პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გურამ დონაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს - რა განაჩენი გამოიტანეს ბუტა რობაქიძის საქმეზე
გურამ დონაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს - რა განაჩენი გამოიტანეს ბუტა რობაქიძის საქმეზე

ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, გუ­რამ დო­ნა­ძე, ზაზა ბაქ­რა­ძე, ზურა მი­ქა­ძე და და­ვით იაშ­ვი­ლი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­მა­ნა­შა­ვედ სცნო.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­სა­წყვე­ტი­ლე­ბა მო­სა­მარ­თლე და­ვით მგე­ლი­აშ­ვილ­მა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

გუ­რამ დო­ნა­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხით 5 წლით და 3 თვით ვა­დით. აეკ­რძა­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა 2 წლით და 3 თვის ვა­დით.

და­ვით იაშ­ვილს სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა 5 წლის 3 თვის ვა­დით და თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა 2 წლის და 3 თვის ვა­დი­ათ.

ზურა მი­ქა­ძეს სას­ჯე­ლის სა­ხით 6 წელი და 3 თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა. და­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა 2 წლით და 3 თვის ვა­დით.

ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 5 წლით და 3 თვის ვა­დით. 2 წლით და 3 თვის ვა­დით სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აეკ­რძა­ლა.

ზაზა ბაქ­რა­ძეს საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­უ­ფორმ­და და მას სას­ჯე­ლის სა­ხით გა­ნე­სა­ზღვრა პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი 4 წლი­თა და 6 თვის ვა­დით, ასე­ვე ჯა­რი­მა 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და 2 წლით ჩა­მო­ერ­თვა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა.

VIDEO: წი­ვილ-კი­ვი­ლის და და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­კა­ვე­ბის შემ­დეგ

გუ­რამ დო­ნა­ძე, ზურა მი­ქა­ძე და და­ვით იაშ­ვი­ლი სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში­ვე და­ა­კა­ვეს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, რო­გორც ცნო­ბი­ლია, სხვა საქ­მე­ზე უკვე მსჯავ­რდე­ბუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის მხრი­დან სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი იყო 5 პირი: გუ­რამ დო­ნა­ძე, ზაზა ბაქ­რა­ძე, ზურა მი­ქა­ძე, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და და­ვით იაშ­ვი­ლი.

ზაზა ბაქ­რა­ძე ერ­თა­დერ­თი იყო აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ­თა­გან, რო­მე­ლიც ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებ­და და აცხა­დებ­და, რომ ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე ია­რა­ღი მი­ტა­ნი­ლი იყო და ამა­ში მა­საც ჰქონ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ბაქ­რა­ძე მიმ­დი­ნა­რე წლის 28 თე­ბერ­ვალს ჩვე­ნე­ბის მი­სა­ცე­მად დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა დრო­საც თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში და­ა­კა­ვეს. 30 მარტს ის 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ სხდო­მა­თა დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება
ავტორი:

გურამ დონაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს - რა განაჩენი გამოიტანეს ბუტა რობაქიძის საქმეზე

გურამ დონაძე სასამართლო დარბაზშივე დააკავეს - რა განაჩენი გამოიტანეს ბუტა რობაქიძის საქმეზე

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამანაშავედ სცნო.

აღნიშნული გასაწყვეტილება მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვით ვადით. აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

დავით იაშვილს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლის 3 თვის ვადით და თანამდებობის დაკავება 2 წლის და 3 თვის ვადიათ.

ზურა მიქაძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. დანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.

ირაკლი ფირცხალავას სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 3 თვის ვადით. 2 წლით და 3 თვის ვადით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ზაზა ბაქრაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და მას სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

VIDEO: წივილ-კივილის და დაპირისპირების კადრები სასამართლო დარბაზში დაკავების შემდეგ

გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს, ირაკლი ფირცხალავა, როგორც ცნობილია, სხვა საქმეზე უკვე მსჯავრდებულია.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

ზაზა ბაქრაძე ერთადერთი იყო აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა და აცხადებდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიტანილი იყო და ამაში მასაც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. ბაქრაძე მიმდინარე წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. 30 მარტს ის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

19 წლის ბიჭს, რომელმაც დედა და ბებია ნაჯახით მოკლა, პატიმრობა შეეფარდა

"ოთხი სკოლა აქვს გამოცვლილი ბავშვს... იყო ბულინგის მსხვერპლი" - რას ამბობს ადვოკატი დედისა და ბებიის მკვლელობაში ბრალდებულზე

ახალი ჩანაწერი გუდაურის მკვლელობის საქმეზე - "ჩანს, რომ კობიაშვილი აკეთებს გამაფრთხილებელ გასროლას ფეხის მიმართულებით"