პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ჩაქცეული... მადლობა პროკურატურას"- ბუტა რობაქიძის მშობლები განაჩენის შესახებ
"14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ჩაქცეული... მადლობა პროკურატურას"- ბუტა რობაქიძის მშობლები განაჩენის შესახებ

ბუტა რო­ბა­ქი­ძის დე­დის, ია მეტ­რე­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია. ამის შე­სა­ხებ ია მეტ­რე­ველ­მა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მისი შვი­ლის საქ­მე­ზე გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ია მეტ­რე­ვე­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა, რაც მან სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­უ­ლო­ცა. მისი თქმით, დღე­ი­დან, ქვე­ყა­ნა­ში „და­ნარ­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის საქ­მე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ ჩა­ხო­ცეს, გა­მო­ძი­ე­ბა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა იწყე­ბა“.

„ნამ­დვი­ლად ვე­ლო­დი, სა­მარ­თლი­ა­ნია ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. მო­სა­მარ­თლემ და­კა­ვე­ბუ­ლებს უმაღ­ლე­სი სას­ჯე­ლე­ბი მი­უ­სა­ჯა, უბ­რა­ლოდ შთან­თქმა მოხ­და ამ­ნის­ტი­ის მუხ­ლე­ბის და თი­თო­ე­ულს, რო­გორც გა­ვი­გე, 5 წელი და რამ­დე­ნი­მე თვე გა­მო­უ­ვი­და. დიდი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა მო­სა­მარ­თლეს, ნამ­დვი­ლად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო. აქ ვინც მო­ა­წყეს კი­ვი­ლი, წი­ვი­ლი და უბე­დუ­რე­ბა, მე მათ მინ­და ვუ­თხრა: ნე­ტავ, ჩემი შვი­ლიც ცო­ცხა­ლი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონ­დეს მის­ჯი­ლი, ოღონდ ვი­ცო­დე, რომ სად­მე სუნ­თქავს. ამ­ხე­ლა და­ნა­შა­უ­ლი აქვთ ჩა­დე­ნი­ლი და იმის მა­გივ­რად, თა­ვის ფე­ხით წა­სუ­ლიყ­ვნენ ცი­ხე­ში და მო­ე­ნა­ნი­ე­ბი­ნათ და ცოდ­ვა მო­ეხ­სნათ, არ ვიცი, რა დღე­ში არი­ან.

პრო­კუ­რო­რი და­ა­ზი­ა­ნეს, რა­ღაც ეს­რო­ლეს სა­ფეთ­ქელ­თან და აცდა, სის­ხლი მოს­დის და დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნეს. ეს ამ ავა­ზა­კე­ბის კი­დევ ერთი დას­ტუ­რია, რომ­ლებ­მაც ჩემს შვილს ჯერ სი­ცო­ცხლე უკა­ნო­ნოდ წა­არ­თვეს, შემ­დეგ ბან­დი­ტად გა­მო­ა­ცხა­დეს და სა­მარ­თლის­თვის 15 წე­ლია, ვიბ­რძვი. მე მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს დღე მივ­ლო­ცო, რად­გან დღე­ი­დან ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა მკვიდ­რდე­ბა და და­ნარ­ჩე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბის საქ­მე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც უკა­ნო­ნოდ ჩა­ხო­ცეს, რო­გორც გახ­მა­უ­რე­ბულ, ისე გა­უხ­მა­უ­რე­ბელ საქ­მე­ებ­ზე, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ია მეტ­რე­ველ­მა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­სა­მარ­თლოს მად­ლო­ბას უხ­დის ბუტა რო­ბა­ქი­ძის მა­მაც. სოსო რო­ბა­ქი­ძის თქმით, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ობი­ექ­ტუ­რი იყო.

„14 წე­ლია ტვინ­ში სის­ხლი მაქვს ამ ხალ­ხის­გან ჩაქ­ცე­უ­ლი. ეს გა­რეწ­რე­ბი წა­ვიდ­ნენ ცი­ხე­ში და უნდა იყ­ვნენ ცი­ხე­ში. უნდა ჩალპ­ნენ იქ. დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ პრო­კუ­რო­რე­ბის, მო­სა­მარ­თლის, რო­მელ­მაც ობი­ექ­ტუ­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა“, - გა­ნა­ცხა­და რო­ბა­ქი­ძემ.

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი: ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, გუ­რამ დო­ნა­ძე, ზაზა ბაქ­რა­ძე, ზურა მი­ქა­ძე და და­ვით იაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­მა­ნა­შა­ვედ სცნო. უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან გუ­რამ დო­ნა­ძე, ზურა მი­ქა­ძე და და­ვით იაშ­ვი­ლი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა კი, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სხვა საქ­მე­ზე უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ზაზა ბაქ­რა­ძეს, მას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­დე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად: გუ­რამ დო­ნა­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხით 5 წლით და 3 თვით ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა და აეკ­რძა­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა 2 წლით და 3 თვის ვა­დით.

და­ვით იაშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა 5 წლით 3 თვის ვა­დით პა­ტიმ­რო­ბა და აეკ­რძა­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა 2 წლი­თა და 3 თვის ვა­დით.

ზურა მი­ქა­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხით 6 წლით და 3 თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა კი 2 წლით და 3 თვის ვა­დით აეკ­რძა­ლა.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 5 წლით და 3 თვის ვა­დით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვა­დით სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აეკ­რძა­ლა.

ზაზა ბაქ­რა­ძეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი 4 წლი­თა და 6 თვის ვა­დით, ასე­ვე ჯა­რი­მა 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და 2 წლით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

ავტორი:

"14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ჩაქცეული... მადლობა პროკურატურას"- ბუტა რობაქიძის მშობლები განაჩენის შესახებ

"14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ჩაქცეული... მადლობა პროკურატურას"- ბუტა რობაქიძის მშობლები განაჩენის შესახებ

ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება სამართლიანია. ამის შესახებ ია მეტრეველმა საქალაქო სასამართლოში მისი შვილის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ განაცხადა.

ია მეტრეველის თქმით, აღნიშნულ საქმეზე სამართლიანობა აღდგა, რაც მან საზოგადოებას მიულოცა. მისი თქმით, დღეიდან, ქვეყანაში „დანარჩენი ახალგაზრდების საქმეებზე, რომლებიც უკანონოდ ჩახოცეს, გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა იწყება“.

„ნამდვილად ველოდი, სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. მოსამართლემ დაკავებულებს უმაღლესი სასჯელები მიუსაჯა, უბრალოდ შთანთქმა მოხდა ამნისტიის მუხლების და თითოეულს, როგორც გავიგე, 5 წელი და რამდენიმე თვე გამოუვიდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, ნამდვილად სამართლიანი იყო. აქ ვინც მოაწყეს კივილი, წივილი და უბედურება, მე მათ მინდა ვუთხრა: ნეტავ, ჩემი შვილიც ცოცხალი იყოს, 5 წელი კი არა, 20 წელი ჰქონდეს მისჯილი, ოღონდ ვიცოდე, რომ სადმე სუნთქავს. ამხელა დანაშაული აქვთ ჩადენილი და იმის მაგივრად, თავის ფეხით წასულიყვნენ ციხეში და მოენანიებინათ და ცოდვა მოეხსნათ, არ ვიცი, რა დღეში არიან.

პროკურორი დააზიანეს, რაღაც ესროლეს საფეთქელთან და აცდა, სისხლი მოსდის და დარბაზიდან გაიყვანეს. ეს ამ ავაზაკების კიდევ ერთი დასტურია, რომლებმაც ჩემს შვილს ჯერ სიცოცხლე უკანონოდ წაართვეს, შემდეგ ბანდიტად გამოაცხადეს და სამართლისთვის 15 წელია, ვიბრძვი. მე მინდა, საზოგადოებას ეს დღე მივლოცო, რადგან დღეიდან ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა მკვიდრდება და დანარჩენი ახალგაზრდების საქმეებზე, რომლებიც უკანონოდ ჩახოცეს, როგორც გახმაურებულ, ისე გაუხმაურებელ საქმეებზე, სამართლიანობის აღდგენა და გამოძიება დაიწყება“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

პროკურატურასა და სასამართლოს მადლობას უხდის ბუტა რობაქიძის მამაც. სოსო რობაქიძის თქმით, გადაწყვეტილება ობიექტური იყო.

„14 წელია ტვინში სისხლი მაქვს ამ ხალხისგან ჩაქცეული. ეს გარეწრები წავიდნენ ციხეში და უნდა იყვნენ ციხეში. უნდა ჩალპნენ იქ. დიდი მადლობელი ვარ პროკურორების, მოსამართლის, რომელმაც ობიექტური განაჩენი გამოიტანა“, - განაცხადა რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო. უკვე მსჯავრდებული პირებიდან გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა კი, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია. რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება.

უფრო კონკრეტულად: გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით პატიმრობა მიესაჯა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით 3 თვის ვადით პატიმრობა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადით.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წლით და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, თანამდებობის დაკავება კი 2 წლით და 3 თვის ვადით აეკრძალა.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით, ხოლო 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

რა პოსტზე აირჩიეს შალვა თადუმაძე უზენაეს სასამართლოში

15 წლის მოზარდის საქმეზე ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა - შსს-ს განცხადება

საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიას დაკითხვა ერთი საათი მიმდინარეობდა