მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისი ჯიხურების ქალაქი არ იქნება" - კახა კალაძის განცხადებით, არასწორ ადგილას მდგარ ჯიხურებს აიღებენ
"თბილისი ჯიხურების ქალაქი არ იქნება" - კახა კალაძის განცხადებით, არასწორ ადგილას მდგარ ჯიხურებს აიღებენ

თბი­ლი­სი არ უნდა იყოს და არ იქ­ნე­ბა ჯი­ხუ­რე­ბის ქა­ლა­ქი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და. კა­ლა­ძის თქმით, მფლო­ბე­ლებს, რომ­ლებ­საც ჯი­ხუ­რე­ბი არას­წორ ად­გილ­ზე აქვთ გან­თავ­სე­ბუ­ლი, 3-დან 6-თვემ­დე ვადა მი­ე­ცე­მათ, რომ ობი­ექ­ტე­ბის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა გა­ას­წო­რონ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თვე­ვა­ში, მათ ობი­ექ­ტე­ბის აღე­ბა მო­უ­წევთ.

„და­ახ­ლო­ე­ბით 6 წლის წინ, თბი­ლი­სის მა­შინ­დელ­მა მთავ­რო­ბამ კი­დევ ერთი არას­წო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო: ქა­ლაქ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2500 ჯი­ხუ­რი გან­თავ­სდა. ყვე­ლა­ზე ცუდი ამ ყვე­ლა­ფერ­ში არის ის, რომ მათი დიდი ნა­წი­ლი ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით არას­წორ და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და­უშ­ვე­ბელ ად­გი­ლებ­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, რაც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. მა­გა­ლი­თად, გზის­პი­რას გან­თავ­სე­ბუ­ლი ჯი­ხუ­რე­ბი, რის გა­მოც მუდ­მი­ვად ფერ­ხდე­ბა სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ტრო­ტუ­არ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ჯი­ხუ­რი პრაქ­ტი­კუ­ლად არ ტო­ვებს ქვე­ი­თის გა­სავ­ლელ ად­გილს და ა.შ.

ხსე­ნე­ბუ­ლი ჯი­ხუ­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას სულ ახ­ლა­ხან გა­უ­ვი­და იჯა­რის ვადა და შე­სა­ბა­მი­სად, დღეს, იმ გა­რე­მო­ე­ბა­ში გვი­წევს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რო­დე­საც ეს 2500 ჯი­ხუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე და ალ­ბათ კი­დევ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სავ­ლის წყა­როა. მე კარ­გად მეს­მის ამ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ ასე მარ­ტი­ვად ვერ მოხ­დე­ბო­და ამ ჯი­ხუ­რე­ბის აღე­ბა, მაგ­რამ გარ­კვე­ულ პრინ­ცი­პულ მიდ­გო­მებ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შევ­თან­ხმდეთ.

თბი­ლი­სი არ უნდა იყოს და არ იქ­ნე­ბა ჯი­ხუ­რე­ბის ქა­ლა­ქი. ყვე­ლა ის ჯი­ხუ­რი, რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ არის პრობ­ლე­მუ­რი, დარ­ჩე­ბა, ამ ად­გი­ლებ­ზე ხე­ლახ­ლა გა­მო­ცხად­დე­ბა აუქ­ცი­ო­ნე­ბი და მათ მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ახა­ლი ვა­დით აი­ღონ სა­ი­ჯა­რო უფ­ლე­ბა.

ჩვენ დე­ტა­ლუ­რად გვაქვს აღ­რი­ცხუ­ლი ყვე­ლა ის ობი­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქა­ლაქ­გეგ­მა­რე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით არას­წორ ად­გილ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. ასეთ ჯი­ხუ­რებს მე­რია და­მა­ტე­ბით ვა­დას გა­ნუ­სა­ზღვრავს 3-დან 6-თვემ­დე, მოხ­დე­ბა იჯა­რის ვა­დის გა­და­ცი­ლე­ბი­დან დღემ­დე უკა­ნო­ნოდ ყოფ­ნის პე­რი­ო­დის ლე­გა­ლი­ზე­ბა და მი­ე­ცე­მათ და­მა­ტე­ბი­თი ვადა, რა დრო­საც მათ ექ­ნე­ბათ ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. როცა და­მა­ტე­ბი­თი ვა­დის ამო­ი­წუ­რე­ბა, მა­შინ­ვე უნდა აი­ღონ მფლო­ბე­ლებ­მა ასე­თი ჯი­ხუ­რე­ბი. მე­რია მზა­დაა, თი­თო­ე­ულ ასეთ ობი­ექტთან მჭიდ­როდ ითა­ნამ­შრომ­ლოს, რომ მო­ი­ძებ­ნოს სხვა ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, ქა­ლა­ქის­თვის უპ­რობ­ლე­მო ად­გი­ლე­ბი",- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"თბილისი ჯიხურების ქალაქი არ იქნება" - კახა კალაძის განცხადებით, არასწორ ადგილას მდგარ ჯიხურებს აიღებენ

"თბილისი ჯიხურების ქალაქი არ იქნება" - კახა კალაძის განცხადებით, არასწორ ადგილას მდგარ ჯიხურებს აიღებენ

თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, მფლობელებს, რომლებსაც ჯიხურები არასწორ ადგილზე აქვთ განთავსებული, 3-დან 6-თვემდე ვადა მიეცემათ, რომ ობიექტების ადგილმდებარეობა გაასწორონ, წინააღმდეგ შემთვევაში, მათ ობიექტების აღება მოუწევთ.

„დაახლოებით 6 წლის წინ, თბილისის მაშინდელმა მთავრობამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო: ქალაქში დაახლოებით 2500 ჯიხური განთავსდა. ყველაზე ცუდი ამ ყველაფერში არის ის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ და ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებშია განთავსებული, რაც გარკვეული პრობლემების მიზეზი ხდება. მაგალითად, გზისპირას განთავსებული ჯიხურები, რის გამოც მუდმივად ფერხდება სატრანსპორტო მოძრაობა, ზოგ შემთხვევაში ტროტუარზე განთავსებული ჯიხური პრაქტიკულად არ ტოვებს ქვეითის გასავლელ ადგილს და ა.შ.

ხსენებული ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან გაუვიდა იჯარის ვადა და შესაბამისად, დღეს, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ეს 2500 ჯიხური დაახლოებით ამდენივე და ალბათ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ერთადერთი შემოსავლის წყაროა. მე კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდებოდა ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპულ მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ.

თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც მდებარეობიდან გამომდინარე არ არის პრობლემური, დარჩება, ამ ადგილებზე ხელახლა გამოცხადდება აუქციონები და მათ მიეცემათ შესაძლებლობა ახალი ვადით აიღონ საიჯარო უფლება.

ჩვენ დეტალურად გვაქვს აღრიცხული ყველა ის ობიექტი, რომელიც ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ ადგილზეა განთავსებული. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6-თვემდე, მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. როცა დამატებითი ვადის ამოიწურება, მაშინვე უნდა აიღონ მფლობელებმა ასეთი ჯიხურები. მერია მზადაა, თითოეულ ასეთ ობიექტთან მჭიდროდ ითანამშრომლოს, რომ მოიძებნოს სხვა ალტერნატიული, ქალაქისთვის უპრობლემო ადგილები",- განაცხადა კალაძემ.

რისგან იცავს მამაკაცებს წინადაცვეთა და სქესობრივი გზით გადამდები რომელი ინფექციებია საშიში - რეპროდუქტოლოგის რეკომენდაციები

აღმაშენებლის ხეივანში წყალსადენის დაზიანების გამო, საბურთალოს დღის ბოლომდე წყალი არ მიეწოდება - GWP-ს განცხადება

როგორ აღნიშნეს წუხელ ბათუმში ნათლისღების დღესასწაული მორწმუნეებმა - ნახეთ ფოტოები