პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაყურებლის ეჭვი უსაფუძვლოა..." - რას ამბობს სალომე ჭაჭუა მისი და გიორგი გილიგაშვილის "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავარდნის შემდეგ
"მაყურებლის ეჭვი უსაფუძვლოა..." - რას ამბობს სალომე ჭაჭუა მისი და გიორგი გილიგაშვილის "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავარდნის შემდეგ

ამ წყვილს ყვე­ლა ფი­ნალ­ში წარ­მო­იდ­გენ­და, თუმ­ცა ისი­ნი ფი­ნა­ლამ­დე ვერ მი­ვიდ­ნენ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად კონ­კურ­სის მიღ­მა აღ­მოჩ­დნენ. გიორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი­სა და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას სტა­ბი­ლურ­მა და ეფექ­ტი­ან­მა წყვილ­მა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ისე და­ტო­ვა, რომ აუტ­სა­ი­დერ­თა რი­გებ­ში ერთხე­ლაც არ ყო­ფი­ლა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი შე­ფა­სე­ბა მოჰ­ყვა. გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ჩანს, რომ ისი­ნი ასე უდ­რო­ოდ მათი პრო­ექ­ტი­დან გა­მო­თიშ­ვას არ ელოდ­ნენ...

ამ თე­მა­ზე სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ამ Ambebi.ge-სთან ასე­თი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა:

- ყვე­ლა­ფე­რი ლო­გი­კუ­რად მოხ­და. კონ­კურ­სი ვი­ღა­ცას ხომ უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ეს წყვი­ლი ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით. რა თქმა უნდა, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გუ­ლის­ტკე­ნა გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ სა­გან­გა­შო იმა­ში არა­ფე­რია, რომ ჩვე­ნი წყვი­ლი პრო­ექტს გა­მო­ე­თი­შა. ეს ხომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია - რო­მე­ლი­მე ტურ­ში შე­იძ­ლე­ბო­და ეს მომ­ხდა­რი­ყო... კონ­კურ­სან­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც შო­უ­ში დარ­ჩნენ, დღეს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში არი­ან და მა­ყუ­რე­ბელს კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბა ელო­დე­ბა. საკ­მა­ოდ ძლი­ე­რე­ბი არი­ან, ჩვენ შო­რის ჯან­სა­ღი კონ­კუ­რენ­ცია იყო... გულ­შე­მატ­კი­ვარს მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, ერ­თგუ­ლე­ბის­თვის, გვერ­დში დგო­მის­თვის და თუნ­დაც ამ ემო­ცი­ე­ბის­თვის, რა­საც ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ხა­ტა­ვენ.

- ზო­გი­ერთს მი­აჩ­ნია, რომ თქვე­ნი პრო­ექ­ტი­დან წას­ვლა რა­ღაც შიდა ინ­ტრი­გას უკავ­შირ­დე­ბა...

- რო­დე­საც "ლა­ი­ვი" მთავ­რდე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რი ქულა (ჟი­უ­რის შე­ფა­სე­ბა, ესე­მე­სე­ბი, ყვე­ლაფ­რის ჯამი) ქვეყ­ნდე­ბა. ამი­ტომ, მა­ყუ­რებ­ლის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის ეჭვი უსა­ფუძ­ვლოა. ვი­მე­ო­რებ, რო­მე­ლი­მე წყვილს კონ­კურ­სი უნდა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და ეს წყვი­ლი ჩვენ აღ­მოვ­ჩნდით.

- რო­გორ შეხ­ვდა გი­ორ­გი გი­ლი­გაშ­ვი­ლი და­მარ­ცხე­ბას?

- ახ­ლან­დე­ლი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ ვიცი, მაგ­რამ გუ­შინ ძა­ლი­ან კარ­გად იყო, ნორ­მა­ლუ­რად. ჯან­სა­ღად შეხ­ვდა და­მარ­ცხე­ბას, რად­გან და­მარ­ცხე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბა მე­გობ­რე­ბი არი­ან.

- ცუ­დია, რომ "ჩვე­ნი მზე" და­მარ­ცხდა...

- ასეც ხდე­ბა. პირ­ვე­ლი წელი ხომ არ არის, რაც ეს კონ­კურ­სი ტარ­დე­ბა?! ამ სე­ზონ­ზე ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ პირ­ვე­ლი­ვე ტუ­რი­დან ჩვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. არც ერთი დად­გმა არ ჰგავ­და მე­ო­რეს, თი­თო­ე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რა­მაც თა­ვი­სი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" ის­ტო­რი­ა­ში. ყვე­ლა­ფერს ხომ თა­ვი­სი ნიშა აქვს. ამით მარ­თლა კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

- მარ­თა­ლია, წელს პი­რა­დად შენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად არ­ტის­ტუ­ლი იყა­ვი, რი­თაც სრუ­ლი­ად ახა­ლი ფერი შეს­ძი­ნე შენს სა­ო­ცარ შე­მოქ­მე­დე­ბას...

- დიდი მად­ლო­ბა თქვენ და კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბა მკი­თხველს, მა­ყუ­რე­ბელს, გულ­შე­მატ­კი­ვარს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"მაყურებლის ეჭვი უსაფუძვლოა..." - რას ამბობს სალომე ჭაჭუა მისი და გიორგი გილიგაშვილის "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავარდნის შემდეგ

"მაყურებლის ეჭვი უსაფუძვლოა..." - რას ამბობს სალომე ჭაჭუა მისი და გიორგი გილიგაშვილის "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" გავარდნის შემდეგ

ამ წყვილს ყველა ფინალში წარმოიდგენდა, თუმცა ისინი ფინალამდე ვერ მივიდნენ და მოულოდნელად კონკურსის მიღმა აღმოჩდნენ. გიორგი გილიგაშვილისა და სალომე ჭაჭუას სტაბილურმა და ეფექტიანმა წყვილმა "ცეკვავენ ვარსკვლავები" ისე დატოვა, რომ აუტსაიდერთა რიგებში ერთხელაც არ ყოფილა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. გულშემატკივართა კომენტარებიდან ჩანს, რომ ისინი ასე უდროოდ მათი პროექტიდან გამოთიშვას არ ელოდნენ...

ამ თემაზე სალომე ჭაჭუამ Ambebi.ge-სთან ასეთი კომენტარი გააკეთა:

- ყველაფერი ლოგიკურად მოხდა. კონკურსი ვიღაცას ხომ უნდა დაეტოვებინა და ეს წყვილი ჩვენ აღმოვჩნდით. რა თქმა უნდა, გულშემატკივრების გულისტკენა გასაგებია, მაგრამ საგანგაშო იმაში არაფერია, რომ ჩვენი წყვილი პროექტს გამოეთიშა. ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია - რომელიმე ტურში შეიძლებოდა ეს მომხდარიყო... კონკურსანტები, რომლებიც შოუში დარჩნენ, დღეს ნახევარფინალში არიან და მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება. საკმაოდ ძლიერები არიან, ჩვენ შორის ჯანსაღი კონკურენცია იყო... გულშემატკივარს მადლობა მხარდაჭერისთვის, ერთგულებისთვის, გვერდში დგომისთვის და თუნდაც ამ ემოციებისთვის, რასაც ისინი სოციალურ ქსელში გამოხატავენ.

- ზოგიერთს მიაჩნია, რომ თქვენი პროექტიდან წასვლა რაღაც შიდა ინტრიგას უკავშირდება...

- როდესაც "ლაივი" მთავრდება, ყველანაირი ქულა (ჟიურის შეფასება, ესემესები, ყველაფრის ჯამი) ქვეყნდება. ამიტომ, მაყურებლის გარკვეული ნაწილის ეჭვი უსაფუძვლოა. ვიმეორებ, რომელიმე წყვილს კონკურსი უნდა დაეტოვებინა და ეს წყვილი ჩვენ აღმოვჩნდით.

- როგორ შეხვდა გიორგი გილიგაშვილი დამარცხებას?

- ახლანდელი მისი მდგომარეობა არ ვიცი, მაგრამ გუშინ ძალიან კარგად იყო, ნორმალურად. ჯანსაღად შეხვდა დამარცხებას, რადგან დამარცხება და გამარჯვება მეგობრები არიან.

- ცუდია, რომ "ჩვენი მზე" დამარცხდა...

- ასეც ხდება. პირველი წელი ხომ არ არის, რაც ეს კონკურსი ტარდება?! ამ სეზონზე ჩემთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ პირველივე ტურიდან ჩვენი შემოქმედება განსხვავებული აღმოჩნდა. არც ერთი დადგმა არ ჰგავდა მეორეს, თითოეული საინტერესო იყო, რამაც თავისი ადგილი დაიკავა საქართველოს "ცეკვავენ ვარსკვლავების" ისტორიაში. ყველაფერს ხომ თავისი ნიშა აქვს. ამით მართლა კმაყოფილი ვარ.

- მართალია, წელს პირადად შენ განსაკუთრებულად არტისტული იყავი, რითაც სრულიად ახალი ფერი შესძინე შენს საოცარ შემოქმედებას...

- დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ მადლობა მკითხველს, მაყურებელს, გულშემატკივარს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ