მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის რომელ ქვეყნებში შეძლებენ ქართველები ლეგალურად დასაქმებას
ევროპის რომელ ქვეყნებში შეძლებენ ქართველები ლეგალურად დასაქმებას

საფ­რან­გე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონს მი­ი­ღებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა გა­ა­კე­თა.

მი­ნის­ტრის თქმით, შე­თან­ხმე­ბის ძა­ლა­ში შეს­ვლის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, მათ შო­რის ისი­ნი, ვი­საც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა საფ­რან­გეთ­ში აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, შეძ­ლე­ბენ მი­ი­ღონ დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბა და საფ­რან­გეთ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქმდნენ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბას საფ­რან­გეთ­ში, ისე პი­რი­ქით, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­საქ­მე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის კუ­თხით შე­თან­ხმე­ბის მი­საღ­წე­ვად პარტნი­ორ ქვეყ­ნებ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი გვაქვს. საფ­რან­გეთ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი გვაქვს შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის რა­ტი­ფი­კა­ცი­აც საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტმა მო­ახ­დი­ნა.

გუ­შინ საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ამ შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რა, რო­მე­ლიც უკვე კა­ნო­ნის სა­ხით იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ეს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს საფ­რან­გეთ­ში ლე­გა­ლუ­რად და­საქმდნენ. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვაა!“- გა­ნა­ცხა­და და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა.

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არე­გუ­ლი­რებს ისეთ სა­კი­თხებს, რო­გო­რიც არის ბი­ნად­რო­ბის მოწ­მო­ბის ვა­დე­ბი, სა­მუ­შაო ად­გი­ლის კვო­ტე­ბი. შე­თან­ხმე­ბით წე­ლი­წად­ში, ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­ზე გა­მო­ყო­ფი­ლია 150 კვო­ტა, ხოლო ყვე­ლა სხვა კა­ტე­გო­რი­ა­ზე - 500 კვო­ტა ჯამ­ში.

შე­თან­ხმე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ფრან­გუ­ლი და ქარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბი გა­ნაგ­რძო­ბენ მუ­შა­ო­ბას ცალ­კე­ულ სა­კი­თხებ­ზე. მათ შო­რი­საა, საფ­რან­გე­თის შრო­მის ბა­ზარ­ზე მო­თხოვ­ნა­დი პრო­ფე­სი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შერ­ჩე­ვა და სხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ბი­ნად­რო­ბი­სა და ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა არა­ერთ ქვე­ყა­ნას­თან მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს გერ­მა­ნი­ას­თან, ის­რა­ელ­თან, პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან, სა­ბერ­ძნეთ­სა და ბულ­გა­რეთ­თან. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტი არ­სე­ბობს პო­ლო­ნეთ­თან, სა­დაც უკვე და­საქ­მე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 30-მდე მო­ქა­ლა­ქე.

რაც შე­ე­ხე­ბა გერ­მა­ნი­ას, 2018 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის დროს, კან­ცლერ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გერ­მა­ნია შექ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­მუ­შაო კვო­ტებს, და­საქ­მე­ბის ლე­გა­ლუ­რი, სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­მარ­თლე­ბუ­ლი გზე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და შე­სა­ბა­მი­სად სა­ქარ­თვე­ლო ოფი­ცი­ა­ლურ ბერ­ლინ­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აგ­რძე­ლებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გი 19 დე­კემ­ბერს გა­ნი­ხი­ლავს მიგ­რა­ცი­ის კა­ნონს, რო­მელ­მაც უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს რო­გორც ახლა არ­სე­ბუ­ლი მიგ­რა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რე­ბი, ასე­ვე ლე­გა­ლუ­რი შრო­მი­თი მიგ­რა­ცი­ის წე­სე­ბი.

"ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი წე­სე­ბი გავ­რცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზეც. ერთი მხრივ ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს, ასე­ვე იმ სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლებს, რომ­ლებ­საც აქვთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის კურ­სი დამ­თავ­რე­ბუ­ლი. და­ახ­ლო­ე­ბით სამი კვი­რის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, რომ გერ­მა­ნი­ას და­ახ­ლო­ე­ბით 400 000 დამ­საქ­მე­ბე­ლი ესა­ჭი­რო­ე­ბა და­მა­ტე­ბით ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გერ­მა­ნი­ას სჭირ­დე­ბა ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით რო­გორც მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, ისე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე კად­რე­ბი", - გან­მარ­ტა გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თე­ლოს ელჩმა ელ­გუ­ჯა ხოკ­რიშ­ვილ­მა.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ გერ­მა­ნი­ში თავ­შე­საფ­რის მი­ღე­ბის მსურ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი, რა­საც ელჩი ბოლო პე­რი­ოდ­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს უკავ­ში­რებს.

თავ­შე­საფ­რის მა­ძი­ე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლია ის­რა­ელ­შიც. ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის პა­ა­ტა კა­ლან­და­ძის გან­მარ­ტე­ბით, არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მა მას შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვა, რაც ის­რა­ელ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მი ცალ­მხრი­ვად აა­მოქ­მე­და, რო­მე­ლიც ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს 90 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ტუ­რის­ტუ­ლი, ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი და პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევ­და.

თუმ­ცა, ამან გა­მო­იწ­ვია ის, რომ 2015-16 წლებ­ში 60 ათას­ზე მეტ­მა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქემ მი­მარ­თა ის­რა­ე­ლის შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­საფ­რის­თვის. ამ პრო­ცეს­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო რე­ჟი­მის გა­უქ­მე­ბის სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი გა­ხა­და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი შე­სა­ბა­მის ნა­ბი­ჯებს არ გა­დად­გამ­და. ელ­ჩის გან­მარ­ტე­ბით, დღეს ეს რი­ცხვი მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა ტენ­დენ­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი.

სა­მუ­შაო მიგ­რა­ცია, მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის არ არის სა­ინ­ტე­რე­სო თემა. მსოფ­ლი­ო­ში შრო­მი­თი მიგ­რან­ტე­ბის რი­ცხვი თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა და მათი რა­ო­დე­ნო­ბა 164 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. მათ­გან 2/3 მდი­დარ ქვეყ­ნებ­შია წა­სუ­ლი და მსგავს ქვეყ­ნებ­ში ყო­ვე­ლი მე­ხუ­თე და­საქ­მე­ბუ­ლი, უცხო­ე­ლია.

მიგ­რან­ტე­ბის და­საქ­მე­ბის დონე უმუ­შევ­რო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად იზ­რდე­ბა, რის გა­მოც ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა სულ უფრო მე­ტად მა­ტუ­ლობს. სა­პა­სუ­ხოდ მდი­და­რი ქვეყ­ნე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი სა­ი­მიგ­რა­ციო პო­ლი­ტი­კას ამ­კაც­რე­ბენ, ამი­ტომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც სა­შუ­ა­ლო შე­მო­სა­ვა­ლია - ნათ­ქვა­მია შრო­მის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უახ­ლეს კვლე­ვა­ში.

იმ ქვეყ­ნებს შო­რის რომ­ლე­ბიც და­საქ­მე­ბის მსურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სულ უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, არის - ჩი­ნე­თი, ბრა­ზი­ლია, რუ­სე­თი, ბე­ლო­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და თურ­ქმე­ნე­თი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ევროპის რომელ ქვეყნებში შეძლებენ ქართველები ლეგალურად დასაქმებას

ევროპის რომელ ქვეყნებში შეძლებენ ქართველები ლეგალურად დასაქმებას

საფრანგეთის ხელისუფლება ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესახებ კანონს მიიღებს. აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გააკეთა.

მინისტრის თქმით, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სპეციალისტები, მათ შორის ისინი, ვისაც უმაღლესი განათლება საფრანგეთში აქვთ მიღებული, შეძლებენ მიიღონ დროებითი ბინადრობის მოწმობა და საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ითვალისწინებს როგორც საქართველოს მოქალაქეების დასაქმებას საფრანგეთში, ისე პირიქით, საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში.

"საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების კუთხით შეთანხმების მისაღწევად პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობს. ჩვენ მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი გვაქვს. საფრანგეთთან გაფორმებული გვაქვს შეთანხმება, რომლის რატიფიკაციაც საფრანგეთის პარლამენტმა მოახდინა.

გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა, რომელიც უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. ეს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა!“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ხელშეკრულება არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორიც არის ბინადრობის მოწმობის ვადები, სამუშაო ადგილის კვოტები. შეთანხმებით წელიწადში, ახალგაზრდა სპეციალისტებზე გამოყოფილია 150 კვოტა, ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე - 500 კვოტა ჯამში.

შეთანხმების რატიფიცირების პარალელურად ფრანგული და ქართული მხარეები განაგრძობენ მუშაობას ცალკეულ საკითხებზე. მათ შორისაა, საფრანგეთის შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების იდენტიფიცირება, საქართველოში შესაბამისი სპეციალისტების შერჩევა და სხვა ტექნიკური საკითხები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა არაერთ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთან, ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან. უწყების ინფორმაციითვე, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი არსებობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია საქართველოს 30-მდე მოქალაქე.

რაც შეეხება გერმანიას, 2018 წლის აგვისტოში საქართველოში ვიზიტის დროს, კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად და შესაბამისად საქართველო ოფიციალურ ბერლინთან ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს აგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის ბუნდესტაგი 19 დეკემბერს განიხილავს მიგრაციის კანონს, რომელმაც უნდა დაარეგულიროს როგორც ახლა არსებული მიგრაციის პროცედურები, ასევე ლეგალური შრომითი მიგრაციის წესები.

"ამ კანონპროექტით გათვალისწინებული წესები გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზეც. ერთი მხრივ ეს შეეხება როგორც მაღალკვალიფიციურ კადრებს, ასევე იმ სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლების კურსი დამთავრებული. დაახლოებით სამი კვირის წინ გამოქვეყნდა კვლევა, რომ გერმანიას დაახლოებით 400 000 დამსაქმებელი ესაჭიროება დამატებით ეკონომიკის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, გერმანიას სჭირდება ბევრი მიმართულებით როგორც მაღალკვალიფიციური, ისე პროფესიული განათლების მქონე კადრები", - განმარტა გერმანიაში საქართელოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გერმანიში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული, რასაც ელჩი ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირებს.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა შემცირებულია ისრაელშიც. ისრაელში საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძის განმარტებით, არალეგალური მიგრაციის პრობლემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ისრაელმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ცალმხრივად აამოქმედა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს 90 დღის განმავლობაში ტურისტული, ჰუმანიტარული და პირადი მიზნებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის შესაძლებლობას აძლევდა.

თუმცა, ამან გამოიწვია ის, რომ 2015-16 წლებში 60 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ისრაელის შესაბამის ორგანოებს პოლიტიკური თავშესაფრისთვის. ამ პროცესმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი აქტუალური გახადა იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური თბილისი შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამდა. ელჩის განმარტებით, დღეს ეს რიცხვი მკვეთრად შემცირებულია, თუმცა ტენდენცია შენარჩუნებული.

სამუშაო მიგრაცია, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არ არის საინტერესო თემა. მსოფლიოში შრომითი მიგრანტების რიცხვი თითქმის ყოველდღიურად იზრდება და მათი რაოდენობა 164 მილიონს აჭარბებს. მათგან 2/3 მდიდარ ქვეყნებშია წასული და მსგავს ქვეყნებში ყოველი მეხუთე დასაქმებული, უცხოელია.

მიგრანტების დასაქმების დონე უმუშევრობის პარალელურად იზრდება, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება სულ უფრო მეტად მატულობს. საპასუხოდ მდიდარი ქვეყნების ხელისუფლებები საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებენ, ამიტომ დროთა განმავლობაში სულ უფრო პოპულარული ხდება ისეთი მიმართულებები, სადაც საშუალო შემოსავალია - ნათქვამია შრომის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს კვლევაში.

იმ ქვეყნებს შორის რომლებიც დასაქმების მსურველი ადამიანებისთვის სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება, არის - ჩინეთი, ბრაზილია, რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი.

CNN ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას რუსეთს უკავშირებს - "მოკლეს ადამიანი, რომელიც მფარველობას ითხოვდა და გერმანიამ მას უარი უთხრა"

რუსეთის მხარეს 250 მანქანაა გაჩერებული - რა ხდება ლარსზე

"პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები