათი ერთადერთი ქალიშვილი გახლდათ. ომის მძიმე წლებში ოჯახზე მზრუნველის ტვირთის აღება მთლიანად ფუფუნებაში ნაცხოვრებ ბებიას მოუხდა, რადგან მამას, რომელიც ანასეულის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სელექციონერად მუშაობდა, ხშირად უცხოეთში უხდებოდა წასვლა. ბებია უთენია დგებოდა, ნამგლითა და ტომრით ჩვენი სახლიდან 5 კილომეტრით დაშორებულ მთაზე მიდიოდა, პირუტყვისთვის ბალახს მოთიბავდა, იქვე ტყეში შვილიშვილებისთვის ტკბილ მსხალს დაკრეფდა და ახალ გათენებულზე ეზოში შემოვიდოდა. საოცარი ესთეტი იყო, მის ეზოში ქათამიც კი განსაკუთრებული ჯიშისა უნდა ყოფილიყო. დილაობით ხელს ჩამკიდებდა და ბოსტანში წამიყვანდა. ზოგჯერ რომელიმე მცენარესთან სიხარულით იტყოდა, - უი, ამოსულაო. მერე ვეხვეწებოდი ხოლმე, წამიყვანე, "ამოსულა" მაჩვენე-მეთქი. ასე დაიწყო ჩემი სიყვარული და კავშირი ბუნებასთან. ჩემს სამუშაო ოთახში ახლაც მაქვს ბებიას სურათი, რომელსაც ყოველ დილით ვესაუბრები. როცა ასაკში შევედი, ბებია და ბაბუა თბილისში გადმოვასვენე, მინდა ყოველთვის მათ გვერდით ვიყო... მესამე კლასამდე ოზურგეთში ვსწავლობდი. ბებიას სოფლამდე რომ მივსულიყავი, გზად 5 კილომეტრი უნდა გამევლო. ჩიტის ბუდეებს ვათვალიერებდი, სახლში პატარა ბარტყები მომყავდა და ვზრდიდი.

მოგვიანებით საცხოვრებლად თბილისში გადმოვედით. სკოლის დამთავრების შემდეგ მინდოდა, კინოდოკუმენტალისტი გავმხდარიყავი, მაგრამ მამის გავლენით სწავლა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის ფაკულტეტზე გავაგრძელე. კათედრის გამგემ, საოცარმა ქართველმა, ირაკლი ბათიაშვილმა 28 ასპირანტიდან გამომარჩია და სასწავლებლად ლენინგრდაში გამგზავნა. 22 წლის ყმაწვილი დიდი წინააღმდეგობების წინაშე აღმოვჩნდი. სწავლა და რუსულ ენაზე სქელტანიანი სამეცნიერო წიგნების თარგმნა ურთულესი აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, ერთი სტუდენტი ფსიქიკურადაც კი დაავადდა. დღეში 16 საათი ვმუშაობდი. მოგვიანებით, მოსკოვის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გავიმარჯვე, რომლის მიზანიც რესპუბლიკიდან ერთი ადამიანის სტაჟირებაზე ინგლისში წასვლა იყო. იქ ჩემი სპეციალობით წასვლა ჟურნალისტიკაში მომავალი დიპლომის დასაცავად გამოვიყენე, რომელიც ინგლისის პრესას მიეძღვნა. რედაქციებიდან მიღებული ინფორმაცია შევაგროვე და ორ წელიწადში სადიპლომო ნაშრომად ვაქციე. ჩემი პირველი წიგნიც "ინგლისის პრესა" იყო. მალე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე უცხოური პრესის წაკითხვა შემომთავაზეს, თუმცა, მე სხვა მიზნები მქონდა. 44 წლისამ დისერტაცია დავიცავი. ლენინგრადიდან დაბრუნებულს არაერთი ხელმძღვანელი თანამდებობა, მათ შორის, მინისტრობაც შემომთავაზეს, მაგრამ მე დედამიწის ირგვლივ 40-წლიანი მოგზაურობა ვარჩიე...

- რომელმაც სიამოვნებასთან ერთად, არაერთ ხიფათსაც გადაგყარათ...

- 22-ჯერ ბუზმა ცეცემ მიკბინა, არაერთხელ მალარიის გადამტანმა კოღომ. რამდენჯერმე გადავურჩი ასპიტისებრ გველს. გვატემალას ჯუნგლებში შხამიანმა მუხამ დამსუსხა და კანის წყლული მქონდა. საშიშია მხეცები, მაგრამ გარწმუნებთ - ყველაზე საშიშია ადამიანი. პერუში ოკეანის სანაპიროზე უზარმაზარი აგავები უნდა გადამეღო. საერთოდ, პერუში, ჩილესა და ეკვადორში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ფსიქიკურად შეშლილია, რადგან ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარენ. დილით ადრე გავედი. ვხედავ, ჩემკენ სამი ადამიანი მოდის. ვიცი, 10 დოლარის გამოც კი შეუძლიათ სასიკვდილოდ გაგიმეტონ. არსებობს მწერი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ სუსტია, ფრთებს გაშლის, გაიფხორება და ისეთ ხმებს გამოსცემს, თავს უძლიერესად მოგაჩვენებთ. მეც გავიხადე, ახალგაზრდობაში ნასწავლი რამდენიმე ილეთი გამოვიყენე და მათ ჩემკენ მოვუხმე. შეეშინდათ და უკან გაბრუნდნენ...წაიკითხეთ სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ

×
Live: ეთერშია გადაცემა "პოლიტიკური სივრცე"