Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯობია ერთხელ ვიფეთქოთ, ვიდრე ასე გვხოცავდნენ" - ბოლო ოც წელში რუსმა სამხედროებმა სომხეთში 11 ადგილობრივი მოკლეს
"ჯობია ერთხელ ვიფეთქოთ, ვიდრე ასე გვხოცავდნენ" - ბოლო ოც წელში რუსმა სამხედროებმა სომხეთში 11 ადგილობრივი მოკლეს

სომ­ხეთ­ში 57 წლის ად­გი­ლობ­რი­ვი ქა­ლის, ჯუ­ლი­ე­ტა გუ­კა­სი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტმა ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი გა­ამ­წვა­ვა. გი­უმ­რი­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზის მახ­ლობ­ლად მო­მუ­შა­ვე მე­ე­ზო­ვე ქალი, სას­ტი­კად ნა­ცე­მი იპო­ვეს. რო­გორც “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ად­გი­ლობ­რივ სამ­სა­ხურ­თან მოკ­ლუ­ლის შვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გუ­კა­სი­ა­ნი სას­ტი­კად ნა­ცე­მი, და­სი­ე­ბუ­ლი და და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი იყო...

“რო­დე­საც დე­დამ სა­ტე­ლო­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხა, მის სა­ძებ­ნე­ლად წა­ვე­დი. ის გი­უმ­რის ბა­ზას­თან ახ­ლოს, “სლო­ბოდ­კას” რა­ი­ონ­ში მუ­შა­ობ­და... გზა­ში მი­ლი­ცია შემ­ხვდა და მი­თხრა, რომ დე­და­ჩემს სცე­მეს... ისე­თი ნა­ცე­მი იყო, სა­კუ­თარ თავს არ ჰგავ­და... რო­დე­საც ექი­მებ­მა მი­თხრეს, რომ დედა გონ­ზე მო­ვი­და, მისი ნახ­ვა მო­ვინ­დო­მე, მაგ­რამ გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა უფ­ლე­ბა არ მომ­ცეს, - არ შე­იძ­ლე­ბაო... არა­და მას შე­ეძ­ლო თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე სი­ტყვით აეხ­სნა, თუ რა მოხ­და" - აცხა­დებს ანა­იტ გუ­კა­სი­ა­ნი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სომ­ხე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა აცხა­დებს, რომ ქა­ლის მოკ­ვლა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი რუსი სამ­ხედ­რო და­კა­ვე­ბუ­ლია, Интерфакс-თან სა­უ­ბარ­ში სომ­ხეთ­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩო აცხა­დებს, რომ მომ­ხდარ­ში გი­უმ­რის ბა­ზა­ზე მომ­სა­ხუ­რე რუსი სამ­ხედ­რო არ არის ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც “გარე ძა­ლე­ბის მიერ არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას შეგ­ნე­ბუ­ლად ავ­რცე­ლებს...”

მოკ­ლუ­ლი ჯუ­ლი­ე­ტა გუ­კა­სი­ა­ნი

სომ­ხე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა თავს იკა­ვებს იმა­ზე კო­მენ­ტა­რის­გან, სად გა­ა­სა­მარ­თლე­ბენ რუს სამ­ხედ­როს... მოკ­ლუ­ლი ქა­ლის ოჯა­ხი საქ­მის სა­მარ­თლი­ან გა­მო­ძი­ე­ბას ითხოვს. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მე­დია და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი კი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ქვე­ყა­ნა­ში რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში, არც პირ­ვე­ლია და არც უკა­ნას­კნე­ლი იქ­ნე­ბა - 1999 წლი­დან გი­უმ­რის ბა­ზის რუს­მა სამ­ხედ­რობ­მა უკვე 11 ად­გი­ლობ­რი­ვი იმ­სხვერ­პლეს და არ­ცერ­თი დამ­ნა­შა­ვე სომ­ხეთ­ში არ გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლა.

Кавказский Узел-ს ცნო­ბით, სომ­ხეთ­ში, ქა­ლაქ გი­უმ­რი­ში რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბაზა მოს­კოვ­სა და ერე­ვანს შო­რის 1995 წლის სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეა დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი და ვადა 2010 წელს 2049 წლამ­დე გა­უგ­რძელ­და.

რუსი ჯა­რის­კა­ცი ვა­ლე­რი პერ­მი­ა­კო­ვი, რო­მელ­მაც 2015 წელს ქა­ლაქ გი­უმ­რი­ში ავე­ტი­სი­ა­ნე­ბის ოჯა­ხის შვი­დი წევ­რი და­ხო­ცა

სო­მე­ხი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბით, ბოლო და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, რომ სომ­ხეთ­სა და რუ­სეთს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა უფრო არ და­ი­ძა­ბოს. ორ­გა­ნი­ზა­ცია “ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის” ხელ­მძღვა­ნე­ლი ჟანა ალექ­სა­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ “თუკი ამას ხალ­ხი ხმა­მაღ­ლა გა­აპ­რო­ტეს­ტებს და არე­უ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა, ეს სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კი არა, რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი”.

კი­დევ ერთი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის არ­ტურ სა­კუნ­ცის თქმით, რუ­სეთ­სა და სომ­ხეთს არ­სე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის თა­ნახ­მად, ასე­თი ფაქ­ტე­ბი სომ­ხურ­მა მხა­რემ უნდა გა­მო­ი­ძი­ოს. მი­სი­ვე თქმით, რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გი­უმ­რის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­ა­გი­რე­ბას არ ახ­დენს. რუ­სე­თი ასე­ვე არ აქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას იმას, რომ სო­მე­ხი ჯა­რის­კა­ცე­ბი მზად არი­ან სხვა­გან იმ­სა­ხუ­რონ მას­თან, სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა ჰქონ­დეს რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი, რათა მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ. ვიდ­რე ეს არ მოხ­დე­ბა, მსგავ­სი ინ­ცი­დენ­ტე­ბი არ დას­რულ­დე­ბა... “

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, გი­უმ­რის მო­სახ­ლე­ო­ბა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზე­ბის არ­სე­ბო­ბას სულ უფრო მწვა­ვედ აპ­რო­ტეს­ტებს და ეს ტალ­ღა ასე ად­ვი­ლად არ ჩა­ცხრე­ბა... სლო­ბოდ­კას რა­ი­ო­ნის მცხოვ­რე­ბი არ­მენ მელ­კო­ნი­ა­ნი ამ­ბობს, რომ რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხრი­დან ინ­ცინ­დენ­ტე­ბი ხში­რია.

“რუსი სამ­ხედ­რო­ე­ბის ხში­რად ჩხუ­ბო­ბენ, რო­გორც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, ასე­ვე ერ­თმა­ნეთ­ში. შარ­შან წლის და­სა­წყის­ში იქ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პო­ლი­ცია ამოქ­მედ­და, რა­საც პირ­ვე­ლი თვე­ებ­ში გარ­კვე­უ­ლი სიმ­შვი­დე მოჰ­ყვა, თუმ­ცა, შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა ისევ მა­ლე­ვე გა­უ­ა­რეს­და. ბაზა ქა­ლა­ქის ცენ­ტრი­დან 10-15 წუ­თის სა­ვალ­ზეა და შე­სა­ბა­მი­სად, ქა­ლა­ქის კაფე-ბა­რებ­სა და რე­სოტრნებ­ში მათ ყო­ველ­დღი­უ­რად ვხე­დავთ. უმე­ტეს­წი­ლად ნას­ვა­მე­ბი არი­ან და არც ჩხუბს ერი­დე­ბი­ან", - ამ­ბობს გი­უმ­რე­ლი სო­მე­ხი.

სხვე­ბის თქმით, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ცდი­ლო­ბენ რუს სამ­ხედ­რო­ებს მო­ე­რი­დონ, თუმ­ცა ეს ყო­ველ­თვის ვერ ხერ­ხდე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის პა­სუ­ხად რუ­სე­თის სა­ელ­ჩო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დუმს.

ასე­თი გან­წყო­ბე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი სერ­გეი ლავ­რო­ვი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ერე­ვა­ნი და მოს­კო­ვი მუ­შა­ო­ბენ დო­კუ­მენტზე, რო­მე­ლიც სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბის ყოფ­ნას კრძა­ლავს. “ეს დო­კუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა გა­რან­ტი, რომ სომ­ხეთ­ში უცხო­ე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი ვერ იდ­გე­ბი­ან..." - აცხა­დებს სერ­გეი ლავ­რო­ვი Комсомо́льская пра́вда-ს რა­დი­ო­გა­მო­ცე­მას­თან, სა­დაც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც სა­უბ­რობს.

“საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თი გრძნობს საფრ­თხეს, რომ სომ­ხე­თი მის­გან დის­ტან­ცი­რე­ბას აპი­რებს და პო­ზი­ცი­ე­ბის დათ­მო­ბას არ აპი­რებს. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ის, რომ პუ­ტინს ჯერ კი­დევ ბევ­რი კად­რი და მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს სომ­ხეთ­ში, რო­მელ­თაც ჰგო­ნი­ათ, რომ მის გა­რე­შე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, ირა­ნი ან თურ­ქე­თი ჩაყ­ლა­პავს... რა გა­საკ­ვი­რია, სა­ქარ­თვე­ლოს რო­გორც სა­გა­რეო, ასე­ვე სა­ში­ნაო კუ­თხით ბევ­რად უკე­თე­სი პო­ზი­ცია უჭი­რავს, თუმ­ცა, რუ­სე­თის მომ­ხრე­ე­ბი იქაც საკ­მა­ოდ ბევ­რია... ” - წერს ად­გი­ლობ­რი­ვი მი­ხა­ილ გე­ვორ­ქი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

“ბოლო დროს ცოტა გა­მო­ფხიზ­ლე­ბა იგ­რძნო­ბა, მაგ­რამ მა­ინც ცო­ტაა რუ­სე­თის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ. არა­და, ახლა, ფა­ში­ნი­ა­ნის გუნ­დის სა­შუ­ა­ლე­ბით გვაქვს ცვლი­ლე­ბე­ბის შან­სი და ეს თუ დავ­კარ­გეთ, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წელი ამ ჭა­ობ­ში ყოფ­ნა მოგ­ვი­წევს...” - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ელი­ზა­ვე­ტა გრი­გო­რი­ა­ნი.

“ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე მა­ინც ვიზ­რუ­ნოთ, იქ­ნებ მათ მა­ინც შეძ­ლონ კო­რუფ­ცი­ი­დან ამოს­ვლა. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა დაგ­ვი­ხო­ცონ, რომ ხმა ამო­ვი­ღოთ? სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბი ხარ­თო და დამ­ნა­შა­ვე რუ­სეთ­ში მიჰ­ყავთ, ანუ სა­ხელ­წი­ფო არ გაქ­ვთო, გვე­უბ­ნე­ბი­ან... ჯო­ბია ერთხელ იფეთ­ქოს, ვიდ­რე ასე გვხო­ცავ­დნენ”, - წერს სუ­სა­ნა ვარ­თა­ნი­ა­ნი.

“სომ­ხე­ბი შე­საძ­ლებ­ლო­ბას არ უშ­ვე­ბენ, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბის­თვის არ გა­მო­ი­ყე­ნონ, თუმ­ცა, იგი­ვე სომ­ხეთ­ში ახ­ლა­ხანს ამ­ნის­ტი­ით გა­მო­უშ­ვეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც რუ­სეთ­ში თა­ვი­სი “კა­მა­ზით” 18 მო­ქა­ლა­ქე მოკ­ლა - რუ­სეთს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბია... შე­ვახ­სე­ნებ­დი სომ­ხებს, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბიც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და მა­თაც პა­ტი­ვის­ცე­მით უნდა მო­ე­პყრან...” - წერს რუსი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი Кавказский Узел-ის სტა­ტი­ის კო­მენ­ტარ­ში.

ნიანია ბაკურიანი
0

დღევანდელ სომხეთის ტერიტორიაზე ნამდვილი სომხები აღარ ცხოვრობენ ისინი ინდოევროპელმა დამპყრობელებმა ჩაანაცვლეს,სახელი კი სომხური დაიტოვეს,ჯერ სომხურ დამწერლობას დააკვირდით ის ინდოევროპულ ენებს განეკუთვნება და არა კავკასიურს,რატომ?თუ სომხეთი კავკასიური ქვეყანაა მაშინ მათი დამწერლობა კავკასიურ ენათა ჯგუფს რატომ არ განეკუთვნება?ფიზიკური აღნაგობითაც დღევანდელ სომხეთში მაცხოვრებელი სომხების უმეტესობა არასომხურია,ფიზიკურად კარგს და ლამაზს თუ შეხვდებით ისინი ძველი სომხების შთამომავალნი არიან,საქართველოშიც შეხვდებით ძველი სომხების შთამომავალთ,რომლებიც გარეგნულად ქრთველებს გვანან, დღევანდელ სომხეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ვითომ სომხები,როგორც ავღნიშნე ინდოევროპელები არიან და დამპყრობლური სული გააჩნიათ,ყველაფერს სხვისას თავისად აცხადებენ,რაზეც მათ ასეთ ქმედებაზე მსოფლიოს ყველა მეცნიერები დასცინიან და ხალისობენ.

ავტორი:

"ჯობია ერთხელ ვიფეთქოთ, ვიდრე ასე გვხოცავდნენ" - ბოლო ოც წელში რუსმა სამხედროებმა სომხეთში 11 ადგილობრივი მოკლეს

"ჯობია ერთხელ ვიფეთქოთ, ვიდრე ასე გვხოცავდნენ" - ბოლო ოც წელში რუსმა სამხედროებმა სომხეთში 11 ადგილობრივი მოკლეს

სომხეთში 57 წლის ადგილობრივი ქალის, ჯულიეტა გუკასიანის მკვლელობის ფაქტმა ანტირუსული განწყობები გაამწვავა. გიუმრიში რუსეთის სამხედრო ბაზის მახლობლად მომუშავე მეეზოვე ქალი, სასტიკად ნაცემი იპოვეს. როგორც “რადიო თავისუფლების” ადგილობრივ სამსახურთან მოკლულის შვილმა განაცხადა, გუკასიანი სასტიკად ნაცემი, დასიებული და დასისხლიანებული იყო...

“როდესაც დედამ სატელოფონო ზარებს არ უპასუხა, მის საძებნელად წავედი. ის გიუმრის ბაზასთან ახლოს, “სლობოდკას” რაიონში მუშაობდა... გზაში მილიცია შემხვდა და მითხრა, რომ დედაჩემს სცემეს... ისეთი ნაცემი იყო, საკუთარ თავს არ ჰგავდა... როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ დედა გონზე მოვიდა, მისი ნახვა მოვინდომე, მაგრამ გამომძიებლებმა უფლება არ მომცეს, - არ შეიძლებაო... არადა მას შეეძლო თუნდაც რამდენიმე სიტყვით აეხსნა, თუ რა მოხდა" - აცხადებს ანაიტ გუკასიანი.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ქალის მოკვლაში ეჭვმიტანილი რუსი სამხედრო დაკავებულია, Интерфакс-თან საუბარში სომხეთში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ მომხდარში გიუმრის ბაზაზე მომსახურე რუსი სამხედრო არ არის ეჭვმიტანილი და ადგილობრივი მედიის ის ნაწილი, რომელიც “გარე ძალების მიერ არის დაფინანსებული, დეზინფორმაციას შეგნებულად ავრცელებს...”

მოკლული ჯულიეტა გუკასიანი

სომხეთის გენერალური პროკურატურა თავს იკავებს იმაზე კომენტარისგან, სად გაასამართლებენ რუს სამხედროს... მოკლული ქალის ოჯახი საქმის სამართლიან გამოძიებას ითხოვს. ადგილობრივი საზოგადოება, მედია და უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების ჩამონათვალში, არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება - 1999 წლიდან გიუმრის ბაზის რუსმა სამხედრობმა უკვე 11 ადგილობრივი იმსხვერპლეს და არცერთი დამნაშავე სომხეთში არ გასამართლებულა.

Кавказский Узел-ს ცნობით, სომხეთში, ქალაქ გიუმრიში რუსული სამხედრო ბაზა მოსკოვსა და ერევანს შორის 1995 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზეა დისლოცირებული და ვადა 2010 წელს 2049 წლამდე გაუგრძელდა.

რუსი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელმაც 2015 წელს ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის შვიდი წევრი დახოცა

სომეხი უფლებადამცველების ცნობით, ბოლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია, რომ სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უფრო არ დაიძაბოს. ორგანიზაცია “ჟურნალისტები ადამიანების უფლებებისთვის” ხელმძღვანელი ჟანა ალექსანიანი აცხადებს, რომ “თუკი ამას ხალხი ხმამაღლა გააპროტესტებს და არეულობა დაიწყება, ეს სომხეთის ხელისუფლების კი არა, რუსეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული”.

კიდევ ერთი უფლებადამცველის არტურ საკუნცის თქმით, რუსეთსა და სომხეთს არსებული შეთანხმების თანახმად, ასეთი ფაქტები სომხურმა მხარემ უნდა გამოიძიოს. მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლება გიუმრის სამხედრო ბაზაზე არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით რეაგირებას არ ახდენს. რუსეთი ასევე არ აქცევს ყურადღებას იმას, რომ სომეხი ჯარისკაცები მზად არიან სხვაგან იმსახურონ მასთან, სომხეთის ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რუსი სამხედროების კონტროლის მექანიზმი, რათა მსგავსი პრობლემები თავიდან ავიცილოთ. ვიდრე ეს არ მოხდება, მსგავსი ინციდენტები არ დასრულდება... “

ადგილობრივი მედიის ცნობით, გიუმრის მოსახლეობა რუსეთის სამხედრო ბაზების არსებობას სულ უფრო მწვავედ აპროტესტებს და ეს ტალღა ასე ადვილად არ ჩაცხრება... სლობოდკას რაიონის მცხოვრები არმენ მელკონიანი ამბობს, რომ რუსი სამხედროების მხრიდან ინცინდენტები ხშირია.

“რუსი სამხედროების ხშირად ჩხუბობენ, როგორც ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე ერთმანეთში. შარშან წლის დასაწყისში იქ რუსეთის სამხედრო პოლიცია ამოქმედდა, რასაც პირველი თვეებში გარკვეული სიმშვიდე მოჰყვა, თუმცა, შემდეგ ვითარება ისევ მალევე გაუარესდა. ბაზა ქალაქის ცენტრიდან 10-15 წუთის სავალზეა და შესაბამისად, ქალაქის კაფე-ბარებსა და რესოტრნებში მათ ყოველდღიურად ვხედავთ. უმეტესწილად ნასვამები არიან და არც ჩხუბს ერიდებიან", - ამბობს გიუმრელი სომეხი.

სხვების თქმით, ადგილობრივები ცდილობენ რუს სამხედროებს მოერიდონ, თუმცა ეს ყოველთვის ვერ ხერხდება. ამ ყველაფრის პასუხად რუსეთის საელჩო და ხელისუფლება დუმს.

ასეთი განწყობების პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ ერევანი და მოსკოვი მუშაობენ დოკუმენტზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედროების ყოფნას კრძალავს. “ეს დოკუმენტი იქნება გარანტი, რომ სომხეთში უცხოელი სამხედროები ვერ იდგებიან..." - აცხადებს სერგეი ლავროვი Комсомо́льская пра́вда-ს რადიოგამოცემასთან, სადაც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზეც საუბრობს.

“საქმე ის არის, რომ რუსეთი გრძნობს საფრთხეს, რომ სომხეთი მისგან დისტანცირებას აპირებს და პოზიციების დათმობას არ აპირებს. გასათვალისწინებელია ის, რომ პუტინს ჯერ კიდევ ბევრი კადრი და მხარდამჭერი ჰყავს სომხეთში, რომელთაც ჰგონიათ, რომ მის გარეშე, აზერბაიჯანი, ირანი ან თურქეთი ჩაყლაპავს... რა გასაკვირია, საქართველოს როგორც საგარეო, ასევე საშინაო კუთხით ბევრად უკეთესი პოზიცია უჭირავს, თუმცა, რუსეთის მომხრეები იქაც საკმაოდ ბევრია... ” - წერს ადგილობრივი მიხაილ გევორქიანი სოციალურ ქსელში.

“ბოლო დროს ცოტა გამოფხიზლება იგრძნობა, მაგრამ მაინც ცოტაა რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ. არადა, ახლა, ფაშინიანის გუნდის საშუალებით გვაქვს ცვლილებების შანსი და ეს თუ დავკარგეთ, კიდევ რამდენიმე ათეული წელი ამ ჭაობში ყოფნა მოგვიწევს...” - წერს სოციალურ ქსელში ელიზავეტა გრიგორიანი.

“ჩვენს მომავალ თაობაზე მაინც ვიზრუნოთ, იქნებ მათ მაინც შეძლონ კორუფციიდან ამოსვლა. რამდენი ადამიანი უნდა დაგვიხოცონ, რომ ხმა ამოვიღოთ? სტრატეგიული მოკავშირეები ხართო და დამნაშავე რუსეთში მიჰყავთ, ანუ სახელწიფო არ გაქვთო, გვეუბნებიან... ჯობია ერთხელ იფეთქოს, ვიდრე ასე გვხოცავდნენ”, - წერს სუსანა ვართანიანი.

“სომხები შესაძლებლობას არ უშვებენ, ასეთი შემთხვევები ანტირუსული განწყობებისთვის არ გამოიყენონ, თუმცა, იგივე სომხეთში ახლახანს ამნისტიით გამოუშვეს ადამიანი, რომელმაც რუსეთში თავისი “კამაზით” 18 მოქალაქე მოკლა - რუსეთს ეს გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია... შევახსენებდი სომხებს, რომ რუსეთის მოქალაქეებიც ადამიანები არიან და მათაც პატივისცემით უნდა მოეპყრან...” - წერს რუსი ინტერნეტმომხმარებელი Кавказский Узел-ის სტატიის კომენტარში.

"სალიფოვის მკვლელობის შემდეგ აფხაზეთში შესაძლოა სასტიკი "პიზა" გააქტიურდეს" - რა აკავშირებდა "მაფიის ბოსს" ქართველ "ქურდებთან" და ვის მიაწერენ მის მკვლელობას?

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა