მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

2

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, შვილის ლოცვით" - პატრიარქმა სარალიძეს პირველი ზიარება მიულოცა
"პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, შვილის ლოცვით" - პატრიარქმა სარალიძეს პირველი ზიარება მიულოცა

ვუ­ლო­ცავ ბა­ტონ ზაზა სა­რა­ლი­ძეს პირ­ველ ზი­ა­რე­ბას, მან აღ­სა­რე­ბა თქვა და ეზი­ა­რა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დღეს სი­ო­ნის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­პატ­რი­არ­ქო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა.

სა­დღე­სას­წა­უ­ლო წირ­ვას შვილმკვდა­რი მამა ზაზა სა­რა­ლი­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ეს­წრე­ბო­და. უწ­მინ­დეს­მა იგი ამ­ბი­ონ­ზე აიყ­ვა­ნა და ქა­და­გე­ბი­სას მი­მარ­თა.

„დღეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღეა, ჩვენ­თან წირ­ვა­ზე ბრძან­დე­ბო­და ბა­ტო­ნი ზაზა, რო­მელ­მაც და­კარ­გა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი შვი­ლი. წმინ­და ნი­კო­ლო­ზი შე­ე­წია მას, პირ­ვე­ლად ეზი­ა­რა დღეს ბა­ტო­ნი ზაზა, მე ვფიქ­რობ, შვი­ლის ლოც­ვით. შვი­ლი ლო­ცუ­ლობს მის­თვის, დე­დის­თვის, ოჯა­ხის­თვის და ვუ­ლო­ცავთ ამ ბედ­ნი­ერ დღეს“, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

უწ­მინ­დეს­მა ასე­ვე მი­მარ­თა ზაზა სა­რა­ლი­ძეს, ხომ არ ექ­ნე­ბო­და მას რა­ი­მე სათ­ქმე­ლი.

„უფალ­მა დიდ­ხანს გვიმ­ყო­ფოს თქვე­ნი თავი“, - გა­ნა­ცხა­და ზაზა სა­რა­ლი­ძემ პატ­რი­არ­ქის სა­პა­სუ­ხოდ.

ქა­და­გე­ბის ბო­ლოს უწ­მინ­დეს­მა ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბი­ლებს დღე­ვან­დე­ლი დღე მი­უ­ლო­ცა და აღ­ნიშ­ნა, რომ წმინ­და ნი­კო­ლო­ზი ეხ­მა­რე­ბა ყვე­ლას, არაქ­რი­ას­ტი­ა­ნებ­საც კი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

"პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, შვილის ლოცვით" - პატრიარქმა სარალიძეს პირველი ზიარება მიულოცა

"პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, შვილის ლოცვით" - პატრიარქმა სარალიძეს პირველი ზიარება მიულოცა

ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას, მან აღსარება თქვა და ეზიარა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

სადღესასწაულო წირვას შვილმკვდარი მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უწმინდესმა იგი ამბიონზე აიყვანა და ქადაგებისას მიმართა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწია მას, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესმა ასევე მიმართა ზაზა სარალიძეს, ხომ არ ექნებოდა მას რაიმე სათქმელი.

„უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ პატრიარქის საპასუხოდ.

ქადაგების ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყველას, არაქრიასტიანებსაც კი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ