პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით კირკიტაძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
დავით კირკიტაძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

და­ვით კირ­კი­ტა­ძეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რუდ­გი­ნეს. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს და­ვით კირ­კი­ტა­ძის ად­ვო­კატ­მა გი­ორ­გი კონ­და­ხიშ­ვილ­მა კა­ხე­თის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტო­რი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, და­ვით კირ­კი­ტა­ძეს ბრა­ლი 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნა, რა­საც კირ­კი­ტა­ძე არ აღი­ა­რებს და მშრალ შიმ­ში­ლო­ბას იწყებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ცი­ელ­ზე ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გე­ნელ­ზე, ანდა მათ სამ­სა­ხუ­რებ­რივ ან სა­ცხოვ­რე­ბელ შე­ნო­ბა­ზე, ან მათ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე, ანდა მათი ოჯა­ხის წევ­რზე თავ­დას­ხმა პო­ლი­ცი­ე­ლის ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლის სამ­სა­ხუ­რებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით – ის­ჯე­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ოთხი­დან შვიდ წლამ­დე.

„რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ბრლა­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცია არის 353-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი. ბრალ­დე­ბის ში­ნა­არსში წე­რია, რომ ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე უცხო­ე­ლი და სხვა უამ­რა­ვი სტუმ­რის გამო პო­ლი­ცი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქნა ზო­მე­ბი და გა­და­კე­ტი­ლი იყო კონ­კრე­ტუ­ლი მა­გის­ტრა­ლი, რის გა­მოც მო­მი­ტინ­გე­ე­ბი და მათ შო­რის და­ვით კირ­კი­ტა­ძე არ და­ე­მორ­ჩი­ლა პო­ლი­ცი­ას და თავს და­ეს­ხა მა­გის­ტრალ­ზე გან­თავ­სე­ბულ ავ­ტო­ბუს­ში მჯდომ კონ­კრე­ტულ პო­ლი­ცი­ელს, მი­ა­ყე­ნა ხე­ლის და ფე­ხის დარ­ტყმით ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ეს არის ბრალ­დე­ბის ში­ნა­არ­სი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს მე­ო­რე დღეა ვი­თხოვ, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი დღეს გად­მო­მე­ცა და აქ ძი­რი­თა­დად არის პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი და სი­უ­ჟე­ტი, რაც მა­ს­მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და. და­ზი­ა­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ არის, მხო­ლოდ შე­უ­რა­ცხყო­ფა და პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმაა ნახ­სე­ნე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვით კირ­კი­ტა­ძე წა­ყე­ნე­ბულ ბრალს არ აღი­ა­რებს და მშრალ შიმ­ში­ლო­ბა­ზე გა­და­დის“, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დავით კირკიტაძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

დავით კირკიტაძეს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება - მას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

დავით კირკიტაძეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით კირკიტაძის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დავით კირკიტაძეს ბრალი 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რასაც კირკიტაძე არ აღიარებს და მშრალ შიმშილობას იწყებს.

აღნიშნული მუხლის მიხედვით, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მათ სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მათი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

„როგორც მოსალოდნელი იყო, ბრლადების კვალიფიკაცია არის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი. ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უცხოელი და სხვა უამრავი სტუმრის გამო პოლიციის მიერ მიღებული იქნა ზომები და გადაკეტილი იყო კონკრეტული მაგისტრალი, რის გამოც მომიტინგეები და მათ შორის დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ავტობუსში მჯდომ კონკრეტულ პოლიციელს, მიაყენა ხელის და ფეხის დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა. ეს არის ბრალდების შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს მეორე დღეა ვითხოვ, მტკიცებულებები დღეს გადმომეცა და აქ ძირითადად არის პოლიციელების ჩვენებები და სიუჟეტი, რაც მასმედიაში გავრცელდა. დაზიანებაზე საუბარი არ არის, მხოლოდ შეურაცხყოფა და პოლიციელზე თავდასხმაა ნახსენები. ბუნებრივია, დავით კირკიტაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და მშრალ შიმშილობაზე გადადის“, - განაცხადა ადვოკატმა.

პოლიციამ 15 000 ლარით დააჯარიმა ორგანიზაცია, რომელმაც ზუგდიდში პირბადეები დაარიგა

ქუთაისში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც და ჩაკეტილი ჰყავდა და ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა

სროლა ახალქალაქში, "ქართული ოცნების" დეპუტატის სახლთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო