პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შსს-ში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის კალანდიასი" - სარალიძის კომენტარი უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ
"შსს-ში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის კალანდიასი" - სარალიძის კომენტარი უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ზაზა სა­რა­ლი­ძე­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­როს ვლა­დი­მერ ბოც­ვა­ძეს შო­რის შეხ­ვედ­რა დას­რულ­და.

რო­გორც შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს ზაზა სა­რა­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ის და მისი ად­ვო­კა­ტი საქ­მის მა­სა­ლებს გა­ეც­ნენ. სა­რა­ლი­ძის თქმით, დო­კუ­მენ­ტე­ბის მო­ცუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლად ვერ მო­ხერ­ხდა საქ­მის მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბა, თუმ­ცა ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ტა­რე­ბუ­ლია.

ზაზა სა­რა­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით­ვე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში დგას.

"ჩვენ გა­ვე­ცა­ნით საქ­მის მა­სა­ლებს. ჩა­ტა­რე­ბუ­ლია რიგი და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით ამ მა­სა­ლებს ბო­ლომ­დე ვერ გა­ვე­ცა­ნით, საქ­მის ბო­ლომ­დე გაც­ნო­ბის შემ­დგომ თუკი მექ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი კი­თხვე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მივ­მარ­თავ შს სა­მი­ნის­ტროს, ამის შემ­დეგ კი - გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რა­ტუ­რას. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში დგას კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი, მათ შო­რის, კა­ლან­დი­ა­სი. თუმ­ცა ეს სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში თა­ვი­დან­ვე იყო, ვნა­ხოთ, რას მო­ი­მოქ­მე­დებს უწყე­ბა. მე კონ­კრე­ტულ პი­რებ­ზე კი­თხვე­ბი არ და­მის­ვამს, ვი­ნა­ი­დან ჯერ ბო­ლომ­დე არ გავ­ცნო­ბი­ვარ მა­სა­ლებს", - აღ­ნიშ­ნა ზაზა სა­რა­ლი­ძემ.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­რა­ლი­ძის უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ნეს­ტან ლონ­და­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­მა­ტე­ბით ბევ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თუმ­ცა, ად­ვო­კა­ტი დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებს, ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნავს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მოხ­დეს საქ­მის სრულ­ყო­ფი­ლად შეს­წავ­ლა. ლონ­და­რი­ძის თქმით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში არის მზა­ო­ბა, რომ მოხ­დეს საქ­მის სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და იმე­დოვ­ნებს, რომ უწყე­ბა ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ი­ძი­ებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შსს-ში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის კალანდიასი" - სარალიძის კომენტარი უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ

"შსს-ში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის კალანდიასი" - სარალიძის კომენტარი უწყებაში გამართული შეხვედრის შემდეგ

შინაგან საქმეთა სამინისტროში ზაზა სარალიძესა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის უფროს ვლადიმერ ბოცვაძეს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ განუცხადა, ის და მისი ადვოკატი საქმის მასალებს გაეცნენ. სარალიძის თქმით, დოკუმენტების მოცულობიდან გამომდინარე, სრულად ვერ მოხერხდა საქმის მასალების გაცნობა, თუმცა ხელახალი გამოძიების ფარგლებში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულია.

ზაზა სარალიძის განცხადებითვე, შინაგან საქმეთა სამინისტროში კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში დგას.

"ჩვენ გავეცანით საქმის მასალებს. ჩატარებულია რიგი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით ამ მასალებს ბოლომდე ვერ გავეცანით, საქმის ბოლომდე გაცნობის შემდგომ თუკი მექნება დამატებითი კითხვები, აუცილებლად მივმართავ შს სამინისტროს, ამის შემდეგ კი - გენერალურ პროკურატურას. შინაგან საქმეთა სამინისტროში დგას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, კალანდიასი. თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში შინაგან საქმეთა სამინისტროში თავიდანვე იყო, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს უწყება. მე კონკრეტულ პირებზე კითხვები არ დამისვამს, ვინაიდან ჯერ ბოლომდე არ გავცნობივარ მასალებს", - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სარალიძის უფლებადამცველმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამატებით ბევრი საგამოძიებო მოქმედება განახორციელა. თუმცა, ადვოკატი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, ვინაიდან აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მოხდეს საქმის სრულყოფილად შესწავლა. ლონდარიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არის მზაობა, რომ მოხდეს საქმის სრულყოფილი გამოძიება და იმედოვნებს, რომ უწყება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას სრულყოფილად გამოიძიებს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს