საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ოჯახი გაანადგურე" - კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
"მთელი ოჯახი გაანადგურე" - კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც საყ­ვა­რე­ლი ქა­ლი­სა და მისი დე­დის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა, სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

49 წლის ხა­ო­ლა სა­ლი­მი და 22 წლის რა­ნიმ უდე­ჰი ინ­გლის­ში, სა­ლი­მის სახ­ლის წინ 27 აგ­ვის­ტოს მოკ­ლეს. უდე­ჰი 21 წლის ჯან­ბაზ ტა­რინ­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ტა­რინს ავ­ღა­ნეთ­ში სხვა ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და, ქმარს და­შორ­და.

ჯან­ბა­ზი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უთ­ვალ­თვა­ლებ­და უდეჰ­სა და დე­და­მისს და რო­დე­საც მათ თავს და­ეს­ხა, სა­ლი­მი ტე­ლე­ფონ­ზე პო­ლი­ცი­ას ესა­უბ­რე­ბო­და. მკვლე­ლი მი­ი­მა­ლა, თუმ­ცა სამი დღის შემ­დეგ ტა­რი­ნი და­ა­კა­ვეს.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე ჯან­ბაზ­მა მკვლე­ლო­ბა აღი­ა­რა. მას სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

ჯან­ბაზ ტა­რი­ნი

სა­ლი­მის დამ, ნურ ნო­რის­მა სხდო­მა­ზე მკვლელს მი­მარ­თა:

„რო­დე­საც ჩემი და შვილს და­სა­ცა­ვად გა­და­ე­ფა­რა, მას დანა და­არ­ტყი, რა­ნი­მი კი ამ დროს ძირს ეგდო და ფე­ხით გე­ჭი­რა, ძირს და­ათ­რევ­დი. შენ მთე­ლი ოჯა­ხი გა­ა­ნად­გუ­რე“.

მო­სა­მარ­თლემ კი აღ­ნიშ­ნა, რომ მკვლე­ლი ამის შემ­დეგ კვლავ რა­ნიმს მი­უბ­რუნ­და, მკერ­დის არე­ში ორი სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ეს იყო ორი და­უც­ვე­ლი ქა­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბა.

ტა­რინ­მა და უდეჰ­მა ერ­თმა­ნე­თი კო­ლე­ჯში გა­იც­ნეს და 2016 წელს ის­ლა­მუ­რი ცე­რე­მო­ნი­ით და­ქორ­წინ­დნენ. მათ ქორ­წი­ნე­ბას დიდი ბრი­ტა­ნე­თის კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ცნობ­და.

ხა­ო­ლა სა­ლი­მი და რა­ნიმ უდე­ჰი

უდეჰს წინა ქორ­წი­ნე­ბი­დან 2 წლის შვი­ლი ჰყავ­და, რა­ნი­მი და დე­და­მი­სი სი­რი­ა­ში და­ი­ბად­ნენ.

მას შემ­დეგ, რაც ქალ­მა შე­ი­ტყო, რომ მის ქმარს ავ­ღა­ნეთ­ში ცოლი და შვი­ლე­ბი ჰყავ­და, ტა­რი­ნი მი­ა­ტო­ვა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში კი ჯან­ბაზ­მა ქალი და დე­და­მი­სი მოკ­ლა.

რა­ნიმ­ზე ტა­რი­ნი ერ­თად ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­შიც ძა­ლა­დობ­და ფი­ზი­კუ­რად, და­შო­რე­ბის შემ­დეგ კი მუ­ქა­რას აგ­რძე­ლებ­და. რა­ნიმ­მა თა­ვის და­სა­ცა­ვად პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თა, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მის წი­ნა­აღ­მდეგ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რი გას­ცეს. მკვლე­ლო­ბის დღეს, თავ­დას­ხმამ­დე პო­ლი­ცი­ა­ში უდე­ჰის სამი ზარი შე­ვი­და.

რა­ნი­მის შვილ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა ახლა მის­მა დე­ი­დამ აიღო. ნო­რი­სის თქმით, და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლი 6 თვე რა­ნი­მი სა­კუ­თარ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას მა­ლავ­და.

„ტა­რი­ნი ეუბ­ნე­ბო­და, რომ თუ ცოლი მი­ა­ტო­ვებ­და, მას და მისი ოჯა­ხის წევ­რებს და­ხო­ცავ­და. ერთ დღეს რა­ნიმ­მა მი­თხრა - „დე­ი­და, მგო­ნია, რომ ჩემი სი­ცო­ცხლე მალე დამ­თავ­რდე­ბა“ - იხ­სე­ნებს ნო­რი­სი.

ჯან­ბაზ ტა­რი­ნი

მო­სა­მარ­თლე მოკ­ლულ უდეჰს ახა­სი­ა­თებს რო­გორც „გა­ნათ­ლე­ბულ, და­მო­უ­კი­დე­ბელ ქალს“, რო­მე­ლიც კო­ლე­ჯში სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად ზრუნ­ვას არ აკ­ლებ­და პა­ტა­რა შვილს, რო­მე­ლიც მას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

მისი დედა კი, სა­ლი­მი, მო­სა­მარ­თლის თქმით, „შე­სა­ნიშ­ნა­ვი ქალი იყო, რო­მელ­საც კარ­გად იც­ნობ­და ყვე­ლა. ის მუდ­მი­ვად ეხ­მა­რე­ბო­და უსახ­ლკა­რო­ებს და გა­ჭირ­ვე­ბუ­ლებს“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

"მთელი ოჯახი გაანადგურე" - კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

"მთელი ოჯახი გაანადგურე" - კაცს, რომელმაც ცოლი და სიდედრი მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელმაც საყვარელი ქალისა და მისი დედის სასტიკი მკვლელობა აღიარა, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

49 წლის ხაოლა სალიმი და 22 წლის რანიმ უდეჰი ინგლისში, სალიმის სახლის წინ 27 აგვისტოს მოკლეს. უდეჰი 21 წლის ჯანბაზ ტარინზე იყო დაქორწინებული, თუმცა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა, რომ ტარინს ავღანეთში სხვა ცოლ-შვილი ჰყავდა, ქმარს დაშორდა.

ჯანბაზი მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდა უდეჰსა და დედამისს და როდესაც მათ თავს დაესხა, სალიმი ტელეფონზე პოლიციას ესაუბრებოდა. მკვლელი მიიმალა, თუმცა სამი დღის შემდეგ ტარინი დააკავეს.

სასამართლო სხდომაზე ჯანბაზმა მკვლელობა აღიარა. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ჯანბაზ ტარინი

სალიმის დამ, ნურ ნორისმა სხდომაზე მკვლელს მიმართა:

„როდესაც ჩემი და შვილს დასაცავად გადაეფარა, მას დანა დაარტყი, რანიმი კი ამ დროს ძირს ეგდო და ფეხით გეჭირა, ძირს დაათრევდი. შენ მთელი ოჯახი გაანადგურე“.

მოსამართლემ კი აღნიშნა, რომ მკვლელი ამის შემდეგ კვლავ რანიმს მიუბრუნდა, მკერდის არეში ორი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და ადგილიდან მიიმალა.

პოლიციის განცხადებით, ეს იყო ორი დაუცველი ქალის სასტიკი მკვლელობა.

ტარინმა და უდეჰმა ერთმანეთი კოლეჯში გაიცნეს და 2016 წელს ისლამური ცერემონიით დაქორწინდნენ. მათ ქორწინებას დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა არ ცნობდა.

ხაოლა სალიმი და რანიმ უდეჰი

უდეჰს წინა ქორწინებიდან 2 წლის შვილი ჰყავდა, რანიმი და დედამისი სირიაში დაიბადნენ.

მას შემდეგ, რაც ქალმა შეიტყო, რომ მის ქმარს ავღანეთში ცოლი და შვილები ჰყავდა, ტარინი მიატოვა. რამდენიმე კვირაში კი ჯანბაზმა ქალი და დედამისი მოკლა.

რანიმზე ტარინი ერთად ცხოვრების პერიოდშიც ძალადობდა ფიზიკურად, დაშორების შემდეგ კი მუქარას აგრძელებდა. რანიმმა თავის დასაცავად პოლიციას მიმართა, სამართალდამცველებმა მის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გასცეს. მკვლელობის დღეს, თავდასხმამდე პოლიციაში უდეჰის სამი ზარი შევიდა.

რანიმის შვილზე მზრუნველობა ახლა მისმა დეიდამ აიღო. ნორისის თქმით, დაქორწინების შემდეგ პირველი 6 თვე რანიმი საკუთარ მძიმე მდგომარეობას მალავდა.

„ტარინი ეუბნებოდა, რომ თუ ცოლი მიატოვებდა, მას და მისი ოჯახის წევრებს დახოცავდა. ერთ დღეს რანიმმა მითხრა - „დეიდა, მგონია, რომ ჩემი სიცოცხლე მალე დამთავრდება“ - იხსენებს ნორისი.

ჯანბაზ ტარინი

მოსამართლე მოკლულ უდეჰს ახასიათებს როგორც „განათლებულ, დამოუკიდებელ ქალს“, რომელიც კოლეჯში სწავლის პარალელურად ზრუნვას არ აკლებდა პატარა შვილს, რომელიც მას ძალიან უყვარდა.

მისი დედა კი, სალიმი, მოსამართლის თქმით, „შესანიშნავი ქალი იყო, რომელსაც კარგად იცნობდა ყველა. ის მუდმივად ეხმარებოდა უსახლკაროებს და გაჭირვებულებს“.

დონალდ ტრამპმა Facebook-ს, Twitter-სა და Google-ს უჩივლა - "ჩვენ მოვიპოვებთ ისტორიულ გამარჯვებას ამერიკისა და სიტყვის თავისუფლებისთვის"

შეიარაღებულმა პირებმა ჰაიტის პრეზიდენტი მოკლეს

"შავი ზღვა დენთის კასრად გადაიქცა" - როგორ ეხმაურება უცხოური მედია შავ ზღვაში მომხდარ ინციდენტებს