მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა - "ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?"
კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა - "ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?"

კახა კა­ლა­ძე მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მი­ვიდ­ნენ, საჭ­მლით გა­უ­მას­პინ­ძლდა, ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" ფო­ტოგ­რა­ფი ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე წერს.

"თბი­ლი­სის მე­რია სა­ა­ხალ­წლოდ ალა­მა­ზებს ქუ­ჩებს. მე როცა დრო მაქვს, ვცდი­ლობ, გა­და­ვი­ღო. სა­ღა­მოს წა­ვე­დი ჩემი მე­გობ­რის, მზი­კო კა­ლან­და­ძის სა­ნა­ხა­ვად.

რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე აწყო­ბენ ნაძ­ვის ხეს. იქვე მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი და თი­თო­ე­ლი იქ მყო­ფი ცდი­ლობ­და, რა­ღა­ცით გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა ისი­ნი.

ამ დროს მო­ვი­და თბი­ლი­სის მერი კახი კა­ლა­ძე. კახი ესა­უბ­რა ბავ­შვებს, შემ­დეგ საჭ­მე­ლი შე­უკ­ვე­თა მათ­თვის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის და იქვე მათ­თან ერ­თად მი­ირ­თვა.

ამ ის­ტო­რი­ა­ში არა­ფე­რია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა. ბევ­რი გა­ი­ფიქ­რებს, აბა რა უნდა ექ­ნაო?! მაგ­რამ ბევრ ფაქტს შევ­სწრე­ბი­ვარ, როცა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, არც უფიქ­რი­ათ, არც შე­უ­ხე­დავთ ზედ, არა­ნაკ­ლე­ბი თან­ხის თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს.

ვინც მიც­ნობთ, იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის მი­მართ. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მომ­ხვდა გულ­ზე და გა­მი­ხარ­და.

მე­გობ­რო­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს, გვერ­დში დგო­მა, გა­გე­ბა და სწო­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­ულ იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს მად­ლო­ბა, ნი­კო­ლო­ზო­ბას ესე­თი და­დე­ბი­თი იმ­პულ­სე­ბი რომ მა­ჩუ­ქეთ. ბევ­რს აქვს თა­ნამ­დე­ბო­ბა მაგ­რამ გული? ბევ­რს აქვს ფული მაგ­რამ გული? ბევ­რს აქვს გული მაგ­რამ სი­კე­თის კე­თე­ბის უნა­რი?

ასე რომ, გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი. იმე­დია გად­მო­ვე­ცი ჩემი ემო­ცია სი­ტყვე­ბით ან ფო­ტო­ე­ბით," - წერს ჭე­ლი­ძე და რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აზი­ა­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა - "ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?"

კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა - "ბევრს აქვს თანამდებობა, მაგრამ გული?"

კახა კალაძე მიუსაფარ ბავშვებს, რომლებიც საახალწლო დეკორაციების სანახავად რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ, საჭმლით გაუმასპინძლდა, ამის შესახებ "ფეისბუქზე" ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე წერს.

"თბილისის მერია საახალწლოდ ალამაზებს ქუჩებს. მე როცა დრო მაქვს, ვცდილობ, გადავიღო. საღამოს წავედი ჩემი მეგობრის, მზიკო კალანდაძის სანახავად.

რესპუბლიკის მოედანზე აწყობენ ნაძვის ხეს. იქვე მოვიდნენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვები და თითოელი იქ მყოფი ცდილობდა, რაღაცით გაებედნიერებინა ისინი.

ამ დროს მოვიდა თბილისის მერი კახი კალაძე. კახი ესაუბრა ბავშვებს, შემდეგ საჭმელი შეუკვეთა მათთვის და თანამშრომლებისთვის და იქვე მათთან ერთად მიირთვა.

ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული გარდა დამოკიდებულებისა. ბევრი გაიფიქრებს, აბა რა უნდა ექნაო?! მაგრამ ბევრ ფაქტს შევსწრებივარ, როცა არ გაუკეთებიათ, არც უფიქრიათ, არც შეუხედავთ ზედ, არანაკლები თანხის თუ თანამდებობის მქონე ადამიანებს.

ვინც მიცნობთ, იცით ჩემი დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ. ეს ფაქტი ძალიან მომხვდა გულზე და გამიხარდა.

მეგობრობა გადაგვარჩენს, გვერდში დგომა, გაგება და სწორი ადამიანური დამოკიდებულება. რაც მთავარია, თითოეულ იქ მომუშავე ადამიანს მადლობა, ნიკოლოზობას ესეთი დადებითი იმპულსები რომ მაჩუქეთ. ბევრს აქვს თანამდებობა მაგრამ გული? ბევრს აქვს ფული მაგრამ გული? ბევრს აქვს გული მაგრამ სიკეთის კეთების უნარი?

ასე რომ, გვიყვარდეს ერთმანეთი. იმედია გადმოვეცი ჩემი ემოცია სიტყვებით ან ფოტოებით," - წერს ჭელიძე და რესპუბლიკის მოედანზე გადაღებულ ფოტოებს აზიარებს.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს