პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია საქართველოს ასტროლოგიური რუკა და რატომ იყო არასწორად შერჩეული ინაუგურაციის თარიღი
როგორია საქართველოს ასტროლოგიური რუკა და რატომ იყო არასწორად შერჩეული ინაუგურაციის თარიღი

მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა აქვს, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. რა ცვლის მას და ძლი­ე­რია თუ სუს­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა - ამ თე­მა­ზე AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სა­უბ­რობს:

- სა­ნამ სა­ქარ­თვე­ლო­ზე დაწ­ვრი­ლე­ბით მო­გახ­სე­ნებთ, ვნა­ხოთ, რა მოვ­ლე­ნებს ეფუძ­ნე­ბა, მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა. მათ­გან უმე­ტე­სი ნა­წი­ლი, ჩვენ­სა­ვით და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის აქ­ტზე ხე­ლის მო­წე­რის მო­მენტს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ქვეყ­ნე­ბი (ბრი­ტა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, აშშ-ს სსრკ-ს და ა.შ.) მა­ნამ­დე რო­მე­ლი­მე კო­ლო­ნი­ა­ლურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ასე­ვე ბევ­რია რუკა, რო­მე­ლიც რეს­პუბ­ლი­კად გა­მო­ცხა­დე­ბა­ზეა აგე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად, ეგ­ვიპ­ტის, ავ­სტრი­ის იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თის...

რამ­დე­ნი­მე ქვეყ­ნის რუ­კის­თვის (დიდი ბრი­ტა­ნე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო, თან­ზა­ნია) პი­რი­ქით, გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში შეს­ვლის თა­რი­ღია აღე­ბუ­ლი. თით­ქმის ანა­ლო­გი­ურ მო­მენ­ტად უნდა ჩა­ით­ვა­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის ძა­ლა­ში შეს­ვლის (შვე­დე­თი, შვე­ი­ცა­რია, ახა­ლი ზე­ლან­დია, მექ­სი­კა, და­ნია), ან ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის გა­ფორ­მე­ბაც, რო­მე­ლიც ასე­ვე სტრუქ­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს. ამ უკა­ნას­კნე­ლის მა­გა­ლი­თად, შეგ­ვიძ­ლია, ბრა­ზი­ლია და ია­პო­ნია მო­ვი­ტა­ნოთ.

ქვეყ­ნე­ბის რუ­კე­ბი დგე­ბო­და სხვა­დას­ხვა რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის, ეროვ­ნუ­ლი და სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბე­ბის, თუ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის, რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მმარ­თვე­ლის ჩა­მოგ­დე­ბის (ჩე­უ­შეს­კუ რუ­მი­ნეთ­ში) ან დაბ­რუ­ნე­ბის (ირა­ნი-ხო­მე­ი­ნის დაბ­რუ­ნე­ბა) თა­რი­ღებ­ზეც. არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, რო­მელ­თა რუ­კე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს მმარ­თვე­ლის ინა­უ­გუ­რა­ცი­ე­ბის (სამ­ხრეთ აფ­რი­კა, მო­ნა­კო) ან კო­რო­ნა­ცი­ე­ბის (ეს­პა­ნე­თის, გერ­მა­ნი­ის, შოტ­ლან­დი­ის, ინ­გლი­სის) თა­რი­ღებს ეფუძ­ნე­ბა.

- რო­გორც ვნა­ხეთ, ქვეყ­ნე­ბის რუ­კე­ბი იც­ვლე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის დროს...

- დიახ, ასეა. მა­გა­ლი­თად, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ია­ნა­უ­გუ­რა­ცი­ას­თან ერ­თად, ძა­ლა­ში შე­ვი­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ახა­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს საპ­რე­ზი­დენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბი­დან სა­პარ­ლა­მენ­ტო მმარ­თვე­ლო­ბის რელ­სებ­ზე გა­და­იყ­ვანს. თუ და­სა­ხე­ლე­ბულ ქვეყ­ნებს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, წე­სით, უნდა მივ­ხვდეთ, რომ ეს მო­მენ­ტი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დად­გა.

ანუ 16 დე­კემ­ბერს, 15:09 წუთ­ზე, იმ მო­მენ­ტი­დან, რაც ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ ფი­ცის წარ­მოთ­ქმა და­ას­რუ­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუკა შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლა ქარ­თვე­ლი ას­ტრო­ლო­გი იმა­ზე ვთან­ხმდე­ბო­დით, რომ 1991 წლის 9 აპ­რი­ლის რუკა ძალ­ზე სუს­ტი იყო და შე­საც­ვლე­ლი, თუმ­ცა ესეც დიდი ხვი­თო რომ არაა, ფაქ­ტია: მარ­სი, რო­მე­ლიც ჯარს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, მის­თვის ძალ­ზე სუსტ ნი­შან­ში - თევ­ზებ­ში მოხ­ვდა, მზით დაკ­ვად­რა­ტე­ბუ­ლი, ვე­ნე­რა, რო­მელ­საც ფი­ნან­სე­ბი და დიპ­ლო­მა­ტია აბა­რია, გა­ძე­ვე­ბის ნი­შან­ში, მო­რი­ელ­შია, ანუ ისიც სუს­ტი, მთვა­რეს - ხალ­ხს, ნე­გა­ტი­უ­რი ას­პექ­ტი აქვს სა­ტურ­ნი­სა­გან ანუ კა­ნო­ნი­სა­გან...

არამ­ხო­ლოდ ინა­უ­გუ­რა­ცი­ის თა­რი­ღი გახ­ლდათ უხე­ი­როდ შერ­ჩე­უ­ლი, არა­მედ სა­ა­თიც, რად­გან ას­ტრო­ლო­გი­ა­ში თით­ქმის ყო­ვე­ლი წუთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. დრო­ის ასე­თი უთავ­ბო­ლო შერ­ჩე­ვის გამო, თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლო­ბის აღმნიშ­ვნე­ლი მზეც კი უკი­დუ­რე­სად სტრე­სულ მე-8 სახ­ლში დგას, რაც ას­ტრო­ლო­გი­უ­რი ენი­დან ჩვე­უ­ლებ­რივ, მოკ­ვდავ­თათ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე რომ ვთარ­გმნოთ, გა­მო­დის, არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საა ეს ახა­ლი რუკა სა­ხე­ი­რო.

არა­და, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ რო­ნალდ რე­ი­გან­მა თა­ვი­სი ინა­უ­გუ­რა­ცია ას­ტრო­ლო­გე­ბის რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, დი­ლის 5 სა­ათ­ზე და­ნიშ­ნა და უთე­ნია წა­მო­ყა­რა მთე­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ლო­გი­ნი­დან ფეხ­ზე. ეს, რა თქმა უნდა, არა მხო­ლოდ თა­ვად რე­ი­გა­ნის, არა­მედ მთლი­ა­ნად ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­კეთ­და. გა­კეთ­და იმი­სათ­ვის, რომ ის 4-წლი­ა­ნი პე­რი­ო­დი კი­დევ უფრო მეტი სტა­ბი­ლუ­რო­ბის, მეტი გაძ­ლი­ე­რე­ბის ხანა ყო­ფი­ლი­ყო და ამ ნა­ბი­ჯის სის­წო­რე შემ­დეგ­მა მოვ­ლე­ნებ­მაც დაგ­ვა­ნა­ხა... ეს ამე­რი­კა­ში.

ჩვენ­თან კი, რა თქმა უნდა, ას­ტრო­ლო­გებს ამ­ჯე­რა­დაც არა­ფე­რი გვკი­თხეს. რო­დის გვექ­ნე­ბა მო­რი­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ უვარ­გი­სი რუკა ახ­ლით შე­იც­ვა­ლოს, რა ხე­ლა­ხა­ლი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა ამი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მა­შინ მა­ინც თუ მოგ­ვის­მე­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ას­ტრო­ლო­გებს, ეს უკვე ღმერ­თმა იცის...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

როგორია საქართველოს ასტროლოგიური რუკა და რატომ იყო არასწორად შერჩეული ინაუგურაციის თარიღი

როგორია საქართველოს ასტროლოგიური რუკა და რატომ იყო არასწორად შერჩეული ინაუგურაციის თარიღი

მსოფლიოს ყველა ქვეყანას თავისი ასტროლოგიური რუკა აქვს, რომელიც სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით განისაზღვრება. რა ცვლის მას და ძლიერია თუ სუსტი საქართველოს ასტროლოგიური რუკა - ამ თემაზე AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს:

- სანამ საქართველოზე დაწვრილებით მოგახსენებთ, ვნახოთ, რა მოვლენებს ეფუძნება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასტროლოგიური რუკა. მათგან უმეტესი ნაწილი, ჩვენსავით დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტზე ხელის მოწერის მომენტს უკავშირდება. ეს ქვეყნები (ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს სსრკ-ს და ა.შ.) მანამდე რომელიმე კოლონიალურ გაერთიანებაში იმყოფებოდნენ. ასევე ბევრია რუკა, რომელიც რესპუბლიკად გამოცხადებაზეა აგებული, მაგალითად, ეგვიპტის, ავსტრიის იტალიის, საფრანგეთის...

რამდენიმე ქვეყნის რუკისთვის (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, თანზანია) პირიქით, გაერთიანებაში შესვლის თარიღია აღებული. თითქმის ანალოგიურ მომენტად უნდა ჩაითვალოს კონსტიტუციის ძალაში შესვლის (შვედეთი, შვეიცარია, ახალი ზელანდია, მექსიკა, დანია), ან ისეთი ცვლილებების შეტანის გაფორმებაც, რომელიც ასევე სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს. ამ უკანასკნელის მაგალითად, შეგვიძლია, ბრაზილია და იაპონია მოვიტანოთ.

ქვეყნების რუკები დგებოდა სხვადასხვა რევოლუციების, ეროვნული და სახალხო აჯანყებების, თუ სახელმწიფო გადატრიალებების, რომელიმე კონკრეტული მმართველის ჩამოგდების (ჩეუშესკუ რუმინეთში) ან დაბრუნების (ირანი-ხომეინის დაბრუნება) თარიღებზეც. არსებობს ქვეყნები, რომელთა რუკები სახელმწიფოს მმართველის ინაუგურაციების (სამხრეთ აფრიკა, მონაკო) ან კორონაციების (ესპანეთის, გერმანიის, შოტლანდიის, ინგლისის) თარიღებს ეფუძნება.

- როგორც ვნახეთ, ქვეყნების რუკები იცვლება მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებების დროს...

- დიახ, ასეა. მაგალითად, ახალი პრეზიდენტის - სალომე ზურაბიშვილის იანაუგურაციასთან ერთად, ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის რელსებზე გადაიყვანს. თუ დასახელებულ ქვეყნებს გავითვალისწინებთ, წესით, უნდა მივხვდეთ, რომ ეს მომენტი ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვანი რეალობის წინაშე დადგა.

ანუ 16 დეკემბერს, 15:09 წუთზე, იმ მომენტიდან, რაც ქალბატონმა სალომემ ფიცის წარმოთქმა დაასრულა, საქართველოს ასტროლოგიური რუკა შეიცვალა. ყველა ქართველი ასტროლოგი იმაზე ვთანხმდებოდით, რომ 1991 წლის 9 აპრილის რუკა ძალზე სუსტი იყო და შესაცვლელი, თუმცა ესეც დიდი ხვითო რომ არაა, ფაქტია: მარსი, რომელიც ჯარს განასახიერებს, მისთვის ძალზე სუსტ ნიშანში - თევზებში მოხვდა, მზით დაკვადრატებული, ვენერა, რომელსაც ფინანსები და დიპლომატია აბარია, გაძევების ნიშანში, მორიელშია, ანუ ისიც სუსტი, მთვარეს - ხალხს, ნეგატიური ასპექტი აქვს სატურნისაგან ანუ კანონისაგან...

არამხოლოდ ინაუგურაციის თარიღი გახლდათ უხეიროდ შერჩეული, არამედ საათიც, რადგან ასტროლოგიაში თითქმის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია. დროის ასეთი უთავბოლო შერჩევის გამო, თავად ხელისუფლების მთავარი წარმომადგენელობის აღმნიშვნელი მზეც კი უკიდურესად სტრესულ მე-8 სახლში დგას, რაც ასტროლოგიური ენიდან ჩვეულებრივ, მოკვდავთათვის გასაგებ ენაზე რომ ვთარგმნოთ, გამოდის, არც ხელისუფლებისთვისაა ეს ახალი რუკა სახეირო.

არადა, ცნობილი ფაქტია, რომ რონალდ რეიგანმა თავისი ინაუგურაცია ასტროლოგების რჩევის გათვალისწინებით, დილის 5 საათზე დანიშნა და უთენია წამოყარა მთელი ამერიკის შეერთებული შტატები ლოგინიდან ფეხზე. ეს, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თავად რეიგანის, არამედ მთლიანად ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა. გაკეთდა იმისათვის, რომ ის 4-წლიანი პერიოდი კიდევ უფრო მეტი სტაბილურობის, მეტი გაძლიერების ხანა ყოფილიყო და ამ ნაბიჯის სისწორე შემდეგმა მოვლენებმაც დაგვანახა... ეს ამერიკაში.

ჩვენთან კი, რა თქმა უნდა, ასტროლოგებს ამჯერადაც არაფერი გვკითხეს. როდის გვექნება მორიგი შესაძლებლობა, რომ უვარგისი რუკა ახლით შეიცვალოს, რა ხელახალი სტრუქტურული ცვლილებების გატარება იქნება ამისათვის აუცილებელი, მაშინ მაინც თუ მოგვისმენენ ხელისუფლების წარმომადგენლები ასტროლოგებს, ეს უკვე ღმერთმა იცის...

"ინტერპრესნიუსმა" 20 წლის იუბილე საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა - ფოტოები წვეულებიდან

ცირკის ქვეშ მსოფლიო ჯიშების თესლის საცავია?! - რას ყვება ქართველი ინჟინერი, რომელიც ბერიას ბრძანებით, უნიკალურ პროექტზე მუშაობდა

ფოტოები აჭარის მაღალმთიანეთიდან, სადაც დიდთოვლობის გამო სწავლა შეწყდა