პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს
"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ არა­შენ­და­ში მცხოვ­რებ ფერ­მერს ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ­მა პი­რებ­მა ვაშ­ლის ნარ­გა­ვე­ბი გა­უ­ჩე­ხეს. ალი­კა კო­პა­ძეს ბაღ­ში მის­ვლი­სას 127 ხე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დახ­ვდა. და­ზა­რა­ლე­ბულ ფერ­მერს მომ­ხდარ­ზე არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ გა­აჩ­ნია. AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას ის ამ­ბობს, რომ სო­ფელ­ში არც უთან­ხმო­ე­ბა აქვს ვინ­მეს­თან და არც - რა­ი­მე გა­სა­ყო­ფი. კო­პა­ძის მო­საზ­რე­ბით, მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი, სა­ვა­რა­უ­დოდ, შუ­რია.

"ვი­ღა­ცას ალ­ბათ თვალ­ში მოხ­ვდა კარ­გად მოვ­ლილ-გა­შე­ნე­ბუ­ლი ბაღი, წელს უკვე მო­სა­ვა­ლიც მი­ვი­ღეთ, შე­შურ­და და ასე­თი რამ ჩა­ი­დი­ნა. სხვა არა­ნა­ი­რი ვერ­სია არ მაქვს, არა­ვის­თან არას­დროს კონ­ფლიქ­ტი და დავა არ მქო­ნია", - ამ­ბობს ალი­კა კო­პა­ძე.

მისი თქმით, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია, სო­ფელ­ში არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­კი­თხა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვის ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

"ძა­ლი­ან ცუდი ფაქ­ტია, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა გული, ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ჩვენს სო­ფელ­ში ვინ­მე ასე მო­მექ­ცე­ო­და და ასეთ სი­ბო­რო­ტეს ჩა­ი­დენ­და. ხე­ხი­ლის ბაღი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი­დან 1,5 კი­ლო­მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი, სოფ­ლის გა­ნა­პი­რა­საა და შე­სა­ბა­მი­სად, დამ­ნა­ხა­ვი არა­ვინ ჩანს. 3-4 წლის ბა­ღია, წელს პირ­ვე­ლად მო­ის­ხა მო­სა­ვა­ლი. 528 ძირი ვაშ­ლის ხეა დარ­გუ­ლი და აქე­დან 127 ძირი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, ნა­ჯა­ხი­თაა აჩე­ხი­ლი. რო­გორც კვა­ლი აჩ­ვე­ნებს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი პირი იყო შე­სუ­ლი ბა­ღის ბო­ლო­დან და ასე მიყ­ვნენ ვაშ­ლის მწკრი­ვებს" - გა­ნა­ცხა­და ალი­კა კო­პა­ძემ.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სო­ფელ არა­შენ­და­ში ეს ხე­ხი­ლის ბა­ღის აჩეხ­ვის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის. ანა­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის წი­ნაც მომ­ხდა­რა და მა­ში­ნაც კო­პა­ძე­ე­ბის კუთ­ვნილ ბაღ­ში.

"1999 წელ­საც მოხ­და ასე­თი შემ­თხვე­ვა. მა­შინ მა­მა­ჩე­მის გა­შე­ნე­ბუ­ლი ბაღი იყო, გა­ზა­ფხულ­ზე, როცა ხე­ხი­ლი ყვა­ო­და, სწო­რედ მა­შინ აჩე­ხეს ვაშ­ლის ნერ­გე­ბი, ვერ გა­ვი­გეთ ვინ ჩა­ი­დი­ნა", - ამ­ბობს კო­პა­ძე.

ავ­ტო­რი: ია თი­ნი­კაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს

"ძალიან მეტკინა გული, 20 წლის წინ მამაჩემის გაშენებული ხეხილიც აჩეხეს" - ვინ არის ფერმერი, რომელსაც ვაშლის ხეები გაუჩეხეს

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ არაშენდაში მცხოვრებ ფერმერს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ვაშლის ნარგავები გაუჩეხეს. ალიკა კოპაძეს ბაღში მისვლისას 127 ხე განადგურებული დახვდა. დაზარალებულ ფერმერს მომხდარზე არანაირი ვერსია არ გააჩნია. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ის ამბობს, რომ სოფელში არც უთანხმოება აქვს ვინმესთან და არც - რაიმე გასაყოფი. კოპაძის მოსაზრებით, მომხდარის მიზეზი, სავარაუდოდ, შურია.

"ვიღაცას ალბათ თვალში მოხვდა კარგად მოვლილ-გაშენებული ბაღი, წელს უკვე მოსავალიც მივიღეთ, შეშურდა და ასეთი რამ ჩაიდინა. სხვა არანაირი ვერსია არ მაქვს, არავისთან არასდროს კონფლიქტი და დავა არ მქონია", - ამბობს ალიკა კოპაძე.

მისი თქმით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, სოფელში არაერთი ადამიანი გამოიკითხა, თუმცა დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

"ძალიან ცუდი ფაქტია, ძალიან მეტკინა გული, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ჩვენს სოფელში ვინმე ასე მომექცეოდა და ასეთ სიბოროტეს ჩაიდენდა. ხეხილის ბაღი საცხოვრებელი სახლიდან 1,5 კილომეტრითაა დაშორებული, სოფლის განაპირასაა და შესაბამისად, დამნახავი არავინ ჩანს. 3-4 წლის ბაღია, წელს პირველად მოისხა მოსავალი. 528 ძირი ვაშლის ხეა დარგული და აქედან 127 ძირი განადგურებულია, ნაჯახითაა აჩეხილი. როგორც კვალი აჩვენებს, სავარაუდოდ, ორი პირი იყო შესული ბაღის ბოლოდან და ასე მიყვნენ ვაშლის მწკრივებს" - განაცხადა ალიკა კოპაძემ.

როგორც გავარკვიეთ, სოფელ არაშენდაში ეს ხეხილის ბაღის აჩეხვის პირველი შემთხვევა არ არის. ანალოგიური ფაქტი დაახლოებით 20 წლის წინაც მომხდარა და მაშინაც კოპაძეების კუთვნილ ბაღში.

"1999 წელსაც მოხდა ასეთი შემთხვევა. მაშინ მამაჩემის გაშენებული ბაღი იყო, გაზაფხულზე, როცა ხეხილი ყვაოდა, სწორედ მაშინ აჩეხეს ვაშლის ნერგები, ვერ გავიგეთ ვინ ჩაიდინა", - ამბობს კოპაძე.

ავტორი: ია თინიკაშვილი

თბილისის 200-მდე ქუჩას 24 საათის განმავლობაში წყალმომარაგება არ ექნება

"დიდი საქმე გააკეთა ნოდარმა... ჩვენი გზები გაიყარა" - გვარამიას და მელაძის პირველი კომენტარები "მთავარსა" და "ტვ პირველში" მომხდარ ცვლილებებზე

5 მაისიდან სამშენებლო და ავტოსარემონტო კომპანიები მუშაობას განაახლებენ