სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კაილი ჯენერი, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ, ყველაზე მდიდარ ამერიკელებს შორისაა
კაილი ჯენერი, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ, ყველაზე მდიდარ ამერიკელებს შორისაა

კარ­და­ში­ა­ნე­ბის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის კი­დევ ერთი სკან­და­ლუ­რი წევ­რის, კა­ი­ლი ჯე­ნე­რის ბიზ­ნე­სის ნიჭი უკვე ყვე­ლას­თვის თვალ­სა­ჩი­ნოა - „კა­ი­ლი კოს­მე­ტიქ­სის“ მფლო­ბე­ლი აშშ-ს ყვე­ლა­ზე მდი­დარ 5 ვარ­სკვლავს შო­რი­საა.

„ფორბსმა“ ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 21 წლის მო­დე­ლი ჯეი-ზის­თან ერ­თად რე­ი­ტინ­გში მე­ხუ­თე ად­გილ­ზეა, მათი ქო­ნე­ბა 900 მლნ დო­ლარს შე­ად­გენს.

რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში არი­ან ჯორჯ ლუ­კა­სი, ოპრა უინფრი, მა­იკლ ჯორ­და­ნი და სტი­ვენ სპილ­ბერ­გი.

ჯე­ნე­რის შე­მო­სავ­ლის მთა­ვა­რი წყა­რო მისი კოს­მე­ტი­კუ­რი კომ­პა­ნი­აა, რომ­ლის აქ­ცი­ე­ბის 100%-ს თა­ვად ფლობს. კა­ი­ლი საკ­მა­ოდ სო­ლი­დურ შე­მო­სა­ვალს რეკ­ლა­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

ცოტა ხნის წინ ჯე­ნე­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ასე­ვე „ფორბსის“ გამო მო­ექ­ცა - ჟურ­ნალ­მა მისი ფოტო გა­რე­კან­ზე და­ბეჭ­და. გა­მო­ცე­მამ მო­დე­ლი იმ მდი­დარ ქა­ლებს შო­რის და­ა­სა­ხე­ლა, ვინც „სა­კუ­თა­რი თავი თა­ვად შექ­მნეს“.

„სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პლატ­ფორ­მაა. ძა­ლი­ან მი­მარ­ტი­ვებს ჩემს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას.

ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, რამე თა­ვად გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ჯერ კი­დევ მე­ექ­ვსე კლას­ში ვი­ყა­ვი, რო­დე­საც თვა­ლის იის­ფერ ჩრდილს ვის­ვამ­დი. მა­კი­ა­ჟი მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბულს მხდი­და,“ - აღ­ნიშ­ნა ჯე­ნერ­მა „ფორბსთან“.

მან, ასე­ვე, მე­დი­ას­თან ისა­უბ­რა კოს­მე­ტი­კის სა­კუ­თარ ბრენ­დზე და ტუჩ­სა­ცხზე Lip Kits, რო­მე­ლიც, ძა­ლი­ან ხში­რად, მა­ღა­ზი­ე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ქრე­ბა.

„ეს არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, რაც შე­მიქ­მნია და მჭიდ­როდ არის ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მე არ მომ­წონ­და ჩემი ტუ­ჩე­ბი და ტუჩ­სა­ცხი მეხ­მა­რე­ბო­და კომ­პლექ­სე­ბის დაძ­ლე­ვა­ში,“ - გა­ნა­ცხა­და ჯე­ნერ­მა გა­მო­ცე­მას­თან ES.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

კაილი ჯენერი, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ, ყველაზე მდიდარ ამერიკელებს შორისაა

კაილი ჯენერი, რომელსაც მუდმივად აკრიტიკებენ, ყველაზე მდიდარ ამერიკელებს შორისაა

კარდაშიანების ცნობილი ოჯახის კიდევ ერთი სკანდალური წევრის, კაილი ჯენერის ბიზნესის ნიჭი უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა - „კაილი კოსმეტიქსის“ მფლობელი აშშ-ს ყველაზე მდიდარ 5 ვარსკვლავს შორისაა.

„ფორბსმა“ ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა. 21 წლის მოდელი ჯეი-ზისთან ერთად რეიტინგში მეხუთე ადგილზეა, მათი ქონება 900 მლნ დოლარს შეადგენს.

რეიტინგის სათავეში არიან ჯორჯ ლუკასი, ოპრა უინფრი, მაიკლ ჯორდანი და სტივენ სპილბერგი.

ჯენერის შემოსავლის მთავარი წყარო მისი კოსმეტიკური კომპანიაა, რომლის აქციების 100%-ს თავად ფლობს. კაილი საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს რეკლამებში მონაწილეობითა და სოციალური მედიის საშუალებით გამოიმუშავებს.

ცოტა ხნის წინ ჯენერი მედიის ყურადღების ცენტრში ასევე „ფორბსის“ გამო მოექცა - ჟურნალმა მისი ფოტო გარეკანზე დაბეჭდა. გამოცემამ მოდელი იმ მდიდარ ქალებს შორის დაასახელა, ვინც „საკუთარი თავი თავად შექმნეს“.

„სოციალური მედია არაჩვეულებრივი პლატფორმაა. ძალიან მიმარტივებს ჩემს თაყვანისმცემლებსა და მომხმარებლებთან ურთიერთობას.

ყოველთვის ვცდილობდი, რამე თავად გამეკეთებინა. ჯერ კიდევ მეექვსე კლასში ვიყავი, როდესაც თვალის იისფერ ჩრდილს ვისვამდი. მაკიაჟი მეტად თავდაჯერებულს მხდიდა,“ - აღნიშნა ჯენერმა „ფორბსთან“.

მან, ასევე, მედიასთან ისაუბრა კოსმეტიკის საკუთარ ბრენდზე და ტუჩსაცხზე Lip Kits, რომელიც, ძალიან ხშირად, მაღაზიებიდან რამდენიმე წუთში ქრება.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შემიქმნია და მჭიდროდ არის ჩემთან დაკავშირებული. მე არ მომწონდა ჩემი ტუჩები და ტუჩსაცხი მეხმარებოდა კომპლექსების დაძლევაში,“ - განაცხადა ჯენერმა გამოცემასთან ES.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს