პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილების“ წარდგენა დღეს ბიბლუსი გალერეაში გაიმართება
ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილების“ წარდგენა დღეს ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

19 დე­კემ­ბერს, 19:00 სა­ათ­ზე ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში (მის: კან­დე­ლა­კის #7) ჯ.რ.რტოლ­კი­ნის ახა­ლი თარ­გმა­ნის, „შო­ბის პა­პის წე­რი­ლე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა.

ჯ.რ.რტოლ­კი­ნის „შო­პის პა­პის წე­რი­ლე­ბი“ გა­მო­ი­ცა სე­რი­ის „კლა­სი­კო­სე­ბი ბავ­შვე­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი კლა­სი­კო­სი ავ­ტო­რე­ბის პა­ტა­რე­ბის­თვის და­წე­რილ ნა­წარ­მო­ე­ბებს აერ­თი­ა­ნებს. წიგ­ნი აერ­თი­ა­ნებს წე­რი­ლებს, რომ­ლებ­საც ტოლ­კი­ნი სა­კუ­თარ ოთხ შვილს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწერ­და, რო­გორც შო­ბის პაპა. წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ავ­ტო­რი­სე­უ­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით.

წიგნს წა­რად­გე­ნენ მწერ­ლე­ბი: ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე, დათო გორ­გი­ლა­ძე და მთარ­გმნე­ლი ნიკა სა­მუ­შია.

ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძის თქმით, ნა­წარ­მო­ებ­ში სა­უ­ბა­რია სიყ­ვა­რულ­ზე, სი­კე­თე­სა და შო­ბის სას­წა­უ­ლებ­ზე.

„ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე თბი­ლი წიგ­ნი შო­ბა­ზე, სას­წა­უ­ლებ­ზე და იმ ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ზე, რო­მე­ლიც ყველ­გა­ნაა სა­დაც მა­მაშ­ვი­ლო­ბაა.. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა ჯ.რ.რ. ტოლ­კი­ნი არა რო­გორც ფენ­ტე­ზი სამ­ყა­რო­ე­ბის ავ­ტო­რი, არა­მედ რო­გორც სა­კუ­თარ რე­ა­ლო­ბა­ში ზღაპ­რე­ბის შე­მომ­ტა­ნი, რო­მე­ლიც შვი­ლებს ბავ­შვო­ბი­დან­ვე სას­წა­უ­ლებ­რივ სამ­ყა­რო­ში ამ­ყო­ფებს. მან გა­მო­ი­გო­ნა შო­ბის პაპა, რომ­ლის პი­რი­თაც შვი­ლებს სა­შო­ბა­ოდ სიყ­ვა­რულ­ზე, სი­კე­თე­ზე და ყვე­ლა იმ ფა­სე­უ­ლო­ბა­ზე ელა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც კი მის ტექ­სტებ­ში ისე­დაც ყველ­გან გვხვდე­ბა.. წე­რი­ლე­ბი მრა­ვალ წელს მო­ი­ცავს და ბავ­შვე­ბის გაზ­რდას­თან ერ­თად იზ­რდე­ბა და სე­რი­ო­ზულ­დე­ბა მათი ში­ნა­არ­სი, თით­ქოს შო­ბის პაპა მუდ­მი­ვად თვალ­ყურს ადევ­ნებს ტოლ­კი­ნის შვი­ლებს და ყო­ველ­თვის მათ გვერ­დი­თაა, როცა ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ. ცხა­დია, ეს ასე­ცაა, რად­გან შო­ბის პაპა თა­ვად ტოლ­კი­ნია და ყვე­ლა ის ჯა­დოს­ნო­ბა, რო­მე­ლიც შო­ბას ალა­მა­ზებს, რო­გორც ჩანს ტოლ­კი­ნის სახ­ლში მარ­თლაც არ­სე­ბობს, სწო­რედ ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლის გამო.

ჩემ­თვის, რო­გორც მა­მის­თვის, ფენ­ტე­ზის და ტოლ­კი­ნის დიდი მოყ­ვა­რუ­ლის­თვის, ორ­მა­გად სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ამ წიგ­ნის წარ­დგე­ნა მი­წევს, მით უფრო თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ იმა­საც, რომ ასე­თი სა­შო­ბაო სას­წა­უ­ლე­ბი­სა დღემ­დე გულ­წრფე­ლად მჯე­რა.“ - აღ­ნიშ­ნავს ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

„შო­ბის პა­პის წე­რი­ლე­ბის“ წარ­დგე­ნა გა­ი­მარ­თე­ბა კამ­პა­ნი­ის, "კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ" ჩარ­თუ­ლო­ბით, რომ­ლის მი­ზა­ნია წა­ა­ხა­ლი­სოს მა­მა­კა­ცე­ბის, რო­გორც არა­მო­ძა­ლა­დე და მზრუნ­ვე­ლი მა­მე­ბის და მე­უღ­ლე­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ოჯა­ხე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბი­სათ­ვის, რათა მა­მა­კა­ცებ­მა მე­ტად და­უ­ჭი­რონ მხა­რი გენ­დერულ თა­ნას­წო­რო­ბას და ამ გზით - სა­ზო­გა­დო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

კამ­პა­ნია „კა­ცე­ბი ზრუ­ნა­ვენ“ ხორ­ცი­ელ­დე­ბა გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­სი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია We Care-ის მიერ, გა­ე­როს ერ­თობ­ლი­ვი პროგ­რა­მის „გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის­თვის“ ფარ­გლებ­ში, შვე­დე­თის მთავ­რო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ყვე­ლა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც კამ­პა­ნი­ის იდე­ას იზი­ა­რებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმუ­ლი: https://www.facebook.com/events/1120754238098918/

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილების“ წარდგენა დღეს ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

ჯ.რ.რ. ტოლკინის - „შობის პაპის წერილების“ წარდგენა დღეს ბიბლუსი გალერეაში გაიმართება

19 დეკემბერს, 19:00 საათზე ბიბლუსი გალერეაში (მის: კანდელაკის #7) ჯ.რ.რტოლკინის ახალი თარგმანის, „შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება.

ჯ.რ.რტოლკინის „შოპის პაპის წერილები“ გამოიცა სერიის „კლასიკოსები ბავშვებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ცნობილი კლასიკოსი ავტორების პატარებისთვის დაწერილ ნაწარმოებებს აერთიანებს. წიგნი აერთიანებს წერილებს, რომლებსაც ტოლკინი საკუთარ ოთხ შვილს წლების განმავლობაში სწერდა, როგორც შობის პაპა. წიგნი გაფორმებულია ავტორისეული ილუსტრაციებით.

წიგნს წარადგენენ მწერლები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, დათო გორგილაძე და მთარგმნელი ნიკა სამუშია.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, ნაწარმოებში საუბარია სიყვარულზე, სიკეთესა და შობის სასწაულებზე.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე თბილი წიგნი შობაზე, სასწაულებზე და იმ ჯადოსნურ სამყაროზე, რომელიც ყველგანაა სადაც მამაშვილობაა.. ძალიან საინტერესოა ჯ.რ.რ. ტოლკინი არა როგორც ფენტეზი სამყაროების ავტორი, არამედ როგორც საკუთარ რეალობაში ზღაპრების შემომტანი, რომელიც შვილებს ბავშვობიდანვე სასწაულებრივ სამყაროში ამყოფებს. მან გამოიგონა შობის პაპა, რომლის პირითაც შვილებს საშობაოდ სიყვარულზე, სიკეთეზე და ყველა იმ ფასეულობაზე ელაპარაკება, რომელიც კი მის ტექსტებში ისედაც ყველგან გვხვდება.. წერილები მრავალ წელს მოიცავს და ბავშვების გაზრდასთან ერთად იზრდება და სერიოზულდება მათი შინაარსი, თითქოს შობის პაპა მუდმივად თვალყურს ადევნებს ტოლკინის შვილებს და ყოველთვის მათ გვერდითაა, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ცხადია, ეს ასეცაა, რადგან შობის პაპა თავად ტოლკინია და ყველა ის ჯადოსნობა, რომელიც შობას ალამაზებს, როგორც ჩანს ტოლკინის სახლში მართლაც არსებობს, სწორედ ასეთი სიყვარულის გამო.

ჩემთვის, როგორც მამისთვის, ფენტეზის და ტოლკინის დიდი მოყვარულისთვის, ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ წიგნის წარდგენა მიწევს, მით უფრო თუ გავითვალისწინებ იმასაც, რომ ასეთი საშობაო სასწაულებისა დღემდე გულწრფელად მჯერა.“ - აღნიშნავს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

„შობის პაპის წერილების“ წარდგენა გაიმართება კამპანიის, "კაცები ზრუნავენ" ჩართულობით, რომლის მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას და ამ გზით - საზოგადოების გაძლიერებას.

კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. მასში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც კამპანიის იდეას იზიარებს.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/1120754238098918/

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი