ავტორი:

გორელ ფერმერს, რომელსაც ვაშლის ბაღი გაუჩეხეს, 130 ახალ ნერგს აჩუქებენ

გორელ ფერმერს, რომელსაც ვაშლის ბაღი გაუჩეხეს, 130 ახალ ნერგს აჩუქებენ

გორელ ფერმერს, ალიკა კოპაძეს, რომელსაც გორის რაიონის სოფელ არაშენდაში მსხმოიარე ვაშლის ბაღი გაუჩეხეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვაშლის ახალ ნერგებს გადასცემს.

სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, ფერმერი ვაშლის 130 ნერგს მიიღებს და სამინისტრო მას ბაღის გაშენებაში საჭირო ტექნიკითაც დაეხმარება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები ალექსანდრე კოპაძეს უკვე შეხვდნენ.

ვაშლის ბაღის გაჩეხვის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები 12 დეკემბერს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ გაავრცელა. ფერმერს გორში 128 ძირი ვაშლის ხე გაჩეხილი დახვდა.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას ალიკა კოპაძემ აღნიშნა, რომ სოფელში არც უთანხმოება აქვს ვინმესთან და არც - რაიმე გასაყოფი. მისი მოსაზრებით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, შურია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ